Jump to content
×
×
  • Create New...

ახალი ნაცნობების გაჩენა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, კიჭარტი said:

აბა რა უნდა ქნა? თავი უნდა იტანჯო და ისიც ტანჯო? 

შენ შენი წრე უნდა იცოდე , ეს ის წრეა ვისთან ერთადაც ერთიდაიგივე წესებს ეთანხმებით ...

 

1 საათის წინ, კიჭარტი said:

1 ნაბიჯი შენ, 1 მე და ყველაფერში ეგრე

აბსტრაქტულ საუბარში ეს თეზისი თითქოს და ძალიანაც ჰუმანურად და სწორად მოსჩანს, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციებში სრული აბსურდია 

1 საათის წინ, კიჭარტი said:

სხვანაირად ვიღაცა იჩაგრება და დაჩაგრულები კიდე სიბრალულის გარდა არ იწვევენ ხოლმე არაფერს. 

ფსევდო-სიბრალულია ეგ მერწმუნეთ პატარა ლედი ... :(

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

2 საათის წინ, კიჭარტი said:

აბა რა უნდა ქნა? თავი უნდა იტანჯო და ისიც ტანჯო? 
მიიღო რა, მამენტ უნდა გაგიმართლოთ და დაემთხვეთ ;დ ან კაკ მინიმუმ არ აღიზიანებდეთ ერთმანეთს.

ეს ტანჯვაობის საკითხი საიდან გაჩნდა აქ? უკან გადავხედე და არაფერია, ტყავის ტრუსიკიან ჯეიჯობიდან თავის ტანჯვამდე როგორ მოვედით?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
39 minutes წინ, Eric said:

ეს ტანჯვაობის საკითხი საიდან გაჩნდა აქ?

ჰმ ვერ ხვდებით სენიორ ?

საერთოდ ეს თანჯვაობის საკითხი მაშინ გადაგვარდა ცეცხლოპტერიქსებმა რომ ვეფხისტყაოსნის რეალური აღქმის უნარი დაჰკარგეს და მასში მხოლოდ ხმალაობას რომ უყურებდნენ ფართო პროექციით :) არა და რა სიუჟეტია ნახეთ :) 

ტარიელა წყლისა პირსა მჯდარი ცხარე ცრემლით ტირის თავის დაკარგულ სატრფოს და ამ დროს ვიღაც ტიპები შეპყრობას უპირებენ - კაცი კაცსა შემოსტყორცნა და რამე , და აი ეს სიუჟეტი აითაცა მთელმა ცეცხლოპტერიქსების სამყარომ, და დღესაც ეს ტექსტი ზეპირად ახსოვს ყველას - თუ ხვდებით რატომ ???

გარკვეულ მეცნიერთა აზრით, იმიტომ რომ მასში ჩადებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ტარიელასა და მისი სატრფოს მიერ არ გამოაშკარავებულიყო ფართო მასებისათვის ... თორე შენ გააჩერებდი ცეცხლოპტერიქსებს ??? აბა სახელმწიფო გადატრიალება ვეფხისტყაოსანში წერიაო დაააა რო დაჰყვებოდნენ, - ირანში თურქეთში, თეთრ სახელმწიფოში და სხვა ბევრგანაც ჩვენი ჯიშის სამეფო კარი გვეყოლებოდა დღესაც :D

ტარიელი ტანჯული ტიპი უნდა იყოს რომელმაც სატრფო გამოიხსნა, - ეს ნარატივია დღეს ქართული ბაგი ...

არა და უააააფშე სხვა რამეა მანდ .... 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ვეფხისტყაოსანი :

ტარიელი უყვება ავთანდილს საკუთარ ამბავს :  (გავარჩიოთ აბა ;) )

სადღაც ინდოსტანში იყო 7 სამეფო , რომლიდანაც 6 ვინმე ფარსადანამ გააერთიანა და დაჯდა მმართველად 7-დან 6 სამოფოსი

აი მე-7-ს სამეფოს მეფე ტარიელას მამა ყოფილა სახელად სარიდანი , მაგარი გულზვიადი კაცი, ცეცხლოპტერიქსი და მაგარი ბოევიკი

მერე დაბერდა თუ რაღაც ნოსტალჯი დაეტაკა, ან მომავალზე იფიქრა (რას გაიგებ ამათსას) და უთქვამს წავალ ფარსადანას დაველაპარაკები, მაინც მეზობლები ვართ ამ 7 სამეფოშიო რაა 

(ა) „ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
(ბ) ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
(გ) უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
(დ) ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი. 

(ა) „მამა-ჩემი ჯდა მეშვიდედ, მეფე მებრძოლთა მზარავი,
(ბ) სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;
(გ) ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;
(დ) ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

(ა) „ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები,
(ბ) თქვა: „წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
(გ) ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები“;
(დ) ბრძანა: „წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები“;

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

12 minutes წინ, kvipriane said:

ტარიელი ტანჯული ტიპი უნდა იყოს რომელმაც სატრფო გამოიხსნა, - ეს ნარატივია დღეს ქართული ბაგი ...

ეს ნარატივი იყო ჩემი ბებოს დროს სენიორ.

 

ზოგადად კი გურჯებს აზიისკენ გვექაჩება რაღაც ტვინში და დაუნდობლად უნდა ვებრძოლოთ მაგას, არ დავუშვათ არაფრით

იმიტო რო მთელი ეს ზლუქუნი ტირილები სლუკუნები არის აზია სენიორ ნახეთ ნებისმიერი ინდური ფილმი არაბული თურქული

გიჟდებიან ამ ზლუქუნზე

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ჰო და ...

(ა) „ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან.
(ბ) შესთვალა: „ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,
(გ) რათგან 
ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან.
(დ) აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან“.

(ა) ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა.
(ბ) თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.
(გ) მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა;
(დ) სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

(ა) „თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა.
(ბ) თქვა: „ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!
(გ) ლაშქრობდის და ნადირობდის, 
აძლევდიან მტერნი ზავსა.
(დ) მას არა 
ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

ტარიელის მამა თავის სამეფოში მეფედ რომ დაჯდა, როგორც გაერთიანებული ინდოეთის მეფის ვასალი, ამავე დროს ინდოეთის მეფისაგან დაკისრებულ თანამდებობასაც, — ამირბარობასაც — კარგად უძღვებოდა.

ანუ ისე მოეწყო ამბები რომ ტარიელას მამა გახდა ფარსადანას სუზერენი თავისი სამეფოთი მაგრამ ამავე დროს მიიღო მთელი 7 სამეფოს ამირსპასალარობა ... პლიუს ამას ფარსადანამ ტარიელას მამას თავი გაუთანაბრა , ჩემი ამირსპასალარისნაირი კაცი არარსებობსო ისევე როგორც ჩემნაირიო რაა  ორივე ჯიგრები ვართ და მაგრები ვართო ...

ამიტომ ....

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Eric said:

ზოგადად კი გურჯებს აზიისკენ გვექაჩება რაღაც ტვინში და დაუნდობლად უნდა ვებრძოლოთ მაგას, არ დავუშვათ არაფრით

იმიტო რო მთელი ეს ზლუქუნი ტირილები სლუკუნები არის აზია სენიორ ნახეთ ნებისმიერი ინდური ფილმი არაბული თურქული

გიჟდებიან ამ ზლუქუნზე

დიახ მასეა ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ა ეხლა იწყება საინტერესო 

(ა) „ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,
(ბ) ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.
(გ) ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!
(დ) მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“.

(ა) „მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,
(ბ) საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად,
(გ) ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;
(დ) მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

დიახ მასეა ... 

ბიჭი არა მყავსო ფარსადანმა  და რადგან ჩემი მზგავსი და გვარის კაცია ჩემი სუზერენი მის ვაჟს გავზრდიო შვილივითო 

ამიტომ ტარიელა იშვილეს ბიძიკოებო ... და ზრდიდნენ როგორც მომავალ მეფესაააა ...

სრული პაკეტით ცეცხლოპტერიქსობა უმაღლეს დონეზე / ქვეყნის მართვა გამგეობა უნარები ეტიკეტი ქცევები და რამე ყველაფერი უნაკლოდ ასწავლეს ... ესეც გაიზარდა და რა გაიარდა შესახედავად ვაჟკაცი და ვაფშე ვეფხვებს ტყავს აძრობდა ნახადუ :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share