ფორუმელი kvipriane Posted 22 იანვარი, 2022 Posted 22 იანვარი, 2022 (შესწორებული) მოგესალმებით მეგობრებო !!! იკითხავთ ალბათ, რომ რაღა ამ ავტომობილით დაიწო ავტო-თემაო, მაგრამ იქეთ, FB-ზე შესაბამის თემასი 2400 კაცია გაერთიანებული და ესეიგი ბევრს ყავს და ან ბევრსაც ჰყოლია და გამოუცდია მერსედესის აღნიშნული მოდელი ... ამიტომ გადავწყვიტე ამით დამეწყო, პლიუს ამას , ვისაც გვყოლია ან გვყავს ესა თუ ის მოდელი საკუთარ გამოცდილებას დაწერს, ავარიულ სიმპტომებს დაწერს, როგორ უშველა, რიდი ბრალი იყო და კაი გამოცდილებას მიიღებთ აღნიშნული ავტომობილის მფლობელები ... დავიწოთ : საერთოდ მერსედეს-ბენც-ის მარკის ავტომობილებს ჩემი ქება არ ჭირდებათ, ერთ-ერთი არმატებული პროექტია , გერმანული ხარისხი და ასე შემდეგ, მაგრამ კონკრეტულ ავტომობილს ბევრი ემდურება, თუმცა ჩემი იმჰო აზრით ა კლასის მოდელი ერთ-ერთი მოსახერხებელია ქალაქში სამართავად ... როგორც ცნობილია Mercedes-Benz A Class - W168 გამოუშვეს 1997 წელს მანამდე მერსედესს გამოშვებული ჰყავდა ლეგენდარული მოდელები W123 - W124 - W126 და W140 (ეგრეთ წოდებული - პიტსოტკა) - ეს ის მოდელებია რომლებითაც მერსედესმა სახელი გაითქვა და რომელსაც დღესაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს , ამის მიზეზი კი ისაა რომ ზემოთაღნიშნული მოდელები ძალიან ხარისხიანი გამოუვიდათ თითქმის არ ფუჭდებოდა და დღემდე ჩვეულებრივ დადიან , - მაგრამ თავად მერსედესის ფირმას , მიყოლებით ასეთი ხარისხიანი მოდელების გამოშვების გამო საქმე ჩაუწვათ, - აღნიშნული მოდელების სათადარიგო ნაწილები ვეღარ გაყიდეს ამიტომ ყოველ დანარჩენ მოდელში გარკვეული დეტალი (ნაწილი) რესურსიანი დაუპროექტეს, - A Class-ის მოდელში რომელიც, როგორც აღვნიშნეთ 1997 წელს გამოუშვეს, ასეთი რესურსიანი ნაწილი დაუპროექტეს ავტომატური გადაცემათა კოლოფის პლატა (ტვინი) , რომლის რესურსიც ექსპლოატაციიდან 70.000 კილომეტრს არ არემატება, - ვისაც ყოლია ა კლასის მერსედესი დამეთანხმება რომ ერთხელ მაინც ქონია შეხება აღნიშნულ პრობლემასთან იქედან გამომდინარე რომ საქართველოში 99% მეორადი ავტომობილები შემოდის და უმრავლესობა მათგანს აღნიშნული რესურსი უკვე კარგა ხნის ამოწურული აქვს . დღესდღეობით თბილისში ეს პრობლემა უკვე უპრობლემოდ გვარდება, სამი სხვადასხვა ჯგუფია (რაც მე ვიცი) რომლებიც კონკრეტულად ამ მოდელზე მუშაობენ. პირველი თაობა ა კლასი (W168) მერსედესმა 5 მოდიფიკაციის გამოუშვა ესაა A140 A160 A190 A210 (ბენზინის ძრავებზე) და A170-CDI (დიზელი) ერთი რამაა კიდევ აღსანიშნავი რომ ა კლასები იმდენად მინიატურული მოდელებია დანარჩენ "ძონძროხა" მერსედესებთან შედარებით, რომ განსაკუთრებული საინჟინრო პროექტირება მოითხოვა, ამიტომ არის რომ ხელოსნებს მისი შეკეთება დიდად არ უყვართ, - ერთი ნაწილის შესაცვლელად ან შესაკეთებლად 2-3 და ხან 4 სხვადასხვა ნაწილის მოხსნა გიწევს განვიხილოთ მთავარი აგრეგატები : 1. ძრავი უსაფრთხოებიდან გამომდინარე რადგან ა კლასი მცირე ზომის ავტომობილია, მისმა დამპროექტებლემა საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტას მიაგნეს , მას ორი იატაკი გააჩნია და ძრავი ცერად არის დამონტაჟებული და ავარიის შემთხვევაში აღნიშნულ ორ იატაკს შორის ჩადის ისე რომ სალონი დაცულია ძრავის შეჭრისაგან. თავად ძრავებს რაც შეეხებათ, საკმაოდ გამძლე ძრავებია, მინახავს 350.000 კმ გავლილი და ისევ მშვენივრად მუშაობდა, - იგ დახრილად დგას ავტომობილში და როგორც ამბობენ 5-6 ათასზე თუ შეუცვლით ზეთს ზემოთაღნიშნულ გარბენზე მეტსაც გაივლის . 2. გადაცემათა კოლოფი . როგორც ზემოთ აცღნიშნეთ, ავტომატური გადაცემათა კოლოფი ამ ავტომობილის სუსტი წერტილია, თუმცა თავად გადაცემათა კოლოფი ისევე როგორც ძრავი ძალიან გამძლე და ძნელად გასაფუჭებელი დეტალია ამ ავტომობილის, - ხშირად ფუჭებადი არის ავტომატური გადაცემათა კოლოფის პლატა (ტვინი), ეს პლატა გადაცემათა კოლოფს ქვემოდან უყენია, ჰერმეტულადაა დახურული და მთლიანად სპეციალურ ჟელეშია მოქცეული, მაგრამ იმის გამო რომ კოლოფის ზეთშია მოქცეული, რომლის გახურება-გაციებაც იწვევს როგორც სჩანს მის დეფექტაციას, ხსირად ჟელე კარგავს საკუთარ თვისებებს, ხმება და თმის სისქის "ვალასოკები" სწყდება მიჩრჩილული ადგილებიდან, - შეკეთებას ექვემდებარება და არც მეორადის შეძენაა პრობლემა მაგრამ , ა კლასის დამპროექტებლებმა იცოდნენ რა აღნიშნული რესურსიანი ნაწილის პრობლემა გადაცემათა ავტომატურ კოლოფს შემდეგი ფუნქცია ჩაუდეს : როდესაც გადაცემათა კოლოფის პლატა მწყობრიდან გამოდის ეს მონიტორზე აისახება ავარიული F გადაცემაში ჩაგდებით როდესაც F-ჩააგდებს , ეს არ ნიშნავს რომ ავტომობილი ევაკუატორით უნდა წაიყვანო ხელოსანთან, მას აქვს შემდეგი ფუნქციები : თუ ხართ ქალაქში და ჩააგდო F-ში , ჩააქრობთ, ახლიდან დაქოქავთ P (პარკინგი) პოზიციაში , გადაიტანთ რიჩაგს D-ში და ავტომობილი ჩააგდებს მე-2-ე სიჩქარეში და 35-40 კმ/სთ-მდე სიჩქარით იმოძრავებს (სახლამდეც მიგიყვანთ და სახელოსნომდეც) თუ ხართ ტრასაზე და ჩააგდო F-ში, ჩააქობთ, ახლიდან დაქოქავთ ამჯერად N(ნეიტრალი) პოზიციაში, გადაიტანთ რიჩაგს D-ში და ავტომობილი ჩააგდებს 5-ე სიჩქარეში და ჩვეულებრივად ივლის 100 კმ/სთ-მდე სიჩქარით ... ასე რომ მერსედეს ა კლასი არასოდეს დაგტოვებთ გზაზე 3. სავალი ნაწილი (ეგრეთ წოდებული - ხადავოი ) სავალი ნაწილი საკმაოდ გამძლე აქვს, დაკიდება თუ არ ვცდები ჩვეულებრივი მაკფერსონი, - უკან ბარაბანი, წინ ჩვეულებრივი დისკები, 4-ვე მხარეს საბურავებთან აქვს ESP ამთვლელი დაჩიკები , რომლებსაც კარგი იქნება თუ ხშირად გაწმენდთ ... სხვა მხრივ რა გითხრათ, 4 სხვადასხვა მოდიფიკაციის ა კლასი მყოლია და მთაში თუ ბარსი, ორმოებში და ცუდ გზებზე მივლია, დიდად არაფერი გაფუჭებია, A210 (ძრავი - 2.1) და A190 (ძრავი - 1.9) საკმაოდ სწრაფი ავტომობილებია განსაკუთრებით 2.1 ძრავით, და თუ მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს საერთოდ ძალიან სწრაფია, 2.1 მექანიკა ა კლასი 7 წამამადე კრეფს 100კმ/სთ-ს (ქალაქში მიწვავდა - 10 ლიტრამდე) A160 (1.6 ძრავით ) ყველაზე ნორმალური ავტომობილია, საქართველოში ა კლასების უმეტესობა ამ ძრავებით მოძრაობენ (ქალაქში 8-9 ლიტრამდე წვავს, ტრასაზე 6 ლიტრს არ ცდება. შერეულ რეჟიმში (ქალაქი-ტრასა) მე მიწვავდა 7.5 ლიტრამდე) A140 (1.4 ძრავით) მკვდარია , იგივეს წვავს რასაც 1.6 და დინამიკა უარესი აქვს პირადად მე ყველაზე მეტად A170 (1.7 დიზელის ძრავზე) მომეწონა, ქალაქში 