Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ჯაფაროვი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. (აზერ. Məmməd Yusif Hacıbaba oğlu Cəfərov 14 მარტი 1885, ბაქო — 15 მასისი 1938) აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის მეოთხე მოწვევის სათათბიროს დეპუტატი, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრი, ამიერკავკასიის ვაჭრობისა და მრეწველობის კომისარი, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. მემედ უსუფ ჯაფაროვი დაიბადა ბაქოში 1885 წლის 14 მარტს. 1907 წელს ბაქოში დაამთავრა გიმნაზია და ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ 1812 წელს იგი სამშობლოში ბრუნდება და მუშაობს ნაფიც ვექილთან დამხმარედ. 1912 წელს რუსეთის მეოთხე მოწვევის სათათბიროს დეპუტატი ხდება. იგი ერთადერთი მუსულმანი დეპუტატია სამხეთ კავკასიიდან. სათათბიროში მემედ უსუფ ჯაფაროვი შედის მუსულმანთა და კადეტთა ფრაქციებში. ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატში ჯაფაროვი ვაჭრობისა და მრეწველობის საქმეს ხელმძღვანელობს. 1917 წლის 15 ნოემბრიდან კი ხდება ამიერკავკასიის კომისარიატიში ვაჭრობისა და მეწველობის კომისარი. როგორც რუსეთის დუმაში არჩეული დეპუტატი ჯაფაროვი ხდება ამიერკავკასიის სეიმის წევრი. იგი შედის ამიერკავკასიის მუსულმანთა ფრაქციაში. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციიის ხელმომწერთა შორის არის მემდ უსუფ ჯაფაროვის გვარიც. ჯაფაროვი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი. პირველი კაბინეტის გადადგომის შემდეგ იგი აზერბაიჯანის ელჩია საქართველოში. 1919 წლიდან იკავებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. მან გააფორმა შეთნხმება საქართველოსთან სამხედრო თნამშრომლობის შესახებ. 1920 წლის 2 თებერვალს ჯაფაროვი ხდება აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ამხანაგი (მოადგილე). აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობს ბამბისა და ღვინის ტრესტების იურიდიულ კონსულტანტად. ჯაფაროვი გარდაიცვალა 1938 წლის 15 მაისს ბაქოში. წყარო: Л.Г. Протасов. Люди Учредительного собрания: портрет в интерьере эпохи. М., РОСПЭН,2008