Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ქვეყანა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. საბჭოთა პერიოდის საქართველოში მცხოვრები ბევრი ადამიანისგან მოგვისმენია, რომ ძველი დრო ენატრებათ. ამბობენ, რომ მაშინ არავის უჭირდა, პროდუქტი იაფი ღირდა, სამსახური ყველას ჰქონდა და სახელმწიფო ბინასაც აძლევდა. მართლაც ისეთი კარგი იყო თუ არა მაშინ ცხოვრება და ეკონომიკური მდგომარეობა, როგორც ამას უფროსი თაობა იხსენებს?! პირველადი მოხმარების პროდუქტები, როგორიც არის პური, კარაქი, შაქარი, საბჭოთა პერიოდში მართლაც იაფი ღირდა, თუმცა, სავაჭრო დახლებზე ასორტიმენტი მწირი იყო. საბჭოთა მაღაზიები და ბაზრები სასურსათო საქონლის მხოლოდ 15-მდე სახეობით მარაგდებოდა. 70-იანი წლებში 1 კილოგრამი ხორცი 3-5 მანეთი ღირდა; პური – 15-30 კაპიკი; 1 კილოგრამი კარაქი – 3,5-4 მანეთი; 1 კილოგრამი კარტოფილი –10 კაპიკი; კვერცხი – 7 კაპიკი; 1 ლიტრი ბენზინი – 30-40 კაპიკი; ელექტროენერგია კვტ.სთ – 4 კაპიკი, 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 3 კაპიკი ღირდა. ავტომობილის ან ბინის მისაღებად მოქალაქეები გრძელ რიგში დგებოდნენ, უფრო ადრე ის მიიღებდა, ვინც ქრთამს გადაიხდიდა. საბჭოთა საავადმყოფოებში მკურნალობა ოფიციალურად უფასო იყო, თუმცა, სამედიცინო მომსახურების მისაღებად ხალხს ხშირ შემთხვევაში ფულის ხელზე გადახდა უწევდა. ეროვნული ბიბლიოთეკამთავარია რაოდენობა და არა ხარისხი საბჭოთა ეკონომიკა მუშაობდა არა მოთხოვნის შესაბამისად, არამედ გეგმის მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო ბიუროკრატია ადგენდა. წარმოება ორიენტირებული იყო არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე. ამიტომ უხარისხო იყო ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რაც საბჭოთა კავშირში იკერებოდა, 80-იანი წლების შუა პერიოდამდე, სანამ ე.წ. კოოპერატივები არ გაიხსნა. წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი იმდენად დაბალი ხარისხის იყო, რომ აღარ იყიდებოდა. ბევრი სახეობის საქონელი დეფიციტური იყო, რომლის საყიდლად საბჭოთა რესპუბლიკებიდან ხალხი მოსკოვში ჩადიოდა და გრძელ რიგებში იდგა. ამის გამო ფართოდ გავრცელდა სპეკულაცია, საქონლის დახლის ქვემოდან გაყიდვა. ბევრი გადამყიდველებს მიმართავდა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი ხარისხიანი საქონლის შესაძენად. კორუფცია და სახელმწიფო ქონების დატაცება ყველა სფეროში ფართოდ იყო გავრცელებული. ეროვნული ბიბლიოთეკასაბჭოთა იდეოლოგია ამკვიდრებდა აზრს, რომ ყველა მოქალაქე თანასწორი იყო. თუმცა, რეალურად მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის ქონებრივი უთანასწორობა თვალშისაცემი იყო. საბჭოთა კავშირში მოსახლეობის დაახლოებით 30% კომუნალურ ბინებში ცხოვრობდა, ნაწილი კი, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირები და ისინი, ვინც სახელმწიფო ქონების დატაცებას ახერხებდა, დიდძალ ქონებას აგროვებდნენ. საბჭოთა კავშირში შენდებოდა წამგებიანი წარმოებებიც. სახელმწიფოსთვის ცნობილი იყო, რომ წარმოება მოგებას ვერ მოიტანდა, თუმცა, მაინც აშენებდნენ. წამგებიანი წარმოების მაგალითი არის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. უზარმაზარი ინდუსტრია ააშენეს ქვეყანაში, სადაც საჭირო ნედლეული არ მოიპოვებოდა და წარმოება სხვა რესპუბლიკებიდან, უმეტესად, რუსეთიდან უნდა მოემარაგებინათ. ინდუსტრიული საწარმოების მშენებლობის მსგავსი სქემა მთლიანად კავშირის მასშტაბით ვრცელდებოდა. ჩანაფიქრი საბჭოთა რესპუბლიკების მოსკოვზე ეკონომიკურად მიბმა იყო. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნედლეულის გარეშე დარჩენილი წარმოებები გაჩერდა. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა/ეროვნული ბიბლიოთეკაანალოგიური სქემით საქართველოში მიზანმიმართულად შეწყდა ხორბლისა და სიმინდის მოყვანა, რომ მოსახლეობის გამოსაკვებად მარცვლეული და ფქვილი რუსეთიდან შემოეტანათ. აღარ ხდებოდა ხარისხიანი ღვინის წარმოება, რადგან აქცენტი მხოლოდ მოცულობაზე კეთდებოდა. რუსული მითი ქართველების სიმდიდრეზე ეკონომისტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა მიზანმიმართულად ავრცელებდა აზრს, თითქოს ქართველები საბჭოთა კავშირში ყველაზე კარგად ცხოვრობდნენ. საქართველოს თითოეული მოსახლე რესპუბლიკაში წარმოებულზე 4-ჯერ მეტ დოვლათს მოიხმარდა, რუსეთის ხარჯზე. „ეს არის მცდარი ინფორმაცია, რადგან საქართველოს ჩამორჩენა საშუალო საკავშირო დონისგან საქონლისა და მომსახურების შეძენის მხრივ თვალშისაცემი იყო. ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ოდენობით, რომელიც 1990 წლისთვის 214 მანეთი იყო, საქართველოს 15 რესპუბლიკას შორის მე-13 ადგილი ეკავა, უსწრებდა მხოლოდ ტაჯიკეთსა და აზერბაიჯანს. ეს ჩამორჩენა შრომის ანაზღაურებაში შესაბამისად აისახებოდა მოსახლეობის ფულად შემოსავლებზე. საბჭოთა კავშირში საშუალო შემოსავლი 2 262 მანეთს შეადგენდა, რუსეთის ფედერაციაში – 2 584 მანეთს, ხოლო საქართველოში – 2 216 მანეთი იყო. მსუბუქი ავტომობილების რაოდენობით თითოეულ შინამეურნეობაზე საქართველო უსწრებდა საშუალო საკავშირო მაჩვენებელს. მაგრამ, იმავე დროს, ტელევიზორების რაოდენობით ჩამორჩებოდა საკავშირო დონეს. ამრიგად, საქართველო საბჭოთა დროს არ ყოფილა პრივილეგირებული და არც ცენტრის კმაყოფაზე მყოფი რესპუბლიკა“, – აღნიშნავს სოსო არჩვაძე. რაოდენობაზე და არა ხარისხსა და მოთხოვნაზე ორიენტირებულმა წარმოებამ, კორუფციამ, სახელმწიფო ქონების დატაცებამ საბჭოთა ეკონომიკის ვარდნა განაპირობა. გარდა ამისა, სახელმწიფო ხაზინას სამხედრო შეიარაღებაზე გაზრდილი ხარჯები აცარიელებდა. საბჭოთა ეკონომიკა უფრო ადრე ჩამოიშლებოდა, რომ არა ნავთობისა და გაზის საბადოები და სხვა წიაღისეულის დიდი მარაგები. საბჭოთა კავშირის ნანგრევებში 1985 წელს გორბაჩოვმა განიზრახა ქვეყანაში რეფორმების ჩატარება, ეკონომიკის განვითარების დაჩქარება და დემოკრატიზაცია. ამას დაემთხვა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემა. ხაზინა შეიარაღებაზე გაზრდილ ხარჯებს ვეღარ სწვდებოდა. კერძო მეწარმეობის დაშვებამ, ე.წ. კოოპერატივების შექმნამ, ეკონომიკაზე პარტიული კონტროლი შეასუსტა. უკვე ცხადი გახდა, რომ საბჭოთა სისტემის ნგრევა იწყებოდა. საბოლოოდ, 1991 წელს, საბჭოთა კავშირი დაიშალა. შედეგად, თითქმის 15-ვე საბჭოთა ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა, თუმცა, საქართველოში კლება ყველაზე დიდი იყო. 1989-დან 1994 წლამდე პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა თითქმის 80%-ით შემცირდა. ეს გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორით: სამოქალაქო ომით, რუსეთთან კონფლიქტებით, კრიმინალით, კორუფციით, საბაზრო ეკონომიკის არცოდნითა და არაერთი სხვა შეცდომით. რუსეთის მხრიდან განხორციელებულმა ეკონომიკურმა ზეწოლამ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. მოსკოვმა თბილისს საბჭოთა შემნახველ ბანკებში წლების განმავლობაში დაგროვილი ფულის გადაცემაზე უარი უთხრა. საქართველო დარჩა ყოველგვარი ფინანსური რესურსის გარეშე. ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტის რეზერვები ნულოვანი იყო. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, ხელფასებისა და პენსიების გასაცემად დაებეჭდა ახალი ფული – კუპონი, რომელსაც ფინანსური უზრუნველყოფა არ ჰქონდა. დაიწყო ინფლაცია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოში ყველაზე დიდი ინფლაცია იყო. წელიწადში ფასების ზრდამ 8000%-ს მიაღწია. დეფიციტური გახდა ფქვილი, შაქარი, კარაქი და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები. ხალხი საათობით იდგა პურის რიგში. არ იყო შუქი. სრულ ეკონომიკურ კოლაფსს საქართველო მაშინ სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილმა კრედიტმა გადაარჩინა. The post რა ქვეყანა დაანგრიეს?! appeared first on BusinessFeed.
