დღეიდან ვიწყებ ხანგრძლივ ექსპერიმენტს. მოვაგროვე ცაცხვის თესლი გავარჩიე და შევფუთე. 6 თვე სიბნელესა და სიგრილეში უნდა ინახებოდეს და შემდეგ ვიწყებთ მეორე ეტაპს- ფხვიერ ნიადაგში, კასეტებში სათითაოდ დავთესავ, წესით ორ კვირაში უნდა წამოყონ თავი ჩითილებმა და იმედია ამ ეტაპსაც ვეღირსები...
ცაცხვი მინ 60 მლნ წელია რაც არსებობს, გამძლეობით არაფრით ჩამოუვარდება გვიმრას, ფუტკარფრენდლი მცენარეა და დედამიწისთვის ბევრი აქვს გაკეთებული მთელი თავისი არსებობის მანძილზე