უკვე მეოთხე დღეა აფხაზეთში ტყეები იწვის. ხანძარი ჯერ გალში გავრცელდა, შემდეგ – გაგრაში.
ამ დრომდე სოხუმის ხელისუფლება ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებს. ხანძრები თბილისსა და სოხუმს შორის მოკლე კომუნიკაციის მიზეზიც გახდა.
თბილისის შეთავაზება
“აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ სოხუმს დახმარება არაერთხელ შესთავაზა, თუმცა საქართველოს მთავრობა დე ფაქტო ხელისუფლებისგან პასუხს ამ დრომდე ელოდება” – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლდეიანმა განაცხადა.
მისი თქმით, 5 იანვრის დილიდანვე რამდენჯერმე ამოქმედდა ცხელი ხაზი, რათა ქართული მხარე ოკუპირებულ გალის რაიონში სახანძრო სამუშაოებში ჩართულიყო.
“ამასთან, აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში, ანალოგიურად, არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენით ჩაქრობით, საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით”, – ამბობს ახვლედიანი.
მინისტრის თქმით, ხელისუფლება იმყოფება რეგულარულ და ინტენსიურ კავშირზე და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად არიან ჩაერთონ ამ პროცესში.
პასუხი სოხუმიდან
აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ ქართულ რუსულენოვან ვებ-გვერდთან, sova news-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოხუმი ტყის ხანძრების ჩაქრობაში თბილისის დახმარებას არ საჭიროებს.
“ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები ხანძარს უმკლავდებიან”, – განაცხადა შამბამ.
სერგეი შამბა______________________________________________________________________________
● აფხაზეთში ტყის ხანძარი კურორტ გაგრას ემუქრება
● მთელ აფხაზეთში ტყეები იწვის
● აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირდა უკვე არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეც
● საქართველოში ტყეები და მინდვრები იწვის. სამ დღეში ხანძრის 250 კერა გაჩნდა