ძალადობის ერთ-ერთი ფორმა არის იგნორი. მირჩევნია გამაკრიტიკო, რაიმე ნეგატიური მითხრა, ვიდრე საერთოდ ურეაქციოდ დამტოვო. ეს ნიშნავს, რომ არაფერს წარმოვადგენ შენთვის. სხვათა შორის, ხშირად სამსახურის დატოვების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ იგნორირებაა ხოლმე. აქ საქმე სწორედ აღიარებაშია.
ადამიანს ყველა ასაკში სჭირდება ყურადღება, რადგან ყველანი ეგოცენტრულები ვართ და გვაქვს მოთხოვნილება, რომ დაგვინახონ, შეგვამჩნიონ.
ბავშვების შემთხვევაშიც ძალიან აშკარაა – როდესაც არ აქცე ყურადღებას, რა უკუკავშირს იწვევს ეს? მხოლოდ მშობლის სახლში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ბავშვს ყურადღებას აქცევ, თუ ერთხელაც არ გაიხედავ მისკენ, მუდამ კომპიუტერში, ტელეფონსა თუ საკუთარ საქმეში ხარ თავჩარგული და გართული; ამ დროს იწყებს
ბავშვი დექსტრუქციულ ქცევას, რომ შენი ყურადღება მიიპყროს – რაღაცას გატეხავს, გააფუჭებს.
იგნორირებაზე მტკივნეული არაფერია, რადგან ყველა ადამიანური შიში სიკვდილს უკავშირდება. იგნორირება კი საკუთარ არსებობაში აეჭვებს ადამიანს. ყველა ძლიერი კვლევა ამას ამტკიცებს, რომ ურთიერთობები უმთავრესია. მაგრამ თუ ეს ურთიერთობები არაჯანსაღია, ან საერთოდ არაა უკუკავშირზე აგებული, მაშინ იწყება
დიდი დისკომფორტი.