Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'უსაფრთხოება' or '' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ეს არის იდეოლოგია, მიზანი, იდენტობის ნაწილი ამ საუკუნეში მცხოვრები ადამიანის? ანუ ჩემთვის მთავარია ვიყო უსაფრთხოებასა და კომფორტში, რა მოუვა ჩემ ენას, დამწერლობას, სახელმწიფოებრიობას, ემოციური და ისტორიული შინაარსის ღირებულებებს შემიძლია გადავახურდავო უსაფრთხოებასა და კომფორტზე და სინდისი მშვიდად მქონდეს? რა ღლეობაა, აბსოლუტურ უსაფრთხოებასა და კომფორტში ცხოვრება, გამოდის ევოლუციური ხიწვები უნდა მოვიშოროთ და ვზომბირდეთ ერთხელ და სამუდამოდ? ოკ არ მინდა უკიდურესობები მარა არც ის მინდა ყველასნაირი ვიყო და რამე არ მაღელვებდეს გარდა შიმშილისა, კოხტაპრუწული დაღლილობისა, შვებულება სად გავატარო ამაზე დარდისა და რა ჩავიცვა ან რომელ სასტუმროში დვბინავდე როცა მარაკეშში თუ პარიზში ჩაფრენისას... ძნ მეღლევება აბსოლუტურ კომფორტში ცხოვრება, ქუჩები სადაც ინდივიდს ვერ წავიკითხავ და ვერ გავბრაზდები ან ვერ აღვფრთოვანდები, ვერ ვიჯაჯღანებ მასზე ვინც ჭადარსა და ჭადარს შორის ცაცხვი დარგო, გუნებაში ვერ მოვეფერო ცაცხვს და არ გავამხნევო: "გახრჩობენ ბოზები ხუნხულ?" რავიცი კომფორტი რომ აღლევებს ხო ვიცით? გავიხსენით ვაჟას "ჩემი ვედრება": ნუ დამასვენებ ნურასდროს,მამყოფე შეძრწუნებული,მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,როცა ვარ შეწუხებული.როცა გულს ცეცხლი მედება,გონება მსჯელობს საღადა,მაშინ ვარ თავისუფალი,თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.(...) http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/Cemi_vedreba.htm ჰო და რავიცი რა კვირა დღეა და მეფიქრება რა
  2. ჩემს მარტის პოსტში სამომხმარებლო როუტერების შესახებ, შევეცადე ამეხსნა თუ რა იწვევდა მოვლენას "ინტერნეტი ჭედავს". დავადგინეთ, რომ უდიდეს წილ შემთხვევებში ეს იყო დაბალწარმადი სამომხმარებლო როუტერების გამო (რომლებსაც გვთავაზობენ ინტერნეტ-პროვაიდერები და ასევე ადგილობრივი სამომხმარებლო როუტერების ბაზარი). დღეს მინდა საბოლოოდ ჩავუნერგო მკითხველს თავში, რომ ინტერნეტ-პროვაიდერის (წაიკითხე სუსის) მიერ კონტროლირებადი მოწყობილობის ქონა საკუთარ სახლში არის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი ჩვენთვის და ძალიან კარგი გარე აქტორებისთვის. დღეს 19 ნოემბერს PenTestPartners-ის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა რაფაელ ფინის (Rafael Fini) სტატია, რომლის თანახმადაც გახდა ცნობილი, რომ გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ინტერნეტ-პროვაიდერის SKY-ის 6 მილიონი აბონენტი იყო დაუცველი DNS rebinding flaw მოწყვლადობის მიმართ და ამ მოწყვლადობის აღმოფხვრისთვის პროვაიდერს დაჭირდა 18 თვე (!!!). •ადამიანური ქართულით ნიშნავს, რომ 18 თვის განმავლობაში 6 მილიონი აბონენტის სახლის ქსელში (Home Network) პოტენციურად შესაძლებელი იყო შეღწევა ინტერნეტიდან (მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია); •აღნიშნული შეეხო იმ როუტერებს, რომელთა პატრონებსაც არ შეუცვლიათ პროვაიდერის Default მომხმარებელი და პაროლი (მომხმარებელი: Admin პაროლი: sky). ასევე შესაძლებელი იყო შეტევა იმ როუტერებზე, რომლებზეც არ ეყენა Default Credentials-ები ბრუტფორსის (პაროლების გადარჩევის) მეთოდით; •შეტევა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი გადადიოდა საფრთხის შემცველ ბმულზე და ეწვეოდა საფრთხის შემცველ ვებგვერდს; •SKY-ის დაჭირდა 18 თვე, რომ სრულად აღმოეფხვრა ეს მოწყვლადობა, ამ ამოცანის გადაწყვეტის დროს უამრავჯერ დაარღვია დედლაინები, რომლებიც საკუთარ თავს დაუწესა (მართლა ურთულესი ამოცანა ედგა პროვაიდერს წინ და ძალიან არ მიისწრაფოდა მოწყვლადობის აღმოფხვრისთვის); •მიუხედავად იმისა, რომ პროვაიდერს გაცხადებული ქონდა მოწყვლადობის აღმოფხვრის გეგმა, PenTestPartners-ებთან (როგორც მიხვდით ამ უკანასკნელებმა აცნობეს პროვაიდერს მოწყვლადობის შესახებ) ურთიერთობისას პენტესტერებს ხშირად რამდენჯერმე უწევდათ ერთი და იგივე საკითხზე კომუნიკაცია, რომ პასუხი მიეღოთ, მხოლოდ მას შემდეგ რაც საქმეში იქნა ჩართული სანდო ჟურნალისტი, მოწყვლადობის აღმოფხვრის გეგმის შესრულება დაჩქარდა. DNS rebinding არის ტექნიკა, რომელიც შემტევს აძლევს საშუალებას გვერდი აუაროს ბრაუზერის Same-origin policy (SOP) დაცვას, რომლის მიზანია აუკრძალოს ვებ-აპლიკაციებს მომხმარებლის ჩარევის გარეშე სხვა დომენზე არსებულ საიტებთან ინტერაქცია. რადგან SOP-ი ფოკუსირდება დომენურ სახელზე და არა IP მისამართზე, შემტევის ამოცანაა მოატყუოს ბრაუზერი და ბრაუზერში გაშვებული სკრიპტი (მაგ. Javascript-ი კლიენის მხარეს მუშაობს), რომელსაც გონია, რომ "ელაპარაკება" ორიგინალ დომენს, მაგრამ სინამდვილეში ის "ესაუბრება" Private IP მისამართს (127.0.0.1/192.168.0.1 და ა.შ.). შეტევამ რომ იმუშაოს ამისათვის საჭიროა, რომ მომხმარებელმა მოტყუებით დააკლიკოს მავნე ბმულზე. ამის მისაღწევად საკმარისია დაეგზავნოს პროვაიდერის კლიენტებს ფიშინგური წერილები ელ. ფოსტაზე, სოც. ქსელებში, სმს-ები, რომლებიც შეიცავენ მავნე ბმულებს. •როგორც კი მსხვერპლი გადავა მავნე ბმულზე მაგ. example.com-ზე, ჩაიტვირთება Iframe-ი, რომელიც ამყარებს კომუნიკაციას შემტევის მიერ კონტროლირებად ქვედომენთან მაგ. sub.example.com-თან. •პირველი კომუნიკაციისას, sub.example.com პასუხობს სწორ ip მისამართზე და Iframe-ში იტვირთება JavaScript-ზე დაწერილი Payload-ი; •Payload-ი იწყებს HTTP-მიკითხვებს ქვედომენ sub.example.com-თან, რამდენიმე ხნის შემდეგ მავნე HTTP-სერვერი აღარ პასუხობს Payload-ის მიკითხვებს; •ამის შემდეგ ბრაუზერი იწყებს დომენთან კავშირის ახალ ინიციაციას და ახდენს DNS მიკითხვას თავიდან; •ამჯერად მავნე DNS-სერვერი პასუხობს სხვა პრივატულ IP მისამართზე, SKY-ს როუტერების შემთხვევაში ესაა 192.168.0.1; •მსხვერპლის ბრაუზერი ამყარებს კომუნიკაციას როუტერთან; •შედეგად, ბრაუზერი განიხილავს როუტერის შიდა IP მისამართს 192.168.0.1-ს, როგორც sub.example.com-ს და iframe-ს ეძლევა საშუალება მართოს როუტერი. სქემატურად ეს ასე გამოიყურება: Proof-of-Concept Payload-ი, რომელიც წარადგინა PenTestPartners-მა აკეთებს შემდეგ ქმედებებს: •ავტორიზირდება როუტერში Default Credentials-ებით: მომხმარებელი: Admin პაროლი: sky; •ცვლის Admin-ის პაროლს (რომ მომავალში ჩართოს Remote Management-ი (მოშორებული წვდომა როუტერზე); •ინახავს თავისთან SSID -ს და WPA2 - Secret-ებს, რაც ადმაიანური ქართულით ნიშნავს WIFI-ის სახელსა და მის პაროლს; •რთავს Remote Management-ს იხილეთ ვიდეოდემონსტრაცია: ეხლა დავბრუნდეთ საქართველოში. •დღეს საქართველოში მომხმარებლებისთვის ინტერნეტის მიწოდების ბაზარზე 2 დიდი მოთამაშეა: სილქნეტი და მაგთიკომი; •ორივე პროვაიდერის სამომხმარებლო როუტერების პაროლების ადვილად მოძიება შესაძლებელია საძიებო სისტემის მეშვეობით; •იმის გათვალისწინებით, რომ კომპიუტერის მოხმარების საბაზისო უნარებს ფლობს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 31% ( იგულისხმება საქაღალდის შექმნა, ფაილის დაკოპირება/ჩაპეისტება საქაღალდიდან მეორეში, ელექტრონული ფოსტის გაგზავნა... კიბერჰიგიენაზე ლაპარაკი ზედმეტია), მარტივად შეიძლება დავასკვნად, რომ ფიშინგური წერილის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ამ ორი პროვაიდერის ნებისმიერი კლიენტი. •ორივე ზემოთხსენებული პროვაიდერის კლიენტების როუტერებზე, მესამე აქტორისთვის ადვილად შესაძლებელი იქნება (ჩართეთ ფანტაზია) Remote Management-ის ჩართვა და ყველა აქედან გამომდინარე უბედურების დატრიალება; •და რატომ ხართ დარწმუნებულები, რომ Remote Management-ი უკვე არ არის ჩართული "თქვენს" როუტერზე? გამოსავალი ჩვენი პირადი ცხოვრება რომ დავიცვათ, ადამიანებმა: •ავაშენეთ ფაცხა - დაგვინგრია მტაცებლებმა ეს ფაცხა და შეგვჭამა; •ავაშენეთ ხის სახლი - მოვიდა სხვა ადამიანები და დაგვიწვა ხის სახლი და ჩვენც დავიწვით; •ავაშენეთ აგურის სახლი - კარგით, აგურის სახლზე გავჩერდეთ ბინის კარი თავისი რამდენიმე საკეტით იცავს ჩვენს პირად ცხოვრებას, ქონებას უცხო თვალისგან და ხელისგან. ასევეა სახლის ქსელის (Home Network) დაცვისას: თუ თანხმდები პროვაიდერის როუტერის დადგმას, შენი სახლის ქსელი პროვაიდერის კონტროლქვეშაა, მისი პაროლი (საკეტი) ადევს და მის წესებს (კონფიგურაციას) ექვემდებარები. თანაც პროვაიდერის როუტერი მართლა 100 ცალი 1 პანგოლინის ფასად მოდის ჩინეთში. აქამდე ჩავთვალოთ, ძვირფასო მკითხველო, რომ არ იცოდი ეს ყველაფერი და "მე არაფერი არ მაქვს დასამალი"-ის იძახოდი. დაანებე ნძრ**ას თავი და ტვინი ჩართე! იყიდე კარგი როუტერი! შენი როუტერი! შენს მიერ კონტროლირებადი როუტერი! დააყენე შენი საკეტი შენს ციფრულ ცხოვრებაზე! თუ რომელი ფირმის როუტერს ვუწევ რეკომენდაციას, მარტის სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ. წყარო: https://www.vasadze.pro/2021/11/enemy-soho-router.html?m=1 ანდრია ვასაძე
  3. უსაფრთხოება, სტრატეგია, ეროვნული ინტერესები, სამხედრო უსაფრთხოება, უსაფრთხოების კონცეფცია, დოქტრინები – ეს ტერმინები საკმაოდ ხშირად გვესმის და ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების პროცესში მათი სწორად და თანმიმდევრულად განსაზღვრა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები, რომელთაც ხშირად ვხმარობთ, უმეტეს შემთხვევაში, ინტუიციურად ცხადად გვეჩვენება, მათი დაზუსტების მცდელობანი, ასევე ხშირად, სირთულეებს აწყდება და მრავალ სხვადსხვა შინაარსად იშლება. ეს