Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ფინანსურ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 5 results

  1. ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 60%-მა განაცხადა, რომ მათთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებას ბიტკოინში გადაიტანენ. აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა Mizuho Securities–ის მიერ. საუბარია ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებულ ახალი დახმარების პაკეტზე. დახმარების პაკეტის თანახმად, ბიუჯეტში 1,9 ტრილიონი დოლარი გამოიყო პანდემიისგან მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად. აქედან დაახლოებით თანხის 10%, რომელიც არის 400 მილიარდი დოლარი, გადაეცემათ ამერიკის მოქალაქეებს პირადი გამოყენებისათვის, რაც დაახლოებით თითოეულ ადამიანზე 1400 დოლარი გამოდის. გამოკითხული 235 ადამიანიდან, ვისი წლიური შემოსავალიც 150,000 დოლარზე ნაკლებია, 40%-იც აცხადებს, რომ მათთვის განკუთვნილი დახმარების მიღების შემდეგ შეიძენენ ბიტკოინს. ჯო ბაიდენმა 11 მარტს ხელი მოაწერა 1,9 ტრილიონ დოლარიანი პაკეტის შექმნას. იგი მოიცავს 1,400 დოლარის გადაცემას 80.000 დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მრავალი ადამიანისთვის. აღსანიშნავია, რომ საუბარია არა ოჯახზე ჯამურად გადაცემულ 1400 დოლარზე, არამედ იმაზე, რომ ოჯახის თითოული წევრი მიიღებს 1400 დოლარის ოდენობის დახმარებას. The post გამოკითხული ამერიკელი მოქალაქეების 60%-ი ფინანსურ დახმარებას ბიტკოინში გადაიტანს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. საქმის შემმოწმებელი პირი ამბობს, რომ Cred-ის პლატფორმამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა უნებლიედ მიმალვაში მყოფი პირი დირექტორად დანიშნა. გაკოტრებული კრიპტოვალუტებისათვის სესხის გაცემის პლატფორმა Cred Inc-მა ფინანსურ დანაშაულში ბრალდებული კომპანიის ფინანსურ დირექტორად დანიშნა. საუბარია ჯეიმს ალექსანდერზე, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობამ 2007 წლს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გამომჟღავნდა რობერტ სტარკის მიერ გაკეთებულ დასკვნაში. “დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ბატონი ჯეიმს ალექსანდერი იდენტიფიცირებულია, როგორც ბრალდებული და მიმალვაში მყოფი”,-ნათქვამია განცხადებაში. მოსამართლე ჯონ დორსიმ რობერტ სტარკი დეკემბერში Cred–ის მომხმარებლების ბრალდებების გამოსაძიებლად დანიშნა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ორ წელიწადში 66 მილიონი დოლარი დაკარგა თაღლითობისა და არაკომპეტენტურობის გამო. ანგარიშში ნათქვამია, რომ Cred–ის ბუღალტრული აღრიცხვისა და შესაბამისობის პრაქტიკა იყო არასისტემური, ქაოტური და, ზოგიერთ შემთხვევაში, არარსებულიც კი. აღინიშნებოდა სტანდარტიზებული ანგარიშგების და მონიტორინგის პროცესების ნაკლებობა. ”როგორც ჩანს, Cred-მა ბრწყინვალედ განახორციელა თავისი მარკეტინგული მიზნები; მაგრამ მისმა ჩავარდნებმა ბიზნესის ყველაზე მთავარ ფუნქციებში მისი საბოლოო დაღუპვა გამოიწვია”,- განაცხადა რობერტ სტარკმა. The post Cred-ის პლატფორმამ ფინანსურ დანაშაულში ბრალდებული პირი დირექტორად დანიშნა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. აშშ-ს ფინანსურ რეგულაციებზე პასუხისმგებელ კომიტეტს ახალი, კრიპტოს მიმართ პოზიტიურადგანწყობილი სენატორი, სინტია ლუმისი შეურთდება. აღნიშნული პალატა უზრუნველყოფს საბანკო, გარემოს დაცვითი და კომერციული საკითხების მოგვარებას. ისინი მასპინძლობდნენ Facebook-ის ხელმძღვანელობასთან განსახილველ საკითხებს სტაბილკოინის ციფრულ დოლართან დაკავშირებით. მედიასთან საუბრის დროს, სინტია ლუმისმა აღნიშნა, რომ ის გამოიყენებს თანამდებობას საბანკო სექტორში ციფრული აქტივების კანონმდებლობების მაქსიმალურად დასახვეწად. “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაიომინგი ლიდერობს ფინანსური ინოვაციების მიმართულებით. საბანკო კომიტეტში ჩემი როლის დახმარებით, იმედი მაქვს, რომ ამ გამოცდილებას გავითვალისწინებ და ფედერალურ მარეგულირებელთან ვითანამშრომლებ ციფრული აქტივების რეგულირების უზრუნველსაყოფად. ჩვენ, წავახალისებთ ინოვაციებს და არ ჩავახშობთ მათ”,-აღნიშნა სინტია ლუმისმა. უნდა აღინიშნოს, რომ წარმომადგენელთა პალატა, განსაკუთრებით ფინანსური მომსახურების კომიტეტი, დიდი ხანია გამოირჩევა კრიპტოვალუტებით დაინტერესებული მრავალი წევრით და Blockchain-ზე ფოკუსით. მიუხედავად ამისა, სინტია ლუმისი არის პირველი სენატორი, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არის ბიტკოინის მფლობელი და ყოველთვის გამოხატავს ციფრული ვალუტისადმი პოზიტიურ განწყობას. The post სინტია ლუმისი ფინანსურ რეგულაციებზე პასუხისმგებელ კომიტეტს უერთდება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.