„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ“, – უთხრა დღეს ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია, რომელიც 18 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო გადადგა.
„გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, მისი პოლიტიკაში შესაძლო დარჩენის საკითხი მუდმივად იყო განხილვის საგანი, თუმცა თავად გახარიამ ეს საჯაროდ დღეს პირველად დაადასტურა.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) 2020 წლის აგვისტოს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გიორგი გახარია 63%-ით საზოგადოების კეთილგანწყობის მიხედვით პოლიტიკურ რეიტინგებში პირველ ადგილს იკავებდა. მას 57%-ით კახა კალაძე, 53%-ით ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და 41%-ით – ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსდევდნენ.
გიორგი გახარიას საქმიანობის მიმართ დადებითი შეფასება მნიშვნელოვნად – 46%-მდე გაიზარდა (21% 2019 წლის ნოემბერი) გაიზარდა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის (NDI) მიერ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვითაც.
ასევე წაიკითხეთ:
ფარული ჩანაწერები: ბერა ივანიშვილი პირად შურისძიებას სახელმწიფო დაცვის ამჟამინდელ უფროსს ავალებს?
გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა