რამდენიმე დღეა რაც ლინკდინზე დავრეგისტრირდი და ჩამითრია, ზუსტად იმ ინფოს მაძლევს რაც მჭირდება. რაღაც ჯგუფებშიც დავემატე. თან მაგ. სივის ვაგზავნი, კომპანიას ვგუგლავ, იქ ვინმე თუ მუშაობს და ღია პროფილი აქვს, მათ რეზიუმეებს ვათვალიერებ, მერე ამ კომპანიაში დასაქმების შანსებს ვაფასებ.
რამდენიმე ტიპი მყავდა სანაცნობოში, წარმოდგენა მქონდა, რომ სუპერ-ბუპერ CV ექნებათ და თურმე ჩემნაირად წვალობენ, 1-1წელი ხან იქ არიან, ხან აქ...
ჩემი პირველი სიყვარულიც დავსქროლე, ზუსტად იქაა, სადაც მოველოდი გემოვნება კი მქონია კარგი, მაგრამ რად მინდა..
თქვენ ხართ ლინკდინზე? იყნებთ ამ პლატფორმას?