Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'წლის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

Categories

  • Articles

Categories

  • Funny Quotes

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 12 results

  1. მართლა ეწყებათ ანდროპაუზა? რა გსმენიათ ამაზე?
  2. The Laughing Heart your life is your life don’t let it be clubbed into dank submission. be on the watch. there are ways out. there is light somewhere. it may not be much light but it beats the darkness. be on the watch. the gods will offer you chances. know them. take them. you can’t beat death but you can beat death in life, sometimes. and the more often you learn to do it, the more light there will be. your life is your life. know it while you have it. you are marvelous the gods wait to delight in you.
  3. @Ratatat წარმოგიდგენთ 2020 წლის 20 საუკეთესო ქართულ კომპოზიციას. ► ნახეთ სრული ფლეილისტი 20. Circus Mircus - The Ode to the Bishkek Stone პროექტი Circus Mircus სამი ანონიმი მუსიკოსითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მსმენელთა წინაშე საცირკო დასის წევრების მსგავსი იმიჯით გამოდიან (მათი სადებიუტო პერფორმანსის ხილვა აქ შეგიძლიათ). თუმცა, წესით და რიგით, გამოცდილ მელომანებს ბავონც გევორქიანის, იგორ ფონ ლიხტენშტეინისა და დამოკლეს სტავრიადისის ფსევდონიმების მიღმა მდგომ არტისტთა ნამდვილი ვინაობის ამოცნობა არ უნდა გაუჭირდეთ. მათი კომპოზიცია The Ode to the Bishkek Stone ყირგიზეთის დედაქალაქში მდებარე ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრითაა შთაგონებული. მის პაციენტებს სამი დღით გარეთ, კარავში უშვებენ და აძლევენ ქვას, რომელსაც საკუთარი პრობლემები უნდა გაუმხილონ, შემდეგ კი მთიდან გადააგდონ. ექსცენტრიკული, ნახევრად კომიკური, ნახევრად დეპრესიული განწყობის ნამუშევარი, რომლის უცნაურ ტექსტსა და იდეას მისივე ექსპერიმენტული ჟღერადობა იდეალურად შეეფერება. 19. წერილი - მტვრიან მიწაზე ქართული ალტერნატიული როკ სცენის ვეტერანი ჯგუფი წელს მსმენელებს ახალი მინი ალბომით "ეგ არის" დაუბრუნდა, რომლის ჩაწერისას მუსიკოსებს კიდევ ერთი ცნობილი კოლექტივის Mother on Mondays წევრი, ლევან ჯავახიშვილი შეუერთდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ნამუშევარში შესულ კომპოზიციას "მტვრიან მიწაზე" ძირითად პოსტ პანკის ჟანრში მოღვაწეობით ცნობილი ბენდისთვის უჩვეულო, ელექტრონული ჟღერადობა და ინდასტრიალის ელემენტების სიუხვე გამოარჩევს. თუმცა, კვლავ უცვლელია ჯგუფის ფრონტმენის, გია თოიძის შესრულების საფირმო მანერა და დეპრესიული, ნიჰილიზმით სავსე ლირიკა. სიმღერა პანდემიის მიერ ადამიანების ცხოვრების წესში შეტანილი ცვლილებებითაა შთაგონებული, უამრავი ნეგატივითა და ათასგვარი პრობლემით სავსე 2020 წელს "წერილის" შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა კი ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. 18. 4D Monster Lobsters - YOU N ME VS THE REST OF THE WORLD ქართველ მუსიკოსებს შორის ბილინგუალური კომპოზიციები ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ბოლო დროს ასეთი ნამუშევრები განსაკუთრებით მომრავლდა. მათგან ერთ-ერთი ჯგუფის Four Dimensional Monster Lobsters ეს სიმღერა გახლავთ, რომლის ტექსტშიც ქართული და ინგლისურენოვანი მონაკვეთები ერთმანეთს იშვიათი ბუნებრივობითა და ძალდაუტანლობით ენაცვლება. ელექტრონულ ჟღერადობაზე აგებული ჩანაწერი, რომელშიც გამოცდილი მსმენელის ყური სამოციანი წლების ფსიქოდელიის ელემენტებსაც აღმოაჩენს, დრიმპოპსაც და ალტერნატიულ როკსაც, ცალკეულ მომენტებში ძალზე ეფექტურად ბალანსირებს დისონანსურობის ზღვარზე. ვოკალიც ძალზე საინტერესოდაა დამუშავებული და საერთო აკუსტიკურ ქსოვილში ჰარმონიულად ჯდება. მოკლედ, მშვენიერი კომპოზიციაა, რომელიც ადასტურებს, რომ 2018 წელს დაარსებული კოლექტივი სპეციფიკური, მკვეთრად ინდივიდუალური ხელწერის მქონე პროექტად ჩამოყალიბდა. 17. Killages - Oma ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა Killages მიმდინარე წლის სექტემბერში საკმაოდ შთამბეჭდავი სადებიუტო სტუდიური ალბომი Original Brothers გამოუშვა, თუმცა ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ამ ნამუშევრის გამოსვლამდე ერთი თვით ადრე გავრცელებულმა კომპოზიციამ Oma მიიპყრო. ეს ტრეკი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2016 წელს ქალაქ რუსთავში ჩამოყალიბებული ჯგუფის ძირითად კოზირს მისი ფრონტმენის, გუგა მაჭარაშვილის შესრულების მანერა წარმოადგენს, რომელიც მსმენელის დაინტერესებასა და ჩათრევას ჩანაწერის პირველი წამებიდანვე ახერხებს. ატმოსფერული, მელოდიური ინსტრუმენტალიც ძალზე ეფექტურადაა დამუშავებული. ერთი სიტყვით, მუსიკოსების მორიგი ხარისხიანი და გემოვნებიანი ჩანაწერი, რომელიც ჩვენს სიაში ადგილს სრულიად დამსახურებულად იკავებს. 