Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'', '' or 'ბურუსი’’' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ცოლ-ქმარი აპოლონი და სალომე 50-იანი წლების თბილისში საკმაოდ ცნობილ ხალხთან მეგობრობდა. მართალია აპოლონის მფარველი მინისტრი გადააყენეს, მაგრამ მათ არ შეუწყვეტიათ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. ჰოდა ყველას ერთად სუფრაზე თავმოყრა განიზრახა სალომემ, რომელმაც საამისო მიზეზიც მოძებნა, მისი დიშვილის – ეთერის დაბადების დღე (15 დეკემბერი), რომელიც ფსიქოლოგიას სწავლობდა თბილისში (ორბისიდან იყო) და დეიდასა და ბიძასთან ცხოვრობდა. დიდებული ნადიმი, რომელიც ქართული გულუხვობით იქნებოდა სავსე, ატენური ღვინით უნდა ყოფილიყო დამშვენებული – ფიქრობდა აპოლონი. ჰოდა ვინ ჩაიყვანდა ატენში? იმხანად ხომ მძღოლი არ ჰყავდა აპოლონს? ეს ამბავი მარტივად მოაგვარა ეთერმა, რომელსაც თბილი ურთიერთობები ჰქონდა ასპირანტ აკაკი ცისკარიშვილთან, საკმაოდ ნიჭიერ ფსიქოლოგთან, რომელიც დათანხმდება ეთერს და ისინი წაიყვანენ აპოლონს ატენში. სალომეს დიდად არ ეპიტნავებოდა აკაკი, მისთვის იგი ,,ცისკარაანთ ბიჭი’’ იყო მხოლოდ, და არც ეთერის მასთან მეგობრობა მოსწონდა. სალომეს იდუმალად აწვალებდა სურვილი, ეთერი ლევან ქურდოვანიძისთვის, კიდევ ერთი წარმატებული მეცნიერისთვის დაეახლოვებინა და ხვაშიადი ბოლოს გაუმხილა კიდეც ქმარსა და მერის, თავის დას, ეთერის დედას. დაბადების დღეზე სალომესა და მერის და თამარიც მოვიდა თავის ქმარ ლეონთან ერთად. დიდებული ლხინი გაიმართა, სადაც აკაკი არ მოსულა. მიუხედავად იმისა რომ ეთერს უნდოდა მისი დაპატიჟება, სალომემ აგრძნობინა რომ მას ეს არ ესიამოვნებოდა. სამაგიეროდ ესტუმრათ სხვა მეცნიერ-მუშაკი, ახალგაზრდა ლევან ქურდოვანიძე, რომელიც სალომეს აზრით, სასურველი სასიძო იყო. ლევანი მართლაც გაიხსნება ეთერთან, შეზარხოშებული სიყვარულშიც გამოუტყდება გოგოს, რომელიც ღიმილით ჰკითხავს მას, ნუთუ სიყვარული ასე ზერელე რამაა რომ ერთის ნახვით შეიძლება ადამიანი შეგიყვარდესო? ვაჟიც არ დაიბნევა და ტარიელისა და ნესტანის მაგალითს მოუყვანს. მოკლედ ეთერს არ მოეწონება ლევანი. მაგრამ მარტო ეთერს კი არა, არც მერის. ამიტომაც მეორე დღეს ნამცეცობაზე შეკრებილი შინაურები შეკამათდებიან. სალომე დაბნეული მერის აღიარებაზე, არ მომეწონა ლევანი და ჩემთვის სულერთია ეთერს მოეწონება თუ არაო, – უფრო განრისხდება და მედიდურად მოყვება უახლესი ადამიანების გაკილვას. ,,გაჩუმდი!” – მოესმება ამ დროს თამარის ხმა, რომელმაც დას ულმობელი უწოდა: ,,რა ულმობელი ხარ… ყოველთვის ასე ულმობელი იყავი…”. სალომემ გულში ჩაიცინა, უკვე დაკმაყოფილებული იყო, ოღონდ ბოლო სიტყვას მაინც ვერ აპატიებდა. ,,ულმობელი, – ტუჩთაგრეხით გამოსთქვა სალომემა, – ულმობელი… ასეა, სიმართლე ვერავის აუტანია”. ეს დიალოგი რატომღაც მაგონებს ქართული ფილმის ,,რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ერთ ადგილს, კერძოდ ასაკოვანი მამიდების დიალოგს. სალომე რის სალომე იქნებიდა რომ თავისებურად არ დაეტრიალებინა საქმე. მოკლედ ყველაფერი გააკეთა რომ ლევანისა და ეთერის ქორწინება შემდგარიყო. მერიც დანებდა ბედს. სალომე გამარჯვებას ზეიმობდა. აკაკიც ბედს შეეგუა. აკაკის გადაეყრება გოდერძი, ბიჭი რომელიც მისი მხრიდანაა და გაახსენებს თუ როგორ იჭიდავეს ერთხელ ბავშვობაში სახელოვანი ფალავნების წინ. გოდერძი აღმოჩნდა რომ სწორედ ეთერს ეძებდა და მიზეზად დეიდისაგან დანაბარების გადაცემა დაასახელა. ამ ამბავში მაშინვე დაეჭვდა აკაკი და გოდერძი პირდაპირ მიიყვანა ეთერისა და ლევანის ქორწილში, სადაც სახტად დარჩენილი გოდერძი დაბნეული ჩამოჯდება. აკაკი კი ღიმილით ეტყვის, რომ ისინი ერთ ბედქვეშ აღმოჩნდებიან. ორივეს მოსწონდა ეთერი, რომელიც სხვა კაცის საკუთრება იყო იმწამიდან. თაფლობის თვე ნამდვილად არ აღმოჩნდა ის, რაც უნდა ყოფილიყო თავისი დანიშნულებით. თანდათან აშკარა ხდება ლევან ქურდოვანიძის კავშირი იმ მეცნიერ-მუშაკებთან, რომელნიც აკადემიკოს ზედგენიძის თეორიას ეწინააღმდეგებოდნენ და მას იდეალიზმის პრინციპებში ადანაშაულებდნენ. ეთერი იდუმალად მიხვდება, რომ სიმართლე არაა მისი ქმრის მხარეს. თბილისში გაიმართება სამეცნიერო დისკუსიების სერია, სადაც გავლენიანი ფსიქოლოგები საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ. აკაკი ცისკარიშვილი და სხვები განწყობის თეორიის მართებულობას ასაბუთებდნენ. ლევან ქურდოვანიძე კი ნელ-ნელა ჩიხში შედიოდა, რომელიც ,,დარჩა მარტოდმარტო, მიტოვებული, გარიყული, დამარცხებული, მხოლოდ ესაა, – ბოლო სხდომაზე დროდადრო წამოიკნავლებდა ხოლმე: ,,ასე რად გამიგეთ?!’’ ან: ,,მე ასე არ მინდოდა…’’, ანდა: ,,არა, არა ასე არ ვიტყოდი!’’ – რასაც ყურადღებას აღარავინ აქცევდა . ეს იყო და ესა’’. ეთერიზე განსაკუთრებით იმოქმედებს აკაკის სიტყვები. მისი ცნობიერება გამოდის ბურუსიდან, რომლის ტყვეობიდანაც ყველა ჩვენგანი თავისუფლდება ადრე თუ გვიან. ჩვენც ყველა კეთილი გვეგონა ოდესღაც და გვეგონა ჩვენი წარმატება სხვათათვის სიხარული იყო. ეთერის სიტყვები თითოეული ადამიანის ნაღვლიანი ჰიმნია ცხოვრება რომ აღმოგვათქმევინებს: ,,აქამდე მეგონა, რომ ყველა კეთილი და ჭკვიანი იყო, ადამიანების განსხვავება არ შემეძლო, ყველა მიყვარდა, რადგან მეგონა, ყველას ყველა უყვარდა; ყველას ვუჯერებდი, რადგან მწამდა, ყველა კეთილი და გონიერი იყო. მეგონა, ბოროტებს, შურიანებს, ხარბებს, ძუნწებს, პატივმოყვარეებს, სხვადასხვა ყაიდის სულელებს მხოლოდ ოდესღაც ეცხოვრათ ქვეყნად და გადაშენებულიყვნენ; მეგონა ყველა ყველასათვის ზრუნავდა, ერთის ტკივილი ყველას ტკივილი იყო. ასე მეგონა, ასე მჯეროდა, ასე ვიზრდებოდი, ყოველის მხრიდან მხრით კმაყოფილი ვიზრდებოდი, სიყვარულით გარემოცული ვიზრდებოდი… მხოლოდ ზოგჯერ დედაჩემის ახირება მაოცებდა, მაგრამ მაინც მცირე იყო, მეტისმეტად პატარა იყო, ვერ ეხებოდა ჩემს დიდ რწმენას ყოველთა გონიერებისა, ყოველთა სიყვარულისა. აი ეს იყო ბურუსი, რძისფერი ნისლი… არა, ნისლი არა, ნისლის სისხამი, მცირე სუსხი მაინც აქვს… ფაფუკი ღრუბელი, რძისფერი ღრუბელი, – ახ, არც ეს შედარება მომწონს, რა ვთქვა აღარ ვიცი! რაღაც კარგი იყო, რაღაც ნეტარი იყო ლაჟვარდი, იყო უსაზღვრო, უნაპირო ლაჟვარდი, ძირს იყო ლაჟვარდი, ჩემ წინ იყო, ჩემ ფეხთით იყო, იყო და აღარ არის, აიწია, ამაღლდა, შემოეხსნა ადამიანებსა, შემოეხსნა ის, რაც აერთფეროვანებდათ, ალამაზებდათ, ასხივოსნებდათ და ვიხილე ნაირგვარი სახე, ნაირგვარი ხასიათი, ვიხილე და ჩამიტყდა დიდი რწმენაი ყოველთა გონიერებისა, ყოველთა სიყვარულისა. მე ვცანი ცხოვრება ან დავიწყე შეცნობა ცხოვრებისა; მე შემაძრწუნა ცხოვრების პირველმა გაკვეთილებმა, მწარე გაკვეთილებმა…”. ოთარ ჩხეიძის ყველა ნაწარმოების მსგავსად, ,,ბურუსიც’’ გვიჩვენებს რას ნიშნავს თავისუფლების არქონა ტოტალიტარულ სახელმწიფოში, სადაც მეცნიერებაც იდეოლოგიურ მარწუხებში მოქცეულა. რომანის შინაარსიც ხომ საბჭოთა სინამდვილის მძაფრი მხილებაა, იმ რეალობისა, რომელსაც დღესაც მისტირიან მავანნი და სიამოვნებით დაბრუნდებოდნენ წითელი დროშის ქვეშ. ,,ბურუსის’’ პერსონაჟებიდან მკითხველს მაშინვე ეცნობა ლეონ ბადრიაშვილი და მისი მეუღლე თამარი მწერლის დიდებული რომანიდან – ,,ტინის ხიდი’’. ბალზაკისა და ფოლკნერის მსგავსად, ოთარ ჩხეიძის რომანების სერიაში ასახულია მეოცე საუკუნის ქართული საზოგადოების სამი თაობის ცხოვრება, ერთი და იგივე პერსონაჟები გვხვდებიან სხვადასხვა რომანებში და ამგვარად იქმნება ქარგა იმ სივრცისა, რომელსაც თავად მწერალმა უწოდა ,,მატიანე ქართლისა’’.