Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'წელი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

Categories

  • Articles

Categories

  • Funny Quotes

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 4 results

  1. ანდემიის მიუხედავად, 2020 წელი მეცნიერებაში ნაყოფიერი გამოდგა. Covid-19-ის წინააღმდეგ ეფექტიან, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შემუშავებულ ვაქცინებთან ერთად შევესწარით გარღვევებს ხელოვნურ ინტელექტში, კოსმოსის კვლევაში, ბიოქიმიასა და გენეტიკაში. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე შთამბეჭდავ და მნიშვნელოვან ამბავს. ხელოვნურმა ინტელექტმა ცილის სტრუქტურის მოდელირება ისწავლა ლონდონში დაფუძნებულმა Google-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია "DeepMind"-მა შექმნა ხელოვნური ნეირონული ქსელის, AlphaFold-ის ახალი ვერსია, რომელმაც ბიოლოგიის ბოლო 50 წლის ყველაზე რთული პრობლემა გადაჭრა. როგორ იკეცება ცილა? პროგრამამ, სახელად - AlphaFold ამინომჟავების მიმდევრობის (ცილის პირველადი სტრუქტურა) მიხედვით, ცილის სამგანზომილებიანი სტრუქტურის ზუსტი პროგნოზი უკიდურესად მცირე დროში შეძლო. ცილები ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი მოლეკულები არიან და ყველა ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობენ. ისინი ასრულებენ ფერმენტების ფუნქციას, მოქმედებენ როგორც ინფორმაციის გადამტანები, მონაწილეობენ სისხლის შედედებაში, წარმოადგენენ ორგანიზმის სტრუქტურულ საყრდენს, განაპირობებენ იმუნურ პასუხს და ასე შემდეგ. როგორ აკონტროლებს ინსულინი გლუკოზის დონეს სისხლში, როგორ მიაქვს ჰემოგლობინს ჟანგბადი ქსოვილებამდე და როგორ ებრძვიან ანტისხეულები ინფექციას – სამივე თანაბრადაა განსაზღვრული ცილების სტრუქტურის მიერ. ცილების ფუნქციები მათ სამგანზომილებიან ფორმაზეა დამოკიდებული. თუ მკვლევრებმა იციან, როგორ დაიკეცება ცილა, მათ მისი ფუნქციის გაგებაც შეუძლიათ. დღეისდღეობით ამოცნობილია 200 მილიონამდე ცილა, თუმცა მხოლოდ მცირე მათგანის სტრუქტურაა გაშიფრული. ტრადიციულად, სტრუქტურის აღმოჩენას წლების განმავლობაში საგულდაგულო და ხანგრძლივი ლაბორატორიული მუშაობა სჭირდება. ბიოლოგებისთვის ცილის ზუსტი ფორმის ამოცნობას ხშირად თვეები, წლები და ათწლეულებიც კი სჭირდება მაშინ, როცა AlphaFold-ს იმავეს გაკეთება რამდენიმე საათში ან წუთში შეუძლია. დამოუკიდებელმა მეცნიერებმა ეს უდიდეს გარღვევად შეაფასეს, რომელიც ბევრი დაავადების მექანიზმს გაგვაგებინებს, მკურნალობის ახალ მეთოდებს მოიტანს და გზას გაუკვალავს ეგრეთ წოდებულ "დიზაინერულ წამლებს." მეცნიერებმა კორონავირუსისთვის ახალი ტიპის ინფორმაციული რნმ ვაქცინები რეკორდულად მოკლე დროში განავითარეს ახალი ვაქცინის განვითარებას საშუალოდ 12-18 თვე სჭირდება. თუმცა, SARS-Cov-2-ის გენომის სექვენირებიდან მხოლოდ 10 თვეში ორმა ფარმაცევტულმა კომპანიამ FDA-ს ახალი ვაქცინის საგანგებო გამოყენების ავტორიზაციისთვის მიმართა. ჩვეულებრივი ვაქცინებისგან განსხვავებით, რომელიც ორგანიზმში დასუსტებული ან მკვდარი პათოგენის შეყვანას ეფუძნება, Pfizer--ისა და Moderna-ს ვაქცინები იმუნურობის მისაღწევად ინფორმაციულ რნმ-ის