16. ლექსო რატიანი - ძილი ლექსო რატიანმა ამ კომპოზიციით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ქართულ სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო და თვითმყოფადი მუსიკოსია. 17 წლის არტისტის მიერ თვითიზოლაციაში შექმნილი სიმღერა ისეთ მენტალურ მდგომარეობას აღწერს, რომელიც, დიდი ალბათობით, თითოეული მკითხველისთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია. გასაგები მიზეზების გამო, 2020 წელს მინიმალისტური ინსტრუმენტიზაცია, დეპრესიული ლირიკა და ნიჰილისტური განწყობა ერთგვარ ტრენდადაც კი იქცა, რომელიც ათასობით ნამუშევარში აისახა და გარკვეულწილად გაიცვითა კიდეც. თუმცა, ამ ჩანაწერს ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ ბანალურის გარდა, რაშიც მისი მოსმენისას თავადვე დარწმუნდებით. 15. Anushka Chkheidze - Lingotto ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტის, ანუშკა ჩხეიძის მიერ 2020 წელს გამოცემულ სადებიუტო ალბომში Halfie განსაკუთრებულ ყურადღებას კომპოზიცია Lingotto იპყრობს. უჩვეული ატმოსფერო, მიკროპასაჟების მუდმივი მონაცვლეობა და ემბიენთური აკუსტიკური ნაკადი, რომლის მოსმენაც ყოველდღიურ სცენებსაც კი ცნობიერების ყველაზე ღრმა შრეებში ჩაკარგულ ჰალუცინაციებს ამსგავსებს. ჩანაწერში აშკარად იგრძნობა IDM-ისა და გლიჩის ჟანრების ისეთი ლეგენდარული წარმომადგენლების გავლენა, როგორებიც არიან Aphex Twin, Boards of Canada, Autechre და სხვები, თუმცა ის ამავდროულად არც ინდივიდუალური ხელწერის ნაკლებობას განიცდის. ერთი სიტყვით, შესანიშნავი ტრეკია, რომელიც ავტორის მომავალი ნამუშევრების მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს. 14. KoKa - Pow! ნორვეგიაში მცხოვრებმა კოკა ნიკოლაძემ თავისი პირველი ოპერა Vor dem Gesetz ("კანონის წინაშე") ფრანც კაფკას შთაგონებით ჯერ კიდევ 2012 წელს დაწერა. თანამედროვე კლასიკურ მუსიკაში მოღვაწე ხელოვანი ნაწარმოებებს თავისივე ხელით აწყობილი ინსტრუმენტების საშუალებით ქმნის. ჩვენს სიაში შეტანილი კომპოზიცია Pow! კი მისი ბექგრაუნდის მქონე არტისტისთვის, ერთი შეხედვით, უჩვეულო მიმართულებას, ექსპერიმენტულ ჰიპ ჰოპს მიეკუთვნება და ტრაიბალური ატმოსფერო, ყოველდღიური ნივთების ხმების კრეატიული გამოყენება და აბსტრაქტული, ძალზე ქარიზმატული მანერით შესრულებული რეჩიტატივი გამოარჩევს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ტრეკზე გადაღებული, ძალზე ეფექტური ვიდეორგოლი, რომელიც კონცეფციით მიშელ გონდრის მიერ შექმნილ კლიპებს მოგვაგონებს. 13. კოლექტივი - 1921 წლის 25 თებერვალს ჩვენ წავედით კოჯორში და უკან აღარ დავბრუნებულვართ 1921 წლის თებერვლის მიწურულს კოჯორ-ტაბახმელაში რუსეთის საოკუპაციო მე-11 არმიასთან ბრძოლაში ქართველ იუნკერებთან ერთად მოწყალების და, ეროვნულ გმირად შერაცხული მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ჯგუფ Bedford Falls-ის წევრების, მიხო კალანდარიშვილისა და სანდრო დიასამიძის მიერ შარშან დაარსებული პროექტის ეს კომპოზიცია სწორედ მათ ხსოვნას ეძღვნება. დიდი ხნის წინ მივეჩვიეთ, რომ მსგავს თემებზე ქართულ მუსიკაში უმეტესწილად უადგილო პათეტიკით სავსე ნამუშევრები იქმნება, თუმცა ეს მშვიდი, უპრეტენზიო, ინდი ფოლკის ჟანრში გადაწყვეტილი სიმღერა საუკუნის წინ მომხდარ ტრაგედიას გაცილებით ნათლად და მეტი გულწრფელობით წარმოაჩენს, ვიდრე ურაპატრიოტიზმით სავსე ნებისმიერი სხვა ჩანაწერი. 12. Melqo - Angels დავით მანჩხაშვილი, იგივე მელქო სცენაზე სადებიუტო კომპოზიციით "Bloom/აყვავდი" 2018 წელს გამოჩნდა, თუმცა ჩვენი და არაერთი სხვა მსმენელის ყურადღების მიქცევა ამ მოკლე დროშიც მარტივად მოახერხა. 2020 წლის დასაწყისში არტისტმა პირველი სტუდიური ალბომი "ათასწლეული" გამოუშვა, მოგვიანებით კი რამდენიმე ახალი ტრეკიც გაავრცელა, რომელთა შორის ჩვენს სიაში შესატანად არჩევანი Angels-ზე შევაჩერეთ. კორონავირუსის პანდემიის დროს, თვითიზოლაციის პირობებში ჩაწერილი ნამუშევარი დაუნტემპოს, ჰიპნაგოგიური პოპისა და ჰიპ ჰოპის მელანქოლიური სინთეზია, რომელსაც ორიგინალური პროდაქშენი და შესრულების არანაკლებ ორიგინალური, თითქმის ჰიპერსომნიული მანერა გამოარჩევს. ვფიქრობთ, ზემოხსენებულ მიმდინარეობათა მოყვარულებს ეს კომპოზიცია აუცილებლად დაგაინტერესებთ. 11. MokuMoku - Lyre ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანება MokuMoku თანამედროვე ქართული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულად საინტერესო ხელწერის მქონე პროექტი რომ არის, 2012 წელს თბილისში დაარსებული ჯგუფის წევრებმა კომპოზიციით Lyre კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ემბიენთური ელექტრონიკისა და ჯაზის რიტმების ორგანულ სინთეზზე აგებულ, მრავალფეროვან ინსტრუმენტალში ყოველი მომდევნო ნაბიჯი მახვილგონივრულადაა გათვლილი, ვოკალიც საჭირო დროსა და ქრონომეტრაჟით შემოდის, საბოლოოდ კი ყველაფერი ერთ თვითმყოფად, დამაინტრიგებელ ესთეტიკურ ხაზს მიჰყვება. სასიამოვნოა, რომ ამ ტრეკის სახით კოლექტივის ისედაც შთამბეჭდავ დისკოგრაფიას მორიგი ძალზე ეფექტური და დახვეწილი ჩანაწერი შეემატა. 