გავანდოთ ერთმანეთს ჩვენი წარმოდგენები.
შეიძლება შევცდეთ, შეიძლება - არა. მაგრამ მაინც საინტერესო იქნება ჩვენი თვალით დანახული ერთმანეთი.
მე დავიწყებ:
@დათვების მეგობარი აქამდეც მიფიქრია ამ თემის გახსნაზე, მაგრამ ალბათ კიდევ დიდხანს გავწელავდი ან საერთოდ არ გავხსნიდი, მისი კონკრეტული პოსტი რომ არა.
ეს იუზერი არის უთბილესი, უკარგესი, უკეთილშობილესი და უაგრესიო ადამიანი. პატივს სცემს და სიყვარულითაა განმსჭვალული ზოგადად მდედრობითი სქესის მიმართ და რაღაცნაირად გულდასაწყვეტია (ჩვენთვის, მისთვის სრულიად უცხო ადამიანებისთვისაც კი), რომ აქამდე ვერ იპოვა თავისი მეორე ნახევარი. ის იმსახურებს დიდ ბედნიერებას.
ერთი "მინუსი" ის აქვს, რომ მსოფლმხედველობით ცოოოტათი "უკანაა" (ჩემი გადმოსახედიდან). მისი პოსტები გამახსენდა ბუნდოვნად, როგორ მეორე ნახევარს ისურვებდიო, და მხოლოდ აქედან გამომდინარეობს ჩემი დასკვნა.
ეს ყველაფერი მისი საჯარო პოსტებიდან დავასკვენი. ვფიქრობ, ყველაფერზე თუ არა, უმეტესობაზე თქვენც დამეთანხმებით.
პ.ს. თემის სათაურთან დაკავშირებით უკეთესი იდეები თუ მოგივათ, გამოუშვით.