Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'შესვლა/არ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. მიუხედავად, თავდაპირველად განცხადებული ერთიანი პოზიციისა არ შესვლაზე, ოპოზიციეაში ეს ერთიანობა დაირღვა. (ან არც იყო რეალურად) ელისაშვილი აცხადებს რომ მზადაა შევიდეს ახალი არჩევნების დანიშვნის გარეშე გარკვეული პირობებით. ალეკო ელისაშვილი - თუ ელჩებთან შეხვედრიდან გამოვალ გაწიკწიკებული საარჩევნო წესებით და ეს გარანტია მექნება ხელში, პარლამენტში შევალ! პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან. ამის შესახებ ელისაშვილმა „ფეისბუქ ლაივში“ ისაუბრა. „მე მინდა, რომ ცესკო-ს თავმდჯომარე იყოს ყველაზე სანდო ადამიანი, ხომ გინდათ ეს? ამისთვის ვირჯები. ვირჯები იმისთვის, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ, წესიერი ცესკო იყოს, წესიერი საარჩევნო სისტემა იყოს, რომელიც რომელიმე პარტიაზე კი არა, ქვეყნის მომავალზე იქნება მორგებული და ისეთი წესები წამოვიღოთ ამ შეხვედრიდან და ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ გაყალბების შანსი იყოს მინიმუმამდე დასული. ეს საშვილიშვილო შედეგი მინდა წამოვიღო და ამისთვის ვიბრძვი მე პირადად. ელჩებთან დროის სამი მეოთხედი ეთმობა იმას, ცესკო როგორ უნდა დაკომპლექტდეს, თავმჯდომარე როგორი უნდა იყოს, საოლქო კომისიას რა უნდა ჰქონდეს, არჩევნების წესი როგორი უნდა იყოს. ამას მივყვებით საათობით“, -განაცხადა ელისაშვილმა. მისივე თქმით, ახლა არის მომენტი, როცა ოპოზიციას მოლაპარაკებებიდან შეუძლია „საქართველოს მომავალი“ გამოიტანოს. „პირდაპირ გეუბნებით, მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, რომ იმ მოლაპარაკებებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ გაწიკწიკებული საარჩევნო წესებით, სანდო საარჩევნო კომისიის წესით. ამისთვის ვიბრძვით. ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც მივადექით ყველა. მთავარი მექანიზმი რა არის, ქუჩაში ხომ არ უნდა მივსდევდეთ ზარბაზნით? გაგვიკეთებია და დავანგრიეთ ეს ერთხელ 90-იანებში. თუ მე იქიდან ეს გარანტია მექნება ხელში, პარლამენტში შევალ, რა თქმა უნდა, ისე გახადეს, პარლამენტში არ შევალო, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო. ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით და არც შევდივარ ხომ ხედავთ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და ერთი თვეა მოლაპარაკებებზე დავდივარ „პასტით“ და ფურცლით, რომ ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთდეს, ამაზე ვმუშაობ და ამით თუ გამოვალ იქიდან, გამოვალ თავაწეული. ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს, არ აურიოს ეს ქვეყანა და რევოლუცია არ მოახდინოს“, - განაცხადა ელისაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანა ერთ დღეში არ აშენდება. "მე მჯერა იმის, რომ ქვეყანა ერთ ორშაბათს არ აშენდება და უცებ ბედნიერ საქართველოში არ გავიღვიძებთ. ბიძინა ივანიშვილს არ მოუნდება, რომ დემოკრატიული იყოს ეს ქვეყანა. უნდა ვიბრძოლოთ! შარშან ვიბრძოლეთ და გამოვგლიჯეთ საარჩევნო სისტემა. წელს ვიბრძვით და უნდა გამოვგლიჯოთ სანდო, საიმედო საარჩევნო სისტემა და კიდევ ერთხელ გეუბნებით - თუ ამას ხელში დავიჭერ და გამოვალ იქიდან თავაწეული და პირნათელი ჩვენს შვილებთან და ჩვენს მომავალთან, კი ბატონო, შევალ პარლამენტში", - განაცხადა ელისაშვილმა. = მანამდე გვარამიას არხი აცხადებდა, რომ ელისაშვილი, ვაშაძე და გირჩის სამი წევრი (მეგრელიშვილი, რაქვიაშვილი, ხვიშია) განიხილავდნენ პარლამენტში შესვლას. = ამ დროს, ხელისუფლების წარმომადგენლები ამკიცებენ, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ გვაქნება და ოპოზიციის ნაწილი შევა საკანონმდებლო ორგანოში. აცხადებენ, რომ რიგ საკითხებზე ოპოზიციასთან შეთანხმება მოხერხდა და მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე პოზიციები ბევრ საკითხზე შეაჯერეს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. როგორც შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციასთან მომდევნო შეხვედრა ხვალ ან ზეგ გაიმართება. „დღეს გაგრძელდა კონსულტაციები. ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის საკითხები, რომელიც საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის შეჯერებული პოზიციები. ხვალ ან ზეგ შედგება ბოლო შეხვედრა იმიტომ, რომ სხდომა ახლოვდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ბევრ საკითხზე შევაჯერეთ პოზიციები და ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“,- განაცხადა კობახიძემ. რაღაც მსგავსი განცხადება გააკეთა თალაკვაძემაც. = ჰუბერტ ქნირში: ყველა პარტიამ თვითონ, ზეწოლის გარეშე უნდა გადაწყვიტოს, მანდატებს გამოიყენებს თუ არა, და დიპლომატებს კი არ აქვთ გავლენა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ ზოგიერთ პოლიტიკოსსა და მედიასაშუალებას imedi / 09 დეკემბერი 2020, 20:43 / სანდო წყარო თვალყურს ვადევნებ ამ პროცესს და მგონია, რომ ამ ხმამაღალ თავდასხმებს დიპლომატებზე ზუსტად ეს საფუძველი აქვს. აქ საქმე გვაქვს დაპირისპირებასთან ოპოზიციის შიგნით, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ზოგი პოლიტიკოსი და პარტია აწარმოებენ ამ მოლაპარაკებებს და გამოხატავენ შეთანხმების მიღწევის ინტერესს, სხვებს კი ეს არ მოსწონთ. „ამიტომ მათ, ვინც „ქართულ ოცნებას“ ესაუბრებიან და დიპლომატების შუამდგომლობას იყენებენ, უკან ახევინებენ და მათ დისკრედიტაციას ეწევიან. ნათელია, რომ ყველა პარტიამ, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, თვითონ, ზეწოლის გარეშე უნდა გადაწყვიტოს, ამ მანდატებს გამოიყენებს თუ არა, და დიპლომატებს კი არ აქვთ გავლენა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ ზოგიერთ პოლიტიკოსს და ზოგიერთ მედიასაშუალებას, რომლებიც ცდილობენ, სხვა პარტიების გადაწყვეტილებეზე გავლენა იქონიონ. ახალმა საარჩევნო კანონმდებლობამ საშუალება გააჩინა, რომ პარლამენტში უფრო მრავალფეროვანი ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი და მე მგონია, რომ მრავალფეროვანი ოპოზიცია ქართული პოლიტიკისათვის, ქართული დემოკრატიისათვის კარგი იქნება და ამიტომ კარგი იქნება, რომ ყველა პარტიამ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ზეგავლენის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება თბილისი, 11/12/2020 - 08:09, UNIQUE ID: 201211_1 ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში. დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური გარემოსკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას. ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად, პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა. ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა. საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი განცხადება საქართველოს შესახებ (2020 წლის 12 დეკემბერი) [fr გერმანია და საფრანგეთი მოუწოდებენ საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გზაზე სვლა განაგრძოს. საქართველომ, გერმანიისა და საფრანგეთის ახლო პარტნიორმა, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი დამოკრატიული განვითარება განიცადა. მან განამტკიცა კავშირები ნატოსთან და ევროკავშირთან და სამაგალითო როლს თამაშობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. მძლავრი ინსტიტუტების ჩამოყალიბება და პლურალიზმის კარგი ფუნქციონირება ძლიერი დემოკრატიის აუცილებელი საფუძვლებია. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელსაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია წლის დასაწყისში, საარჩევნო სისტემაში აუცილებელი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ქართველებმა აჩვენეს მზადყოფნა, ესარგებლათ განახლებული საპარლამენტო პლურალიზმით, რომელსაც ეს რეფორმა სთავაზობდათ. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა არჩევნების პირველი ტურის დროს დამაიმედებელია, ხოლო პანდემიის ფონზე - შესანიშნავი. თუმცა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დამკვირვებლებმა მიუთითეს გარკვეულ ნაკლოვანებებზე საარჩევნო პროცესში. საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმები პოლიტიკური დღის წესრიგის შუაგულში დარჩეს. ასეთი დისკუსიისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი, ვინაიდან საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე მის განხორციელებას და საბოლოო ჯამში - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას. გვსურს, ხაზი გავუსვათ ჩვენს მხარდაჭერას საერთაშორისო მედიატორების მიმართ ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან. მათ მიერ საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის დახმარების მიზანი იყო, კონკრეტული რეფორმის განხორციელება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმკიცების მიზნით. იმ დროს, როცა საქართველო მთელი რიგი რეგიონული გამოწვევების წინაშეა, მით უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება. საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, რომ როგორც პარტნიორებმა, საქართველოს მხარი დაუჭირონ დემოკრატიის გზაზე, რომელიც მან აირჩია. აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ ახლახან გამართული მოლაპარაკებების კონტექსტში, კვლავ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარის მიერ, რუსეთის ჩათვლით, ევროკავშირის მედიატორობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში კონკრეტული შედეგების მიღწევის აუცილებლობისკენ. გამოქვეყნებულია 12/12/2020 ვის ინტერესშია პარლამენტში შესვლა/არ შესვლა საერთოდ და რატომ ცდილობს დასავლეთი აკა ევროკავშირი/ამერიკა მხარეების პოზიციები დააახლოვოს და საქართველო ახალი არჩევნებისგან 'იხსნას'?