მრავალგვარობა, თავის მხრივ, ინტერპრეტაციათა სივრცეს ხსნის და ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანები მსჯელობისას ერთსა და იმავე სიტყვების სხვადასხვანაირად მოხმარების გამო, სხვადასხვა რამეზე მსჯელობენ, თუმცა თვლიან რომ მსჯელობენ ერთსა და იმავეზე. ამ ვითარებიდან გამოსავალი ზუსტი განსაზღვრებების დადგენაა, თუმცა ასეთი რამ, ზოგჯერ, შეუძლებელია ან კიდევ, თავად განსაზღვრებანი ქმნიან ისეთივე გაურკვევლობის სივრცეს, როგორც ეს „ინტუიციურად ცხადი“ ტერმინები. ამის გამო, ხანდახან, საჭირო ხდება ასეთი ტერმინებისთვის იმ ძირითადი შინაარსის „შეხსენება“, რომლის გამოც ისინი ხმარებაში შემოვიდნენ და მათი სხვადასხვა განმარტება ან განსაზღვრება ამ შინაარსს ამა თუ იმ ფორმით, მაინც ინარჩუნებს. ქვემოთ ხუთ ასეთ შინაარსზე გავჩერდებით: უსაფრთხოება, სტრატეგია, ეროვნული ინტერესები, სამხედრო უსაფრთხოება და ქვეყნის ომისათვის მზადება. რა ძირითადი შინაარსის გამოსათქმელად დაინერგა ეს ტერმინები და რა მნიშვნელობა აქვს მათ სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტებისთვის? ვესტფალიის ზავმა 1648 წელს არა მარტო დაასრულა ოცდაათწლიანი ომი ევროპაში, არამედ დასაბამი მისცა სრულიად ახალ სინამდვილეს: იშლება წმინდა რომის იმპერია და ჯერ ევროპაში, ხოლო მოგვიანებით, გლობალურად, ეროვნული სახელმწიფო ხდება საერთაშორისო პოლიტიკის დომინანტი. იმთავითვე, ახალი რეალობის ახალი აქტანტები რამოდენიმე პრობლემის წინაშე დადგნენ: ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური და ეკონომიკური ერთობის, კეთილდღეობისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და ეს აღმოჩნდა ის ქვაკუთხედი, რაზედაც, მეჩვიდმეტე საუკუნის შემდეგ, ჯერ ევროპული, ხოლო შემდეგ, მსოფლიო ისტორია აიგო. ამ აზრით, პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, ხოლო ნახსენებ პრობლემათა ჩამონათვალს კი დღეს ერთი სახელი – უსაფრთხოების (გნებავთ, ეროვნული უსაფრთხოების) პრობლემა ჰქვია. იმ მრავალსახეობის მიუხედავად, რასაც დღევანდელი საერთაშორისო სისტემა თავის სუბიექტთა სახით გვთავაზობს, გლობალური პოლიტიკის ყველა მონაწილე ერთნაირად უდგება როგორც თავისი გეოგრაფიული გარემოსა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოწყობის მთლიანობის, ასევე, მყარი ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნების საკითხს. საბოლოო ანგარიშით, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა სწორედ საკუთარი სტატუს-ქვოს შენარჩუნება გახლავთ, როგორც მიმდინარე, ასევე მოვლენათა ნებისმიერი შესაძლო განვითარების პროცესში. ამ მხრივაც, თანამედროვეობა ბევრით არ დასცილებია პროცესის საწყის ეტაპს, თუ არ ჩავთვლით იმ, მეტ-ნაკლებად აქტუალურ, თემატიკას, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, პოლიტიკურ ლექსიკონში ჩნდება. ბუნებრივია, რომ აღნიშნული სტატუს-ქვოს შენარჩუნების ხედვა სხვადასხვაა როგორც ისტორიულ ჭრილში, ასევე დღესაც, და ამას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. თუმცა, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს, ამ ხედვის ქმნადობა გარკვეული (შიდა) ლოგიკის მატარებელია და მუდმივები, რომელიც ამ ქმნადობის პროცესში გამოიყენება, ერთგვარ პარადიგმას ქმნის და მოვლენათა გარკვეულ განვითარებას გაცილებით გასაგებს ხდის. სწორედ ეს პარადიგმა გახლავთ ეროვნული (ნაციონალური, სახელმწიფო) უსაფრთხოების კონცეფცია, რომლის მოქმედებაში გადატანა უსაფრთხოების სტრატეგიის შინაარსს შეადგენს. ზემოთქმული გულისხმობს იმასაც, რომ არსებობს ალგორითმი, რომელიც ასეთი ხედვის ჩამოყალიბების გზამკვლევია და ასევე უნდა არსებობდეს პროცედურა, თუ როგორ გარდავქმნათ ხედვა მოქმედებად. ბუნებრივია ისიც, რომ აღნიშნული პარადიგმა არც ერთადერთია და არც სრულყოფამდე დაუხვეწია ვინმეს. მათ შორის განსხვავება მეტ-ნაკლებ ეფექტურობაშია, რომელიც სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრის სიზუსტით ხასიათდება, რამაც, საბოლოო ჯამში, წარმატებული პოლიტიკის ქმნადობა უნდა განსაზღვროს. თავისთავად, ეს სიტყვა, არსებული მრავალგვარი განსაზღვრების მიუხედავად, რომელთა შორის, ზოგჯერ, მსგავსების პოვნაც კი საკმაოდ რთული ხდება, სულ ხუთ მათავარ შინაარსს გულისხმობს. მეტიც, ხშირად, ერთსა და იმავე ტექსტში (და არა კონტექსტში) ის ყველა ამ მნიშვნელობით იხმარება და იგულისხმება, რომ მკითხველი (ალბათ, მაინც კვალიფიციური მკითხველი) ადვილად აღიქვამს როდის და რა შინაარსზეა საუბარი. რა შინაარსებია ეს? სტრატეგია, როგორც მიზანმიმართულ თანმიმდევრულ ქმედებათა ერთიანობისა და მიმართულების განმსაზღვრელი გენერალური გეგმა (მაგ. შლიფენის გეგმა საფრანგეთის ოკუპაციისთვის); სტრატეგია, როგორც ზემოაღნიშნული ტიპის ქმედებათა განხორციელება, მართვა; სტრატეგია, როგორც ზოგადი მეცნიერება, რომელიც იკვლევს იმ ფენომენის ბუნებას, რომელსაც სტრატეგიად მივიჩნევთ და რისი პრაქტიკული ღირებულება იმ უნარში მჟღავნდება, რასაც , მიღებული ცოდნის საფუძველზე, სხვადასხვა სტრატეგიული ამოცანის გადაჭრისას ვავლენთ. (მაგ., ქვეყნის ომისათვის მზადების პრაქტიკა მთლიანად ომის ამა თუ იმ თეორიაზეა დამყარებული, რაც თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა ომის წარმოების სტრატეგიული ყალიბების ცოდნა, რასაც მხოლოდ სტრატეგია, როგორც მეცნიერება იძლევა); სტრატეგია, როგორც მეთოდოლოგია, რომელიც გვაჩვენებს,თუ როგორ უნდა ავაგოთ პროცესი, ხოლო შემდეგ, როგორ უნდა ვმართოთ, რომ სასურველი შედეგის ალბათობა გავზარდოთ; სტრატეგია, როგორც ტექსტი, სადაც აღწერილია წინა ოთხ პუნქტში ნაგულისხმები რომელიმე შინაარსი. აღნიშნულის თაობაზე, ალბათ, შეჩერება არც ღირდა, რომ არა ერთი, მეტად საინტერესო გარემოება: ყველა ფრაზა, ანუ სიტყვათა ერთობლიობა, რომელსაც კონკრეტული საზრისი გააჩნია და რომელიც თავის კომპონენტად სიტყვა „სტრატეგიას“ შეიცავს, ასევე, სულ ცოტა, ხუთი განსხვავებული შინაარსის მატარებელია. მაგალითად, სიტყვათა წყობა „უსაფრთხოების სტრატეგია“ ნიშნავს ან უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ ქმედებათა გენერალურ ხაზს, გეგმას, ან ასეთ მოქმედებათა წარმართვას, ან კვლევას, რომელიც უსაფრთხოების მიღწევადობის შესაძლებელ ფორმათა შესწავლას გულისხმობს, ან მეთოდოლოგიას, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის გენერალური გეგმის შერჩევის მექანიზმს