Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'e-commerce' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ელექტრონული კომერცია მსოფლიოში უსწრაფესად ვითარდება. ცხოვრების აჩქარებული ტემპიდან გამომდინარე, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, ონლაინვაჭრობას ანიჭებენ უპირატესობას. საქართველოში ელექტრონული კომერციის როლის ზრდას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა COVID-19-ის პანდემიამ. აქამდე ონლაინ სავაჭრო პლატფორმები არც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და არც სრულყოფილად ფუნქციონირებდნენ. შესაბამისად, მომსახურების ეს მიმართულება ახლა შედის განვითარების აქტიურ ფაზაში. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ელექტრონული კომერციის წილი საცალო ბრუნვაში 2%-ზე დაბალი იყო. თუმცა, ონლაინმაღაზიების რიცხვი სულ უფრო და უფრო იმატებს. ასევე, 2020 წელს დაარსდა ელექტრონული კომერციის ასოციაცია Voice of Ecommerce. იგი მიზნად ისახავს საქართველოში ამ მიმართულების განვითარების ხელშეწყობას. Voice of Ecommerce-ის პრეზიდენტი და საკურიერო კომპანია OnWay-ის დირექტორი თამარ გოგოლაშვილი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, ელექტრონული კომერცია საქართველოში, დაახლოებით, 5-ჯერ გაიზარდა. პირველი ე.წ. ლოქდაუნის დასრულების შემდეგ მზარდი დინამიკა კვლავ შემცირდა, თუმცა, მაინც 2-ჯერ აღემატებოდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს. „ვფიქრობ, რომ ელექტრონული კომერცია კიდევ უფრო მზარდი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცოტა დასტაბილურდება ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ახლა საკმაოდ არამდგრადია. თუმცა, იმისთვის, რომ ელექტრონული კომერცია განვითარდეს, აუცილებელია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა. ერთი, თუნდაც ის, რომ კანონმდებლობა არ გვაქვს დღემდე მიღებული და მნიშვნელოვანია, ჩვენი ასოციაცია ჩაერთოს ამ კანონპროექტის მიღებაში. მოხდეს განმარტებები, მაგალითად, ტერმინოლოგიის, განისაზღვროს თამაშის წესები, იმისთვის, რომ თუნდაც ჩვენ, შიდა ბაზარზე, ვიცოდეთ როგორ უნდა ვიმოქმედოთ და, გარდა ამისა, საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის.“ – აცხადებს თამარ გოგოლაშვილი Business Feed-თან საუბრისას. კანონმდებლობის გარდა, კიდევ ბევრი საორგანიზაციო საკითხია მოსაგვარებელი და დასარეგულირებელი. ამისათვის მთავარია ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება. ასევე, არსებობს საერთაშორისო პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ ციფრული ბაზრის გაფართოებას. თამარ გოგოლაშვილის აზრით, ასეთი პროგრამები უმნიშვნელოვანესია საქართველოში ელექტრონული კომერციის სფეროს სწრაფი განვითარებისთვის. მისივე განცხადებით, აუცილებელია, რომ ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობდეს სახელმწიფო ორგანოებთან, რათა სწრაფად გავრცელდეს პროგრამების შესახებ ინფორმაცია და უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური ჩართულობა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა EU4DIGITAL. იგი მიზნად ისახავს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის გაფართოებას აღმოსავლეთის ქვეყნებში. ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება ელექტრონული კომერციის საპილოტე პროექტის განხორციელება საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის. Freepikსაქართველოს ონლაინბაზარზე უკვე არსებობს რამდენიმე წარმატებული კომპანია. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია EBG, რომელიც eBay-ის ოფიციალური პარტნიორი და ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა (1.6 მილიარდი პროდუქტი) ქვეყნის მასშტაბით. კომპანიამ ერთი წლის წინ განავითარა ადგილობრივი ელექტრონული კომერციაც. „ჩვენ გვაქვს ასევე ადგილობრივი ელექტრონული კომერცია, რომელიც სწორედ პანდემიის დროს გაჩნდა, დაემთხვა პანდემიის დაწყებას. [ამიტომ] ჩვენ მომზადებულები შევხვდით ამ პროცესს. ადაპტაცია ძალიან მალე გავიარეთ და ფაქტობრივად, პირველები ვიყავით, ვინც დამცავი ფარები, სადეზინფექციო ხსნარები და ა.შ. გამოვიტანეთ ონლაინ“. – აცხადებს კომპანიის დირექტორი შოთა წოწორია. რაც შეეხება ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას, EBG-ის დირექტორის განცხადებით, კონკურენცია მათ აძლიერებს. მიაჩნია, რომ რაც უფრო გაიზრდება მოთხოვნა და მეტი ადამიანი ჩაერთვება ელექტრონული კომერციის სწორ პოპულარიზაციაში, მით უფრო უკეთესია საქართველოში ამ მიმართულების განვითარებისთვის. სამომავლო გეგმები ამბიციურია და მიმდინარე წლის ბოლომდე მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობენ მომხმარებლებს. „ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე და გლობალურ ბაზარზე სხვადასხვა უდიდეს ელექტრონული კომერციის მაღაზიასთან ისეთივე კომუნიკაციის დამყარებაზე, როგორიც eBay-სთან გვაქვს. წლის ბოლოს EBG-ის გუნდი შექმნის კიდევ სამ უდიდეს ონლაინმაღაზიას საქართველოში.“ – ამბობს შოთა წოწორია Business Feed-თან საუბრისას. ელექტრონულ კომერციას საქართველოში განვითარების პერსპექტივა ნამდვილად აქვს. რამდენად სწრაფად მოხდება ეს, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. არსებობს მოსაზრება, რომ ონლაინვაჭრობაზე ყველაზე სწრაფად ტექნიკის, ყველაზე გვიან კი, ტანსაცმლის მაღაზიები გადავლენ. ამ ეტაპზე, მომხმარებლები ერიდებიან ისეთი პროდუქციის შეძენას, რაც შესაძლოა, უკან დასაბრუნებელი გაუხდეთ. ამიტომ, აუცილებელია, რომ კომპანიებმა, ონლაინინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, დაბრუნების სწორი პოლიტიკა შეიმუშაონ და მომხმარებლის ნდობა მოიპოვონ. The post რა გზას ადგას E-commerce საქართველოში? appeared first on BusinessFeed.