Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ღირებულებები' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. შრომითი ღირებულებები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/5%20val.jpgშრომითი ღირებულებები უშუალოდ თქვენს საქმიანობას უკავშირდება. მათ შორის შეიძლება იყოს როგორც ძირეული ცხოვრებისეული ღირებულებები, ისე ისინიც, რომლებითაც მხოლოდ სამსახურში ხელმძღვანელობთ. ხანდახან შრომითი ღირებულებები სრულიად განსხვავდება ცხოვრებისეული ღირებულებებისაგან. მაგალითად, თუ სამსახურში შეუპოვარი და შეჯიბრის მოყვარული ხართ, სახლში, შესაძლოა, სრულიად დამყოლი და დამთმობი იყოთ. შრომით ღირებულებებს ძირითადად შინაგან და გარეგან ღირებულებებად ყოფენ: შინაგანი ღირებულებები უკავშირდება თავად სამუშოს ბუნებას. ადამიანებს, რომელთაც იზიდავთ გამოწვევები, სიახლეების სწავლა, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქმეში, შინაგანი შრომითი ღირებულებები გააჩნიათ. ასეთ თანამშრომლებს სურთ სამუშაო, რომელიც მათ ახალი გამოწვევებით, პასუხისმგებლობითა და ავტონომიით უზრუნველყოფს, აგრეთვე, მისცემს პიროვნული ზრდის საშუალებას. ზოგიერთი თანამშრომელი სამუშაოს თვისებებს ნაკლებად აფასებს და ყურადღებას შედეგებზე ამახვილებს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გარეგან ღირებულებებთან, რომლებიც იმ ადამიანებისათვისაა დამახასიათებელი, რომლებიც მუშაობენ იმიტომ, რომ მიიღონ ანაზღაურება, დაამყარონ კონტაქტები სხვადასხვა ადამიანთან, ჰქონდეთ ოჯახთან ერთად დროის გატარების საშუალება. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/2%20val.jpgიმის გამო, რომ უმრავლესობის ცხოვრება სამსახურის გარეშე წარმოუდგენელია, ყველა ადამიანის სამუშაო ღირებულებებში მოიძებნება გარეგანი ელემენტი, თუმცაღა ადამიანებს ძირითადად ორივე სახის ღირებულებები აქვთ. ისინი უბრალოდ განსხვავდებიან იმით, თუ რომელს ანიჭებენ უფრო დიდ მნიშვნელობას. მაგალითად, სოციალური მუშაკი, რომელიც ეგუება დაბალ ხელფასს იმის გამო, რომ სწამს, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, შინაგან ღირებულებებზე დაყრდნობით მოქმედებს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20val.jpgთავის მხრივ, შინაგანი და გარეგანი ღირებულებებიც იყოფა უფრო წვრილ ღირებულებებად, რომლებიც დღევანდელ შრომით სამყაროში წარმოადგენენ სამუშაოს მახასიათებლებს. არსებობს შრომითი ღირებულებების სხვადასხვა ტაქსონომია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული მათგანი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ ვებგვერდზე - განსაზღვროთ საკუთარი შრომითი ღირებულებები და შემდგომ აირჩიოთ ის პროფესია, სადაც ეს ღირებულებები პრიორიტეტულია. ეს სწორი კარიერული არჩევანის გაკეთების კარგი გარანტორია!