  2. მას შემდეგ, რაც საქართველოში მხარეებმა 30 მარტს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროკავშირის მომლაპარაკებელი, კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა. დანიელსონმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასასრულს განაცხადა, რომ ის „იზიარებს ქართველი ხალხის იმედგაცრუებას“. გუშინ კი ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ საქართველოში, პოლიტიკურ მხარეებს შორის, გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, საქართველოს ეკონომიკურ დახმარებას შეუწყვეტენ. როგორ ხედავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთი, რა შედეგი ექნება ამას ქვეყანაზე, მის დემოკრატიასა და იმიჯზე. რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს. ამ თემებზე, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი მარიამ უგრეხელიძე, ჰედერ კონლის, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტს, ევროპის პროგრამების დირექტორს ესაუბრა. კრისტიან დანიელსონის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკების პირველი და მეორე ტურები "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის, ჩაიშალა. როგორ შეაფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ელოდით ასეთ შედეგს? ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. ვფიქრობ, ძალიან დიდი იმედი გაჩნდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისს ეწვია და დაიწყო ეს პროცესი. კრისტიან დანიელსონი, არაჩვეულებრივი დიპლომატია, რომელსაც ესმის და სურს, რომ შექმნას სიტუაცია, სადაც ორივე მხარე საკუთარ პოლიტიკურ საჭიროებებზე წინ ქვეყანას დააყენებს. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა ამერიკის ელჩი. ეს არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი. ეს ზუსტად ის მესიჯია, რაც პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ გააგზავნოს [საქართველოში]- რომ ჩვენ [დასავლეთი], ამას ტრანსატლანტიკურ ფორმატში ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლებსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვთ. ასე რომ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან საშიშ სიგნალებს რუსეთისგან. ამერიკისა და ევროპის სარდლობა სრულ მზადყოფნაშია. ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა შეხვედრები ასევე უკრაინის მაღალი თანამდებობების წარმომადგენლებთან. ქართველ პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ არ მიაღწიონ პოლიტიკურ შეთანხმებას. რეგიონი ძალიან არასტაბილურია ასეთი ქმედებებისთვის. კიდევ ერთხელ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შანსი. მეორე ტურის შემდეგ, ბატონმა დანიელსონმა თქვა, რომ არცერთი მხარე მზად არ იყო შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოსაწერად. რას ამბობს ეს განცხადება საქართველოს დემოკრატიასა და იმიჯზე? როგორ აღიქვამენ ამას ქვეყნის დასავლელი პარტნიორები? მესიჯი, რომელსაც ეს ყველაფერი აგზავნის ისაა, რომ პრიორიტეტი [დაპირისპირებული მხარეებისთვის] პოლიტიკური უთანხმოებაა და არა ქვეყანა. ბატონი დანიელსონის მემორანდუმში ჩამოთვლილი იყო მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის რეფორმები, რაც გააძლიერებს საქართველოს, როგორც დემოკრატიას. სამწუხაროდ, ვერცერთი მხარე ვერ შეთანხდა და ფოკუსი ამ რეფორმებზე არ იყო. ეს კი იმ მესიჯს აგზავნის, რომ პოლიტიკური ვაჭრობა უფრო მნიშვნელოვანია. მესმის, რომ ორივე ძირითადი პოლიტიკური პარტიისთვის, ფსონები ძალიან მაღალია, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც ეს ქმედება ძალიან ცუდი მესიჯს აგზავნის იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში არასტაბილური მდგომარეობაა, რუსეთის მხრიდან აგრესია მოდის, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია კი ძალიან ცდილობს, რომ საქართველო და სხვა ქვეყნებში ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში წინ წასწიოს. ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა და ამბობს, რომ ამ გზით ეცდება მთავრობას აზრი შეაცვლევინოს მათთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ვადამდელი არჩევნები, პოლიტმატიმრების თემა და ა.შ. როგორ ფიქრობთ, არის, თუ არა ეს გამოსავალი არსებული კრიზისიდან? იმედი მაქვს, რომ მხარეები დაბრუნდებიან ევროპის მედიაციის ფორმატში, რომელსაც ამერიკის სრული მხარდაჭერა აქვს. ეს არის საუკეთესო გზა შეთანხმების მისაღწევად. ორივე მხარეს მნიშვნელოვანი მოთხოვნები ჰქონდა, თუმცა ორივეს მოუწევს, რომ კომპრომისზე წავიდეს. პროტესტი, რა თქმა უნდა, დემოკრატიული უფლებაა. თუმცა, არ ვიცი რამდენად მიგვიყვანს ეს იმ შედეგამდე, რომელიც გვსურს. შედეგი კი უნდა იყოს ის, რომ საქართველომ დაიწყოს რეფორმებზე მუშაობა, გაუმკლავდეს პანდემიას, გააძლიეროს სოლიდარობა სამეზობლოში, სადაც რუსეთის აგრესიაა. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობა ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვასაც არ აპირებს. ასევე, საპატიმროში რჩებიან პოლიტპატიმრები, როგორც მათ ოპოზიცია მოიხსენიებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს და ქვეყანაში მიმდინარე სხვა ფაქტორები ამცირებს მოლაპარაკებებისთვის დარჩენილ სივრცეს? ვფიქრობ ეს [მოლაპარაკებების] სივრცე, ნამდვილად შემცირდა მას შემდეგ, რაც მხარეებმა არ მიიღეს ბატონი დანიელსონის მიერ ძალიან ფრთხილად წარმოდგენილი შეთავაზება, რომელიც ეხებოდა იმ საკითხებს, რაც ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, სწორედ ვადამდელი არჩევნები იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესია დაიკავონ ადგილები პარლამენტში და იქიდან იბრძოლონ რეფორმებისთვის. ვფიქრობ, ეს უფრო ნაყოფიერი გზა იქნება საქართველოს შეცვლისა და რეფორმირებისთვის. მეორეს მხრივ, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ძლიერ რეფორმებს და ნება მისცეს საარჩევნო პროცესს, რომ გაგრძელდეს. ორივე მხარე უნდა წავიდეს ძალიან მტკივნეულ კომპრომისზე. მათ პრიორიტეტად უნდა აქციონ თავიანთი ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და არა პოლიტიკური ვაჭრობა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანი ჰგონიათ მათ ეს ვაჭრობა. ეს ყველაფერი რთული გასაკეთებელია. მედიატორები და ტრანსატლანტიკური საზოგადოება მზადაა საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ნაბიჯები საქართველომაც უნდა გადადგას. ცოტა ხნის წინ სენატში, საქათველოს შესახებ მოსმენა ჩატარდა. სენატორმა რიშმა თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ ის ქვეყანაში სიტუაციის გაუარესებას ხედავს. სხვადასხვა საერთაშორისი ორგანიზაციები კი ოლიგარქის გავლენებსა და ე.წ ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობენ. როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე? ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ძალიან ახლოს მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, თუმცა, ასევე ახლოს ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ჩვენ ორივე მხარესთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, ვინაიდან მათ ორივეს, უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისა და რეფორმების გზაზე. კონგრესის მხარდაჭერა და ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკელი გადასახადების გადამხდელები უგზავიან საქართველოს, არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები, რომლებიც, იმედი მაქვს, რომ ქართველ ხალხს და მთავრობას კარგად ესმის. თუმცა, ეს მხადაჭერა მოითხოვს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ და მისმა ლიდერებმა გადადგან მნიშვნელოვანი, რთული ნაბიჯები. ეს