Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'„მშვიდობიან' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, ქრისტიანულ და მუსლიმურ თემთა წარმომადგენლებს შორის ვითარება დაძაბულია. უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სამლოცველოს მოწყობას აპირებდნენ, რასაც იქ მცხოვრები ადგილობრივი ქრისტიანი თემი ეწინააღმდეგება. მუსლიმები საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. წინა საღამოს, 12 იანვარს მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, რასაც ქვების სროლა მოჰყვა, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის – ბავშვებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმავე საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს კონფლიქტის ერთი მონაწილე. ______________________________________________________________________________ ● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას ● ეკლესია და საზოგადოება საქართველოში – ხომ არ არის მეტისმეტი დიქტატი? ● სომხეთში ეროვნული უმცირესობები საკუთარ პრობლემებზე იშვიათად საუბრობენ ______________________________________________________________________________ დღეს რამდენიმე ათეული ადამიანი მეზობელი რეგიონიდან – აჭარიდან სოფელ ბუკნარში მუსლიმური თემის მხარდასაჭერად ჩავიდა. ერთ-ერთმა მათგანმა, ფირუზ წულუკიძემ გაზეთ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან სოლიდარობა გამოუცხადა მუსლიმებს: „რამდენი ვართ, ახლა ციფრებს რა მნიშვნელობა აქვს, საკმაოდ ბევრი. რისთვის ვართ ჩასულები და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მუსლიმან დებსა და ძმებს. ჩვენ აქციისთვის არ ჩამოვსულვართ. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ მოვიკითხოთ აქ რა ხდება და აქაური საზოგადოება გადაწყვეტს აქცია უნდა იყოს, პროტესტი, მშვიდობიანი საუბარი თუ ასე შემდეგ.“ აქციის კიდევ ერთი მონაწილის, რამაზ ჭაღაიძის თქმით, მათ ლოცვის დროს ქალები, კერძოდ კი მასწავლებლები გზაზე ხვდებიან და მუსლიმური სამლოცველოს მოწყობას უკრძალავენ. “ვერიდებით ცენტრში გამოსვლას, შეკრებებს, რომ არ მოხდეს დაპირისპირება. დანაწილდნენ ჯგუფ-ჯგუფად, ხვდებიან, მანქანებს აჩერებენ და ურტყამენ ხალხს”, – აცხადებს რამაზ ჭაღაიძე ფორმულასთან საუბარში. გამოხმაურება ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილელი მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სონღულაშვილის თქმით, “ქვეყანას, სადაც ახალგაზრდებს ლოცვისათვის თავს უტეხავენ, მომავალი არა აქვს”. “ჩვენ ასევე მივმართავთ ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც წააქეზეს მუსლიმების წინააღმდეგ: ეს ქვეყანა ყველასია, ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავის რწმენის აღმსარებლობის უფლება, ყველას აქვს უფლება, თავისი საკულტო ნაგებობა ისე მოაწყოს და ისე ააშენოს, როგორც ამას მისი რელიგია ითხოვს“, – აცხადებს სონღულაშვილი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოფელ ბუკნარში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მოუწოდებს კონფლიქტის დეესკალაციისკენ. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებმა ადამიანის უფლებების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან. კერძო საცხოვრებელ სახლში რელიგიური სივრცის ორგანიზება, როცა ის რაიმე სამშენებლო ინტერვენციას არ საჭიროებს, სამართლებრივ რეგულირებას ან ნებართვას არ ექვემდებარება – აცხადებენ EMC – ში. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი, “ეს შეიძლება იყოს იმის გაგრძელებაც, რომ 2012-2016 წლებში მომხდარ რელიგიური ნიშნით დაპირისპირებებს სამწუხაროდ, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია”.