10. Tamada - Cru ჰაუსის, ფანკისა და ქალაქური სიმღერის სინთეზი ისეთი ექსპერიმენტია, რომელიც ან ძალზე ეფექტური შედეგით უნდა დასრულდეს, ან სრული კატასტროფით - მსგავსი ავანტიურები სხვაგვარად არასდროს მთავრდება. ბერლინში მოღვაწე ქართველი არტისტის, ლაშა ჩხაპელიას ახალი პროექტის Tamada სადებიუტო სინგლი Cru, საბედნიეროდ, ზემოხსენებული შემთხვევებიდან პირველს მიეკუთვნება. კომპოზიციის მიმართ საწყის ინტერესს, რა თქმა უნდა, მისი არაორდინარული მიმართულება აჩენს, რომელსაც ავტორი "დიფ დუქანს" უწოდებს, თუმცა მოსმენიდან მცირე ხანშივე ნათელი ხდება, რომ ეს ტრეკი ჩვენს სიაში ადგილს მხოლოდ ორიგინალურობის ხარჯზე არ იკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში გიტარის პარტიას კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი, სტატიაში ზემოთ უკვე ნახსენები ლექსო რატიანი ასრულებს. 9. Gacha Bakradze - Inside უკვე დიდი ხანია, რაც გაჩა ბაქრაძემ ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერის სტატუსი დაიმკვიდრა და ქვეყნის გარეთაც არაერთი თაყვანისმცემელი გაიჩინა. 2020 წელს არტისტმა გერმანულ ლეიბლზე Die Orakel მინი ალბომი Western Arrogance გამოსცა, რომლიდანაც ჩვენს სიაში შესატანად არაჩვეულებრივი კომპოზიცია სახელწოდებით Inside შევარჩიეთ. ასეთ ჩანაწერების შემთხვევაში, ტერმინი "მონოტონური" ოდნავადაც არ წარმოადგენს სიტყვა "მოსაწყენის" სინონიმს, ცალკეული პასაჟების ხშირი გამეორება კი ის უმთავრესი ფაქტორია, რომელიც საერთო ემოციური სურათის ეკლექტურობას განაპირობებს. შეგიძლიათ, ამ მოსაზრების ჭეშმარიტება თავადვე გადაამოწმოთ, 14-წუთიანი კომპოზიცია მოსმენის პროცესში ერთფეროვნების განცდას წამითაც არ დაგიტოვებთ. 8. Bobby Kensei x Turbo_ია x Dilla - Shy Girl Bobby Kensei-ის სახელით ცნობილმა რევაზ ხარჩილავამ წელს მსმენელებს რამდენიმე ახალი კომპოზიცია შესთავაზა, რომელთაგან საუკეთესო უდავოდ Shy Girl იყო. ამ ჩანაწერში მას პარტნიორობას კოლეგები, გიორგი კვეზერელი, იგივე turbo_ია და პოპულარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრი, ზურა ჯიშკარიანი, იგივე Dilla უწევენ. ძალზე საინტერესო ჟღერადობის მქონე კომპოზიციაში მამბლ რეპისა და თრეფის გავლენა იგრძნობა, თუმცა ამ ჟანრებში შექმნილი ნამუშევრების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ის მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ლირიკით გამოირჩევა. რომანტიკულ, მსუბუქი მელანქოლიით გაჟღენთილ და ფსიქოდელიური შტრიხებით მდიდარ ტრეკში ხარისხის სწორედ ის თამასაა შენარჩუნებული, რომელსაც მის შექმნაში მონაწილე თითოეულმა არტისტმა დიდი ხნის წინ მიგვაჩვია. 7. HVL - Nat Mode ელექტრონული მუსიკის ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ ჟანრის სათავეებთან უმეტესწილად ქალი პიონერები, დელია დერბიშირი, დაფნა ორამი, პოლინა ოლივეროსი და სხვები იდგნენ. საქართველოში ასეთი ფიგურა 1926 წელს დაბადებული ნათელა სვანიძე გახლდათ, რომელიც, მისივე თქმის არ იყოს, ზედმეტად ადრე მოვიდა ამქვეყნად - ავანგარდული ხედვის მქონე კომპოზიტორის ექსპერიმენტები სრულიად აცდენილი იყო საბჭოთა კულტურულ კონიუნქტურასთან, რის გამოც მისი ნამუშევრები თითქმის არასდროს სრულდებოდა. სვანიძეს შემოქმედებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას 1974 წელს შექმნილი "ქართული ლამენტაციები" იქცევს, რომელსაც თამამად შეგვიძლია, ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ნიმუში ვუწოდოთ. 2020 წელს გამოცემული კომპილაციური ალბომი "ნათელა" სწორედ ამ ნაწარმოების თანამედროვე ინტერპრეტაციებითაა დაკომპლექტებული. მათ შორის, ჩვენი სიისთვის გიგი ჯიქიას, იგივე HVL-ის ტრეკი Nat Mode შევარჩიეთ იმ იმედით, რომ 2017 წელს გარდაცვლილი კომპოზიტორის მემკვიდრეობას მომავალში კიდევ უფრო დიდი პოპულარობა და დაფასება ერგება წილად. 6. Creams - RUN შარშან Creams იმ ახალ სისხლად მოვიხსენიეთ, რომელიც ქართულ პოპულარულ მუსიკას დიდი ხანია, სჭირდებოდა. როგორც 2020 წელს აღმოჩნდა, ნათია ჭიჭინაძის შემოქმედება მხოლოდ მშობლიური სცენისთვის არაა აქტუალური - არტისტთან კონტრაქტი ბრიტანულმა ლეიბლმა AWAL გააფორმა, რომელსაც სხვადასხვა დროს არაერთ ლეგენდარულ შემსრულებელთან თუ ბენდთან უთანამშრომლია. ამ კოლაბორაციის პირველი შედეგი, სინგლი RUN ძალზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა - ჩამთრევი რიტმი, დახვეწილი ემბიენთური ტექსტურები, საინტერესო განვითარება, უჩვეულო ატმოსფერო და შესანიშნავი პროდაქშენი. მუსიკოსის ჩვეული ქარიზმა და გამომწვევობაც ადგილზეა. ისეთი კომპოზიციაა, ყოველი მოსმენის შემდეგ უფრო და უფრო რომ განდომებს თავიდან ჩართვას, ნათია კი განვითარებას და მასზე დამყარებული იმედების გამართლებას წარმატებით განაგრძობს. 