Hack QA - by Digital Camp Georgiaგიწვევთ ავტომატიზაციის ინჟინრებს, მანუალ ტესტერებს, დეველოპერებს, მენეჯერებს და ყველას ვისაც QA მიმართულება აინტერესებს! თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაესწროთ და მონაწილეობა მიიღოთ ჰაკათონში და კონფერენციაში. სადაც გამოცდილი ინჟინრები და მენეჯერები ისაუბრებენ სხვადასხვა საინტერესო თემაზე QA-ს მიმართულებით, გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მიდგომებს.Digital Camp Georgia-ში გვჯერა, რომ ქართველებს შეგვიძლია მარტივი, ხარისხიანი და გლობალური მასშტაბები პროექტების შექმნა, ამასთან გვინდა ამ მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანებს კიდევ ერთი ღონისძიება შევთავაზოთ სადაც საშუალება ექნებათ გაზარდონ კავშირები, იმუშაონ ახალ იდეებზე და რაც მთავარია გაუზიარონ გამოცდილება.• ღონისძიება გაიმართება 3 დღის განმავლობაში.• სპიკერები წარმოადგენენ პრეზენტაციებს.• შესაძლებლობა გექნებათ დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.ჰაკათონის წესები:• 10, 11 და 12 დეკემბერს გაიმართება ონლაინ ჰაკათონი QA-ს თემაზე.• ჰაკათონის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება მონაწილეების მიერ, ხმის მიცემით.• მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას ვისაც სურს, ნებისმიერი იდეით რაც QA-სთან არის დაკავშირებული სრულად ან ნაწილობრივ.• წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.• ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ადამიანისგან.• ჰაკათონი დაიწყება 10 დეკემბერს 10:00 საათზე და დასრულდება 12 დეკემბერს 18:00 საათზე.• ჰაკათონის თემა არის თავისუფალი მაგრამ მთავარ იდეას არ უნდა ცდებოდეს, ანუ სრულად ან ნაწილობრივ უნდა მოიცავდეს QA-ს პროცესებს.ჰინტებად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი თემები:• ტესტ ქეისების მენეჯმენტი• ავტომატური ტესტირება (UI)• API Testing• მანუალური ტესტირების პროცესის გაუმჯობესება• და ნებისმიერი სხვა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე: https://forms.gle/Hs38wXqaeWNSxbqF6ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაწერეთ ივენთის ან Digital Camp Georgia-ს ჯგუფში.პარტნიორობით დაინტერესებულ პირებს და კომპანიებს გთხოვთ დამიკავშირდეთ ფეისბუქზე: https://www.facebook.com/remixtedi/