Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'წევრობის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი 2021 / 02 / 24 რეთი ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ეჭვს გარეშეა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანის განზრახვის დეკლარირება თავისთავად, ძალიან სერიოზული ქმედებაა. იგი ემყარება გარკვეულ პოზიტიურ მოვლენებს: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა, მისი შემადგენელი ნაწილია) ხელი მოეწერა 2014 წელს, შემოღებულ იქნა უვიზო რეჟიმი ევროკავშირში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირი გახდა საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ა.შ. ამავე დროს, ეს განზრახვა იწვევს ბევრ ურთიერთდაკავშირებულ კითხვას: ჩატარდა თუ არა კონსულტაციები ბრიუსელთან ამ განზრახვის თემაზე? დადებითად მიიღებენ თუ არა ასეთ განაცხადს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები 2024 წელს და მოხერხდება თუ არა მისი წინასწარი შეთანხმება ევროკომისიასთან? რა გავლენას მოახდენს გაფართოების პროცესთან დაკავშირებული ე.წ. ევროკავშირის გადაღლილობა? როდის მოხდება განაცხადის შეტანა, საქართველოში 2024 წლის არჩევნებამდე თუ მის შემდეგ? თუ იგი წარდგენილი იქნება არჩევნებამდე, რა გავლენას მოახდენს პროცესებზე დაუკომპლექტებელი პარლამენტი, რომელსაც ამჟამად პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა აფასებს, როგორც ერთპარტიულს? როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება? მოხდება თუ არა ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის წარდგენა იქამდე, სანამ საქართველო მიიღებს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას? გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის ყველა ახალი წევრი, როგორც წესი, ჯერ გახდა ნატოს წევრი. თუ ნატოს წევრობა პრიორიტეტი აღარ არის? განაცხადი წარდგება აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრებთან, ასოცირებულ წევრებთან უკრაინასა და მოლდოვასთან კოორდინაციით თუ ცალკე? რა დონის ეკონომიკური განვითარებით და სოციალური სტატუსის ხარისხით გვინდა მივეგებოთ ამ ისტორიულ დღეს? არარეალურია ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთ პუბლიკაციაში. ნაცვლად ამისა, ჩვენი მიზანია ეკონომიკური განვითარების ფაქტორის განხილვა. უდავოა, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით, განაცხადის წარმატებით აღქმის შანსები საკმაოდ შეზღუდულია. ძალიან დიდი სხვაობაა საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონესა და ევროკავშირის ყველაზე სუსტ ეკონომიკას - ბულგარეთს შორის. რაც მით უარესია, არც ამ განვითარების დინამიკა მეტყველებს საქართველოს სასარგებლოდ. თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს რადიკალურად გააუმჯობესოს ეს დინამიკა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შეიძლება დავივიწყოთ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის სერიოზული განზრახვები. იმისათვის, რომ გავიგოთ, შეუძლია თუ არა მარტო „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ მთავრობას გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, შეგვიძლია შევადაროთ ბულგარეთისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონე და დინამიკა 2012-2020 წლებში. მშპ-ის მოცულობა (მლრდ. აშშ დოლარი) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/GDP?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 54.01 55.59 56.88 50.63 53.78 59.07 66.27 67.93 67.92 საქართველო 16.49 17.19 17.63 14.95 15.14 16.24 17.60 17.74 16.32 მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/GDP-per-capita?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 7415 7673 7898 7077 7573 8379 9466 9772 9826 საქართველო 4410 4623 4742 4018 4061 4359 4719 4765 4405 მთავრობის მთლიანი ვალი მშპ-სთან მიმართებით (%) წყარო:https://knoema.com/atlas/Bulgaria/Government-gross-debt-as-a-share-of-GDP?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 16.6 17.2 26.4 25.4 27.1 23.0 20.1 18.6 24.1 საქართველო 33.5 32.5 33.3 38.8 42.2 40.8 40.0 42.6 58.7 უმუშევრობა (%) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/Unemployment-rate?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 12.4 13.0 11.5 9.2 7.7 6.2 5.2 4.2 5.6 საქართველო 17.2 16.9 14.6 14.1 14.0 13.9 12.7 11.6 n/a ინფლაცია (%) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/Inflation-rate?