მინდა დავამხეცო რა ხანია
ჰო და მგონი მეშველა
https://on.ge/story/103587-ფსიქოლოგებმა-ფლირტის-ტექნიკა-გამოავლინეს-რომელიც-თითქმის-ყოველთვის-ამართლებს?utm_medium=Social&utm_campaign=fb_page_science&utm_source=Facebook&fbclid=IwAR2xnM1haAl08fKY0Qrk4QjJ6WAD8dWTecg2zzAir_zyxmNqRgPHxf8ZEi0#Echobox=1657319022
ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მომუშავე ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ქალებისა და კაცებისთვის ყველაზე ეფექტიანი ფლირტის სხვადასხვა ტექნიკა გამოავლინა.
სპეციალისტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნორვეგიაში მცხოვრები ჰეტეროსექსუალი სტუდენტები შეისწავლეს. კერძოდ, მათ კითხვარი შეავსებინეს, რომელშიც უნდა შეეფასებინათ, ფლირტის 40 ტექნიკიდან რომელია ყველაზე ეფექტური, ერთი მხრივ, ხანგრძლივი, მეორე მხრივ კი ხანმოკლე ურთიერთობების წამოსაწყებად. ასევე, ყურადღება გამახვილდა მათი სოციალურობის დონეზე, ასაკზე, რელიგიურობასა და სხვა ფაქტორებზე.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალებისთვის, რომლებსაც ხანმოკლე ურთიერთობა სურთ, ყველაზე "მომგებიანი" სექსუალური იმპულსების გამოყენებაა, რათა პარტნიორი მიახვედრონ, რომ მისთვის ხელმისაწვდომები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობრული ჩახუტება და ლოყაზე კოცნა ამისთვის საკმარისი არაა, არამედ სასურველია, უფრო ახლო და ინტიმური ფიზიკური კონტაქტი.
რაც შეეხება კაცებს, მათ შემთხვევაში, ფიზიკურ კონტაქტთან ერთად, ღიმილი, საუბრისას ინტერესის გამოჩენა, კომპლიმენტების თქმა და პოტენციური პარტნიორის გაცინება ყველაზე მეტად ამართლებს. ხანგრძლივ პერსპექტივაში კი — კეთილშობილებისა და ურთიერთობისთვის მზაობის გამოვლენა.
თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ტექნიკა, რომელიც, გარკვეულწილად, უნივერსალურია — იუმორი.
აღმოჩნდა, რომ ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც კარგი იუმორი მიზნის მიღწევის, ინტერესის აღძვრის, საუკეთესო საშუალებაა. გამონაკლისი მხოლოდ ხანმოკლე ურთიერთობის მსურველი ქალები არიან. დანარჩენ შემთხვევებში, სხვისი გაცინების უნარი, ისევე, როგორც მოსაუბრის ხუმრობებზე თავად გაცინება, ადამიანს მიმზიდველს ხდის.
იმათ, ვისაც იუმორის პრობლემა აქვთ, ფსიქოლოგები ურჩევენ, რომ დასაწყისში ფლირტისთვის თვალებით კონტაქტი და ღიმილი გამოიყენონ. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Evolutionary Psychology გამოქვეყნდა.