Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'შეჯამება:' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 5 results

  1. წინა კვირას ციფრული ვალუტის ბაზარი ოდნავ შემცირდა. თუმცა კვირას კრიპტოვალუტების კურსი გაუმჯობესდა. ბიტკოინი ანალიტიკოსები ბიტკოინის კურსის მატებას ვარაუდობენ. ექსპერტების მოსაზრებით, თუკი ბიტკოინის ფასი გაიზრდება სამიზნე ნიშნული 19.500 დოლარი იქნება. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა 19.290 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. მეორე მხრივ, თუ ბიტკოინის ფასი შემცირდა მოსალოდნელი დონე 16.525 დოლარი იქნება. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ბიტკოინის ფასის გამყარებისთანავე დაიწყონ ვაჭრობა. ეთერიუმი კურსის ზრდის შემთხვევაში ეთერიუმის სამიზნე ფასი 590 დოლარია. 13 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში ალტკოინის ფასი 583 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა კრიპტოვალუტის კურსი შესაძლოა, 488 დოლარზე დაეცეს. ფასის მატების შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ კურსი 622 დოლარამდე გაიზარდოს. ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას. რიპლი რიპლის ფასის ზრდის ნიშნად მიიჩნევა პოზიცია, როდესაც კურსი 0.60 დოლარის პოზიციაზე იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ფასი დავარდება კურსი შესაძლოა, 0.39 დოლარის დონეზე აღმოჩნდეს. ფასის ზრდის დროს მოსალოდნელია, რომ რიპლი წინააღმდეგობას 0.51-სა და 0.60 დოლარს შორის შეხვდება. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გამყარების შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა. ბიტკოინ Cash-ი კვირა საღამოს ბიტკოინ Cash-ის ფასი 275 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუკი ალტკოინის ფასი დაიწევს მაშინ შესაძლოა, ალტკოინის კურსი 230 დოლარზე დაფიქსირდეს. თუმცა ანალიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ ბიტკოინ Cash-ი ზრდას განაახლებს. კრიპტოვალუტის სამიზნე დონე 280 დოლარია. ანალიტიკოსები ფასის მატებისთანავე ვაჭრობას რეკომენდირებენ. ლაიტკოინი ლაიტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 7%-ით გაუმჯობესდა. ფასის კიდევ უფრო მატების შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 90 დოლარია. ლაიტკოინის სამიზნე ნიშნული კი 100 დოლარია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი შემცირდება შესაძლოა, კრიპტოვალუტის ფასი 48 დოლარზეც კი დაფიქსირდეს. 13 დეკემბერს ალტკოინის ღირებულება 80 დოლარს შეადგენდა. ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინის ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა. The post კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. წინა კვირას ციფრული ვალუტის კურსი საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა მოულოდნელად, კვირის ბოლოს კრიპტოვალუტების ფასმა საგრძნობლად დაიკლო. ბიტკოინი ბიტკონის ფასი მკვეთრად გაიზარდა. თუმცა პარასკევს ფასმა კლების ტენდენცია აჩვენა. ამის შემდეგ, შაბათ-კვირას კურსმა კვლავ მოიმატა და 18.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა. ექსპერტების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 14.500 დოლარზე აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა მოსალოდნელი ნიშნული კვლავ 19.000 დოლარია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოვაჭრეები ნაწილობრივ მოგებას 18.500 დოლარზე მიიღებენ. ამ დროს ექსპერტები ინვესტორებს ურჩევენ, რომ აღნიშნული პოზიცია შეინარჩუნონ. ეთერიუმი 28 და 29 ნოემბერს ეთერიუმის კურსი 550 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. კვირას საღამოს კი ეთერიუმის ღირებულებამ 568 დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო შემოთავაზებული ფასი 625 დოლარია. ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ ეთერიუმი 590 დოლარზე მოახერხებს ფასის გაზრდას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტამ კლების ტენდენცია აჩვენა მაშინ, ფასები 500-დან 488 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გამყარებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა. რიპლი რიპლიმ 0.61 დოლარის ნიშნული დაიკავა. თუკი რიპლი 0.50 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 0.43 დოლარამდე შემცირდეს. იმ შემთხვევაში, თუ რიპლის კურსი გაიზრდება ფასის მომდევნო მაჩვენებელი 0.72 დოლარი იქნება. ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ვაჭობას რეკომენდირებენ. ბიტკოინ Cash-ი ბიტკოინ Cash-ის კურსი 283 დოლარამდე გაიზარდა. ზრდის ტენდენციისას მოსალოდნელია კურსის 300-სა და 334 დოლარს შორის მერყეობა. თუ კრიპტოვალუტა ამ წინააღმდეგობას დასძლევს მომდევნო სამიზნე ფასი 350 დოლარი იქნება. კლების ტენდენციისას, ანალიტიკოსები ტრეიდერებს 231 დოლარზე პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ. თუმცა, ამ ეტაპზე, ექსპერტები ალტკოინის კურსის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ. ლაიტკოინი ლაიტკოინმა 72 დოლარის ნიშნული დაარღვია. ამიტომ ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ კრიპტოვალუტის კურსი 105 დოლარამდე გაიზრდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 90 დოლარზე კრიპტოვალუტას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი შემცირდება ფასის მოსალოდნელი ნიშნული 64 დოლარი იქნება. ანალიტიკოსები ვაჭრობის დაწყებას რეკომენდირებენ. The post კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა. დაფიქსირდა, როგორც ფასის შემცირების ასევე ზრდის ტენდენცია. ბიტკოინი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული 15.800-სა და 16.400 დოლარს შორის მოძრაობდა. თუკი ფასი დაეცემა მომდევნო დონე 14.596 დოლარი იქნება. ექსპერტების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში კი ბიტკოინის ფასი ზრდას 17.600 დოლარამდე მოახერხებს. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გამყარებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა. ეთერიუმი წინა კვირას ეთერიუმის კურსმა ფასის ზრდა დააფიქსირა. ალტკოინის ფასის ნიშნული 450-სა და 475 დოლარს შორის მოძრაობდა. ანალიტიკოსების თქმით, თუკი ფასი დაეცემა მოსალოდნელია, რომ კურსი 426 დოლარამდე ჩამოვიდეს. თუმცა პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში შესაძლოა, ალტკოინის ფასმა ჯერ 488 შემდეგ კი 520 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ კურსის გაუმჯობესებას დაელოდონ. რიპლი ბოლო რამდენიმე დღეა რიპლის ფასი 0.24-სა და 0.27 დოლარს შორის მოძრაობდა. თუკი ალტკოინის ფასი დაეცემა მოსალოდნელი დონე 0.21 დოლარი იქნება. თუმცა ანალიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ რიპლის კურსი 0.30 დოლარის ნიშნულს ასცდება და ფასი 0.33 დოლარზე დაფიქსირდება. თუკი კრიპტოვალუტის კურსი მოიმატებს მომდევნო დონე 0.29 დოლარი იქნება, მაშინ ანალიტიკოსები ვაჭრობას რეკომენდირებენ. ბიტკოინ Cash-ი ბიტკოინ Cash-ის კურსი 252-დან 262 დოლარს შორის მოძრაობდა. იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასმა დაიკლო მომდევნო დონე 231 დოლარი იქნება. ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 360 დოლარამდე გაიზარდოს. თუკი ალტკოინის ფასი მოიმატებს ტრეიდერებს თავისუფლად შეუძლიათ ვაჭრობის დაწყება. ლაიტკოინი უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში ლაიტკოინის ფასმა 65 დოლარის დონეს გადააჭარბა. ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 47 დოლარამდე შემცირდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ფასი მოიმატებს მომდევნო დონე ჯერ 80 შემდეგ კი, 100 დოლარი იქნება. ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის მატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობის დაწყებას. The post კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  4. ამ კვირაში კრიპტოვალუტის კურსი მერყეობით გამოირჩეოდა. ბიტკოინი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბიტკოინის ფასი დასტაბილურდება. ამის ნიშანი კი იქნება, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 12.000 დოლარის პოზიციას დიდი ხნით შეინარჩუნებს. 11.300 დოლარის პოზიციის შემდეგ სამიზნე ფასი 11.550 დოლარია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი კლებას დაიწყებს შესაძლოა, ფასმა 11.100 დოლარის ფარგლებშიც კი დაიწყოს მოძრაობა. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის დასტაბილურებას დაელოდონ და ისე დაიწყონ ვაჭრობა. ეთერიუმი ეთერიუმი ფასის შენარჩუნებას და კიდევ უფრო გაზრდას ცდილობს. ეთერიუმის მომდევნო სამიზნე ფასი 395 დოლარი იქნება. თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს დასძლევს შემდეგი დონე 420 დოლარია. თუმცა, თუკი ალტკოინის კურსი 300 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდება მოსალოდნელი დონე 250 დოლარი იქნება. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 390 დოლარზე დაიწყონ ვაჭრობა. რიპლი სხვა ალტკოინების მსგავსად რიპლის ფასიც რყევას განიცდიდა. ანალიტიკოსები ფასის გაზრდას 0.30 დოლარის ფარგლებში ვარაუდობენ. ალტკოინის კურსის დაცემა კი 0.21 დოლარზეა მოსალოდნელი. თუკი რიპლის ფასის ნიშნული 0.21 დოლარზე დაეცემა მაშინ შემდეგი მაჩვენებელი 0.19 დოლარი იქნება. მეორეს მხრივ, თუ ალტკოინი კურსის მატებას შესძლებს მოსალოდნელი დონე 0.27 დოლარი იქნება. ამის შემდეგ კი სამიზნე ფასი 0.30 დოლარია. ანალიტიკოსების თქმით, ფასი შეიძლება ნებისმიერ გზით წავიდეს. ამიტომ ტრეიდერები უნდა დაელოდონ პოზიციების გამყარებას და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა. ბიტკოინ Cash-ი ბიტკოინ Cash-ის ფასის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 251-სა და 345 დოლარს შორის არის. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს შესაძლოა, 440 დოლარის ნიშნულიც კი დაიკავოს. თუმცა, თუკი ალტკოინის კურსი შემცირდება მოსალოდნელი დონე 200 დოლარი იქნება. ანალიტიკოსები ვაჭრობის დაწყებას ფასის მომატების დროს რეკომენდირებენ. ლაიტკოინი ექსპერტები ლაიტკოინის ფასის ზრდას 60 დოლარის ფარგლებში ელოდებიან. თუკი ალტკოინის კურსი ზრდის ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელი დონე 51 დოლარი იქნება. თუმცა არსებობს ფასის ვარდნის საფრთხეც. თუკი ლაიტკოინის კურსი შემცირდა მოსალოდნელო დონე ჯერ 40 დოლარი შემდეგ კი 34 დოლარი იქნება. ამ რიცხვებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის დასტაბილურებას დაელოდონ. The post კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  5. კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი გაიზარდა. ბიტკოინი ბოლო სამი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 11.000 დოლარის ზღვარს მიუახლოვდა, რაც პოზიტიური ნიშანია. ბიტკოინის კურსის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასმა 11.178-სა და 12.460 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს. იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი დაიკლებს მომდევნო დონე 9.835 დოლარი იქნება. თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი პოზიტიური მომავლის ხედვას ინარჩუნებს. მათი აზრით, მალე კრიპტოვალუტის კურსი 11.000 დოლარის დონეს დაიკავებს. ფასის ზრდის ტენდენციის დაფიქსირების შემდეგ კი მომდევნო დონე 11.500 დოლარი იქნება. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ. ეთერიუმი უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსი მცირე რყევებს განიცდიდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ალტკოინის ფასი 4 ოქტომბერს 353 დოლარზე დაფიქსირდა. თუკი ალტკოინი ზრდის ტენდენციას დააფიქსირდებს მომდევნო სამიზნე დონე 400 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის ფასი დაიკლებს მაშინ ტრეიდერებმა ვაჭრობა 315 დოლარზე უნდა შეწყვიტონ. ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ეთერიუმზე ვაჭრობას რეკომენდირებენ. რიპლი ოქტომბრის დასაწყისში რიპლის ფასი 0.24 დოლარზე დაფიქსირდა. იმ შემთხვევაში, თუ ფასი დაიწევს მომდევნო დონე 0.20 დოლარი იქნება. თუმცა ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ რიპლის კურსი გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში სამიზნე დონე 0.26-დან 0.31 დოლარზე არის განსაზღვრული. ეექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ. ბიტკოინ Cash-ი ბიტკოინ Cash-ის ფასი 200-დან 222 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუკი კრიპტოვალუტამ ზრდის ნიშანი აჩვენა მომდევნო დონე 242 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ ალტოინის კურსი შემცირდა შესაძლოა, ფასი 140 დოლარზე აღმოჩნდეს. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი მომატებულია და ის 221 დოლარს შეადგენს. ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყება თავისუფლად შეუძლიათ. ლაიტკოინი ბოლო რამდენიმე დღეა ლაიტკოინის კურსი 45 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ალტკოინის ფასის კლების ნიშანი იქნება, თუკი კრიპტოვალუტა 40 დოლარზე აღმოჩნდება. თუმცა ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ლაიტკოინი ზრდას განაგრძობს. მომდევნო სამიზნე დონე კი 52 დოლარია. ექსპერტები ტრეიდერებს ლაიტკოინზე ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ. ამ ეტაპზე კურსი 47 დოლარს შეადგენს. The post კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.