Ethereum 2.0-ის დეველოპერებმა პროგრამული უზრუნველყოფის და უსაფრთოხების პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვიტეს რომ ახალი პროდუქტი ძველთან შეერთებინათ. ეს კი იმას გულისხმობს რომ მოდიფიცირებული Ethereum 2.0 ტრადიციულ ეთერიუმს სხვადასხვა პლატფორმაზე შეერწყმება.
ეთერიუმის თანადამფუძნებელი, ვიტალიკ ბუტერინი ამბობს, რომ აღნიშნული გაერთიანება, მართალია, “დააქუცმაცებს” ახალ Ethereum 2.0-ს, მაგრამ საგრძნობლად გააძლიერებს უსაფრთხოების პროტოკოლებს. ახალი სისტემა, Rollups-ი მისცემს ქსელს იმის შესაძლებლობას, რომ დაამუშავოს და შეინახოს ოპერაციების ისტორიები და შინაარსი იქამდე, სანამ მექანიკურად არ მოხდება მათი გადატვირთვა/გასუფთავება.
ვიტალიკ ბუტერინმა ასევე განმარტა, რომ ეს პროექტი გარკვეულ დროს მოითხოვს. ეს პროცესს შედარებით ართულებს, რადგან სხვადასხვა ტიპის “თავდასხმები” კრიპტო სექტორის მიმართ ყოველდღიურად მიმდინარებს.
თუმცა ის ასევე პროგნოზირებს, რომ თუ ქსელი ძველ სისტემაში დარჩება და არ განახლდება, დიდი უკმაყოფილებაა მოსალოდნელი, რაც ეთერიუმის ქსელს დიდ ზარალს მიაყენებს. ამიტომ ბუტერინი იმედოვნებს, რომ Ethereum 2.0-ის პროტოკოლები, შეძლებისდაგვარად სწრაფად, ძველ უსაფრთოხების სისტემასთან შეერთდება.
The post Ethereum 2.0-ს განვითარება გრძელდება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.