მოლეკულას იყენებენ (messenger RNA). ინფორმაციული რნმ-ის ფუნქცია დნმ-ში კოდირებული გენეტიკური ინფორმაციის გადაწერა და რიბოსობემამდე მიტანაა, სადაც ცილის სინთეზი ხდება. რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინა აქამდე FDA-ს არასდროს დაუმტკიცებია, მაგრამ ამ ტექნოლოგიის კვლევა წლების წინ დაიწყო. ამრიგად, იანვარში ვირუსის გენომის გაშიფვრის შემდეგ, Moderna-სა და Pfizer-ს, მის გერმანულ პარტნიორთან BioNtech-თან ერთად, სულ რამდენიმე დღე დასჭირდა რნმ ვაქცინების კანდიდატების შესაქმნელად. თუ ტრადიციული ვაქცინები იმუნურ რეაქციას დასუსტებული ბაქტერიით ან ვირუსით აღძრავენ, რის შემდეგაც ორგანიზმს უმარტივდება ნამდვილ პათოგენთან გამკლავება, რნმ ვაქცინებს ჩვენ უჯრედებამდე გენეტიკური ინსტრუქციები მიაქვთ, რათა ორგანიზმმა ვირუსის სპაიკ ცილა თავად წარმოქმნას, რასაც ორგანიზმის იმუნური პასუხი ინფიცირების რისკის გარეშე მოჰყვება. ინფორმაციული რნმ-ის მთავარი უპირატესობაა, რომ მისი სინთეზი გაცილებით მარტივია. ტრადიციული ვაქცინების განვითარებას დიდი რესურსი და დრო სჭირდება მაშინ, როცა რნმ ვაქცინების განვითარება ხანმოკლე პროცესია. ვაქცინის ქარხანაში სინთეზირების ნაცვლად, “ქარხნის” როლს თავად ორგანიზმი ასრულებს, რომლსაც რნმ ვირუსის ცილის სინთეზის ინსტრუქციებს აძლევს. ფიზიკოსებმა პირველი ოთახის ტემპერატურის ზეგამტარი შექმნეს ფიზიკოსები ათწლეულების განმავლობაში ოცნებობდნენ, აღმოეჩინათ მასალა, რომელიც დაუბრკოლებლად, წინაღობის გარეშე შეძლებდა ყოველდღიურ ტემპერატურებზე ელექტრობის გატარებას. ეს დიდი ოდენობით ენერგიას დაზოგავდა და რევოლუციურად გარდაქმნიდა არსებულ ტექნოლოგიებს. 14 ოქტომბერს, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, მკვლევართა გუნდმა გვაუწყა, რომ იპოვეს ზეგამტარი, რომელიც 14.4 გრადუს ცელსიუსზე მუშაობს. პირველი ზეგამტარები ელექტრულ წინაღობას მხოლოდ უკიდურესად ცივ, აბსოლუტურ ნულთან მიახლოებულ ტემპერატურებზე კარგავდნენ. 1980 წელს ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ეგრეთ წოდებული მაღალი ტემპერატურის ზეგამტარები, მაგრამ მაშინაც, ზეგამტარობა გაცილებით დაბალ ტემპერატურაზე ვლინდებოდა ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. ახალაღმოჩენილი ნაერთი სამი ელემენტისგან შედგება: წყალბადი, გოგირდი და ნახშირბადი. ამ სამი ატომის გამოყენებით მეცნიერებმა შეცვალეს ელექტრული თვისებები ისე, რომ მიეღწიათ ზეგამტარობისთვის უფრო მაღალ ტემპერატურებზე. ეს ნივთიერება ჯერჯერობით შორსაა პრაქტიკული გამოყენებისგან, რადგან ზეგამტარობის უნარს მხოლოდ უზარმაზარი წნევის ქვეშ იძენს. წნევა, რომელზეც ახალაღმოჩენილი ნაერთი ზეგამტარობის თვისებას იძენს, დედამიწის ბირთვის წნევის 75%-ს უტოლდება. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომდევნო ექსპერიმენტებში შეძლებენ მასალის ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც ზეგამტარობას მაღალი წნევის გარეშეც შეინარჩუნებს. NASA-ს აღმოჩენა: მთვარეზე დიდი ოდენობით წყალია 26 ოქტომბერს NASA-მ პრესკონფერეციაზე მთვარეზე დიდი ოდენობით წყლის არსებობა დაადასტურა. ერთ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს წყალი პირდაპირ მთვარის ზედაპირის იმ ნაწილზე, სადაც მზე ანათებს, ხოლო მეორე კვლევა ამტკიცებს, რომ ყინული "დატყვევებულია" მცირე ზომის კრატერებში. ეს აღმოჩენები ნიშნავს, რომ წყალი მთვარის ზედაპირზე გაცილებით უფრო დიდი ოდენობითაა, ვიდრე ითვლებოდა. ორივე კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. მთვარეზე წყლის შესაძლო არსებობის პირველი მტკიცებულება 2008 წელს, ინდოეთის კოსმოსურმა ხომალდმა Chandrayan-1-მა დაადასტურა, მაგრამ მხოლოდ მიუღწეველ ადგილებში, მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე მუდმივად ჩრდილში მოქცეულ დიდ კრატერებში. ასეთი კრატერები სახიფათოდ ცივია - ტემპერატურა 240 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც მის გამოყენებას შეუძლებელს ხდის.. ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ასტრონავტებს მომავალ ექსპედიციებში ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ წყალი მთვარის სხვა, ნაკლებად მომაკვდინებელ რეგიონებში. მთვარეზე წყლის მოპოვება მიმზიდველი იდეაა ნებისმიერისთვის, ვისაც მთვარეზე ბაზის ან დასახლების აგება სურს. გაწმენდის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება სასმელ წყლად ან მცენარეების მოსარწყავად. ასევე, შესაძლებელია წყლის დაშლა შემადგენელ კომპონენტებად - წყალბადი და ჟანგბადი - და მისი გარდაქმნა რაკეტის საწვავად. მთვარეზე მარაგების გაგზავნას დიდი დრო, ენერგია და ფული სჭირდება, თუ ასტრონავტებს შეეძლებათ იმ მარაგების გამოყენება, რაც მთვარეზე დახვდებათ, ეს დიდ ენერგიას, დროსა და რესურსს დაზოგავს. ბოლო ორი წლის განმავლობაში NASA პროგრამა Artemis-ის ფარგლებში ადამიანების მთვარეზე გაგზავნაზე ფოკუსირდებოდა, რისი საბოლოო მიზანიც თვითმყოფადობა იყო. ახალი დაკვირვებები ამ მიზნის მიღწევას შესაძლებელს ხდის. იაპონური კოსმოსური ხომალდიდან გამოგზავნილი ასტეროიდ რიუგუს ნიმუშები დედამიწაზე დაეშვა, ხოლო NASA-ს ზონდმა ასტეროიდ ბენუს ნიმუშები შეაგროვა 7 დეკემბერს იაპონური კოსმოსური ხომალდიდან, ჰაიაბუსა2-იდან გამოგზავნილი კაფსულა ავსტრალიაში წარმატებით დაეშვა. კაფსულა ასტეროიდ რიუგუზე მოპოვებულ ნიმუშებს შეიცავს. კოსმოსური ხომალდი ჰაიაბუსა-2 2014 წლის 3 დეკემბერს გაუშვეს. დედამიწიდან 300 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდ რიუგუმდე მან 2018 წლის ივნისში ჩააღწია. ასტეროიდის სიახლოვეს მან წელიწადნახევარი გაატარა, მასზე ორჯერ დაეშვა და მიწისა და ქვების ნიმუშები შეაგროვა. მეცნიერები ამბობენ, რომ ნიმუშები, რომლებიც ასტეროიდის წიაღში იყო მოპოვებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათზე 46 მილიარდი წლის განმავლობაში გავლენა არ ჰქონია კოსმოსურ რადიაციასა და სხვა ფაქტორებს. ასტრონომები განსაკუთრებით არიან დაინტერესებული ასტეროიდიდან ჩამოსულ ნიმუშებში ორგანული ნივთიერებების შესწავლით. ასეთი კვლევის შედეგად, შეიძლება ნათელი მოეფინოს, თუ როგორაა მზის სისტემაში განაწილებული ორგანული ნივთიერებები, ჰქონდათ თუ არა მათ გავლენა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაზე და თუ კი, რა გავლენა. იაპონურ მისიასთან ერთად, წარმატებული აღმოჩნდა NASA-ს მისია Osiris-Rex. ორწლიანი მოგზაურობის შემდეგ ნასას ზონდმა