Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ხანმოკლე' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ადამიანის წარუმატებლობა თავად ამ ადამიანის ბრალია თუ გარემოცვის? ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. და ეს თავსატეხი კვლავ გამaხსენდა, როდესაც ჯენოუ დიაზის ,,ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება’’ წავიკითხე. ოსკარ უაო თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მარტოსული ადამიანია, რომელსაც არც მეგობრებში, არც შეყვარებულში არ გაუმართლა. ყველგან დაცინვას ხვდებოდა და ბოლოს განგება ფიზიკურადაც სასტიკად გაუსწორდა. ვერც დედამ, ვერც დამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. იგი ბალზაკიდან და ტურგენევიდან მომდინარე ტრადიციის თანახმად, ე. წ. ,,ზედმეტი ადამიანების’’ რიცხვში შემავალ ადამიანებს გვაგონებს. მართალია, მწერალი საკმაოდ სარკასტული სტილით გვიამბობს სათქმელს, ლამის კომიკური სცენებიც კი დაგვიხატოს, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა იმალება საოცარი პროტესტი რეალობისადმი. მეტიც, დოსტოევსკისეული ,,წყეული კითხვებიც’’ გვახსენდება და ფინალური ფურცლების ფონზე უფრო ბოროტად გაიელვებს ჩვენი პლანეტა, – დიდიხანია დედობიდან დედინაცვლობისკენ რომ გადაუდგამს ნაბიჯი. მსოფლიო ომებისა თუ საკონცენტრაციო ბანაკების შემდეგ ადამიანს ნამდვილად არ მობეზრებია სისასტიკისადმი სიმპატია. კარიბის ზღვის კუნძულზე მდებარე კუნძულ ჰაიტიზე ორი სახელმწიფოა, საკუთრივ ჰაიტი და დომინიკელთა რესპუბლიკა. ის უბედურება და განუკითხაობა, რაც დომინიკელებმა ტრუხილიოს დიქტატორული რეჟიმის დროს გადაიტანეს, ნათელი მოწმობაა თუ რა საშინელებაა ტირანიულ სახელმწიფოში ცხოვრება. მაგრამ მე არაფერი მიკვირს; ჩვენს გვერდით, ზოგჯერ სრულიად პატარა ასაკის ახალგაზრდები თავიანთი ეგზალტირებული სტატიებით აშკარად ელტვიან წარსულში დაბრუნებას. ერთ ქართულენოვან ელექტრონულ ჟურნალში ახლახან წავიკითხე ერთი წერილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დამანახა რა ხდება ზოგი ,,ნიცშეანელის’’ (საწყალი და დილეტანტი ,,ფილოსოფოსების’’ განწვალებული ულვაშა) ცნობიერებაში. ტრუხილიოს რეჟიმზე ორი ბრწყონვალე რომანი დაიწერა ჩვენს საუკუნეში. ერთია, მარიო ვარგას ლიოსას ,,ვაცის ნადიმი’’, რომელიც ჩვენში საკმაო პოპულარობით სარგებლობს, ხოლო მეორე დიაზის ,,ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება’’. ვისაც ლიოსას წიგნი უკვე წაკითხული აქვს, უმჯობესია დაეშუროს დიაზის რომანსაც, რომელიც XXI საუკუნეში გამოქვეყნებული ათი საუკეთესო რომანის სიაშიც მოხვდა. ჩვენს თვალწინ გაიელვებს უდანაშაულო ადამიანების საშინელი ტანჯვა, ემიგრაციის ტკივილი, გარიყულობის მძაფრი განცდა. შთამბეჭდავია არა მხოლოდ ოსკარის, არამედ მისი დედის და ბებიის (დედამისს მამიდად რომ ერგებოდა) სახეები. ვიმეორებ, ავტორი ცდილობს მხიარულად გვიამბოს ყველაფერი; თუმცა მის მიერ გაკეთებული კომენტარები აშიებს ქვემოთ, მოწმობენ იმ უბედურ ქრონიკებს, რომელთაც ვერანაირი ადამანური მეხსიერება ვერ წაშლის. ამ ულმობელ წუთისოფელში ხომ ტკივილი უფრო მეტია, ვიდრე სიხარული. სუსტი ნერვების მქონე მკითხველი ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავს იმ ყველაფერს, რასაც რომანის ფურცლებზე შევხვდებით. ლოლას სიტყვები, რომ ჩვენს გვერდით მილიონი ტრუხილიოა, ნამდვილად არ ჟღეს ოპტიმისტურად. თუმცა იმედს ის გვისახავს, რომ ერთხელაც ალბათ დამთავრდება ის გაუგებრობა, სამყაროს რომ ვუწოდებთ. მადლობა დომინიკური წარმომავლობის ამერიკელ მწერალს, კიდევ ერთხელ რომ შეგვახსენა ის, რაც ისედაც კარგად ვიცოდით. თუმცა, გამეორება ცოდნის დედააო, – ძველებს უთქვამთ. იყოს ასე, თუმცა ესეც სულერთია.