ნებისმიერი ჟანრის მუსიკა. დიდად სასურველი იქნება, ჩვენივე ნათარგმნ-ნამოღვაწევარს თუ დავდებთ. და სიმღერის ვიდეოსაც თან თუ დავურთავთ.
წინ, მელომანებო და არც ისე მელომანებო!
# 1
Nevada Tan - რატომ?
ყველაფერი იწყება ხიდზე,
ქალაქის ცენტრში.
იქ დგას ახალგაზრდა დედა, რომელიც ივედრება და ლოცულობს იმაზე,
რომ მისმა ვაჟმა იქ, ზემოთ, მეტი ნაბიჯი აღარ გადადგას.
იმავე აზრზე მყოფი ბიჭი მოაჯირს ეყრდნობა და კაცების სიტყვებს ვეღარ გებულობს.
ვერტმფრენი ზედმეტად ფარავს ყვირილს. .
შორიდან ტელევიზიების ოპერატორები ჩანან.
მთავარი შეკითხვაა: გადახტება ის თუ არა?
ქარი სახეში ურტყამს და ლაპარაკობს:
რატომ არ ყვირი,
რატომ გააჩუქებ შენ თავს,
როდესაც მარტოსულობა შიგნიდან გგლეჯს?
რატომ იტანჯავ თავს ყოველდღე, მარტომყოფი, ტირილით?
ცაზე მუქი ღრუბლები იყრის თავს,
წვიმას იწყებს.
ის მზერას ზემოთ აპყრობს და თვალებს ვერ უჯერებს, ისეთ რამეს ხედავს:
თანაკლასელები თითს იშვერენ მისკენ.
მათ არასდროს სდომებიათ მისი წაყვანა (მე (ც) წამოყენება, დახმარება),
როცა სასტიკად სცემეს,
დატოვეს ძირს დაგდებული და ვიდეო გადაუღეს.
შემდეგ კი სკოლის ტერიტორიაზე გაავრცელეს ეს ვიდეო.
ამან ბიჭი საშინლად გააბრაზა. თუმცა ახლა ყველაფერი დასრულდა.
გადახტება თუ არ გადახტება?
ქარი თავის ლექსს უმღერის სახეში.
სამყარო მუქ ნაცრისფერში ბუნდოვნდება.
სიჩუმე დგება - ის ღრმად ისუნთქავს.
შუქის ციმციმი, რომელიც გზას ანათებს.
ის ხტება - და წვიმა მოდის.
რატომ არ ყვირი, როცა მარტოსულობა შიგნიდან გგლეჯს?
რატომ გააჩუქებ შენ თავს იმით, რომ შენს დროს სხვების გამო კარგავ? <სხვების გამო იმოკლებ დროს>>
[