  2. სურვილები/პრიორიტეტები და ნამდვილი ღირებულებები სურვილები და პრიორიტეტები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/8%20val.jpgზოგიერთი ღირებულება შეიძლება მხოლოდ სურვილებს ან პრიორიტეტებს წარმოადგენდეს. მაგალითად, ღირებულებების საკვლევ ინსტრუმენტში თქვენ აირჩიეთ სიტყვა „მოგზაურობა“. სავარაუდოდ, ეს ვერ იქნება თქვენი იდეალი ან სტანდარტი. ეს, შესაძლოა, უბრალოდ იყოს ის, რასაც უპირატესობას მიანიჭებდით ან ისურვებდით სამუშაოს არჩევის დროს (მაგალითად, ისეთ სამუშაოს, რომელიც მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ). ნამდვილი ღირებულებები ნამდვილი, ძირეული ცხოვრებისეული ღირებულებაა ის, რომლის მიხედვითაც გსურთ, თავს ვალდებულად თვლით, რომ იცხოვროთ; რომლის მიხედვითაც რეალურად ცხოვრობთ და რომელსაც თამამად გამოხატავთ. მათი უმრავლესობა თქვენი ოჯახის ან კულტურის დამსახურებით გადმოგეცათ. საბედნიეროდ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ღირებულებათა ის უნიკალური ნაკრები, რომელიც თქვენს ნამდვილ ცხოვრებისეულ ღირებულებებს წარმოადგეს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/10%20val.jpgნამდვილი ღირებულებები უდიდეს გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. მაგალითად, შესაძლოა, თქვენს ნამდვილ ღირებულებას წარმოადგენდეს პატიოსნება და კეთილსინდისიერება. ეს ღირებულებები თქვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი იქნება როგორც სამსახურში, ისე ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ზოგიერთი სხვა ღირებულება, შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მას სამსახურში არ გამოხატავდეთ.
  3. გაანალიზეთ საკუთარი ღირებულებები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/work%20value_0.jpgპროფესიული გადაწყვეტილების მიღებისა და პროფესიული არჩევანის გაკეთების მესამე, მთავარი საფეხური არის საკუთარ შრომით ღირებულებებში გარკვევა. რა არის ჩემთვის ღირებული? - ეს არის შეკითხვა, რომელიც პროფესიულ არჩევანზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მხოლოდ შემოსავალი და ორგანიზაციისგან მხოლოდ მატერიალურ მოგებას ელიან, თუმცა, ამის პარალელურად, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული ღირებულებები აქვთ. ზოგს მოსწონს სხვებისთვის დახმარების გაწევა და ეს მათთვის ღირებულია, ზოგისთვის მნიშვნელოვანია ცხოველებისა და მცენარეების მოვლა და ზრუნვა, გარემოს მოვლა, მანქანა-დანადგარებთან მუშაობა, კომპიუტერული პროგრამების შექმნა და სხვა. იმისათვის, რომ თქვენთვის იდეალური პროფესია იპოვოთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა არის თქვენთვის ღირებული, რათა მომავალში ის საქმე შეასრულოთ, რომელიც გაინტერესებთ და რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევთ. იმისათვის, რომ გამოარკვიოთ, რა არის თქვენთვის ღირებული, საჭიროა გაეცნოთ შრომითი ღირებულებების ჩამონათვალს და შეარჩიოთ ის ღირებულებები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/work%20values_0.jpgგაითვალისწინეთ, რომ პროფესიის არჩევისთვის არ გამოგადგებათ შრომით ღირებულებათა მთელი არსენალის წინა პლანზე წამოწევა, რადგან ასეთ შემთხვევაში ძალიან ძნელად მოძებნით ისეთ პროფესიას, რომელიც თქვენთვის ყველა აქტუალური ღირებულების გაერთიანებას შეძლებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შერჩეული ღირებულებებიდან კიდევ ამოარჩიოთ მხოლოდ ის 5 მათგანი, რომლებიც ყველაზე მეტად ფასეულია თქვენთვის და რომელთა გათვალისწინებაც გინდათ სამომავლოდ; შერჩეული 5 შრომითი ღირებულება დაალაგეთ ყველაზე ღირებულიდან ნაკლებად ღირებულის მიმართულებით და, შედეგად, თქვენთვის ფუნდამენტურ იმ ღირებულებას მიაგნებთ, რომელიც პროფესიული გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. თქვენთვის წამყვანი ღირებულების გამოყოფა იმ პროფესიის მოძიების საშუალებას მოგცემთ, რომელიც ამ ღირებულებების დაკმაყოფილებას შეძლებს. ასეთ შემთხვევაში უფრო დიდი შანსია, თქვენი პროფესიით კმაყოფილი იყოთ და პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოთ.