ძებნა
'ხდება' ძებნის შედეგები.
-
ძველი თემა
-
ბაიდენი ანუ? თითქოს ხო. გადაწყდა. მარა ეს გიჟიN2 (N1 - მიშაა ) არ ისვენებს, ხმები ხმები ჩურჩულები ყურიდან ყურში ამბები ფარული ღია ... ჯინა ჰასპელს ვერ პოულობენ https://saportareport.com/anybody-seen-gina-haspel-the-appetite-for-alternate-facts-explodes-in-the-long-post-elections/columnists/tom/ ამბობენ გუანტამოზეა გადაყვანილი და კალამს ვერ აგდებინებენ ხელიდანო (ბედნიერი ბავშვობის აფორიზმი) პენტაგონი წყვეტს თანამშრომლობას CIA -სთან https://abcnews.go.com/Politics/pentagon-plans-cut-support-cias-counterterrorism-missions/story?id=74641591 შეიცვალა იუსტიციის და თავდაცვის მინისტრები ჰოდა ამდენი მოძრაობა რისთვის ხდება თუ ბაიდენი გადაწყდა? გიჟი გიჟად მარა მის უკან პლანეტის მეგაელიტის მნიშვნელოვანი ფრთა დგას და ესე ტყუილად ქიცქიცმაცურობენ ვითომ? ორი ვარიანტია - იმჰო ა) რაღაც ხდება ბ) 2024 წლის არჩევნებამდე არ მოასვენებს გიჟი ? რა მოქმედებაა რა ვითარებაა?
-
გამოქვეყნდა წინაწარი პარტიების შედეგები გერმანიის ფედერალური არჩევნებისთვის. მერკელის პარტიას მკვეთრად აქვს რეიტინგი დაცემული, თუმცა ინარჩუნებს ლიდერობას, გარდა ამისა აღსანიშნავია დემოკრატების და მწვანეების წინ წამოწევა. მოკლედ ძალიან საინტერესო არჩევნები იქნება სექტემბერში.
-
ძრავი აფდეითზე გავუშვით თემფლეითმა თუ გასჭედა და რამე თუ არ მოგეწონათ დაბლა მარცხნივ კონტაქტთან აქვს გადართვის ფუნქცია და ნახავთ გაანხლებულ ძრავს + განახლებული თემფლეითი უბრალოდ გასასწორებელი. ეს იმ შმეთხვევისთვის თუ ამ თემამ გასსჭედა. გთხოვთ დაწეროთ ყველა პრობლემა რასაც წააწყდებით.
-
დიახ მილორდ და ამ მხრივ ძალიან საინტერესოა იოანეს გამოცხადება : თავი 13 1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. 2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. 3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. 4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას? 11 … ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. თავი 17 1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს; 2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა. 3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. 4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი. 5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა. 6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება. 7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა. 8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა. 9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე, 10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს. 11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის. 12. ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით. 13. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს. 14. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან. 15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი. 16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას. 17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა. 18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.
-
ბავშვთა სახლის ირგვლივ დატრიალებულ ამბებს ადევნებთ თვალს? რას ფიქრობთ აბა = საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კურატორობის ქვეშ მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულებმა სამართალდამცველ ორგანოებს მხოლოდ პანსიონიდან წასვლის შემდეგ მიმართეს. პანსიონს, სადაც დაახლოებით 50 აღსაზრდელია, ეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს, რომელმაც უკვე ორჯერ უთხრა უარი სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის წარმომადგენლებს პანსიონში შესვლაზე. „იმ დაწესებულების შეშვება ბავშვთა სახლში, რომელიც ითხოვს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში, ეს არის უმძიმესი დანაშაული… მე მათ ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მივცემ“, – განაცხადა ეპისკოპოსმა სპირიდონმა 17 აპრილს, პირველი უარიდან ორ დღეში. მოგვიანებით, 14 მაისს გამართული მსახურებისას, მან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია და მას „ბრმა“ და „ყრუ“ უწოდა. „ვინ უნდა შეამოწმო, შენი თავის ვერ გაგიგია კაცი ხარ, თუ ქალი ხარ“, – მიმართა მას ეპისკოპოსმა სპირიდონმა. თავდაპირველი უარის შემდეგ, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მონიტორინგის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, თუმცა 19 მაისს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პანსიონში კვლავ არ შეუშვეს. ხელისუფლებას ჯერჯერობით არ მიუღია რაიმე ზომები სახალხო დამცველის მონიტორინგის წარმომადგენლების პანსიონში შესაშვებად. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 2 ივნისს განაცხადა, რომ ბოლოს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები პანსიონს 2018 წელს სტუმრობდნენ. მაშინაც, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, პანსიონის პერსონალმა მათ დაწესებულება დაატოვებინა მას შემდეგ, რაც ისინი შეეცადნენ, რომ ბავშვებისთვის ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2017 წლიდან დაწესებულება რეგულირების სააგენტომ ორჯერ შეაფასა და აღმოჩენილ დარღვევებს შორის იყო – ბენეფიციარების ინფექციური დაავადებებისგან დაცვის, კვების რაციონის შემუშავების და დასვენების საკითხები, ამასთან ოთახებში ბენეფიციართა განთავსების რაოდენობა აღემატებოდა ზღვრულ რაოდენობას. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ 2 ივნისს განაცხადა, რომ 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის აპრილამდე პერიოდში მის უწყებას პანსიონის შემოწმების უფლება არ მისცეს და ამის მიზეზად კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რეგულაციები დაასახელეს. მისივე თქმით, მას შემდეგ მათთვის დაწესებულის კარი ღიაა. მან გაიხსენა, რომ სისხლის სამართლის ოთხი საქმიდან, ორი სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მანვე განმარტა, რომ საქმე ეხებოდა ძალადობას ორი არასრულწლოვნის მიმართ დაწესებულების სხვა ბენეფიციარების და არა თანამშრომლების მხრიდან. მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს მოკლე განცხადება გამოაქვეყნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე გამოძიებების დეტალების გასაჯაროებისკენ მოუწოდა, რათა „არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას“. მანამდე, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საკითხზე 2 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან ისაუბრა. მისი თქმით, ეპისკოპოს სპირიდონს, შესაძლოა, საკუთარი არგუმენტები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეუბნებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონში შეშვებაზე უარს. მანვე აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტს ჰქონდა თუ არა ეპისკოპოსს მონიტორინგზე უარის თქმის უფლება. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველმა სავარაუდო ინციდენტები გამოძიების დასრულებამდე და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დამტკიცებულ ფაქტებად წარმოაჩინა. მისივე თქმით, იგი შეეცდება ნინო ლომჯარიას დაწესებულებაში შესვლაში დაეხმაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „დარწმუნებული ვიქნები, რომ მას უკვე არ აქვს დაწერილი ის დარღვევები, რომლებიც ჯერ თვალით არ უნახავს“. პოლიტიკოსების რეაგირება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ 3 ივნისს განაცხადა, რომ სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ნებისმიერ იმ დაწესებულებაში შევიდეს, სადაც არასრულწლოვნები არიან განთავსებულნი. მან იმედი გამოთქვა, რომ საკითხი საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციით გადაწყდება. „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“, – დასძინა მან. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულა და მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პროკურატურას და შესაბამის ორგანოებს, რომ სათანადო ზომები მიიღონ არასრულწლოვნების წინააღმდეგ შესაძლო ძალადობის აღსაკვეთად. მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს საღამოს პროკურატურის წინ აქცია დააანონსა. მისი თქმით, ხალხმა აქციები ყოველდღე უნდა გაიმართოს, სანამ ბავშვებს „ტყვეობიდან“ არ დაიხსნიან. „ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია“, – განაცხადა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, „პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ, პილიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში“.
- 136 replies
-
- ხდება
- საპატრიარქოს
-
(and 3 more)
Tagged with:
-
უკომენტაროდ !!!
- 2 replies
-
- ხდება
- საქართველოს
-
(and 2 more)
Tagged with:
-
რატომ არის ადამიანთა უმეტესობა "იდიოტი" — ანუ რა ხდება მიზანთროპის გონებაში
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
რამდენად ხშირად ფიქრობთ ხოლმე, რომ თქვენ გარშემო ყველა უტვინო იდიოტია? იმიტომ არა, რომ თქვენ ხართ გამორჩეულად ჭკვიანი, მაგრამ ფიქრობთ, რომ თქვენ გარშემო ადამიანთა უმეტესობა უბრალოდ აუტანელია. ასეთ დამოკიდებულებას, ანუ ადამიანების მიმართ ზიზღსა და უნდობლობას მიზანთროპია ეწოდება და ამ სტატიაში სწორედ იმაზე მოგიყვებით, თუ რატომ ხდებიან ადამიანები მიზანთროპები და როგორ აღიქვამენ ისინი სამყაროს. როგორც აღვნიშნეთ, მიზანთროპია არის ზოგადი ანტიპათია ან ზიზღი ადამიანების მიმართ. ჩვეულებრივ, იგი არა ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ ზოგადად, კაცობრიობისკენაა მიმართული, თუმცა მიზანთროპისთვის ზოგჯერ ცალკეული ინდივიდიც საკმარისია საკუთარი დამოკიდებულებისა და განწყობის გასამართლებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვისებას ბევრი ცხოვრებისეულ გამოცდილებებს უკავშირებს, არიზონას შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, ჩად მორტენსენის აზრით, მიზანთროპია სინამდვილეში ევოლუციურად ჩამოყალიბებული გადარჩენის ინსტინქტია. მან თავის რამდენიმე კვლევაში აღნიშნა, რომ მიზანთროპია არის თავდაცვითი სისტემა დაავადებებისა და მიკრობების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანმა დროთა განმავლობაში განივითარა. სხვა სიტყვებით, ეს ანტიკური "ფსიქოლოგიური სისტემაა", რომელიც ჯერ კიდევ გვდევს თან. ეს საკმაოდ საინტერესო მიდგომაა, თუმცა იგი ბევრს არაფერს გვეუბნება მიზანთროპიის ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ შედეგებზე. რა თქმა უნდა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ან უბრალოდ ცუდ დღეებში, ადამიანთა დიდი ნაწილს "ყველა გარშემომყოფი ეზიზღება", ჭეშმარიტი მიზანთროპები კი თითქმის ყოველდღე ასე გრძნობენ თავს. სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდა პლატონს მიზანთროპიის შესახებ. მისი აზრით, მიზანთროპებისთვის ადამიანები აუტანელი არსებები არიან, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდებიან მათი სტანდარტებისა და იდეალებისგან. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის მსგავსი ხარბი, არარაციონალური და ეგოისტი არსებები ვერასდროს მიაღწევენ განვითარების მაღალ საფეხურსა და ჭეშმარიტ კეთილშობილებას. მათი აზრით, ჩვენში მეტი სისუსტეა თავმოყრილი, ვიდრე სიკეთე, ცხოველური მხარე აღემატება ადამიანურს და ამ დისბალანსის მიზეზი, პირველ რიგში, ჩვენივე ბუნებაა. ფოტო: dialecticspiritualism.com თუმცა, პლატონის მოძღვრებას თუ დავუჯერებთ, მიზანთროპად არავინ იბადება — ამ დამოკიდებულებამდე ადამიანი ცხოვრებისეულ გამოცდილებებს მიჰყავს. ერთი შეხედვით ასოციალური მიზანთროპი სინამდვილეში იმედგაცრუებული იდეალისტია, რომლის მოლოდინები გარშემომყოფების მიმართ ყოველ ჯერზე კრახს განიცდის. ამ საშინელი გამოცდილებების შედეგად კი მას უვითარდება თავისი იდეალებისგან სრულიად განსხვავებული პერსპექტივა და საბოლოოდ კარგავს ნდობას ადამიანების მიმართ. ყოფილი იდეალისტი საშინლად გაცრუებულია იმ რეალობით, რომელიც ოდნავადაც არ ჰგავს მის წარმოდგენილ სამყაროს და იგი ამაში არა საკუთარ სტანდარტებს, არამედ ადამიანებსა და მათ სუსტ ბუნებას ადანაშაულებს. ფოტო: Jess Winslow via Pinterest