შრომითი ღირებულებები
http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/5%20val.jpgშრომითი ღირებულებები უშუალოდ თქვენს საქმიანობას უკავშირდება. მათ შორის შეიძლება იყოს როგორც ძირეული ცხოვრებისეული ღირებულებები, ისე ისინიც, რომლებითაც მხოლოდ სამსახურში ხელმძღვანელობთ. ხანდახან შრომითი ღირებულებები სრულიად განსხვავდება ცხოვრებისეული ღირებულებებისაგან. მაგალითად, თუ სამსახურში შეუპოვარი და შეჯიბრის მოყვარული ხართ, სახლში, შესაძლოა, სრულიად დამყოლი და დამთმობი იყოთ.
შრომით ღირებულებებს ძირითადად შინაგან და გარეგან ღირებულებებად ყოფენ:
შინაგანი ღირებულებები უკავშირდება თავად სამუშოს ბუნებას. ადამიანებს, რომელთაც იზიდავთ გამოწვევები, სიახლეების სწავლა, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქმეში, შინაგანი შრომითი ღირებულებები გააჩნიათ. ასეთ თანამშრომლებს სურთ სამუშაო, რომელიც მათ ახალი გამოწვევებით, პასუხისმგებლობითა და ავტონომიით უზრუნველყოფს, აგრეთვე, მისცემს პიროვნული ზრდის საშუალებას.
ზოგიერთი თანამშრომელი სამუშაოს თვისებებს ნაკლებად აფასებს და ყურადღებას შედეგებზე ამახვილებს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გარეგან ღირებულებებთან, რომლებიც იმ ადამიანებისათვისაა დამახასიათებელი, რომლებიც მუშაობენ იმიტომ, რომ მიიღონ ანაზღაურება, დაამყარონ კონტაქტები სხვადასხვა ადამიანთან, ჰქონდეთ ოჯახთან ერთად დროის გატარების საშუალება.
http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/2%20val.jpgიმის გამო, რომ უმრავლესობის ცხოვრება სამსახურის გარეშე წარმოუდგენელია, ყველა ადამიანის სამუშაო ღირებულებებში მოიძებნება გარეგანი ელემენტი, თუმცაღა ადამიანებს ძირითადად ორივე სახის ღირებულებები აქვთ. ისინი უბრალოდ განსხვავდებიან იმით, თუ რომელს ანიჭებენ უფრო დიდ მნიშვნელობას. მაგალითად, სოციალური მუშაკი, რომელიც ეგუება დაბალ ხელფასს იმის გამო, რომ სწამს, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, შინაგან ღირებულებებზე დაყრდნობით მოქმედებს.
http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20val.jpgთავის მხრივ, შინაგანი და გარეგანი ღირებულებებიც იყოფა უფრო წვრილ ღირებულებებად, რომლებიც დღევანდელ შრომით სამყაროში წარმოადგენენ სამუშაოს მახასიათებლებს. არსებობს შრომითი ღირებულებების სხვადასხვა ტაქსონომია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული მათგანი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ ვებგვერდზე - განსაზღვროთ საკუთარი შრომითი ღირებულებები და შემდგომ აირჩიოთ ის პროფესია, სადაც ეს ღირებულებები პრიორიტეტულია. ეს სწორი კარიერული არჩევანის გაკეთების კარგი გარანტორია!