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 2.4 0.4 - 1.6 - 1.1 - 1.3 1.2 2.6 2.5 1.2 საქართველო - 0.9 - 0.5 3.1 4.0 2.1 6.0 2.6 4.9 5.3 2012-2020 წლებში ბულგარეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, მოცულობით და ერთ სულ მოსახლეზე, გაიზარდა მეოთხედით, მაშინ, როცა იგივე მაჩვენებლები საქართველოში მცირედით შემცირდა. ბულგარეთში სახელმწიფო ვალის კოეფიციენტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 16,6%-დან 24,1%-მდე გაიზარდა; საქართველოში კი 33.5%-დან 58.7%-მდე. უმუშევრობის დონე ბულგარეთში 12,4%-დან 5,6%-მდე შემცირდა, საქართველოში კი 17,2%-დან 11,6%-მდე შემცირდა (2019 წელს, 2020 წლის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი). აღნიშნულ პერიოდში ბულგარეთში ინფლაციის მაჩვენებლები 2.4%-დან 1.2%-მდე შემცირდა, ხოლო საქართველოში - 0.9%-დან 5.3%-მდე გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის მთლიანი ვალი, ბულგარეთში 24.1%, ხოლო საქართველოში 58.7%-ია. სურათი საკმარისად მკაფიოა: განხილული პერიოდის განმავლობაში, ბულგარეთთან მიმართებით საქართველოს ჩამორჩენამ ყველა განზომილებით მხოლოდ იმატა. შესაძლებელია თუ არა, რომ იყოს სხვაგვარად? დიახ, ეს შესაძლებელია. ეს ნათელი გახდება, თუ გავაანალიზებთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პარამეტრებს 2003 წლიდან. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორციელებული რადიკალური რეფორმების შედეგად, ქვეყნის ეკონომიკამ დინამიკურად დაიწყო განვითარება. შთამბეჭდავი იყო ყოველწლიურად ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება მსოფლიოს სხვადასხვა რეიტინგში. დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - გზის მშენებლობა, ენერგომომარაგება, წყალმომარაგება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება; დაიწყო სხვა, ქვეყნის დედაქალაქის ალტერნატიული, ეკონომიკური განვითარების ცენტრების აღმოცენება. ამ პროცესის ნაწილი იყო პოლიტიკური ინსტიტუციების გადანაწილება: საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდა ბათუმში, პარლამენტი ქუთაისში და ა.შ. შეუძლებელია მომავლის აშენება წარსულის ფუნდამენტური ანალიზის გარეშე. მიუხედავად პოლიტიკური პრეფერენციებისა, ასეთი ანალიზი დაგვეხმარება გავიგოთ, თუ სად შეიძლება იყოს დღეს საქართველო და რამდენად შეიძლება ის დაუახლოვდეს, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრობის მოთხოვნის ამბიციური ამოცანას. ორი პატარა ცხრილი დაგვეხმარება სიტუაციის გარკვევაში. საქართველოს მშპ 2003 – 2019 წლების პერიოდში (მლრდ. აშშ დოლარი) წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/gdp 2003 2007 2012 2016 2019 3.99 10.17 16.49 15.14 17.74 საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2003-2019 წლების პერიოდში (აშშ დოლარი) წყარო: https://www.geostat.ge/media/27810/Mtliani-shida-produqti-2018-celi-dazustebuli%28geo%29.pdf 2003 2010 2012 2019 1070 3232 4422 4763 ცხრილები ადასტურებს, რომ 2003-2012 წლების ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, დღეს ჩვენ სულ სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ ეს არ მომხდარა. სამწუხაროდ, ყველაზე ზუსტი ტერმინი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარების აღსაწერად არის „სტაგნაცია“. აშკარაა, რომ 2003 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დონე დაბალი იყო. 2003 წლიდან 2012 წლამდე მშპ ოთხჯერ გაიზარდა; ნამატმა 12 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში რომ ოთხჯერ გავზრდილიყავით, ახლა ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 50 მლრდ. აშშ დოლარს მიუახლოვდებოდა. ალბათ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა შესაძლებელი იყო მშპ-ის გაორმაგება 32 მლრდ. დოლარამდე, ან თუნდაც მისი იგივე 12 მლრდ. დოლარით, 28 მლრდ. დოლარამდე, გაზრდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც კი, დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე მიუახლოვდებოდა ბულგარეთისას, მისი ყველა შესაბამისი შედეგებით. მაგალითად, შესაძლებელი იქნებოდა აშშ დოლარის დენომინაციაში ამჟამად არსებული მინიმალური პენსიისა და ხელფასის გაორმაგება. საკმარისი მშპ არის მყარი არგუმენტი ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის მისაღებად. ეკონომიკური განვითარების დონის მიახლოება თუნდაც ორგანიზაციის ყველაზე სუსტ ეკონომიკასთანაც კი მეტ სიმყარეს სძენს ამგვარ განაცხადს. 2024 წლისთვის ამ ოცნების ასასრულებლად ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური სასწაული უნდა მოახდინოს.