ძებნა
'წარმატების' ძებნის შედეგები.
-
Gardenia shevardnadze – ადგილი, რომლის წარმატებასაც საქმის სიყვარული და დაუზარელი შრომა განაპირობებს The post გარდენია შევარდნაძის წარმატების ისტორია appeared first on BusinessFeed.
-
- გარდენია
- შევარდნაძის
-
(and 2 more)
Tagged with:
-
ბავშვების კორპორაცია KidCo. – პედიატრიული ქირურგიის ცენტრი განსხვავებული კონცეფციითა და მიდგომებით The post KidCo. წარმატების ისტორია appeared first on BusinessFeed.
-
- kidco.
- წარმატების
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ნეთვორქინგი, როგორც კარიერული წარმატების გასაღები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/networking.jpgნეთვორქინგი არ არის ის, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენ განათლებასა და ცოდნას; ეს არის ის, თუ ვის იცნობთ და ვინ გიცნობთ თქვენ. თანავედროვე, მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, წარმატების მისაღწევად არ არის საკმარისი თქვენი ცოდნა, არც ის, თუ რამდენად ხართ მუშაობის მოყვარული, რამდენად განათლებული ხართ ან რა უნარებს ფლობთ. კარიერული წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვის იცნობთ და როგორ იყენებთ რეალურ სიტუაციებში ამ კონტაქტებს/კავშირებს. პროფესიულ და პირად ცხოვრებაში უამრავ ადამიანთან გიწევთ შეხება. თავისმხრივ, თითეულ მათგან ყავს საკუთარი კონტაქტები, ცოდნის ბაზა და უნარები. ნეთვორქინგის მეშვეობით შეგიძლიათ ისწავლოთ როგორ გამოიყენოთ კეთილსინდისიერად სხვა ადამიანების რესურსები საკუთარი კარიერული წარმატების მისაღწევად და როგორ გამოადგეთ სხვასაც. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/17%20net.jpgიმის გათვალისწინებით, თუ როგორი ტიპის სამუშაოს ასრულებთ, წარმატების მიღწევის შანსები ყოველთვის იქნება (პირდაპირ ან ირიბად) დაკავშირებული არამარტო თქვენზე, არამედ სხვა ადამიანებზეც - მათზე, ვისთანაც გაქვთ კონტაქტები. ხელმძღვანელები, თანამშრომლები, კოლეგები, დაქვემდებარებულები, კლიენტები, მომხმარებლები, მეგობრები, ნათესავები, პროფესორები, პროფესიული ნაცნობობა, პირადი ნაცნობობა და სხვა ადამიანები, რომლებთანაც გიწევთ შეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში ადვილად გამოგადგებათ ნეთვორქინგის შექმნა და გაძლიერებაში. თითოეულ ადამიანს აქვს კარიერული წარმატების მიღწევის საკუთარი გზა და მიმართულება. თუ გსურთ, რომ კარიერული განვითარების გზაზე გქონდეთ მეტი შესაძლებლობა, ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება სწორედ რომ ადამიანებთან შეხვედრა და მათთან ამ შესაძლებლობების მოძებაა. მაგალითად, მთელ რიგ სამუშაოებზე არ ცხადდება ვაკანსიები საჯაროდ და კანდიდატების შერჩევა ხდება უშუალო გარემოცვიდან, ან იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პროფესიონალები იცნობენ და ენდობიან მათ პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციას. შესაბამისად, ხშირად ვაკანტური პოზიციების შევსება ხდება ვაკანსიის საჯაროდ გამოცხადების გარეშე. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/20%20net.jpgგარდა ამისა, ნეთვორქინგი სხვა შემთხვევებშიც გამოიყენება. მაგალითად თუ თქვენ გსურთ შექმნათ მომხმარებლებისა თუ პლიენტების პორტფოლიო ან ფლობდეთ მეტ ინფორმაციას სხვადასხვა სერვისის თუ პროდუქციის მიმწოდებლების შესახებ, რათა შეარჩიოთ საუკეთესო მათგანი ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით, მაშინ ნეთვორქინგი სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ. ხშირად ნეთვორქინგი ადამიანების მიერ არ აღიქმება დადებით მოვლენად და ბევრი მათგანი მას უსამართლო გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლადაც კი განიხილავს, თუმცა პროფესიულ კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის სფეროში ის ძალიან მიღებული პრაქტიკაა. ნეთვორქინგი არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოგიწევთ ძველი, ხშირად არასასურველი კავშირების გამოყენება, არც იმას ნიშნავს რომ მოგიწევთ მლიქვნელობა ადამიანებთან ახლო კავშირის დასამყარებლად და არც იმას, რომ იყოთ არაგულწრფელი იმ ადამიანებთან, რომლებიც რეალურად არ მოგწონთ. მარტივად რომ ვთქვათ, ნეთვორქინგი არის მეტ ადამიანთან ურთიერთობა, მეტ ადამიანთან შეხვედრა/გაცნობა და მათთან საერთო სარგებლის გამონახვა.
-
- ნეთვორქინგი
- როგორც
-
(and 3 more)
Tagged with: