Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ტექნიკები' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. სამუშაოს ძიების ტრადიციული ტექნიკები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9-great-ways-to-find-freelance-jobs.jpgსამუშაოს ძიება რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც სხვადასხვა საფეხურებისგან შედგება. სამუშაოს ძიების პროცესს ჩვეულებრივ შემდეგ საფეხურებად ყოფენ: საკუთარი შესაძლებლობების, ინტერესების და ფასეულობების განსაზღვრა; დასაქმების შესაძლებლობების შეფასება; სამსახურის ძიების მიზნების განსაზღვრა და სტრატეგიის შემუშავება; სამიზნე ორგანიზაციების და თანამდებობების შესწავლა; საკუთარი თავის წარდგენის მეთოდების შემუშავება; სამსახურის ძიების მეთოდების შერჩევა; პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირება; კონკრეტულ პოზიციაზე კანდიდატების შეფასებაში მონაწილეობა, როგორც ამას ატარებენ ორგანიზაციები; შემოთავაზების განხილვა; სამსახურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თანამედროვე სამყაროში, სამუშაოს ძიებისას ადამიანი ერთდროულად რამდენიმე ტექნიკას უნდა იყენებდეს, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სამუშაოს ძიების პროცესს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/check_box2.pngსამსახურის ძიების ტრადიციული მეთოდებია: გაზეთებში/ჟურნალებში ან დასაქმების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ვაკანსიების გაცნობა, დასაქმების სააგენტოებსა თუ ოფისებში რეგისტრაცია, დასაქმების ფორუმებში ან დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება. გაზეთებში, ჟურნალებში, ვებგვერდებზე ან დასაქმების ოფისებში გამოქვეყნებული ვაკანსიების გაცნობა სამუშაოს ძიების ტრადიციული და ყველაზე პოპულარული სტრატეგიებია. შესაბამისად, ასეთ ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმების მსურველიც ბევრია. სამუშაოს ძიების ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას, პირველ რიგში, შეარჩიეთ დასაქმების ის წყარო, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსია ცხადდება. შესაძლებელია, ყველა ის წყარო გამოიყენოთ, სადაც ვაკანსიები ცხადდება, თუმცა თუ შეარჩევთ ისეთ წყაროს, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსიაა განთავსებული, ეს თქვენ დროსაც დაზოგავს და სამუშაოს პოვნის შანსებსაც გაზრდის. დაიწყეთ ისეთი სამუშაოს ძიება, რომელიც თქვენ უნარებს, შესაძლებლობებს, სურვილებსა და გამოცდილებას შეესაბამება. ამისთვის კი აუცილებელია უკეთ იცნობდეთ საკუთარ თავს. თუ ჯერ არ დაგიწყიათ საკუთარი თავის შესწავლა სანდო ფსიქოლოგიური ტესტების გამოყენებით და მხოლოდ საკუთარ სუბიექტურ აზრს ეყრდნობით, გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ცდებოდეთ და თქვენი და დამსაქმებლების მოსაზრებები თქვენს შესახებ ერთმანეთს არ დაემთხვეს. გამოიყენეთ ვებგვერდზე განთავსებული ტესტები და უკეთ შეისწავლეთ საკუთარი თავი, რათა დაიწყოთ არა ნებისმიერი, არამედ იმ კონკრეტული სამუშაოს ძიება, რომელიც თქვენი უნიკალური მახასიათებლების შესატყვისია. კვლევები ცალსახად ცხადყოფენ, რომ დასაქმების შანსები იზრდება თუ სამუშაოს მოთხოვნები და ადამიანის მახასიათებლები თანხვედრაშია ერთმანეთთან. ამ შემთხვევაში, სამუშაოს მაძიებელიც მეტად დარწმუნებულია საკუთარ თავში და სამუშაოზე შერჩევის ეტაპებსაც უფრო წარმატებით გადის. დაკვირვებით შეარჩიეთ სამუშაოები, რომელზე დასაქმებაც გსურთ და შემდეგ გამოიკვლიეთ ის ორგანიზაციები/კომპანიები, სადაც მსგავსი სამუშაოები არსებობს. თვალი ადევნეთ ასეთი ორგანიზაციების ვებგვერდებს. ცხადია, უნდა შეარჩიოთ ისეთი სამუშაო, რომლის შესაფერისი კვალიფიკაცია, განათლება და უნარები გაგაჩნიათ. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ, რომ გსურთ ჯანდაცვის მენეჯერად მუშაობა და ფიქრობთ, რომ ამ პოზიციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებთ, საწყის ეტაპზე დაფიქრდით, კერძო სექსტორში გსურთ დასაქმება თუ საჯარო სტრუქტურაში?. თუ კერძო სექტორში მუშაობით ხართ დაინტერესებული, მაშინ თვალი ადევნეთ სხვადასხვა კლინიკის ვებგვერდებს, შესაბამისად მოიქეცით საჯარო სტრუქტურით დაინტერესების შემთხვევაშიც. გადახედეთ თქვენ რეზიუმეს და სამოტივაციო წერილს, რათა ის თქვენი სამიზნე სამუშაოს შესაბამისი იყოთ. განაახლეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი საჭიროების შემთხვევაში. როგორც წესი, ყოველ სამუშაოს ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ვაკანსიაზე გამოხმაურებამდე მცირედ შესწორებებს შეიტანთ ორივე დოკუმენტში. დასაქმების ფორუმები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/job%20fairs.jpgდასაქმების ფორუმები თუ ბაზრობები ახალგაზრდა სამუშაოს მაძიებელისთვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. მსგავსი ღონისძიებები, როგორც წესი, ორგანიზებულია დამსაქმებელი ორგანიზაციის ან დასაქმების ოფისების მიერ. ბევრ ქვეყანაში ამგვარი ღონისძიებების ორგანიზატორები ხშირად არიან საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც სტუდენტებს აცნობენ როგორც საკუთარ მომსახურებას, ასევე სამეწარმეო/დასაქმების შესაძლებლობებსაც. დასაქმების ფორუმებზე სხვადასხვა ორგანიზაცია თუ დაწესებულება წარმოდგენილია მათთვის განკუთვნილ სტენდებზე, სადაც მათ საშუალება აქვთ პირისპირ გაესაუბრონ უამრავ სამუშაოს მაძიებელს. მონაწილეების მიზანია საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია კომპანიის შესახებ და მოიძიონ/მიიზიდონ სასურველი კადრები. შესაბამისად, სამუშაოს მაძიელისთვისაც, ასეთი ღონისძიებები შეიძლება კარგი შანსი იყოს, როგორც სამუშაოს მოსაძიებლად, ასევე საჭირო პროფესიული კონტაქტების დასამყარებლად, რაც შემდგომში სამუშაოს ძიების პროფესს გაამარტივებს. დასაქმების ფორუმებზე საშუალება გაქვთ მოიძიოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: აღმოაჩინოთ დასაქმების ახალი შესაძლებლობები; გამოიკვლიოთ, რომელი საქმიანობები არ ჯდება თქვენ ინტერესებში და ვის შეგიძლიათ გაესაუბროთ ფორუმზე; ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას უპასუხოთ უნარებთან და კარიერულ სურვილებთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებზე მოიძიოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: რა ტიპის დასაქმების შესაძლებლობები არსებობს კონკრეტულ კომპანიაში? რა უნარებს ანიჭებენ უპირატესობას დამსაქმებლები და რა უნარებია მოთხოვნადი კონკრეტული დამსაქმებელისთვის? რა განათლებას და სამუშაო გამოცდილებას უნდა ფლობდეს კომპანიისთვის სასურველი კადრი? რა ტრენინგ შესაძლებლობებს სთავაზობს კომპანია დასაქმებულებს? კარიერული განვითარების რა შესაძლებლობებს სთავაზობს კომპანია მომუშავეებს და როგორ ზრუნავს ის მათ კარიერულ განვითარებაზე? როგორ ხდება კომპანიაში მომუშავის კარიერული განვითარება? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/achieve-your-goals-with-a-career-development-template%20%281%29.jpgდასაქმების ფორუმებზე მომზადებული უნდა მიხვიდეთ. თან იქონიეთ რეზიუმეების საკმარისი რაოდენობა, რათა თქვენთვის საინტერესო ყველა დამსაქმებელს წარუდგინოთ საკუთარი თავი. საკმარისი დრო დაუთმეთ თითოეულ დამსაქმებელს, რათა საფუძვლიანად და ეფექტურად წარუდგინოთ საკუთარი თავი, თუმცა თავი არ მოაბეზროთ მათ: თითოეული დამსაქმებლისთვის 15-20 წუთის დათმობა სრულიად საკმარისი დროა საკუთარი თავის ეფექტურად წარმოსაჩენად. ორგანიზაციის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში გადაეცით მათ თქვენი სავიზიტო ბარათი. დასაქმების ფორუმიდან გამოსვლის შემდეგ შეეცადეთ მიღებული ინფორმაცია რეალურად გამოიყენოთ. შეიტანეთ ცვლილებები თქვენ რეზიუმესა და სამოტივაციო წერილში, თუკი აღმოაჩინეთ, რომ ისინი დამსაქმებლის მოთხოვნებს არ ერგება.