მოითხოვს მჭიდრო თანამონაწილეობას საქართველოს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან. მე მქონდა სიამოვნება შევხვედროდი მათ [სამოქალაქო საზოგადოების] რამდენიმე ლიდერს, რომლებიც ძალიან მონდომებული არიან, რომ არსებობდეს გამჭვირვალობა და ქვეყანაში მიმდინარეობდეს რეფორმები. დროს არ უნდა ვკარგავდეთ, ეს მინდა რომ გითხრათ. ყველა გაცდენილი დღე, ყველა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა არის დღე, როდესაც საქართველოს არ შეუძლია რეფორმების გატარება და გაძლიერება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძლიერი იყოს ამ გაურკვეველ სამეზობლოში. სად ხედავთ ამერიკის როლს? როგორ შეუძლია ამერიკას, რომ თავის სტრატეგიულ პარტნიორს დაეხმაროს ამ პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევაში? ეს, ალბათ, იქნება ე.წ მკაცრი სიყვარულის მესიჯების გაგზავნა საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციისთვის. ჩვენ [ამერიკის შეერთებული შტატები] ძალიან ახლოს ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რათა დავეხმაროთ საქართველოს რეფორმირებასა და გაძლიერებაში, განსაკუთრებით კი იმ მიმართულებებით, სადაც ქვეყანა ყველაზე მეტად უწევს წინააღმდეგობას ცვლილებებს. ყველა დემოკრატია მუშაობის პროცესშია და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც აჩვენა, რომ ჩვენი სამუშაოც არაა დასრულებული, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ საშინაო დავალებაზე მუშაობას. ვფიქრობ, იმ საერთაშორისო გარემოში, სადაც ვხედავთ ავტორიტარიზმის, დელიბერალიზაციის, დემოკრატიის უკუსვლის მატებას და როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები ძალიან დასუსტებულები არიან, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ მცდელობები, ხელი ჩავჭიდოთ ჩვენსავით მოაზროვნე ქვეყნებს, რათა გავძლიერდეთ. ასე რომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სიტუაცია ასე [საქართველოში] ვეღარ გაგრძელდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ლიდერები და ხალხი გაიგებს ამას, გამოიყენებს ამ მომენტს და გადალახავს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხდებიან? თქვენი აზრით, როგორია შესაძლო საუკეთესო და ყველაზე ცუდი შედეგი საქართველოსთვის? ყველაზე ცუდი, ალბათ იქნება ეს განგრძობითი ჩიხი მთავრობისთვის, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებით. ვნახავთ გარე მოთამაშეებსაც, ვინც ისარგებლებს ამ ღრმა პოლარიზაციით. შესაძლოა, შესუსტდეს საქართველოს მოსახლეობის აზრი ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. შესაძლოა, ვიხილოთ ევროკავშირსა და ნატოსთან ახლო ურთიერთობის შეწყვეტაც. საუკეთესო შედეგს რაც შეეხება, ის იქნება, რომ მიუხედავად იმ ძალიან ღრმა უთანხმოებისა და დაპირისპირებისა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. რომ შეძლონ და პიროვნული საკითხები გვერდით გადადონ, ქვეყანა პირველ ადგილას დააყენონ და დაიწყონ საუბარი იმ რეფორმებზე, რომელზეც შეთანხმდებიან და უკვე გრძელვადიან თემებზე მუშაობასაც შეძლებენ. ეს ადვილი არაა, არც დაუყოვნებლივ გადალახვადია, მაგრამ თუ იქნება ძლიერი მესიჯები როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მხიდან, რომ მათთვის ქვეყანა პირველ ადგილას დგას და ამ აზრს გაყვებიან სამომავლოდ, საქართველოს დასაცავად, მე ვფიქრობ, ეს იქნება კარგი დასაწყისი და საუკეთესო შედეგი, ამ ეტაპზე. სამწუხაროდ, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მხარეებს ხელი არ მოეწერათ ევროსაბჭოს მიერ ინიცირებულ შეთანხმებაზე იყო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით.
  3. 21-ე საუკუნის საქართველო, სადაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში, ათასობით ოჯახს კი არათუ სარწყავი, სასმელი წყალიც კი არ აქვს. The post წყალწაღებული ქვეყანა appeared first on MONITORI.