აღწერს, ან დოკუმენტს, ტექსტს, სადაც ეს ყველაფერი ასევე არის აღწერილი, ანუ მოთხრობილი. არანაკლებ საინტერესოა სიტყვათა წყობის „ეროვნული ინტერესები“ შინაარსი. საქმე იმაშია, რომ ევროპული სააზროვნო პარადიგმა ერსა და ეროვნულ სახელმწიფოს აიგივებს იმ აზრით, რომ ამ სახელმწიფოს წევრად (მოქალაქედ) თავის აღქმა გაიგივებულია ერის წარმომადგენლად თავის აღქმასთან. ქართული სააზროვნო პარადიგმა ასეთ გაიგივებას არ ცნობს. ამიტომ, ევროპული პოლიტიკური სააზროვნო სივრცისთვის ფრაზა „ეროვნული ინტერესები“ გაიგივებულია ფრაზასთან „სახელმწიფო ინტერესები“, ხოლო ქართულ პოლიტიკურ სააზროვნო სივრცეში ამ ფრაზის აღქმადობა გაორებულია: ქართული ეროვნული ინტერესები შესაძლოა არც ემთხვეოდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ეს, ერთი შეხედვით პარადოქსალური ვითარება სინამდვილეში სულაც არ გახლავთ კალამბური. ვცადოთ, გავერკვეთ: ზოგადად, მიჩნეულია, რომ ეროვნული ინტერესები (სწორედ ასე ითარგმნება ტერმინი National Interests) გახლავთ პასუხი კითხვაზე, თუ რა მსურს მქონდეს საერთაშორისო გარემოდ, ჩემი, როგორც სახელმწიფოს დანიშნულების განსახორციელებლად. კი მაგრამ, რა შუაშია აქ სახელმწიფო? პრობლემის თავიც აქაა დამარხული: „National“, რომელიც სიტყვა „ეროვნულით“ ვთარგმნეთ, სინამდვილეში სახელმწიფოს ნიშნავს და არა სხვა რამეს. ამის მიზეზი კი ზემოთ მინიშნებული გარემოება გახლავთ. მას შემდეგ, რაც ახალ დროში საერთაშორისო სისტემის დომინანტად ეროვნული სახელმწიფო იქცა, მისი ტერიტორია, პოლიტიკური და ეკონომიური ერთობა, სუვერენიტეტი და ადგილი საერთაშორისო სისტემაში ასეთი სახელმწიფოს განმსაზღვრელ მახასიათებლებად იქცა. ყველაფერი ეს გამოკვეთს სახელმწიფოს დანიშნულებას: შიდა წესრიგი, ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოება და აქვე თუ დავსვამთ კითხვას – რა გვინდა რომ საერთაშორისო გარემოდ მქონდეს – პასუხი საკმაოდ კონკრეტული ჩამონათვალის სახით შეგვიძლია წარმოვადგინოთ. ერთადერთი, რაც ამ ჩამონათვალში ხვდება, ცალსახად უნდ მიგვანიშნებდეს, რა უწყობს ხელს ჩვენს შიდა წესრიგს, ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობას და ჩვენს უსაფრთხოებას. სწორედ ასე დგება ის შკალა, რასაც ინტერესთა შკალას ვეძახით. აქედან გამომდინარე, ინტერესი შეიძლება იყოს გეოგრაფიული ისტორიული კულტურული ეკონომიკური პოლიტიკური უსაფრთხოების ინტერესები ასევე შეიძლება იყოს მყარი, მუდმივი (მაგ. გეოგრაფიული ან იდეოლოგიური); დროებითი (მაგ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა). გარდა ამისა, ინტერესებს ასხვავებენ ხარისხის მიხედვით: თვითშენარჩუნების (გადარჩენის, თვითგადარჩენის აზრით – „survival“): ეხება ყოფნა-არყოფნას, მაგ. ბირთვული ომის მუქარის შემცირება; სასიცოცხლო: სახელმწიფოს ფუნქციონირების შესაძლებლობა, მაგ. ენერგორესურსებზე წვდომა; მნიშვნელოვანი (ძირითადი), მაგ.რეგიონული სტაბილურობა პერიფერიული, როდესაც მისი განუხორციელებლობა არაფერს ცვლის სასიცოცხლო ან ძირითად ინტერესებთან მიმართებაში. შესაძლოა,ინტერესები განვსაზღვროთ მათი რაობის მიხედვით: მატერიალური, მაგ. გარკვეული წიაღისეულის წვდომა არამატერიალური, მაგ. ღირებულებები, იდეოლოგია, რომლის ლობირებასაც სახელმწიფო ცდილობს. ამგვარად, ყალიბდება ინტერესთა სტანდარტული ჩამონათვალი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: გადარჩენა და უსაფრთხოება; პოლიტიკური და ეკონომიკური მთლიანობა; ეკონომიკური სტაბილურობა და კეთილდღეობა; ზოგადი სტაბილურობა და საერთაშორისო წესრიგი. ახლა, თუ შევადარებთ ორ ტერმინს „ეროვნული ინტერესები“ და „სახელმწიფო ინტერესები“, ადვილად აღმოვაჩენთ სხვაობას, რომელიც ქართული მენტალობისთვის შედარებით ადვილი დასანახია: ეროვნული იდენტობის შენარჩუნების პრობლემა ერს, შესაძლოა, მაშინაც დაუდგეს, თუ კი ასეთი რამ ეროვნულ სახელმწიფოს არ ემუქრება. ეს მნიშვნელოვან გარემოებად მიგვაჩნია. სხვათა შორის, ამავე ვითარების გამო, განსხვავდება ასევე „ეროვნული უსაფრთხოება“ და „სახელმწიფო უსაფრთხოება“ და შესაბამისად, „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაც“, როგორც ჩანს, სხვაა, ხოლო „სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგია“ – სხვა და საქართველოში ეს სხვაობა, სავარაუდოდ, ჯერჯერობით, შენარჩუნდება. ზოგადად, სამხედრო საფრთხე განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით: 1. სახელმწიფოთა შორის არსებული დაპირისპირება, რომლის გადასაწყვეტად შესაძლოა გამოყენებულ იქნას სამხედრო ძალა; 2. ერთ-ერთი მხარის იმდაგვარი სიძლიერე, რაც მას შეტევითი საბრძოლო მოქმედების საშუალებას აძლევს; 3. დაპირისპირებულ მხარეთა ჩამოყალიბებული აზრი, რომ სამხედრო ძალის გამოყენება მიზანშეწონილია. მიჩნეულია, რომ სამხედრო უსაფრთხოება არის სახელმწიფოს, თავად საზოგადოებისა და პიროვნების დაცულობის ხარისხი გარე და შიდა სამხედრო საფრთხეებისგან. ასევე მიჩნეულია, რომ სამხედრო უსაფრთხოებას გააჩნია სამი პარამეტრი: უსაფრთხოების სუბიექტი; უსაფრთხოების ობიექტი და უსაფრთხოების ინსტრუმენტები. სხვა სიტყვებით, ესაა პასუხი კითხვებზე: ვინ უზრუნველყოფს (ახორციელებს) უსაფრთხოებას? ვის მიმართ ხორციელდება ეს უზრუნველყოფა? რა საშუალებებით ხორციელდება ეს უზრუნველყოფა? ჩვეულებრივ, სტანდარტული პასუხები შემდეგია: სუბიექტი არის სახელმწიფო, მისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სახით; ობიექტებია: სუვერენიტეტი; ტერიტორიული მთლიანობა; კონსტიტუციური წყობა; საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორები; ცალკეული პიროვნება. ინსტრუმენტებია: შეიარაღებული ძალები; დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ორგანოები; სამოქალაქო თავდაცვის ფორმირებები; საგარეო-პოლიტიკური სტრუქტურები. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ღონისძიებათა ჩამონათვალზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სუბიექტს საშუალებას აძლევს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ეფექტურად გამოიყენოს ომის მსვლელობისას. პირველი, ეს გახლავთ სახელმწიფო ინსტრუმენტების უზრუნველყოფა ომისათვის მზადების სამართლებრივი და თეორიული ბაზით. ერთს კონსტიტუცია უზრუნველყოფს, ხოლო მეორეს – უსაფრთხოების სტრატეგია. მეორე, ეს პრაქტიკულ ღონისძიებათა ჩამონათვალია, რომელიც ასევე ორ ჯგუფად იყოფა: ღონისძიებათა პირველი