Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ფუკუიამა:' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ფუკუიამა: საქართველოში პოლიტიკური სივრცე იზღუდება 02 მარტი, 2021 ანი ჩხიკვაძე საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას, შეერთებულ შტატებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, როგორც ადმინისტრაციის ისე კონგრესის თუ მიმომხილველების მხრიდან. რას ამბობს ეს ნაბიჯი ქართული პოლიტიკურ ვითარებაზე და რა გამოწვევების წინაშეა დღეს დემოკრატია პოსტსაბჭოთა სივრცეში? ამ თემებზე, წამყვან ამერიკელ პოლიტოლოგს, ფრენსის ფუკუიამას, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა. ფუკუამა სტენფორდის უნივერსიტეტის „ფრიმან სპოგლის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარია. საქართველოში ოპოზიციიური ლიდერის დაკავება ვიხილე, რას ამბობს ეს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაზე? მე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. დაკავება, რაც თქვენ აღნიშნეთ, ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ მას კულისებს მიღმა ბატონი ივანიშვილი აკონტროლებს. დემოკრატიული სისტემისთვის კარგი არა, როცა გყავს ჩრდილოვანი ოლიგაქრი, რომელიც დემოკრატიის ფასადის უკან რეალური ლიდერია. ვფიქრობ, ამის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური სივრცე ეტაპობრივად იზღუდება. და ახლა უკვე ამ სამწუხარო მოვლენებს ვხედავთ. ვგულისხმობ, რუსული გავლენის შემოსვლას, რაც ამ დაკავების ერთ-ერთ მოტივი იყო, და სასამართლო სისტემის აშკარა კურუფციას და ნეიტრალური არბიტრაჟის ნაცვლად, მის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას. შეერთებული შტატები, სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესში, სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრები, კიდევ უფრო აქტიურად მოუწოდებდნენ საქართველოს არ გადაედგა ეს ნაბიჯი. თუმცა, ქართველმა კოლეგებმა ვაშინგტონის მოწოდებები არ გაითვლისწინეს,.როგორ ვიქრობთ რა ინსტრუმენტები აქვს ვაშინგტონს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვოს? სამწუხაროდ, არ ვთვლი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ან შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაწყვიტოს ეს. ეს პრობლემა ქართველებმა უნდა მოაგვარონ. თუმცა, ამ ადმინისტრაციისგან ბევრად უფრო დიდი მზაობაა იმისთვის, რომ მსოფლიოში ავტორიტარიზმისკენ მიმავალი რეჟიმები გააკრიტიკოს. ისინი ასე მოიქცნენ რუსეთში ნავალნის დაკავების შემთხვევაში და მიანმარში სამხედრო გადატრიალებისას. მე იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ჩაერევა ამ სიტუაციაში. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბაიდენი საქართველოში იმყოფებოდა და მას და მის ხალხს სიტუაცია კარგად ესმით. ამიტომ, თეთრი სახლისგან ქმედებებს მოველი. ამ კვირაში, 100 წლის წინ საქართველოში წითელი არმია შეიჭრა და ქვეყანა საბჭოთა ოკუპაციაში აღმოჩნდა. დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე, როგორ ფიქრობთ, სადაა საქართველო დემოკრატიის კუთხით რეგიონში და უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, რამდენად უიმედოა ვითარება? საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ისეთი რეფორმების გატარებაში მიაღწია წარმატებას, რომელიც რეგიონის სხვა ნაწილებში არ გვინახავს, მაგალითად - უკრაინაში, იქნება ეს კორუფიციის აღმოფხვრის, თუ მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. თუმცა, ვფიქრობ [ქართული] პოლიტიკა ახლა არადემოკრატიული მიმართულებით მიდის, რაც საფრთხეს უქმნის იმ პროგრესს, რასაც აქამდე საქართველომ მიაღწია. რეფორმა პოლიტიკური მოვლენაა და თუ ადამიანები [ხელისუფლებაში] პატივს არ სცემენ კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ ნორმებს, სხვა რეფორმები არ იმუშავებს. ამიტომ ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ეს ნაბიჯი, რაც გადადგა, უკან წაიღოს და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. რეგიონში პროტესტის ტალღას ვხედავთ. ბელარუსში გამოსვლებია, გამოსვლები ვიხილეთ სომხეთშიც და რამდენიმე წლის წინ იქ რევოლუცია მოხდა. ასევე, ქუჩის აქციები