6-6.5 ლიტრზე მეტი არ დაუწვავს, ტრასაზე მაქსიმუმ 5 ლიტრი და დინამიკაც კარგი აქვს . P.S. რჩევა : A Class-ებს რომლებსაც ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვთ არ უყვართ ადგილიდან აგრესიული ჩაჭერები გაზზე და რესკი ტორმუზები, ასევე თუ დიდ მანძილზე მიდიხართ, შეეცადეთ ყოველ 2 საათში ერთხელ შეჩერდეთ ყავის დასალევად და ავტომობილი ჩააქროთ, ზეთის შეცვლა კოლოფში ყოველ 40-50 ათას კილომეტრზე , თუ მლოუვლით გასიამოვნებთ ინტერიერი : - ვითომ გარედან პატარააო მაგრამა კლასების სალონში საკმაო სივრცეა, ორი იატაკის ხარჯზე საკმაოდ მაღლა ზიხარ და არ გაქვს შეგრძნება რომ "ერთ ადგილს" ასფალტზე მიახოხიალებ - უკან სამი ნორმალური აღნაგობის ადამიანი ჩვეულებრივად ეტევა ავტომობილი საკმაოდ კომპაქტურია, ადვილი სამართავია, ქალაქში ადვილად აპარკინგებ, სათადარიგო ნაწილები ადვილად იშოვნება და ძვირი არ ღირს 1. 1.6 2. 1.7 დიზელი 3. 1.9 Edited 22 იანვარი, 2022 by kvipriane 2 თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბაყბაყდევი Posted 23 იანვარი, 2022 Posted 23 იანვარი, 2022 @kvipriane სადაც შემხვდება ეს მანქანა მინდა რომ ბენზინი დავასხა და დავწვა, გადავბუგო. ვაიმე როგორ მეზიზღება ჩემი პირველი მანქანა იყო იაპონიის ბაზარი რომ პოპოლარული იყო მაშინ ჩამოვიყვანე. 2005 წლიანი 4ბბ შეფასებით გასრიალებული მანქანა ჩამოვიდა 70 000 კმ გარბენით თავიდან სანამ ვიყიდდი, ბუნებრივია გავიკითხე როგორი მანქანებია-მეთქი. არავინ აქო, მაგრამ მაინც დავიკიდე და ვიყიდე. მეთქი მერსედეცია რა უნდა დაემართოს. პატარა კუკუშკა მანქანაა და თავის კლასში სიარულით ფიტები და ეგეთი ჯღაბები ვერ მივლენ. მერსედესის საჭე და ამბები. კომფორტი ყველაფერი. მაგრამ აი რაზეც მითხრეს რომ სუსტი აქვსო ყველაფერი გაუფუჭდა. 2 თვეში დაიწყო გაფუჭება. ჯერ თემოსტატი. მერე ყუმბარები ჩაიშალა. მერე ელექტროობა ურევდა. ბოლოს კარობკა გაუფუჭდა. კარობკის ტვინი რაღაც. მოვიცილე საბოლოოდ გავყიდე. This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 23 იანვარი, 2022 Author Posted 23 იანვარი, 2022 1 საათის წინ, ბაყბაყდევი said: 2005 წლიანი 4ბბ შეფასებით გასრიალებული მანქანა ჩამოვიდა 70 000 კმ გარბენით 2005 წლიანი უკვე მეორე თაობაა W169 , გადაცემათა კოლოფი ვარიატორი აქვს და კიდევ უფრო ადვილად ფუჭდება პლატა (ტვინი) სათადარიგო ნაწილებიც შედარებით ძვირია W168 2001 წლიდან განაახლა და რესტაილინგი გამოუშვა, ესენი უკვე კარგებია (შედარებით) 2001-დან 2004-მდე W168 მოდელი A160 A170-CDI ან A190 -ები კარგებია, პროსტა თვეში ერთხელ-მაინც უნდა შეახედო ხელოსანს ამასთან ერთად, როდესაც ამ მანქანას ყიდულობ იქვე უნდა მიაყოლო ავტომატური გადაცემათა კოლოფის პლატა (ტვინი) ახალი მისი ნომერია 722.7 Transmission Control Unit TCU TCM ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 23 თებერვალი, 2022 Author Posted 23 თებერვალი, 2022 ასეთია ა კლასების 1997-დან 2004-მდე W168 მოდელების გადაცემათა კოლოფის პლატა, ეგრეთ წოდებული ტვინი ყვითლად რომ მოსჩანს , ეგ არის სპეციალური ჟელე რომლითაც ქარხანაში იფარება პლატა ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა