არ ვიცი რამდენხანს შეიძლება გავუძლოთ ინეტს მე, ჩემმა მზერადასუსტებულმა თვალებმა და ფეთქვაარეულმა გულმა, ხოდა დარჩეს ეს თემა აქ უბრალოდ ჩემგან . . . პირობას გაძლევთ მეტ თემას არ გავხსნი!
ხოდა რომ გავყვები ხოლმე ფიქრებს ჯერ ისედაც დაღლილი და მერე ფიქრებიც რომ დამღლიან, ვხვდები, რომ ძააააან კარგია დაღლილობა, იმიტომ რომ ფიქრის თავიც აღარ გაქვს და ზიხარ კუნძივით უბრალოდ გადაღლილი და გათიშული... ზოგჯერ მინდება სულ ამ "კუნძის" რეჟიმში ვიყო . . . არ ვიცი თუ ყოფილხართ "კუნძის" რეჟიმში, მაგრამ მე მომწონს ეს რეჟიმი ...