იმართება რუსეთშიც. რამდენადაა ეს ფერადი რევოლუციების ახალი ტალღა და იკვეთება თუ არა ამ გამოსვლებს შორის რაიმე საერთო მახასიათებლები? მნიშვნელოვანია, რომ ხალხში სასოწარკვეთილების განცდა არ შეიქმნას. ფაქტია, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ავტორიტარული, კორუმპირებული მთავრობების პირობებში ცხოვრება და ეს მოძრაობები სწორედ ამის გამოხატულებაა. მათ სურთ, რომ მათი ქვეყნები იყვნენ ლიბერალურ-დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, რასაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები წარმოადგენს. ეს სამოქალაქო მობილიზაცია ნათელი მაჩვენებელია, თუ რა პოზიცია აქვთ ამ ქვეყნების მოსახლეობას. თუმცა, გამოწვევა ავტორიტარიზმით ამ უკმაყოფილების, მდგრად ინსტიტუტებად გარდაქმნაა. და ამ პრობლემას შეეჯახა საქართველოც, ამას უმკლავდება უკრაინა და ბელარუსი ჯერ აქამდეც არ მისულა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, რადგან ისტორია იმ ხალხის მხარეზეა, ვისაც რეალურ დემოკრატიაში უკეთესი ცხოვრება სურს. რაც შეეხება რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავებას, იქ გამოსვლები იმართება, ნავალნიმ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო მისი დაკავების შემდეგ. რამდენად აქვს მას მომავალი რუსულ პოლიტიკაში და როგორ ფიქრობთ, რას გვეუბნება ეს მოვლენები რუსეთში დემოკრატიზაციის პროცესის დაწყების შესაძლებლობაზე? ნავალნი ჩემი მეგობარია. რაც მან გააკეთა, წარმოუდგენელად გამბედავი ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, ის გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის თამაშს პუტინის რეჟიმის ოპოზიციაში. მისმა ვიდეომ პუტინის სასახლეზე რეჟიმის მასობრივი კორუმპირებულობა აჩვენა. მისი დაკავების შემდეგ 100-ზე მეტ ქალაქში გამართული აქციებით მისი მხარდაჭრის გამოხატვა აჩვენებს, რომ ხალხს პუტინი ყელში ამოუვიდა. რეჟიმის რეაქცია კი იმის მიმანიშნებელია, რომ მათ აღელვებთ ვითარების ბელარუსის მსგავსად განვითარება. ეს იმედისმომცემი მოვლენებია და კარგია, რომ ბაიდენის ადმინისტარცია მისი დაკავების წინააღმდეგ მოქმედებს და მხარს უჭერს ხალხს, ვისაც რუსეთში დემოკრატია სურს. ბოლო ორი ადმინისტრაციის პირობებში რეგიონის მიმართ ინტერესი ნაკლები იყო. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა. პარალელურად, რეგიონში ვხედავთ, რომ დემოკრატიზაციის პროცესის შეფერხებით მიდის. რამდენად უკავშირდება ეს ამერიკის ჩართულობის ნაკლებობას? როგორც ვთქვი, არ ვფიქრობ, რომ დემოკრატიის ბედს შეერთებული შტატები განსაზღვრავს. ვფიქრობ, დემოკრატიის კუთხით შეერთებულ შტატებშიც ბევრი პრობლემა გვაქვს, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. ჩვენი ინსტიტუტები კარგად არ მუშაობს. გვქონდა არაორდინალური ვითარება, როცა დამარცხებულმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა მისი მარცხის აღიარებაზე. ეს ჩემი აზრით, ძალიან ცუდი პრეცედენტია, არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ - ნებისმიერი სხვა დემოკრატიისთვის მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ ამის გამოსწორებისკენ მივდივართ. ჩვენ ახალი პრეზიდენტი გვყავს. თუ მოისმინეთ რაც მან აქამდე განაცხადა, მათ შორის გასულ კვირას „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე“, ნახავდით, რომ სიტყვა დემოკრატია ძალიან ხშირად გამოიყენა. ეს კი ნიშნავს, რომ სამომავალოდ შეერთებული შტატებისთვის ამომავალი წერტილი დემოკრატია იქნება. როგორც აღვნიშნე, 100 წელი გავიდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ. ჩვენ ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნების ნაწილში, კომუნიზმიდან დემოკრატიულ სისტემასა და საბაზრო ეკონომიკაზე წარმატებული გადასვლა ვიხილეთ. რა იყო ის, რამაც ამის წარმატება განაპირობა ცალკეულ ქვეყნებში, ხოლო სხვაგან ეს რთული აღმოჩნდა? ეს რთული კითხვაა. ვფიქრობ, ერთი დიდი პრობლემა ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ისაა, რომ ძველი ძალაუფლების სტრუქტურები არ გამქრალა. ძველი ელიტა ოლიგარქებად გადაიქცა. უკრაინაში, საქართველოში და სხვა ბევრგან ვხვდებით ადამიანებს, რომლებმაც გარდამავალი პერიოდიდან უკანონო სარგებელი