ძებნა
'ხუთეულის"' ძებნის შედეგები.
-
"დიდი ხუთეულის" მოდელი http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/big%20five1.jpgპიროვნების შესწავლისას ძირითადი აქცენტი ინდივიდუალური ნიშან-თვისებებისა და მახასიათებლების გამოვლენაზე კეთდება. პიროვნების დასახასითებლად ყველაზე ხშირად ე. წ. "დიდი ხუთეულის" მოდელს იყენებენ, რომელიც პიროვნებას ხუთი განზომილების მიხედვით აფასებს. ესენია: ექსტროვერსია, ემოციური სტაბილურობა, გამოცდილებისადმი ღიაობა, ორგანიზებულობა და კეთილგანწყობა. გაეცანით ამ განზომილებებს და დაფიქრდით, თქვენ რომელი შეგესაბამებათ. უფრო ზუსტი შეფასება კი პიროვნების საკვლევი სპეციალური ხუთფაქტორიანი კითხვარით (NEO) შეიძლება. (1). ექსტროვერსია-ინტროვერსია. ექსტროვერსია მიუთითებს ადამიანის სოციალურობაზე, კონტაქტურობაზე, საუბრის სიყვარულსა და აქტიურობაზე. ექსტროვერტებს უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, უპირატესობას ანიჭებენ საზოგადოებრივ შეკრებებს, აქტიურები, მხიარულები, ოპტიმისტები და ენერგიულები არიან. საპირისპირო თვისებები ინტროვერსიას უკავშირდება. ინტროვერტები ისეთი მხიარულები და გართობის მოყვარულნი არ არიან, როგორებიც ექსტროვერტები. ინტროვერტია ადამიანი, რომელსაც მარტო ყოფნა ურჩევნია, თავშეკავებული და დინჯია. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/2015-Entrepreneurial-Psychology.jpg(2). ემოციური სტაბილობა-ლაბილობა. ემოციურად სტაბილური ადამიანი, როგორც წესი, მშვიდი და გაწონასწორებულია. აღელვებისა და შფოთვის გარეშე შეუძლია სტრესული სიტუაციების დაძლევა. ის უფრო ოპტიმისტურად და დადებითად უყურებს მოვლენებს. საპირისპირო თვისებები ემოციურ ლაბილობას უკავშირდება. ემოციურად ლაბილური პიროვნება ემოციურად სტაბილურ ადამიანთან შედარებით უფრო დაძაბული, ემოციური და აგზნებულია. მას, აგრეთვე, შეიძლება ახასიათებდეს შიში, სევდა, შფოთვა, სიმორცხვე და უარყოფითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. (3). გამოცდილებისადმი ღიაობა. გამოცდილებისადმი ღია ადამიანი არის შემოქმედებითი, ცნობისმოყვარე, მგრძნობიარე, კარგად აქვს განვითარებული წარმოსახვისა და შემეცნების უნარები. უყვარს სიახლეები, საინტერესო თავგადასავლები, უჩვეულო იდეები, ადვილად ეგუება ახალ გარემოსა და ცვლილებებს. საპირისპირო თვისებების მატარებელ ადამიანებს არ უყვართ ცვლილებები და უფრო კონსერვატიულები არიან. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/social-learning.jpg(4). ორგანიზებულობა. ორგანიზებულობის მაღალი დონე გულისხმობს მაღალ პასუხისმგებლობასა და მოწესრიგებულობას. ასეთი ადამიანი, როგორც წესი, უფრო დისციპლინირებული, თანმიმდევრული, პუნქტუალური და მიღწევაზე ორიენტირებულია. საპირისპირო თვისებების მქონე ადამიანი მოქმედებს უფრო სპონტანურად და ნაკლებადა აქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. (5). კეთილგანწყობა. ეს თვისება ახასითებს ადამიანს, რომელიც უფრო ზრდილობიანი, მიმნდობი, ბუნებრივი, მიმტევებელი, თანხმობის მოყვარული, გულთბილი და ტოლერანტულია. ის თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და "დამყოლი ბუნება" აქვს. საპირისპირო თვისებების მატარებელი ადამიანი კი უფრო შეჯიბრზე, კონკურენციაზეა ორიენტირებული