საკუთარი ურთიერთობებისთვის გვერდიდან შეხედვა არასდროსაა ზედმეტი. ხშირად ადამიანი ვერც კი ხვდება რომ ემოციური ძალადობის და მანიპულაციების მსხვერპლია. ან ხვდება და ვერ აღწევს თავს დაბალი თვითშეფასების, შიშის, ფინანსური პრობლემების, სოციუმის პრესინგის და ა.შ გამო.
ამავდროულად ნებისმიერი ურთიერთობა არის მუშაობა და ურთიერთკომპრომისი. უბრალოდ სად მთავრდება ურთიერთკომპრომისი და იწყება ძალადობა ან საკუთარი "მეს" უკან გადაწევა? როგორ შევინარჩუნოთ პირადი სივრცე და დავიცვათ პირადი საზღვრები?
მოკლედ ჯანსაღი ურთიერთობის ჩექლისტი დაწერეთ, რა პრინციპებზე დგას ნორმალური ურთიერთობა და რომლებია ტოქსიკურობის "განგაშის ზარები"?