მიიღეს, მათ კვლავ ძალიან ავტორიტარული მსოფლმხედველობა აქვთ და არ სურთ ლიბერალური, პლურალური საზოგადოების ცხოვრების წესებს დაემორჩილონ. ვფიქრობ, სწორედ ესაა ის, რაც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აფერხებს. თუმცა, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ დემოკრატია არასდროს არ ყოფილა ადვილად შესაქმნელი თუ საშენებელი პოლიტიკური სისტემა. აქამდე მისვლას გარკვეული დრო დასჭირდება. რაც შეეხება თქვენს ცნობილ თეზისს, ცივი ომის დასრულებასთან ერთად, დემოკრატიის კომუნიზმზე გამარჯვებასა და ისტორიის დასასრულზე: მაშინ, დემოკრატიული მმართველობის წარმატებამ, დასავლეთში გამარჯვების განცდა შექმნა. როგორ ფიქრობთ, დღეს ეს განცდა განელდა? და ასევე, დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად ხედავთ განახლებულ გამოწვევებს დემოკრატიის წინაშე? ბევრი ისეთი გამოწვევის წინაშეა დემორკატია, რაც 30 წლის წინ არ არსებობდა. რუსეთმა და ჩინეთმა მათი სისტემის კონსოლიდაცია მოახერხეს და მსოფლიოში ავტორიტარიზმის გავრცელებას ცდილობენ. შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვა ადგილებში, პოპულიზმის ზრდას ვხედავთ. ეს ის გამოწვევებია, რაც იმ დროს, როცა მე ისტორიის დასასრულზე ვსაუბრობდი, არ არსებობდა. თუმცა, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ 1989 თუ 1991 წლის სულისკვეთება არ გამქრალა. ეს იკვეთება სწორედ იმ საზოგადოებრივ მობილიზაციაში, რასაც სომხეთში, უკრაინაში, საქართველოში, ბელარუსსა და რუსეთში ვხედავთ. ხალხის სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არ გამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა აქამდე მისვლა. 1989 წელი დასავლეთისთვის იყო მისი გამარჯვების აღნიშვნის მომენტი, იმის დამტკიცება, რომ მისმა ლიბერალური დემოკრატიის მოდელმა გაიმარჯვა. თუმცა, დასავლეთის ჩართულობა ამის შემდეგ იკლებს, ეს იმ ფონზე, როცა ვხედავთ რუსეთის და ჩინეთის აღზევებას. სამი ათწლეულის შემდეგ, დაკარგა ამერიკამ ის 1989 წლის სულისკვეთება? რამდენად ვიხილავთ მის დაბრუნებას საერთაშორისო არენაზე იმავე შემართებით, თუ ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკაც ფუნდამენტურად შეიცვალა? რამდენიმე რამ მოხდა. 1989 წელს ჩვენ აღმოვჩნდით ვითარებაში, როცა შეერთებული შტატები ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. თუმცა, ეს არაა ნორმალური ვითარება. ნორმალურ ვითარებაში, ძალაუფლება უფრო ფართოდაა გადანაწილებული. ჩვენ ამ ვითარებას არა მხოლოდ ჩინეთის და რუსეთის აღზევების შედეგად დავუბრუნდით, არამედ ისეთი ქვეყნების, როგორიცაა ინდოეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები ა ა.შ. ეს ერთი და მეორე: შეერთებლი შტატები ახლა საკუთარი დემოკრატიის კრიზისს უმკლავდება, რასაც მე 1989 წელს ვერ გავთვლიდი რომ ვიხილავდით. ვფიქრობ, ამას გავუმკლავდებით, თუმცა დემოკრატიას აქტიური დაცვა სჭირდება. ჩვენ ის მოცემულობად არ უნდა მივიღოთ. მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე, ვფიქრობ, ჩვენ ამერიკელებს, ამაზე მუშაობა მოგვიწევს... ზოგიერთი მიმომხილველი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების პირობებში, შეერთებულ შტატებს საგარეო მტრის არსებობა ქვეყნის შიგნით ერთიანობაში და საერთაშორისო არენაზე უფრო მეტ ჩართულობაში ეხმარებოდა. 1989 წელს ეს შეიცვალა. შეიქმნა განცდა, რომ მეტოქე გაქრა. ახლა თქვენც თქვით და საუბრობენ რუსეთის აღზევებაზე საერთაშორისო პოლიტიკაში, ამ ვითარებაში რა უნდა იყოს შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ? რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის, საქართველოს, შეერთებული შტატებისა და ევროკაშირის მიმართ აგრესიულ ქმედებებზე. ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ ისე ჩანდა, თითქოს პრეზიდენტს მის მოკავშირე დემოკრატიულ ლიდერებს, რუსეთი ერჩივნა. ეს იყო გადახვევა იმისგან, რასაც შეერთებული შტატები დემოკრატიის კუთხით აკეთებდა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ამ პოზიციას და ნათლად უნდა ვთქვათ,რომ გარკვეული ქცევა მიუღებელია და მას შედეგები მოჰყვება, იქნება ეს იზოლაცია, სანქციები, თუ სხვა დემოკრატიული ინსტრუმენტების გამოყენება