5. Murman Tsuladze - La Flemme de Danser / მოდი, წავიცეკვოთ La Femme-ს ქართველი მსმენელები, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ პოპულარული ფრანგული კოლექტივის ერთ-ერთი წევრი, ლუკას ნუნიეს რიტერი "მურმან წულაძის" სახელით ცნობილ პროექტში ამოჰყოფდა თავს და სახელად ზაურის დაირქმევდა. 2016 წელს ჩამოყალიბებულ ტრიოში ამ უკანასკნელთან ერთად პარიზელი ტექნო არტისტი, ვიქტორ გასკონი და რუსთაველი მუსიკოსი, მურმან წულაძე მოღვაწეობენ, რომელიც ბენდის ხელწერას უნიკალურ კოლორიტს მატებს. ჯგუფის შემოქმედებაში ძალზე ნათლად იგრძნობა იმ საეჭვო რეპუტაციის მქონე მუსიკის გავლენა, ჩვენში განსაკუთრებული პოპულარობით შავბნელ 1990-იანებში, ბაზრობებსა თუ სამარშრუტო ტაქსებში რომ სარგებლობდა. მათ ჩანაწერებში ეს ინსპირაცია სინთპოპისა თუ ჰაუსის ყალიბშია ჩამოსხმული და თითქოს დემნა გვასალიას მიერ მაღალი მოდის სამყაროში განხორციელებული პროვოკაციების მუსიკალურ ექვივალენტს ქმნის, რომელიც მთელი თავისი დიდებულებით კომპოზიციაში "მოდი წავიცეკვოთ" აისახება. საფრანგეთის დედაქალაქში, "ყვითელჟილეტიანების" აქციებზე გადაღებული კლიპიც სწორედ ისეთია, ამ არაორდინარული ესთეტიკის ნამუშევარს რომ შეეფერება. 4. KayaKata - Malina ფსიქოდელიური ჰიპ ჰოპის ჟანრში შექმნილი ეს კომპოზიცია KayaKata-ს საფირმო ხელწერის მორიგი ეფექტური ნიმუშია. ამ შემოქმედებითი გაერთიანების სხვა ნამუშევრების მსგავსად, Malina-ს მოსმენის დროსაც რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ყველაფერი ცნობიერების ნაკადის რღვევის შედეგადაა შექმნილი. თუმცა, აშკარად უფრო მართებული იქნება, თუ ამ დახასიათებაში "რღვევას" დეფრაგმენტაციით ჩავანაცვლებთ - ჩანაწერის ლირიკაში თითოეულ ფრაზას მოგონებების, განცდებისა და ხატების მთელი წყება ებმის, მათი მონაცვლეობა კი რეალობის სურათს ცალკეულ ნიშნებად შლის და თავიდან აწყობს, რის შედეგადაც მიღებულ ტილოზე გამოსახული, მჟავის ფერებში გადაწყვეტილი პალიტრა და დეკონსტრუირებული ფორმები ერთდროულად სიურრეალიზმსაც მიეკუთვნება და კუბიზმსაც. მოკლედ, ისეთი ტრეკია, რომლის სიტყვებით აღწერაც ბევრს არაფერს იძლევა, ამიტომაც, გირჩევთ, თავად მოუსმინოთ. 3. ერეკლე დეისაძე & Nimit_ta - ნამასა ქართველი მწერლისა და მუსიკოსის, ერეკლე დეისაძისა და ჯგუფ "შარქათაქის" ყოფილი ფრონტმენის, ბექა კუნდალინის დუეტმა, რომლისგანაც არაერთი შესანიშნავი ჩანაწერი გვახსოვს, 2020 წელს მორიგი შთამბეჭდავი კომპოზიცია "ნამასა" გაავრცელა. ნამუშევრის ლირიკაში ერეკლეს ტრადიციული ხელწერა ძალზე ნათლად იგრძნობა. ვერ ვიტყვით, რომ გეტოების მგოსანი რაიმე ახალს ან განსაკუთრებულს გვთავაზობს, თუმცა ხარისხი კვლავინდებურად სახეზეა. აი, რაც შეეხება ბექას (რომელიც ამ შემთხვევაში Nimit_ta-ის ფსევდონიმით მოგვევლინა), ის აქ ახალ შემოქმედებით საფეხურზეა - მისი ინსტრუმენტალი ამ მელანქოლიურ, ელექტროპოპის სტილში გადაწყვეტილ ტრეკში მელანქოლიურ, თითქოს სიზმრისეულ ატმოსფეროს ქმნის და სიმღერას განუმეორებელ ესთეტიკას სძენს. 2. Bedford Falls - MACEDONIA კორონავირუსის პანდემიამ და მისმა თანმხლებმა მოვლენებმა გამოძახილი უამრავი არტისტის შემოქმედებაში, მათ შორის ქართული ბენდის Bedford Falls ჩანაწერშიც MACEDONIA ჰპოვა. როდესაც ადამიანებს ოთხ კედელს შორის გამოკეტილ მდგომარეობაში თვეების გატარება უწევთ, სხვაგან ყოფნა ნელ-ნელა ოცნებად იქცევა, შორეული ადგილები კი წარმოსახვაში ზღაპრულ სამყაროს ემსგავსება. სწორედ ეს უჩვეულო, სევდიანი განწყობაა ასახული სიმღერაში, რომელიც 2020 წელს მსგავს თემაზე შექმნილი ასობით ტრეკიდან უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა. ჯერჯერობით, მაკედონიისა არ იყოს, ის დღეც საკმაოდ შორსაა, როდესაც მოწოდება "დარჩი სახლში" მსოფლიოში ყველაზე აქტუალური აღარ იქნება, მანამდე კი ოპტიმიზმის შენარჩუნებაში ეს ძალზე ლამაზი კომპოზიცია ნამდვილად დაგეხმარებათ. 1. დავით დათუნაშვილი - 4 Real დავით დათუნაშვილს მსმენელი ძირითადად ორი პროექტიდან, 2007 წელს ჩამოყალიბებული ინდი როკ ჯგუფიდან Landmark და ამავე ბენდის დრამერთან, გიგი ჯიქიასთან ერთად მოგვიანებით დაარსებული ელექტრონული დუეტიდან Okinawa Lifestyle იცნობს. 2020 წელს კი არტისტმა თავის სოლო დისკოგრაფიას ახალი ალბომი 6 Plus შემატა, რომლიდანაც ჩვენს სიაში შესატანად კომპოზიცია 4 Real შევარჩიეთ. დახვეწილი ინსტრუმენტალი, ლოუ ფაი პროდაქშენი და ნოსტალგიური ჟღერადობა - არაერთი ღირსებით გამორჩეულ ნამუშევარს განსაკუთრებულ ესთეტიკას შესრულების სპეციფიკური მანერა სძენს, რომელიც მის ფსიქოდელიურ, ინტიმურ ატმოსფეროში იდეალურად ჯდება. წლის საუკეთესო ქართულ კომპოზიციად სწორედ ამ ჩანაწერს ვასახელებთ და აუცილებლად გირჩევთ, ალბომში შესული სხვა ტრეკებიც მოისმინოთ.
  4. აქ დაწერეთ რა პრეტენზიებით ხვდებით ამ წელს და ადმინს გავუტრაკოთ
  5. რატომ ვართ დიდი ერი? ზუსტად 100 წლის წინ ქართველი დეპუტაცია ქვემეხების სროლის ქვეშ ასწრებდა კონსტიტუციის მიღებას რომ რუსულ ოკუპაციას დამოუკიდებელი სამართლებრივი სახელმწიფოს ოკუპაცია დარქმეოდა. სად ვართ ასი წლის შემდეგ? ქვეყნის 20 % დავკარგეთ ჩვენივე უტვინობით, არ მინდა ზღაპრები რომ რუსებმა შეგვისრულეს, უტვინო ხალხთან გაუვიდათ ხოდა სბრიყვეში წარჩინებულები ვართ. რაღაც გავფართხალდით, ქვეყანა სახელმწიფოს დავამსგავსეთ და მანდაც ჩავიჯვით. ბატონყმობა რუსებმა მოგვაცილეს, ჩვენი ხელი არ ურევია ამ ისტორიულ სოციალურ რევოლუციას, გარედან მოვიდა, ამიტომაა რომ "ბატონი" ვერ დავგმეთ, ჩვენში ბატონყმობა საბჭოეთის დროსაც ცოცხლობდა, ძელეცების და ნომენკლატურის სახით. რახან მენტალური რევოლუცია არასდროს მოგვიხდენია დიდი სიამოვნებით გადავაბარეთ ქვეყანა საჩხერელ ფეოდალს და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ვერც გრძნობს სახელმწიფოს მისაკუთრებით გამოწვეულ უსამართლობას. თავად ფაქტს ვერ ისეგრძეგანებს, რომ საქართველო სალობიეა, თავისი ფორმალური დირეხტურით, პოვარებით აფიციანტებით, რომელსაც ხაზეინი როცა მოეხოშება მაშინ გააგდებს. 100 წელი გავიდა და საქართველოს მიღწევა არის ფორმალური დამოუკიდებლობა, მაგრამ საბჭოეთში მენტალური ინტეგრაცია, ოკუპაციის სიმბოლურ თარიღს დიქტატურის გაფორმებაც დავამთხვიეთ. ეხლა ხომ სრულიად ცხადი გახდა კიდალას ვითომ წასვლა რას ნიშნავს? თურმე საბოლოო დიქტატურას ვარაუდობდა ჯიგარი, ხოდა მაინც თავი გადაიზღვია სანქციები, გინება პასუხისხმგებლობა აიცილა, იმიტომ რომ ევროპელ ინსტიტუტებს ეტყვის "წევედი, ფულიც ქე დოუტოვე ქვეყანას და რაცხა არ მოგწონარიენ, მაგენს მოკითხეთო". დიქტატურა დაუკვეთა გახარიას, მაგრამ ის მენტალურად სნობია, ვერ იტანს თავზე რომ აჯვამენ, თუ დიქტატურაა, თავად უნდა ყოფილიყო მბრძანებელი, ხოდა დააპაშოლა. სამაგიეროდ შნირი, რომელიც გადაგდებულ ჯოხს პირით მოუტანს, გამოცხადდა დავალების შესასრულებლად. ოპოზიციას დედა აღარ ყავს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ნახირია, რომელსაც არ ესმის რა არის სახელმწიფო, არ ესმის რა არის მონობა, მისთვის თავისუფლება ხინკალი და ლუდია, ხოლო პახმელიაზე ხაში, ხოდა დაგვენძრა. საქართველოს პასუხისმგებლიან მოსახლეობას გადასარჩენი ყავს მონები მონობისგან რომელსაც ვერ აცნობიერებენ. ვიცოდი რომ ასეც მოხდებოდა, ასევე სამწუხაროდ ვიცი რომ მონათა უზარმაზარი მასა ამ ამბავს სიხარულით შეხვდა, საქართველოსი პოლიტიკური მოვლენების რეფლექსია მიმდინარეობს კულტურული იდენტობით და არა ფაქტის ანალიზით. კულტურულ იდენტობაში კი ვგულისხმობ გლობალიზებულ, ლიბერალურ მსოფლმხედველობას(კრიტიკული ნაწილი) და კონსერვატიულ, სავოკურ, პროლეტარულ, ქურდულ კაებიჭურ იდენტობას. ეს ორი აპრიორული განწყობა პრაქტიკულად უაზროს ხდის ნებიერმიერ პოლიტიკურ შეცდომას, ანუ პირველი ტიპის კატეგორიის ქართველისთვის კიდალას სუნთქვაც დანაშაულია და ხოლო მეორესთვის "გეიევროპელების და ნაცების თვალის დათხრაც მადლია". იცის ეს საჩხერსკიმ, რომ ნებისმიერ დანაშაულზე მას საქართველოს მონათა ნაწილისგან ულიმიტო ამნისტია აქვს და გვისრულებს ბოლომდე. ხვალ რომ წითელი პარასკები მოუწყოს დემონსტრანტებს, მონების ცნობიერებაში არაფერი შეიცვლება, არასდროს გამოუტ..ყდებიან თავს რომ ცდებოდნენ. დამერწმუნეთ, საქართველოს ქოც ამომრჩევლები წითელი არმიის შემოსვლასაც მიესალმებიან თუკი არჩევანი ნაცებს და რუსებს შორის დადგა. ევროპა მხოლოდ გაფართხალდება მაგრამ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს არ გააკეთებს, როცა დაინახავს სრულ ინერტულობას, დაგვიკიდებს ხოდა Back to USSR!
  6. 20 ივნისის ღამე ქართული ოცნების, სამარცხვინო ტყლიპი, რომელიც ქოცების პიკასოსებრ კუბიზმს კიდევ უფრო გაურკვეველ ტილოდ აქცევს. სირცვილი რომლის თავიდან არიდება პროტესტანტ საზოგადოებაზე გადაბრალებით სცადეს, ნაწილობრივ გამოუვიდათ, ქართული ოცნების ქუხნაში საკუთარი სიმართლე ბევრს დააჯერეს. "პარლამენტის შტურმით აღება ვის გოუგიაო", კი მარა შტურმის მიზეზი რომ სამარცხვინო ღალატი იყო, მაგას რა უყოთ? ეგეც მოიფიქრეს__მაგი ნაციონალებმა ჩამეიყვანეს რომ მერე სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთო, ვიდეო აუდიო ფაილებს რა უყოთ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც, ოცნების ისტებლიშმენტი, ეკლესიის მესვერეუბიც(სხვათაშორის!!!) რომ პოზიორობდნენ კამერების წინ? დოკუმენტურ მტკიცებულებას რა უყოთ პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი რომ მოაწერა გავრილოვისთვის პარლამენტის შენობა დაეთმოთ? ქუცნას რა უყოთ ბოლობოლო, ქუცნას?! ხოდა აქაც მოიფიქრეს ატმაზკა, "ნაციონალების ბრალია, თუ საპროტესტო იყო კომიტეტის სხდომაზე რატომ არ გააპროტესტეს, რატომ დაელოდნენ პარლამეტის დარბაზში სხდომის გახსნასო?! ძნელია რკინა-არმატურის და აგურის გარეშე ცემენტით მოზელილი კედლის გამაგრება, ხოდა ვერ გაუძლო ქოცურმა ბოდიალმა ელემენარულ საღ აზრს, ალიგიკურ ოგზიმორონს ვერ გადააქცევ არგუმენტად, ძნელია ძნელი! ხოდა დღეს 18 თებერვალს, გავრილოვის ღამიდან 2 წლის შემდეგ ქოცებს დეექცათ კერია, თურმე ბიძინას დაბადების დღეც ყოფილა, დავიჯერო გოუხარდა საჩუქარი? მოდი გავარჩიოთ რამოდენიმე ფაქტი რომელიც შედგა და გამოვძებნოთ კავშირი მოვლენებს შორის: 1. აშშ-ში ტრამპი რომელსაც აბსულუტურად ეკიდა საქართველო (იმ ფონზე როცა აშშ-ს საქართველოში, პოლიტიკური, ინფრასტრუქტურული, ინტელექტუალური, დემკრატიული 5 მილიარდამდე დოლარის ინვესტიცია აქვს გაკეთებული) გადადგა; 2. "ტრიუმფით" გამარჯვების მიუხედავად, პოლიტიკიდან წასლის შესახებ განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა; 3. ოპოზიციამ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უარი განაცხადა; 4. ნიკა მელია რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდება, მოუხსნეს სადეპუტატო იმუნიტეტი და მის წინააღმდეგ კვლავ განახლდა სასამართლო პროცესი(ანალოგიურ ბრალდებით დაკავებული იყო გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, რაზეც ევროპარლამენტარების და აშშ-ს კონგრესმენების მნიშვნელოვანმა ნაწილმა განაცხადა რომ არის პოლიტიკური დევნა და ეს პირები მოგვიანებით გაათავისუფლეს); 5. გახარია, რომელიც გახლდათ შსს მინისტრი 2019 წელს და გახლდათ პასუხისმგებელი 20 ივნისის ღამის დარბევაზე, 2 წლის დაგვიანებით გადადგა პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან. ხუთივე პუნქტი არის ფაქტი და არა სპეკულაცია. არის თუ არა ამ ფაქტებს შორის კავშირი?__ჩემი აზრით არის. ადრეც მოგხსენეთ რომ ბიძინა ივანიშვილის "წასვლა" ემთხვევა ამერიკის ადმინისტრაციის ცვლილებასთქო, აშკარაა რომ კელი დენგანს აშშ-დან სხვა დირექტივები აქვს და ეს იგრნობა მის განცხადებებში, რომელიც კიდევ უფრო იმპერატიულია და მოითხოვს ხელისუფლებისგან დემოკრატიულ პროცესების გატარებას. ცხადია აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილებასა და ივანიშვილის წასვლის კავშირზე მეტი ინფორმაციაა საჭირო, მაგრამ ივანიშვილის წასვლა რომ დამაზიანებელი იყო ქართული ოცნებისთვის ეს უეჭველია. ის რომ ამ ნაბიჯს იძულებითი ხასიათი აქვს დღეს დადასტურდა რადგან შეიქმნა მთლიანად სისტემის ჩამოშლის საფრთხე და ოპოზიციას გადაეცა ინიციატივა. ასეთ რამეს იდეალიზმის იდეით არავინ აკეთებს, ქართული ოცნება უმძიმეს ზეწოლის ქვეშაა და დღეს სისტემა გატყდა, ქართული ოცნება აგონიაშია. დღეს დადასტურდა რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირება პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი ყოფილა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა მაგრამ ასეა. თუ წარმოვიდგენთ რომ პარლამენტში ყველა შევიდა, მაშინ ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმის წარმოება რთული წარმოსადგენია, პოლარიზაცია მნიშვნელოვნად შერბილდებოდა, მაგრამ დღეს საკმაოდ რეალური გახდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები (ალეკო ელისაშვილის სახე მაჩვენეთ, ეხლა ყველაზე მეტად მაგ კინტოს არ აწყობს ოცნების ჩამოშლა, იმიტომ რომ, თუ ორ თვეში საპარლამენტო არჩევნები შედგა, არათუ პოლიტიკას ჟურნალისტიკასაც არავინ დაუთმობს, ასე რომ კინტო შეიძლება ვიხილოთ ფრესკოს მოლარედ, მარტო ამ ანეგდოტის გამო ღირს ვადამდელის ჩატარება, ქოცებო მოდი რა ვეკაიფოთ ალეკოს! ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები). ცხადია ზოგადი მოსაზრებით ვადამდელის ჩატარება ქოცებს არ უნდა აწყობდეთ, იმიტომ რომ უკვე დამარცხებულის იმიჯით წარდგება და ადმინისტრაციულ რესურსაც ბოლომდე ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ ბევრი დაიჯერებს ხელისფლების შეცვლის შესაძლებლობას, სამსახურს დაკარგვის შიში, სწორედ ქოცობით ჩაესახებათ, ასე რომ ქოცებისთვის ეს იქნება რიტუალური სეპუკუ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს რომ გახარია გადადგა "გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო"? თქვენ შეიძლება ივარაუდოთ რომ ეს უკვე კარგად ნაცადი ხერხია, ხაზეინმა სალობიეს დირეხტური დეიფეთა და კინწისკვრით გააგდო, ადრეც უქნია და ეხლაც იგივეაო__კი გეთანხმებით, შესაძლოა "წასვლა" ბანალური "ტრიუკი" იყოს საჩხერელი კიდალასგან, მაგრამ შეუძლებელია საკუთარ გუნდში დაპირისპირება მოამწიფო და გუნდის ყველაზე რეიტინგული, ქარიზმატული ლიდერი გააგდო. შემცვლელი კადრი ვინ ყავს?__თალაკვაძე(სავსებით რეალური კანდიდატია), კობახიძე (ასევე) ეს ორი უკიდურესად ცუდი იმიჯით სარგებლობს, პირველს პიროვნულობა არ აქვს, მხოლოდ მსახურება. რა სასაცილო იყო იტალიიდან სასწრაფოდ დაბრუნებული ბიჭი, რომელიც აჩეჩილი თმებით გვიმტკიცებდა აქ ვიყავი არსად წავსულვარო, არადა თვითმფრინავში გახდათ კალაძესთან ერთად , კობახიძე აბსოლუტურად აცდენილია ქართულ თამადურ, მაჩო, "ვაშკაცურ" ტიპაჟს. წულიკიანი რთული წარმოსადგენია ალფა მამრის მომლოდინე ერის პირობებში. სავარაუდოდ ხაზეინი ისევ პარლამენტის წავრებიდან აირჩევს რომელებიც უფრო ინტელექტუალურ საქმიანობას ეწევა, იმიტომ რომ კალაძესა და ბიძინას შორის მცირე კონფლიქტების ეპიზოდებიც გვახსოვს, რომელიც შემდეგ დავარცხნეს, დაარბილეს მაგრამ საკმაოდ მეეჭვება მილანის ფეხბურთელი პრემიერის თანამდებობაზე გაამწესონ, რადგან ეს მტკივნეული გადაადგილება იქნება, იმიტომ რომ მერის არჩევა მოუწევს, სკამის გამაგრება ისე რომ ერთი ფეხი გამოაცალო არ გამოვა. კარგად დავაკვირდი გახარიას განცხადების სხეულის ენას. როცა განაცხადა "მე მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება" ქვედა ტუჩს უნებლიე სპაზმი და სახეზე დაძაბულობა შეეტყო. ის რომ გახარია შეურაცხყოფილია გადადომით, თუ გაგდებით უეჭველია, თუ რაიმე მესმის სხეულის ენის წაკითხვაში, გახარია იძულებით წავიდა, ეს არ იყო იდეალიზმი ეს იყო სერიოზული კონფლიქტი. ფაქტია რომ ოცნების შიგნით დაძაბულობაა, რაც მაძლევს ვარაუდის საშუალებას რომ ოცნების შიგნით ფრაქციული ბრძოლა მიმდინარეობს. ეჭვი მაქვს რომ გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი კობახიძის ხელშია, რომელიც ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდა, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ოცნების შიგნით კიდევ იყოს დაძაბული ფრაქციები ე.წ. ნაღდი ქოცების, ვინ დარჩა რო, ყველა გააგდეს, მაგრამ რაღაც გავლენები და რესურსები უნდა იყოს. ამ ამბავში რა ჩასაკვეხებელია მაგრამ გოგაშვილის გამოგდებაც და მისი ინტერვიუ ჯერ მხლოდ საპატრიარქოს თემებზე, რომელშიც აშკარად გაისმა მუქარა რომ მოსაყოლი კიდევ ბევრი აქვს, ამ ამბის ნაწილია. პოლიტიკურ სპეკულაციებს თუ დავიჯერებთ, ეს უკანასკნელი სწორედ გახარიამ გააგდო, წყენა მის ინტერვიუშიც იგრძნბოდა რადგან წასვლა თურმე ხაზეინს შესჩივლა გახარია ვინ ჯანდაბააო. ე.ი. ეს კონფლიქტი დიდი ხნის დაწყებულია და დღეს რუბიკონი გადალახულია, რომელიღაც ფრაქციამ გახარია დაამარცხა. თუ ისტორიულ ანალოგიას გავითვალისწინებთ გამარჯვებულ ცეზარს სენატორებმა 30 ჭრილობა მიაყენეს, ასე რომ ვისაც არ უნდა მოეგო პოლიტიკური ბრძოლა, გახარიის ფრაქციისგან შურისძიება კიდევ მოსალოდნელია, ხოდა "შენც ბრუტუს" აქტუალური და შესაძლებელია როგორც არასდროს! გახარიას გადადგომით მომაკვდავ ოპოზიციას სისხლი გადაუსხეს, აქამდე ხომ უეჭველი იყო პარლამენტის ბოიკოტირებით მიდიოდნენ მარგინალიზაციისკენ: გირჩი დაიშალა ორ ნაწილად (მეგრელიშვილის ფრაქცია გამომწვევად ფლირტაობდა ოცნებასთან ადრე თუ გვიან კინტო ალეკოს სვლას გაიმეორებდნენ); ევროპული საქართველო ლამის დაიშალა; (დღეს შეიძლება ისევ აღდგეს და ესეც გახარიას გადადგომის გამო!); ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გაიქცა, იცოდა რა ამ ამბიდან არაფერი აღარ გამოდიოდა, საკუთარ ტყავს გაუფრთხილდა, ქოცსაც, ნაცსაც, ერსაც ბერსად დედა შეუკურთხა და ნოვისიბირსკში გარბოდა! დღეს კი ნიკა მელია კონკრეტულ მიზეზად აქციას რის გამოც ქართული ოცნების ყველაზე ქარიზმატული ლიდერი წავიდა, ეს ხომ ნიკა მელიას წარმატებაა? ეს როგორ შეიძლება ვინმეს ოცნებაში აწყობდეს? გახარიას გადადგომა საჩხერელი კიდალას კონტოლიდან გამოსული პროცესია, რადგან ოპოზიცია გააცოცხლა, აქციებისკენ დარაზმა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ შემოკრიბა, ეს ხომ გამორიცხულია თავისი ნებით გაეკეთებინა? 2021 წლი 18 ივნისი საქართველომ სხვა რეალობაში გაიღვიძა, ეს დასასრულის დასაწყისია.
  7. ინტერვიუს უძღვება ნინო სამხარაძე, უმცროსი პოლიტიკის ანალიტიკოსი, GIP “რაც შეეხება ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, თქვენი ურთიერთობების განვითარება გრძელი პროცესი იქნება. ყველაზე კარგი რამ, რაც ქართველებმა შეიძლება გააკეთონ ამ პროცესის ხელშესაწყობად, შიდა ინსტიტუტების განვითარებაა.” http://gip.ge/wp-content/uploads/2021/02/neil-macfarlane_I.pngპროფესორი ნილ მაკფარლეინი იკვლევს რუსეთის საგარეო პოლიტიკასა და ყოფილ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით, მისი სამხრეთით განვითარებულ რეგიონულ დინამიკას. 1996 წელს აირჩიეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ლესტერ ბ. პირსონის პროფესორად. 2005-2010 წლებში პროფესორი მაკფარლეინი ხელმძღვანელობდა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 2008-2010 წლებში ის ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე იყო. იგი [ოქსფორდის] უნივერსიტეტის საბჭოსა და არაერთი საუნივერსიტეტო კომიტეტის წევრია. პროფესორი მაკფარლეინი Chatham House-ის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებული მკვლევარია და იკავებდა, ასევე, სოციალური მეცნიერებების ცენტრის (თბილისი, საქართველო) საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. პროფესორი მაკფარლეინი დაგვთანხმდა ონლაინ დისკუსიაზე ზუმის პლატფორმის გამოყენებით და უპასუხა ჩვენს კითხვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გავლენის შესახებ მათზე. ნახვა გადმოწერა The post საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ: ინტერვიუ პროფესორ ნილ მაკფარლეინთან appeared first on GIP.