ჯგუფი ეხება პერიოდს, როდესაც ომის საფრთხე ჰიპოთეტურია: მომავალი (შესაძლო) ომის ხასიათის განსაზღვრა; სამხედრო-ეკონომიკური ვითარების შეფასება; სამხედრო საფრთხის ხარისხის განსაზღვრა. ღონისძიებათა მეორე ჯგუფი ეხება პერიოდს, როდესაც ომის საფრთხე რეალურ კონტურებს იძენს – გადადის ჰიპოთეტურიდან მოსალოდნელში: საომარი ვითარებისთვის ეკონომიკისა და მოსახლეობის მომზადება; ომის სტრატეგიული დაგეგმვა; სამობილიზაციო ღონისძიებათა დაგეგმვა და მომზადება; სამხედრო ინფრასტრუქტურის მომზადება; შესაძლო საბრძოლო სივრცის შერჩევა, განსაზღვრა და ბრძოლისთვის მომზადება; ომის დიპლომატიური უზრუნველყოფა. ქვეყნის საომარი მზადების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შეიარაღებული ძალების მშენებლობა, რაც ასევე, რამოდენიმე ფაქტორს ეყრდნობა. აქაც, აღნიშნული ფაქტორები თეორიულ და პრაქტიკულ ნაბიჯებად იყოფა: თეორიულია: შესაძლო დაპირისპირების სტრატეგიული საზრისის და სტრატეგიული ამოცანის განსაზღვრა; ადეკვატური სამხედრო ჩარევის დონისა და ამოცანების განსაზღვრა; აღნიშნულის შესაბამისი შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, რიცხოვნობის და ხარისხის განსაზღვრა; ამოცანების შესატყვისი დოქტრინის შემუშავება და ა.შ. პრაქტიკულია: სათანადო სამხედრო სტრუქტურების დაკომპლექტება; ოფიცერთა მომზადება; პირადი შემადგენლობის ფოკუსირებული წვრთნა; საბრძოლო მოქმედებებისთვის ლოგისტიკური კომპონენტების განსაზღვრა და უზრუნველყოფა და ა.შ. ჩვენს მიერ განხილული ტერმინები არც ერთადერთია და არც სრულად გაშლილი. მეტიც, ყველა მათგანის გარშემო შესაძლოა მსჯელობის იმდაგვარი გაშლა, რომ თითოეული გახდეს ცალკე განხილვის ობიექტი. განსაკუთრებით ეს ქვეყნის ომისათვის მზადების შინაარსს ეხება. ჩვენი მიზანიც იმდაგვარი მინიშნებების გაკეთება იყო, რომელიც დაგვანახებდა, თუ რა მიმართულებითაა შესაძლებელი კვლევების გაშლა, რომ, გარკვეული აზრით, ჩვენს სააზროვნო სივრცეში ერთგვარი ინტერესი გაჩენილიყო და ბიძგი მიგვეცა ამდაგვარი კვლევებისათვის. თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების გარშემო მსჯელობა საშუალებას გვაძლევს უფრო გააზრებულად შევხედოთ იმ კითხვებს, რომლებზედაც პასუხი, პრაქტიკულად, გზამკვლევია სახელმწიფოსა და ერის განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. ეს კითხვები გახლავთ შემდეგი: რას ვიცავთ? რისგან ვიცავთ? როგორ ვიცავთ? ზედაპირულადაც რომ გადავავლოთ თვალი ზემოთქმულს, ადვილად დავინახავთ, რომ სხვადასხვა შესაძლო პასუხები, ძირითადად, მოხმარებულ ტერმინთა სხვადსხვა შინაარსებით არის განპირობებული. მაგალითისათვის, გავშალოთ პირველი კითხვა: დასაცავი ობიექტების ჩაშლა კიდევ არის შესაძლებელი, თუმცა არსებულიც საკმარისია, რომ დავინახოთ, რომ საფრთხეები (რისგან ვიცავთ?), რომელიც ემუქრება ერთს და საფრთხეები, რომელიც ემუქრება მეორეს, სხვადასხვა სივრციდან მომდინარე საფრთხეებია. შესაბამისად, მათთან გამკლავების ინსტრუმენტებიც (როგორ ვიცავთ?) სხვადასხვა სივრცეშია მოსაძებნი. პარადოქსულია, მაგრამ ბოლო კითხვაზე პასუხი ერისათვის ეროვნული სახელმწიფოა. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე