Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ფილმები' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

Categories

  • Articles

Categories

  • Funny Quotes

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 8 აპრილს საქართველოს კინოთეატრები კვლავ გაიხსნა. მაყურებელს შეეძლება, ესტუმროს როგორც ამირანს, ასევე Cavea-ს ფილიალებს. სეანსები რეგულაციების დაცვით ჩაივლის, კომენდანტის საათის გაუქმებამდე კი, ბოლო ჩვენება საღამოს 6 საათზე დაიწყება. Tenet / ტენეტი ყველაზე დიდი ინტერესი მაყურებელს ლეგენდარული კრისტოფერ ნოლანის უახლესი ნამუშევრის მიმართ აქვს. ტენეტი სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის თრილერია. ფილმში მთავარ როლებს ჯონ დევიდ ვაშინგტონი და რობერტ პატინსონი ასრულებენ. ფილმი საიდუმლო აგენტის შესახებაა, რომელსაც დროის მანიპულირების უნარი აქვს. ტენეტის დებიუტი კინოთეატრებში ბევრად ადრე უნდა შემდგარიყო, თუმცა, პანდემიის გამო სამჯერ გადაიდო. ფილმს ძირითადად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და წლევანდელ ოსკარზე ორი ნომინაციაც დაიმსახურა. 2021 წლის ოსკარების მთავარ ნომინაციებზე მეტის წაკითხვა Business Feed-ის ამ სტატიაში შეგიძლიათ. Trolls World Tour / ტროლები 2 მუსიკალური ტროლები კინოთეატრებთან ერთად დაბრუნდნენ. მცირეწლოვან მაყურებელს ნაცნობი ანიმაციის მეორე ნაწილის ხილვა შეეძლება. დრიმვორქსის ახალი ნამუშევარი 2016 წლის ფილმის სიქველს წარმოადგენს. ტროლების 6 ტომი ამჯერად მუსიკის 6 ჟანრს – ტექნოს, ფანკის, კლასიკას, ქანთრის, როკსა და პოპს განასახიერებს. ანიმაციას ისეთი სელებრითები ახმოვანებენ, როგორებიც არიან ჯასტინ ტიმბერლეიკი, ანა კენდრიკი, ჯეიმს კორდენი და კელი კლარქსონი. The War with Grandpa / არასწორი ბაბუა რაც შეეხება კომედიის მოყვარულებს, მათ ტიმ ჰილის არასწორი ბაბუა ელოდებათ. ფილმში მთავარ როლებს ლეგენდარული რობერტ დე ნირო, უმა თურმანი და კრისტოფერ უოკენი ასრულებენ. კომედია სახალისო ოჯახურ გარემოს ქმნის და ბიჭისა და ბაბუის დაპირისპირებას ასახავს. მას შემდეგ, რაც დე ნიროს გმირი შვილის ოჯახთან გადავა საცხოვრებლად, შვილიშვილთან კონფლიქტი მოუვა და ერთგვარი ოხუნჯობებისა და ოინების ომში ჩაებმება. Greenland / გრენლანდია გრენლანდია რიკ რომან ვოს მძაფრსიუჟეტიანი თრილერია. ფილმის მთავარი თემა დედამიწის აღსასრულია, რისი მიზეზიც მისკენ მომავალი კომეტაა. გრენლანდია პლანეტაზე ერთადერთ უსაფრთხო თავშესაფრად იქცევა. ფილმში მთავარ როლს ჯერალდ ბატლერი ასრულებს. საინტერესოა ისიც, რომ თავდაპირველად ფილმი ნილ ბლომკამპს უნდა გადაეღო, მთავარი როლი კი კრის ევანსს უნდა ეთამაშა, თუმცა, 2019 წლის თებერვალში გეგმები შეიცვალა. ფილმი კომპანია STX Entertainment-ის გადაღებულია, რომლის დებიუტიც 2015 წელს შედგა. Soul / სული სული დისნეისა და პიქსარის ანიმაციაა, რომელიც სკოლის მუსიკის მასწავლებლის – ჯო გარდნერის ისტორიას მოგვითხრობს. ნამუშევარმა ძალზე დიდი აღიარება მოიპოვა – ოქროს გლობუსზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო ოსკარსა და BAFTA-ზე მთავარ ფავორიტად მოგვევლინა. ანიმაციას ჯეიმი ფოქსი, ტინა ფეი და გრემ ნორტონი ახმოვანებენ. ფილმის იდეა რეჟისორ პიტ დოქტერს მაშინ დაებადა, როცა მისმა ცნობილმა ნამუშევარმა Inside Out-მა ოსკარი დაიმსახურა. Soul-ში მან იმავე კონცეფციის გამოყენება გადაწყვიტა, რამაც აშკარად გაამართლა. The Little Things / წვრილმანები დეტექტივების მოყვარულებს კინოთეატრებში ჯონ ლი ჰენკოკის თრილერი ელოდებათ. ფილმი ერთი შეხედვით დიდ მოლოდინს აჩენს. Warner Bros-ის ნამუშევარში მთავარ როლებს დენზელ ვაშინგტონი, რემი მალეკი და ჯარედ ლეტომი ასრულებენ. ამ უკანასკნელმა შესრულებული როლისთვის ნომინაციები ოქროს გლობუსისა და მსახიობთა გილდიის დაჯილდოებებზეც მოიპოვა. ფილმმა კრიტიკოსებისგან განსხვავებული შეფასებები დაიმსახურა. საინტერესოა ისიც, რომ ფილმს დევიდ ფინჩერის 1995 წლის ლეგენდარულ ნამუშევარს – Seven-ს ადარებენ. ფილმის სიუჟეტი 90-იან წლებში ვითარდება და ორ დეტექტივს ეხება, რომლებიც მკვლელობათა ჯაჭვის გახსნას ცდილობენ. Wonder Woman 1984 / ქალი საოცრება 1984 გალ გადოტი ქართველი მაყურებლის გულების დასაპყრობად კვლავ მზადაა. DC-ის კომიქსების გმირი ამჯერად 80-იან წლებში, ცივი ომის პერიოდში გადაინაცვლებს. 2017 წელს გამოსული ფილმის პოპულარობიდან გამომდინარე, ახალი ნაწილის გადაღებაზე საუბარი მაშინვე დაიწყო. გადოტთან ერთად როლებს კრის პაინი, კრისტენ ვიგი, პედრო პასკალი, რობინ რაიტი და კონი ნილსენი ინაწილებენ. ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე ლეგენდარულმა გერმანელმა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა იმუშავა. Coming Soon – რას ველოდებით? Raya and The Last Dragon / რაია და უკანასკნელი დრაკონი რაია და უკანასკნელი დრაკონი დისნეის ბოლო ანიმაციაა, რომელიც სამხრეთ აზიურ კულტურასა და მითოსს შესანიშნავად აერთიანებს. ანიმაცია მაყურებელს ასწავლის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობას, რა რთულია დაკარგული ნდობის აღდგენა და რატომაა სწორი პირველი ნაბიჯის გადადგმა და პატიება. რაიას, დისნეის სხვა პრინცესების მსგავსად, საყვარელი ცხოველი ტუკტუკი და მეგობართა რაზმი ეხმარება. ფილმის პრემიერა ნიდერლანდებში 3 მარტს შედგა. ანიმაციის ხილვა ქართველ მაყურებელს უახლოეს მომავალში შეეძლება. The post რა ფილმები გველოდება კინოთეატრებში appeared first on BusinessFeed.
  2. ამ თემაში ისეთი ფილმები ვურჩიოთ ერთმანეთს, ფეხს ფეხზე რომ გადაიდებ, კომფორტულად მოკალათდები, ფილმს ჩართავ და სანამ არ დასრულდება ეკრანს რომ ვერ მოსწყდები. მერე თვალებს რომ ხუჭავ და ფილმიდან კადრები გიდგება თვალწინ.
  3. ნანახი გაქვთ რომელიმე ფილმი? რეკომენდაციები დადეთ ქართველი რეჟისორები თავიანთ ფილმებს ინტერნეტში უფასოდ ავრცელებენ გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“ თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“ ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ნიკა წიკლაურის „ჯარა“ გიგა ლიკლიკაძის „ღორი“ ლაშა ცქვიტინიძის „თემო“ და „მე ვარ ბესო“ ვახო ჯაჯანიძის „გამოსვლა“ გიორგი თავართქილაძის „ცუდი ხალხი“ გიგა ხაინდრავას „დაცვის პოლიციელი“ ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“ მარგო ზუბაშვილის „ანა (იძინებს მზე)“ ქეთი მაჭავარიანის „მარილივით თეთრი“