Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

's&d:' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფმა 9 მარტს განაცხადა, რომ ერთადერთი გზა საქართველოს „პოლიტიკური აქტორებისთვის, თუ მათ არ სურთ, რომ ქვეყნის სტაბილურობას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხე შეექმნას“, არის დიალოგი და პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში წვლილის შეტანა. ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა, რომელიც ევროპარლამენტის მომხსენებელია საქართველოს საკითხებზე, განაცხადა, რომ ის არ იწონებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას. „ხელისუფლებაში მყოფი პირები განსაკუთრებით არიან პასუხისმგებელნი, რომ დაძაბულობა განმუხტონ, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი გამოძებნონ და არაპროპორციული გზით არ უპასუხონ პროვოკაციებს“, – განაცხადა მან. მიკსერმა მოუწოდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას, რომ მანდატები აიღონ და პარლამენტში შევიდნენ. მან ხაზი გაუსვა, რომ თავშეკავებული პოლიტიკოსები როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციიდან პოლიტიკურ დაყოფაზე მაღლა უნდა დადგნენ და არსებული პოლიტიკური კრიზისი მოაგვარონ. ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისი საფრთხეს უქმნის საქართველოს მიღწევებს სოციალურ-ეკონომიკური ტრანზიციისა და პროევროპული რეფორმების განხორციელების საქმეში. „არსებული პოლიტიკური კრიზისი ხაზს უსვამს სასამართლო რეფორმის გაგრძელების მნიშვნელობას, რათა გაიზარდოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდეს უმაღლესი სასამართლო სტანდარტები“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „კერძოდ, ეს ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას“. მისივე თქმით, სოციალ-დემოკრატების ჯგუფი მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ძალისხმევას, რომელიც საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დახმარებას ითვალისწინებს, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მედიაციის მიზნით შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის დანიშვნას. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის შუამავლობით პრემიერი და ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტი: ევროკავშირის შუამავლობა ჩვენგან „პასუხისმგებლობის აღებას“ მოითხოვს სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტს ნდობა გამოუცხადა