დავწეროთ და დახევმაროთ ერთმანეთს სახლური, ოჯახური კერძების მომზადებაში.
ბოლოს რაც მოვამზადე იმით დავიწყებ.
სოკოს სალათა
დაგვჭირდება:
1 ქილა სოკო(ქილის მქონდა)
1 საშუალო ქილა სიმინდი
ნახევარი ჭიქა ბრინჯი
თითო-თითო სამივე ფერის ბულგარული(სილამაზისთვის)
2 საშუალო ზომის სტაფილო
ნახევარი ქილა მწვანე ზეთისხილი(აქ შავი აქვს, მაგრამ მწვანე ჯობს)
მარილი
შავი წიწაკა
მომზადება:
ბრინჯვს ვხარშავთ იმ დონემდე რომ იყოს ,,ფანტია". ვჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად ბულგარულს და სტაფილოს და ვშუშავთ ცოტა ზეთში, შემდეგ ვაყრი სოკოს და თავმოხდილში მაღალ ცეცხლზე ვტოვებ, რომ ოდნავ მოიბრაწოს. ვამატებ მოხარშულ ბრინჯს, სიმინდს, მარილს და შავ წიწაკას, ვაცადებ გაციებას და შემდეგ ვაყრი მწვანე ზითისხილს(აქვე, ვცადე შავით, მაგრამ არ მომეწონა, მწვანეს ოდნავ სიმჟავე უხდება). გემრიელად მიირთვით