აქედან გამომდინარე, მიზანთროპიის წყარო არის არა უბრალოდ სიძულვილი ან აგრესია, არამედ პასუხგაუცემელი და სავარაუდოდ, არარეალური მოლოდინები ადამიანებისგან. სამყარო, როგორადაც იგი იდეალისტს აქვს წარმოდგენილი, არ არსებობს, ადამიანები კი, ამ შემთხვევაში, ველურები, ბარბაროსები არიან, რომლებიც იდეალური სამყაროს არსებობის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს და შესაბამისად, მიზანთროპის ტანჯვის მთავარ მიზეზს წარმოადგენენ. მოგვიანებით იმედგაცრუება წყენაში, შემდეგ ანტიპათიაში, საბოლოოდ კი ზიზღსა და სიძულვილში გადაიზრდება. აქედან გამომდინარე, მიზანთროპისთვის ადამიანები აღიქმებიან ისეთ არსებებად, რომლებიც ძირს უთხრიან მის იდეალურ სამყაროს და "ყველაფერს აფუჭებენ". რა მოლოდინები ჰქონდა იდეალისტს სამყაროსგან საბოლოო იმედგაცრუებამდე? იქიდან გამომდინარე, რომ მიზანთროპია არა ზოგადად სამყაროს, არამედ ადამიანის სიძულვილს ნიშნავს, ამ კითხვის პასუხიც სწორედ ადამიანებთან ურთიერთობით მიღებულ გამოცდილებებში უნდა ვეძებოთ. როდესაც ადამიანისგან ელოდები სიკეთეს და საპასუხოდ იღებ აპათიას, როდესაც ელოდები მხარდაჭერას და იღებ დაცინვას, როდესაც მეგობრისგან ელოდები დაცვას და პასუხად ღალატს იღებ, ეს დიდი იმედგაცრუებისა და წყენის მიზეზი ხდება, რომელსაც მიზანთროპი ბავშვობიდან აგროვებს და ნელნელა იყალიბებს წარმოდგენას, რომ ცხოვრება არც ისეთი ლამაზია და ადამიანები არც ისეთი "კარგები" არიან, როგორც აქამდე ფიქრობდა. იგი იხსნის თავის ვარდისფერ სათვალეს და იმის ნაცვლად, რომ რაციონალურად აღიქვას რეალური სამყარო, იგი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაეშვება და ახლა უკვე სამყაროს, უმეტესად კი ადამიანებს, მხოლოდ ბნელ ფერებში აღიქვამს და მათგან იზოლაციას ცდილობს. გარდა იმისა, რომ მიზანთროპი ადამიანებისგან კარგ მოპყრობას, გონივრულად მოქმედებას და საკუთარი სტანდარტების მიხედვით ცხოვრებას ელოდება, იგი ასევე მოითხოვს მათგან, რომ გაიზიარონ მისი ენთუზიაზმი და ამბიციები, თუმცა, რასაკვირველია, ადამიანთა დიდ ნაწილს მათი იდეალები სულაც არ აინტერესებს, რაც ლოგიკურია. იდეალისტის გადმოსახედიდან, მისი მიდგომა ბოლომდე გამართლებულია და ალტერნატიული მოსაზრებები მისთვის მიუღებელია. მისი იდეალები, შესაძლოა, მართლაც იყოს მომხიბვლელი, თუმცა იმის მოლოდინი, რომ მთელი მსოფლიო ერთი ადამიანის იდეალისტური შეხედულებების მიხედვით მოეწყობა, სრული აბსურდია. ამრიგად, იდეალისტი სხვა ადამიანებს აკისრებს პასუხისმგებლობას, მოიქცნენ მისი სტანდარტების შესაბამისად და შედეგად გამოწვეულ იმედგაცრუებას იგი ზიზღით და წყენით პასუხობს. რა თქმა უნდა, ახალი ადამიანის გაცნობისას გაჩენილი იმედის ნაპერწკალი, რომ ეს უკანასკნელი მაინც გაიზიარებს მის შეხედულებებს, მალევე ქრება და ეს იდეალები ნელნელა გადაიზრდება იმედგაცრუებასა და სიძულვილში. იგი ხვდება, რომ ადამიანები არ იცვლებიან და სწორედ აქ იბადება მიზანთროპი. ფოტო: oldprojectionroom.tumblr.com მიზანთროპია, როგორც მოძღვრება, ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს. ცხოვრებაში ყველა აღმოვჩენილვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ვფიქრობთ, რომ კაცობრიობას არაფერი ეშველება. ყველა გავნაწყენებულვართ ადამიანებზე იმისთვის, რომ ისინი ჩვენ მოლოდინებს ვერ ამართლებდნენ, თუმცა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი, დროთა განმავლობაში, არა ადამიანებში, არამედ საკუთარ მოლოდინებში ხედავს ნაკლს და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მართლაც საშინლად არასრულფასოვან არსებებს წარმოვადგენთ, მაინც არ უნდა შევიქმნათ იმის ილუზია, რომ ოდესმე სამყაროს ჩვენს ნებაზე მოწყობას შევძლებთ. მიზანთროპი კი ამაში არა საკუთარ მცდარ შეხედულებებს და მაღალ მოლოდინებს, არამედ ადამიანებს ადანაშაულებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ხშირად იგი თვითონვე ვერ ჯდება საკუთარ სტანდარტებში, რაც მის განაწყენებას და სასოწარკვეთას იწვევს. მისთვის ადამიანის ბუნება განწირულია არასრულფასოვნებისთვის და მხოლოდ ზიზღს იმსახურებს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სწორად შეძლებს ამ ზიზღის მართვას, იგი შესაძლოა საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და მოტივაციაში გადაიზარდოს — სწრაფვაში საკუთარი თავის და შემდეგ კი საზოგადოების განვითარებისკენ. მიზანთროპს უჭირს იმასთან შეგუება, რასაც ხედავს და რასთანაც გამკლავება ყოველდღიურად უხდება. მას ძალიან უნდა, რომ სამყარო ოდნავ მაინც დაემსგავსოს მის წარმოდგენილს. ადამიანები ხშირად მართლაც იწვევენ ჩვენში ზიზღსა და ანტიპათიას თავიანთი ეგოისტური თუ დაუფიქრებელი ქმედებებით, მაგრამ მათი შეცვლის სურვილი უბრალოდ უაზრობაა და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფრის მიმართ მიზანთროპი უძლურად გრძნობს თავს, იგი განწირულია დაუსრულებელი იმედგაცრუებებისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, მიზანთროპი მაინც ცდილობს, ისიამოვნოს ცხოვრებით, თუმცა სოციალიზაციის ყოველი მცდელობა მას უბიძგებს, კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტოს საკუთარ თავში და რაც შეიძლება მეტად მოერიდოს ხალხთან ურთიერთობას, რადგან ყოველ ჯერზე ადამიანები ახერხებენ და უფრო მეტად უცრუებენ მას იმედებს, ან გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად იქცევიან იდიოტებივით. საბოლოოდ მან უნდა აღიაროს, რომ პრობლემა სინამდვილეში მასშია. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პრობლემა ადამიანებშიცაა, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერაფერს მოვუხერხებთ. მწვანე მიზანთროპია ფოტო: i.pinimg.com მწვანე მიზანთროპია არც თუ ისე ახალი მიმდინარეობაა, რომლის წარმომადგენლებსაც ადამიანები იმ ზიანის გამო სძულთ, რომელსაც ისინი გარემოს აყენებენ და ფიქრობენ, რომ ამ "არსებებს" დედამიწისთვის მხოლოდ ზარალის მოტანა შეუძლიათ. გულახდილად რომ ვთქვათ, ადამიანებს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვით გლობალურ დათბობაში, კლიმატის ცვლილებაში, დეფორესტრაციასა და სხვადასხვა სახეობის ცხოველთა გადაშენებაში თუ მათი საარსებო არეალის შემცირებაში. აქვე უნდა გვახსოვდეს ცხოველთა მიმართ უდიერი მოპყრობა და მათი ზოოპარკებსა თუ ფერმებში გამომწყვდევა. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა ვაღიაროთ, რომ მწვანე მიზანთროპია აზრსმოკლებული სულაც არაა. საბოლოოდ, შესაძლოა მიზანთროპია ადამიანებს ევოლუციურად ჩამოგვიყალიბდა, როგორც დაავადებებისგან თავის დახსნის გზა, ან შეიძლება მას უკვე მრავალჯერ განცდილი იმედგაცრუებისა თუ ტრავმის წინააღმდეგ ერთგვარ ფარად ვიყენებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია და საკუთარი თავის იზოლაცია, რამდენადაც არ უნდა გვაღიზიანებდნენ ადამიანები, საუკეთესო გზა არაა ცხოვრებაში პროგრესის მისაღწევად და ასეთი მიდგომით მხოლოდდამხოლოდ საკუთარ თავებს ვაზარალებთ. on.ge