ასტეროიდ ბენუმდე მიაღწია, სადაც ნიმუშები შეაგროვა და დედამიწისკენ აიღო გეზი. "#კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბენუზე! ორწლიანი მოგზაურობის და ათწლიანი დაგეგმვის და ჩემი ჯგუფის მუშაობის შემდეგ, მე აქ ვარ. მაგრამ ჩასვლა მხოლოდ დასაწყისია...". - დაწერეს გუნდის მკვლევრებმა მისიის თვითერის ანგარიშზე. ასტეროიდებიდან ჩამოტანილი ნიმუშების ანალიზი მეცნიერებს დაეხმარება მზის სისტემის წარმოშობის შესახებ მეტის გაგებაში და იმის ახსნაში, თუ რა როლი ითამაშა წყალმა დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვაში. ჩამოტანილი ნიმუშები მეცნიერებს ასევე მიაწვდის ინფორმაციას წარსულში ასტეროიდის შეჯახებებისა და მის თერმულ ისტორიაზე. CRISPR-ის გამოყენების არეალი გაფართოვდა 2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ემანუელ შარპენტიესა და ჯენიფერ დუდნას Crispr/Cas9-ს გენომის რედაქტირების ტექნოლოგიის აღმოჩენაში გადაეცათ. Crispr/Cas8, თავდაპირველად, ბაქტერიული იმუნური სისტემა იყო, რომელიც ამოიცნობდა და ანადგურებდა კონკრეტულ გენეტიკურ მიმდევრობებს ვირუსებში, რომლებიც ბაქტერიებს აავადებდნენ. 2012 წელს, მისი პირველი აღწერის შემდეგ, მკვლევრებმა მთელ მსოფლიოში მისი რევოლუციური პოტენციალი გაიაზრეს: ვირუსულ დნმ-ზე ტარგეტირების გარდა, Crispr/Cas9-თ ნებისმიერი ორგანიზმის გენომის მოდიფიცირებაა შესაძლებელი. ამ ტექნოლოგიის გამოყენების მრავალმხრივობა და სიმარტივემ შესაძლებელი გახადა იმ ორგანიზმების გენური ინჟინერია, რომლებიც გენეტიკური მანიპულაციის ტრადიციული მეთოდებისთვის რთულად იყო ხელმისაწვდომი. მაგალითად, წელს Crispr/Cas9 გამოიყენეს ისეთი მარცვლეული კულტურების გენეტიკური მოდიფიცირებისთვის, როგორებიცაა ბრინჯი და ხორბალი. ამ მეთოდით შეცვლილი მარცვლეული უფრო რეზისტენტულია მწერების, გვალვისა და სხვა ფაქტორების მიმართ. რასაკვირველია, Crispr/Cas9-მ ადგილი დაავადებების მკურნალობაშიც იპოვა. 2020 წელს დაიწყო Crispr-ის მეშვეობით ადამიანის ერითროციტების მოდიფიცირების პირველი კლინიკური კვლევები სისხლის დაავადებების სამკურნალოდ. დამაიმედებელი შედეგები აჩვენა New England Journal Of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, სადაც Crispr/Cas9 ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალოდ გამოსცადეს. და ბოლოს, Crispr/Cas9 ტექნოლოგიას მრავალი კვლევითი ჯგუფი მისი თავდაპირველი ფუნქციის შესაბამისად, რესპირატორული ვირუსების საწინააღმდეგო კვლევით პოტენციალს სწავლობს. სინგაპური პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი დაამტკიცა 2 დეკემბერს სინგაპურმა სან ფრანცისკოში დაფუძნებულ სტარტ-აპ Eat Just INC. -ს ლაბორატორიაში გაზრდილი ქათმის ხორცის გაყიდვაზე რეგულატორული ნებართვა მისცა. ამით სინგაპური მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ლაბორატორიაში მოყვანილი ხორცის გაყიდვა დაუშვა. ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი ბიორეაქტორში წარმოიქმნება (აპარატი, სადაც ბიოქიმიური რეაქციები მიმდინარეობს). სინთეზირებული ხორცი შეიცავს დიდი ოდენობით ცილას და კომპანიის თანახმად, მინერალების მდიდარ წყაროს წარმოადგენს. ამჟამად კომპანიას ხორცის გაყიდვის უფლება მხოლოდ სინგაპურში აქვს, მაგრამ იმედოვნებს, რომ გაყიდვებს გააფართოებს და უახლოეს მომავალში აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში შეიტანს თავის პროდუქტს. ხელოვნურმა ინტელექტმა შროდინგერის განტოლება ამოხსნა ბერლინის ფრეიეს უნივერსიტეტის მეცნიერებმა განავითარეს ხელოვნური ნეირონული ქსელი, რომელსაც კვანტურ ქიმიაში შროდინგერის განტოლების ძირითადი მდგომარეობის (კვანტურ-მექანიკური სისტემის ყველაზე დაბალენერგეტიკული მდგომარეობა, ground state, იგივე ვაკუუმური მდგომარეობა) გამოთვლა შეუძლია. ხანგრძლივი და შრომატევადი ლაბორატორიული სამუშაოს გარეშე, მხოლოდ ატომების სივრცეში განლაგების საფუძველზე, მოლეკულების ფიზიკური და ქიმიური თვისების პროგნოზირება კვანტური ქიმიის ძირითადი გამოწვევაა. თეორიულად ეს შესაძლებელია მხოლოდ შროდინგერის განტოლების ამოხსნით, რაც პრაქტიკაში უკიდურესად რთული რამაა. ფრეიეს უნივერსიტეტმა განავითარა "ღრმა დასწავლის" მეთოდი, რომელსაც ამის გაკეთება უპრეცედენტო სიზუსტით, ეფექტიანობით და სიჩქარით შეუძლია. კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Chemistry-ში გამოქვეყნდა. ცენტრალური საკითხი კვანტური ქიმიისა და შროდინგერის განტოლებისთვის არის ტალღური ფუნქცია - მათემატიკური ობიექტი, რომელიც სრულად ადგენს ელექტრონების ქცევას მოლეკულაში. ტალღური ფუნქცია მაღალგანზომილებიანი ერთეულია და, ამრიგად, უკიდურესად რთულია, მოაქციო ყველა ნიუანსი, რომელიც ელექტრონების ურთიერთქმედებას განსაზღვრავს. კვანტური ქიმიის ბევრმა მეთოდმა უარი თქვა ტალღური ფუნქციის გამოყენებაზე და ამის ნაცვლად მხოლოდ მოლეკულის ენერგიას განსაზღვრავენ, თუმცა, ეს მოითხოვს მიახლოებით სიზუსტეს, რაც ასეთი მეთოდების პროგნოზის შესაძლებლობებს ზღუდავს. ღრმა ნეირონული ქსელი, რომელიც პროფესორ ნოეს გუნდის დიზაინით შეიქმნა, ელექტრონების ტალღური ფუნქციის გამოსახვის ახალი გზაა. "სტანდარტული მიდგომის ნაცვლად, რომელიც ადგენს ტალღურ ფუნქციას შედარებით მცირე მათემატიკური კომპონენტებისგან, ჩვენ შევქმენით ხელოვნური ნეირონული ქსელი, რომლსაც შეუძლია ატომის ბირთვის გარშემო ელექტრონების მდებარეობის კომპლექსური კანონზომიერებების დასწავლა. ელექტრონის ტალღური ფუნქციის ერთი უჩვეულო თვისება ანტისიმეტრიაა. როდესაც ორი ელექტრონის გაცვლა ხდება, ტალღურმა ფუნქციამ ნიშანი უნდა შეიცვალოს. ჩვენ ხელოვნურ ნეირონული ქსელის არქიტექტურაში ამ თვისების ჩაშენება შევძელით. ამ თვისებას, რომელსაც პაულის გამორიცხვის პრინციპი ეწოდება, PauliNet ვუწოდეთ ". - ამბობს პროფესორი ნოე. პაულის პრინციპის გარდა, ელექტრონულ ტალღურ ფუნქციას ასევე აქვს სხვა ფუნდამენტური ფიზიკური მახასიათებლები. PauliNet- ის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ამ თვისებებს ღრმა ნეირონულ ქსელში ინტეგრირებას აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ ღრმა დასწავლამ ის მონაცემებზე დაკვირვებით დაისწავლოს. ბევრი დაბრკოლებაა გადასალახი, ვიდრე ნოეს მეთოდის ინდუსტრიული გამოყენება გახდება შესაძლებელი. "ეს ჯერ კიდევ ფუნდამენტური კვლევის დონეზეა, მაგრამ ეს წარმოადგენს ახლებურ მიდგომას კვანტური ქიმიის და მასალათმცოდნეობის ძველისძველ პრობლემასთან და აღელვებულები ველით მის შესაძლო პრაქტიკულ გამოყენებას." მეცნიერებმა ვენერაზე მიკრობული სიცოცხლის შესაძლო კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აირის კვალი აღმოაჩინეს, რაც მიუთითებს, რომ, შესაძლოა, ვენერაზე მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს. ფოსფინს მხოლოდ ცოცხალი ორგნიზმები არ წარმოქმნიან, მისი დეტექცია იუპიტერზეც მოხდა, სადაც ტემპერატურა და წნევა იმდენად მაღალია, რომ ის არაბიოლოგიური ქიმიური პროცესებით წარმოიქმნას, მაგრამ, მეცნიერების შეფასებით, ვენერა არ არის საკმარისად მასიური, რომ ასეთ პროცესები მოხდეს. დედამიწაზე ფოსფინს გამოყოფენ ბაქტერიები, რომლებიც ჟანგბადით ღარიბ გარემოში ცხოვრობენ, რაც აჩენს ვარაუდს, რომ მსგავსი ბაქტერიული სიცოცხლის ფორმა, შესაძლოა, ვენერაზეც იყოს. მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ფოსფინი ჰავაიში ჯეიმს კლარკ მაქსველის ტელესკოპით აღმოაჩინა და ჩილეში რადიო ტელესკოპით გადაამოწმა. "იქიდან გამომდინარე, რაც ახლა ვენერაზე ვიცით, ფოსფინის არსებობის ყველაზელოგიკური ახსნა, როგორ ფანტასტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, სიცოცხლეა". – ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მოლეკულური ასტროფიზიკოსი, კლარა სუსა-სილვა. ფოსფინის მოლეკულა ფოსფორის ერთი ატომისა და წყალბადის სამი ატომისგან შედგება. ფოსფინის გაზი ადამიანისთვის უკიდურესად ტოქსიკურია. ფოსფინის კონცენტრაცია ვენერის ატმოსფეროში უკიდურესად დაბალია. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ფოსფინის წარმოქმნის არაბიოლოგიური პოტენციური წყაროებიც, ვულკანური აქტივობა, მეტეორიტები, ელვა და სხვადახვა ქიმიური რეაქციებიც, ვერც ერთი მათგანი სათანადოდ ვერ ხსნის, ატმოსფეროში ფოსფინის არსებობას. ვენერაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობის ან ფოსფინის წარმოქმნის ალტერნატიული ახსნის დასადასტურებლად კვლევები გრძელდება. ისტორიაში პირველად, კერძო კომპანიამ ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაიყვანა მაისში ილონ მასკის SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა Crew Dragon ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიიყვანა. ეს მისია NASA-ს გეგმის ნაწილია, რომელიც კოსმოსური ფრენების კერძო სექტორისთვის გადაბარებს გულისხმობს. ეს იყო პირველი ხომალდი, რომელმაც აშშ-ს მიწიდან 2011 წლის შემდეგ ეკიპაჟი კოსმოსურ სადგურზე მიიყვანა. Crew Dragon ძველი ხომალდის, Dragon 1-ის მოდიფიცირებული ვარიანტია, რომელიც 20 -ჯერ გამოიყენეს კოსმოსურ სადგურამდე ტვირთის მისატანად. კოსმოსურ მოგზაურობასთან ერთად, წარმატებას მიაღწია მასკის StarLink-ის პროექტმაც. 2020 წლის აპრილში დედამიწის ორბიტაზე 2666 თანმგზავრი იყო, მასკის პროექტის ფარგლებში მათ 955 ახალი თანამგზავრი დაემატა. StarLink-ის ფარგლებში, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ორბიტაზე თანამგზავრების რაოდენობა 11000-ს მიაღწევს. სატელიტების ასეთი მეგათანავარსკვლავედი დიდ პროგრესს მოიტანს, მათ შორის ინტერნეტთან უკეთესი წვდომა შორეულ ადგილებში, უფრო თანაბრად ხელმისაწვდომი მონაცემთა სერვისები. https://tabula.ge/ge/news/659760-2020-celi-metsnierebshi-mtavari-aghmochenebi