  8. ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში ყველაზე პრობლემურია ის, რომ სასამართლომ თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარი მოვლენები არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისათვის (რომ რუსეთის ფედერაცია არ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს) და საჩივრის ეს ნაწილი სცნო დაუშვებელად. შესაბამისად, კონვენციის მუხლების დარღვევა, რომლებიც დაადგინა სამწუხაროდ არ ეხება ზემოთხსენებულ, არამედ მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ პერიოდს. პ.ს. ყველა ინტერვიუზე ვთქვი უარი. კარგად გასაანალიზებელია ეს გადაწყვეტილება. პ.ს. (2) რაც მთავარია, რუსთავი 2-ის საქმეზე ხომ იყავით სუპერ კონცენტრერირებულები ყველანარი თვალსაზრისით განაცხადა თავის ფბ გვერდზე დავით ჯანდიერმა https://www.facebook.com/jandieri.david/posts/10158864493399643?notif_id=1611227702827182&notif_t=notify_me&ref=notif თქვენ რას ფიქრობთ?
  9. ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი, მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს. პროექტს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, მოგვიანებით კი, კენჭს უყრიან პარლამენტის პლენარულ სესიაზე. ამნისტიის აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება, მათ შორის არიან მსჯავრდებული სტუდენტები, რომელთა ნაწილსაც პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვლება. კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კანონი არ გავრცელდება იმ პირებზე რომლებიც დანაშაულის ჩადენისას იყვნენ სტუდენტები და სტატუსი შეუჩერდათ. „ეს კანონი არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მაგალითად, დანაშაულის ჩადენისას იყვნენ სტუდენტები და როდესაც მოხვდნენ საპატიმროში, შეუჩერდათ სტატუსი. საუბარია მათზე, ვინც უშუალოდ განაგრძობს სწავლას და ეს სტატუსი შეიძინა მსჯავრდების პერიოდში და პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამნისტია არ ვრცელდება იმ შეთხვევაში თუ იგი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში. ბუნებრივია, რომ კანონმა არ უნდა გააჩინოს არასწორი მოლოდინები, მანამდეც აღინიშნა, რომ არ შეიძლება ეს ინდულგენციასავით გაჟღერდეს, რომ ვინც გახდება სტუდენტი შემდეგ ის მოიპოვებს უფლებას გათავისუფლდეს რაიმე ტიპის დანაშაულისგან, ეს ასე არ იქნება“-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მსჯავრდებული სტუდენტების შესახებ ჩანაწერი ამნისტიის შესახებ კანონის მე-9 მუხლში გვხვდება, სადაც განმარტებულია კონკრეტულად რა სახის დანაშაულის ჩამდენ პირს ეხება აღნიშნული აქტი: „მუხლი 9 1. სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელიც სასჯელის მოხდის პარალელურად „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოპოვებული აქვს სტუდენტის სტატუსი (სტატუსი არ აქვს შეჩერებული) და პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ), XXVI (დანაშაულის სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII (დანაშაული ფულადსაკრედიტო სისტემაში), XXVIII (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში), XXXIII (ნარკოტიკული დანაშაული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას) თავებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ან სტუდენტის სტატუსს მოიპოვებს აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ. 3. მსჯავრდებულს, რომელსაც ამ მუხლის საფუძველზე სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა შინაპატიმრობით, სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს ინდივიდუალური შეფასებისა და ინდივიდუალური საჭიროების საფუძველზე განუსაზღვრავს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო. 4. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს ამ კანონის საფუძველზე უმცირდება დანიშნული სასჯელი, მაშინ მას შინაპატიმრობით შეეცვლება სასჯელის ის ნაწილი, რაც მოსახდელად დარჩება ამ კანონის საფუძველზე სასჯელის შემცირების შედეგად. 2021 წლის ამნისტიის შესახებ კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, მისი აღსრულება კი ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს.
  10. […] გამოსულ მუსიკალურ ნაწარმოებებისგან ათეულის შექმნის პრეცედენტს ჰქონდა ადგილი. წელს ამ წამოწყების […] LikeLike
  11. კაპიტანი ტომ მური, ფოტო:BBCმეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, 99 წლის ბრიტანელმა კაპიტანმა ტომ მურმა, რომელიც 30 აპრილს 100 წლის იუბილესთვის ემზადება, ამ თარიღის აღსანიშნავად გადაწყვიტა საქველმოქმედო მიზნით, იორკშირში საკუთარი სახლისთვის გარშემო ფეხით 100-ჯერ შემოევლო და მიღებული დონაციებით ბრიტანეთის ეროვნულ ჯანდაცვას დახმარებოდა. ის მხოლოდ ათასი ფუნტის მოგროვებას ვარაუდობდა იმ ექიმებისთვის, ვინც მას კიბოს და მოტეხილი ფეხის მკურნალობაში დაეხმარნენ. თუმცა მის კეთილ ინიციატივას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და მან ამ ეტაპზე, 18 აპრილის მდგომარეობით 23 მილიონ ფუნტზე მეტი შემოწირულობის შეგროვება შესძლო. ახალგაზრდა ტომ მური, ფოტო:Wikipedia კაპიტან მურს გმირობისთვის მადლობა გადაუხადეს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და სამეფო ოჯახის წევრებმა. პეტიციას კი ვეტერანის რაინდად კურთხევის შესახებ, უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ხელმომწერი ყავს. თავად კაპიტანი მური კი ბედნიერია და მადლობას უხდის მხარდამჭერებს. კაპიტანი ტომ მური, ფოტო: Evening Standardშეგროვებული თანხა მთლიანად დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებს გადაეცემა და ახალ კორონავირუსთან მებრძოლ მედიკოსებს მოხმარდება. წყარო: BBC