Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'„ოდირმა“' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ეუთო/ოდირის) 5 მარტს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს მისი მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებული დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში რიგ რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომელთა მიზანიც „იმ ძალისხმევის მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოში საარჩევნო პროცესს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან, ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდართებთან შესაბამისობაში მოიყვანს“. ანგარიშის თანახმად, პრიორიტეტული რეკომენდაციებია: თანმიმდევრული საარჩევნო კანონმდებლობის უზრუნველყოფა, რომლის გადახედვაც ინკლუზიური კონსულტაციების გზით მომდევნო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე უნდა მოხდეს; საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის გადახედვა მისი მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაზრდელად; ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის კოლეგიალურად და საჯარო სხდომებზე განხილვა; იმ ბრალდებების სათანადო გამოძიება, რომლებიც ამომრჩეველთა და საარჩევნო შტაბის თანამშრომელთა დაშინებას ეხება; საარჩევნო დავების გადაწყვეტის შესახებ კანონმდებლობის გამარტივება, რათა მოქალაქეებმა თავად შეძლონ საჩივრის შეტანა; კომისიების მიერ საარჩევნო დავების კოლეგიალურად და ღია სხდომებზე განხილვა; საარჩევნო კოდექსში ხმების გადათვლისა და შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმების განსაზღვრა; უფასო საეთერო დროის გამოყოფისა და სარეკლამო თანხების გაცემის არსებული სისტემის გადახედვა, რათა ყველას საარჩევნო კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობები მიეცეს. ქვემოთ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაციის დეტალური შეჯამებაა მოცემული: არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განხორციელებული საარჩევნო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში 2020 წლის ივნისში, ივლისსა და სექტემბერში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ცვლილებების მიღება არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ანგარიშის თანახმად, ცვლილებები ტექნიკურად შევიდა კანონმდებლობაში, მაგრამ ბევრი დებულების განმეორებითმა და გარდამავალმა ბუნებამ განახლებული სამართლებრივი ჩარჩო გარკვეულწილად არათანმიმდევრული და არასტაბილური გახადა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, ოდირისა და ვენეციის კომისიის რიგი წინა რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული, მათ შორის, ისინი, რომლებიც უკავშირდება – საარჩევნო კანპანიის განხორციელებას, საარჩევნო ადმინისტრაციას, კამპანიის დაფინანსებას, მედიას, ასევე საჩივრებისა და სარჩელების პროცესს და ხმების გადათვლისა და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის ნორმატიულ ხარვეზს. საარჩევნო ადმინისტრაცია ანგარიშის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის „დომინანტური წარმომადგენლობა“, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, „უარყოფითად აისახა“ საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ მართალია საუბნო კომისიების თავმჯდომარეების უმეტესობა არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებოდა, 455 თავმჯდომარე, რომლებიც პარტიების მიერ დასახელებული წევრებიდან აირჩიეს, „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. საარჩევნო კამპანია, არჩევნების დღე დოკუმენტში ნათქვამია, საარჩევნო კამპანიის დროს, „მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო“. ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რამდენიმე ისეთი განცხადება გააკეთეს, რომლებიც „ხმების მოსყიდვად“ იქნა აღქმული. დოკუმენტის თანახმად, „მართალია, კონსტიტუცია ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევებას ითვალისწინებს, ხოლო საარჩევნო კოდექსი რელიგიური ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოებას კრძალავს, მმართველმა პარტიამ ზოგიერთ წინასაარჩევნო რეკლამაში ამომრჩევლებისადმი მიმართვისას რელიგიური გამოსახულებები გამოიყენა, ხოლო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდა“. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ანგარიში აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნების მახლობლად პარტიების კოორდინატორებისa და აქტივისტების ყოფნა შეინიშნებოდა, რაც სავარაუდოდ ამომრჩევლების დაშინებას იწვევდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია, საარჩევნო ჯიხურებში ხმის მიცემის ფარულობა ძირითადად დაცული იყო, მონიტორინგს დაქვემდებარებულ ზოგიერთ უბანზე ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის პროცესის მუდმივი ვიდეო და ფოტოგადაღება პოტენციურად დაშინების გარემოს შექმნას უწყობდა ხელს. საჩივრები ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო დავების მოგვარების სამართლებრივი ჩარჩო „რთული და მეტისმეტად შემზღუდველია“, ხოლო განხილვის ვადები – ძალიან მოკლე. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ბევრი მომჩივანი საჩივრის შეტანისას ტექნიკურ დაბრკოლებებს წააწყდა. ანგარიშის თანახმად, საჩივრების განხილვის პროცესი დიდწილად ზედაპირული იყო და არ ხდებოდა შეუსაბამობების სათანადო განხილვა და გამოძიება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ გამოიყენეს საკუთარი ფართო უფლებამოსილება, რათა საარჩევნო პროცესის კანონიერება უზრუნველეყოთ და ის საჩივრები განეხილათ, რომლებიც ტექნიკური მიზეზებით განუხილველად იყო დატოვებული. „საჩივრების დაკმაყოფილებაზე სისტემატურმა უარმა მნიშვნელოვნად შეზღუდა სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების ძიების შესაძლებლობა“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, „სასამართლო არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს იღებდა ხმების გადათვლასთან დაკავშირებით“. ანგარიშში მაგალითად მოყვანილია მარნეულის ოლქში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, რომელზეც სასამართლოებმა არასათანადო გადაწყვეტილება გამოიტანეს. „სასამართლოს გადაწყვეტილებები ორივე დონეზე, ზოგადად, არ იყო კარგად დასაბუთებული“, – ნათქვამია დოკუმენტში.