ძებნა
'შემოიღო' ძებნის შედეგები.
-
ყირგიზეთმა კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის ლიცენზირების რეჟიმი შემოიღო
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ყირგიზეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ სურს კრიპტო ინვესტორებისთვის უზრუნველყოს დაცვის ისეთივე დონე, რაც უკვე არსებობს ტრადიციულ ფინანსებში. ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი ადგილობრივი ინვესტორების დასაცავად გეგმავს კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის ლიცენზირების რეჟიმის შემოღებას. ბანკის მმართველმა აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ინიციატივა მიზნად ისახავს ყირგიზეთის რესპუბლიკაში კრიპტო ოპერაციებისა და ინვესტორების უსაფრთხოებას. ”ქვეყნის ეროვნული ბანკის მიზანია შექმნას ხელსაყრელი პირობები ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის. თუ გსურთ შეიძინოთ ბიტკოინი – თქვენ იხდით ფულს და ბიტკოინს იღებთ. თუკი ადგილობრივი ვალუტით დოლარის შეძენა გსურთ, მაშინ ახდენთ კონვერტაციას. ტრადიციულ სავალუტო ოფისს აქვს ბანკის ლიცენზია, ამიტომ ფულის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს. მიზანი არის ის, რომ კრიპტო სექტორიც ანალოგიურ მდგომარეობაში იყოს”,- აღნიშნა ეროვნული ბანკის მმართველმა. ბანკის გეგმების მიუხედავად, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტის უსაფრთხო ინვესტიციებში, ცენტრალური ბანკი კვლავ აფრთხილებს საზოგადოებას კრიპტო ინვესტიციების მაღალი რისკების შესახებ. შეგახსენებთ რომ, 2020 წლის ნოემბერში კრიპტო კანონპროექტის შემოტანის შემდეგ, ყირგიზეთის მთავრობამ 2021 წლის იანვარში წარმოადგინა ორი კანონპროექტი “კრიპტოვალუტის დამუშავების შესახებ” და “ციფრული აქტივების სფეროში საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ”. გარდა კრიპტოვალუტის ბირჟების ლიცენზირებისა, ყირგიზეთი ასევე ცდილობდა მაინინგისთვის რეგულაციები შემოეღო. თუმცა ამდრომდე მაინინგის სექტორზე არანაირი სახის რეგულაცია არ ვრცელდება. The post ყირგიზეთმა კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის ლიცენზირების რეჟიმი შემოიღო appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- ყირგიზეთმა
- კრიპტოვალუტის
-
(and 4 more)
Tagged with:
-
პეიპალმა გამოაცხადა პარტნიორობა სამ უდიდეს ბიტკოინის დამუშავების საიტთან: Coinbase-სთან, BitPay-სთან და GoCoin-სთან. მათი მეშვეობით სავაჭრო ორგანიზაციებს შეეძლებათ შეასრულონ გადახდები ბიტკოინებით, რომლებიც ჩაირიცხება მათ პეიპალის ანგარიშებზე. შეუძლებელია ბიტკოინების შენახვა პირდაპირ პეიპალის საფულეში (ამ დროისთვის), მაგრამ მათი საშუალებით გადახდა შესაძლებელი იქნება ყველა საიტსა და სერვისზე, რომლებსაც პეიპალი იღებს გადახდისთვის. ჯერჯერობით, ამ მოდელის მუშაობა მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და კანადაში იქნება შესაძლებელი, თუმცა კომპანიამ უკვე თქვა: ”ჩვენ განვიხილავთ სხვა ბაზრებზე გაფართოებას, დაელოდეთ სიახლეებს”. ამ ინფორმაციამ ბიტკოინის მკვეთრი კურსი გამოიწვია: BTC-E-ს ბირჟაზე ის დაახლოებით 385 დოლარიდან 440 დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ შემდეგ ოდნავ გამოსწორდა. http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2020/10/btc.jpg პეიპალი გეგმავს ბიტკოინის ფუნქციონირების პირდაპირ PayPal Payments Hub– ში ინტეგრირებას, რადგან ამ სისტემებს უკვე აქვთ საკუთარი უსაფრთხოების სისტემები. არ არის გამორიცხული, რომ პეიპალმა დროთა განმავლობაში უფრო მჭიდროდ იმუშაოს ბიტკოინთან. ”პეიპალი ყოველთვის ინოვაციებს ნერგავდა, ამასთან, არ ავიწყდებოდა, რომ ყველა გადახდა უსაფრთხო და საიმედო უნდა ყოფილიყო”, – განმარტეს კომპანიაში. – ჩვენი მიდგომა ბიტკოინის მიმართ არ არის გამონაკლისი. ამიტომ ჩვენ თანდათან ვითარდებით. ჩვენ მხარს დავუჭერთ ბიტკოინის ზოგიერთ ასპექტს, მაგრამ დაველოდებით და ვნახავთ სხვებსაც.” წყარო thenextweb.com The post PayPal შემოიღო ბიტკოინით გადახდა აშშ-ში და კანადში appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.