  2. მზადება დავიწყეთ ბადეზეც გაუშვით ფიფქებიიიი ❄️❄️❄️❄️
  3. ვინც არ იცით გეტყვით რომ ახალი წელი თქვენზე მეტად მიყვარს! მაგრამ არ მევასება მისი თანმხლები მოვლენები ზოგადად გადავსებული სუფრა არ მიყვარს, შესაბამისად ახალი წლის სუფრაც მაღიზიანებს საიდან მოვიდა ეს ტრადიცია რომ ამდენი საჭმელი უნდა დაყარო, რომელსაც ოჯახიც კი ვერ გაუმკლავდება თუ სტუმრები არ დაგეხმარენ რაღაც ზომიერება უნდა დაიჭირო ალბათ რა ოჯახში რომ არის ფუსფუსი ასწორებს და რამე, მაგრამ რისთვის იწევა ამდენი ხარჯი და ენერგია მოკლედ, უფრო თხლად უნდა ვხვდებოდეთ იმჰო
  4. უკვე 28 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სამოქალაქო ომი გადავიტანეთ. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მოვლენა, თუ შევადარებთ ამერიკის სამოქალაქო ომს, ჩვენთან გამარჯვება კონფედერატებს ხვდათ წილათ და მონობამ გაიმარჯვა. იმდენად სამარცხვინო შემთხვევაა რომ გვირჩევნია არ გავიხსენოთ, ჩამორჩობილის ოჯახში ბაწარზე საუბარივით გვწვავს, მტყუან-მართალის გარჩევაც გვიტყდება იმიტომ რომ მაშინაც კი თუკი სახლში იჯექი და აკვირდებოდი ტელევიზიით განვითარებულ მოვლენებს დამნაშავე ხარ, იმიტომ რომ უმოქმედობით დააშავე. ყველა ჩვენი პრობლემა იმ საკრალურ 3 წელიწადში დაგროვდა: სამოქალაქო ომი საქართველოს იდეის მარგინალიზაცია; ოფხაზეთის და სამაჩაბოს ომი სეპარატიზმი. ზვიადნ გამსახურდიას ქონდა ისტორიული მისია საქართველო უნდა გადაეყვანა რეალურ დამოუკიდებლობაში, სამწუხაროდ ვერ შეძლო, მისი დიდიება მხოლოდ დამოუკიდებლობის მიღწევაშია, მაგრამ არა მეგზურობაში. შეეძლო თუ არა ზვიად გამსახურდიას მოვლენებზე ზემოქმედება, თუ გარდაუვალი იყო სამივე ზემოთხსენებული კატასტროფა?__ ჩემი აზრით შეეძლო და ქვემოთ მოგახსენებთ როგორ. ეს შეფასება არის არა უბრალოდ სპეკულაცია, არამედ პასუხიც კითხვაზე რა შეეშალა პირველ პრეზიდენტს, ცხადია უკვე ვერაფერს შევცვლით მაგრამ რაც შეგვიძლია ეს არის მოვლენებზე სახელის დარქმევა. 1. ზვიად გამსახურდიას უნდა გაეცნობიერებინა რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ არ მოუპოვებია, ამისათვის საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების აღიარება და რუსეთის ანგარიშის გაწევა იმიტომ რომ ყველასთვის ჯერ კიდევ საბჭოთა რესპუბლიკა ხარ (ყოველგვარი ყოფილის გარეშე!!!), ამიტომ უნდა განემარტა საზოგადოებისთვის რა მდგომარეობა გვაქვს რა საერთაშორისო ვითარებაა და სინამდვილეში როგორი მოუმწიფებელი პოლიტიკური ელიტა გვყავს, ცხადია აბოლუტურად ხელი უნდა აეღო ულტრანაიონალურ რიტორიკაზეც და პატივი ეცა ფაქტისთის რომ საქართველო მრავალეროვანი სახელმწიფოა; 2. ზვიად გამსახურდიას უნდა შეექმნა მობილური და ეფექტური სამხედრო დანაყოფი დაახლოებით 5000 კაცის ოდენობით, იმ რესურსის გამოყენებით, რაც გვქონდა დიდ არმიას ვერ შექმნიდა (ეს ჯარი ცხადია სეპარატიზმის ასალაგმავად არ გამოდგებოდა) მაგრამ ის პოლიტიკურისაფრთხეები რაც ქვეყნის შიგნით იყო ეყოფოდა. ეს ხალხი უნდა გაწრთვნილიყო მოკლე დროში და ჰქონოდა ნორმალური ხელფასი (ყველაფერი უნდა მოგვეკლო მაგრამ ერთგული სამხედროებისთვის უნდა გადაგვეხადა), ერი რომელიც 5000 კაცს ვერ მოაგროვებს ჯარისთვის ის ღირსი არაა არაფრის, მე მგონი ეს შეუძლებელი არ იყო, პრობლემა გახლდათ მხოლოდ პროფესიონალი ოფიცეცრი, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა რუსეთისგან და დამოკიდებული იქნებოდა მხოლოდ პრეზიდენტსა და საქართველოს იდეაზე. იმდენად ფუყე და მოწამლული ერი გალხდით რომ ასეთი ადამიანის მოძებნა გაჭირდებოდა მაგრამ იმედია მაინც მოიძებნებოდა; 3. ზვიადი უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად შეუბრალებელი შინაგანი მტრების მიმართ, თბილისის ზღვაზე უნდა ჩატარებულიყო სპეცოპერაცია სადაც უნდა მომხდარიყო მხედრიონის, ჯაბას და კიტოვანის დაპატიმრება ან ლიკვიდაცია, ამით ზვიადი პოლიტიკური ელიტის კონსოლიდაციას მოახდენდა, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს მაშინ მხოლოდ ცემის ენა გვესმოდა. 4. ზვიად გამსახურდიას უნდა ევაჭრა რუსეთთან დსთ-ს თემით, შესვლის პირობა ოს სეპარატისტებს და აფხაზ სეპარატისტების, დამაპატიმრებით, ერთობლივი სამხედრო, საპოლიციო ოპერაციით. სეპარატიზმის იდეას ალაგმალიყო ავტონომიურ ოლქებში საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების სანაცვლოდ. ელცინის რუსეთი ყველაზე რბილი იყო მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, მაგ ბრიყვებს ბაზების გაყვანის შეთანხმებაც დავცინცლეთ მაშინ როცა არაფრის თავი გვქონდა. ხოდა დსთ რუსეთის ილუზია იყო, რომ რაღაც ახალი საბჭოეთი შექმნა, ამიტომ დარწმუნებული ვარ ჭამდნენ, ჩენ სეპარატიზმს გადავრჩებოდით; 5. ზვიადას უნდა დაესვა ყველა დისიდენტი ლიდერი და გაეასნებინა რომ გაუნათლებელი ბრიყვები არიან დასამშვიდებლად უნდა ეთქვა რომ თავადაც ბრიყვია, როგორც კი აუხსნიდა რომ საქართველოს მართვა ეს თამადობა არაა, იცი რა არის გაერო? იცი რა არის ევროკავშირი? ნატო გაგიგია სადმე? საქართველოს კონსტიტუცია რომ შესაქმნელია ეგ გაგიაზრებია? ქვეყანა რომ 70 % ეკონომიკურ რეცესიაშია, იცი როგორ უნდა გამოვიყვანოთ? თქვენ მიტინგის მართვა და ქვეყნის მართვა ერთმანეთში არ აგერიოთ აქედან ჩემის ჩათვლით ყველა ჰარიფები ვართ, ხოდა საქართველო მარადიულია, ამიტომ რაც იცით მარტო იმაში გამოგიყენოთო... აი ეს საუბარი უნდა ყოფილიყო ალფა- მამრულ კაცურ სტილში, მას შემდეგ რაც სიგუა, კიტოვანი, ჯაბა, ჭანტურია, და კამპანია იქნებოდა დაპატიმრებული (ზოგი ლიკვიდირებულიც) ზვიადის სიტყვებს ექნებოდა დიდი ეფექტი, აი ყველა რომ მოისმენდა თავზე მოსაქმებას და ხმას ვერ ამოიღებდა, აბა ისე ზვიადას რომ ეს ეთქვა შეიძლება ადგილზე გაელახათ, იმდენად რეგვენი ხალხი ტიპები იყვნენ ხუნტავშჩიკები... ხოდა იმის თქმა მინდა რომ ზვიადის უნდა დაეყენებინა გვერდზე კომუნისტური ნომენკლატურის პროფესიონალები და მენეჯმენტი მათ განეხორციელებინათ. იმ ხალხმა იცოდა ქვეყნის მართვა, მაგ საქმის პროფები იყვნენ, როცა ქვეყანა დაიქცა ზოგი პანჩურით გაყარეს, ზოგი კი მოსწრებაზე იყო სანამ გააგდებდნენ რაც შეიძლება მეტი მოეპარა. ხოდა იმის თქმა მინდა რომ არსებობდა ქვეყანაზე რესურსი რომელიც ბანძუკია ზვიადისტების და ხუნტავშჩიკების მიღრმა იყო, თუ მოხდებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის ევოლუციური ტრანზაქცია, დღეს ვიქნებოდა საბერძნეთის მაგვარ რესპუბლიკაში ყოველგვარი სეპარატიზმის გარეშე.