ძებნა
'ტესტი' ძებნის შედეგები.
-
მრავალმხრივი ინტელექტის ტესტი ინსტრუქცია: შეაფასეთ თითოეული დებულება: 0 _ არ ვეთანხმები, 1 _ ნაწილობრივ ვეთანხმები, 2 _ სრულად ვეთანხმები. შეკრიბეთ ქულები თითოეულ განყოფილებაში. როგორია თქვენი შედეგი? რომელ მონაცემში მიიღეთ უმაღლესი? რომელში მიიღეთ უმცირესი? Lლინგვისტური ნიჭიერება: • ვწერ და გამოვცემ სტატიებს; • ყოველდღიურად ვკითხულობ ისეთ რამეს, რაც ჩემს სამუშაოს არ უკავშირდება; • ყურადღებას ვაქცევ რეკლამებს და აბრებს; • ვუსმენ რადიოს და ვუყურებ სატელევიზიო შემეცნებით პროგრამებს; • მიყვარს კროსვორდების შევსება; • გაკვეთილზე ვიყენებ დაფას, თვალსაჩინოებებს, პლაკატებს; • კარგად ვწერ წერილებს; • ჩემი ნაწერები მომწონს; • ადვილად ვიმახსოვრებ სიმღერის ტექსტს; • მოსწავლეებს ხშირად ვაძლევ კითხვით და წერით სამუშაოს. მუსიკალური ნიჭიერება: • ვუკრავ მუსიკალურ ინსტრუმენტზე; • მუსიკის რიტმის დაჭერა და აყოლა არ მიჭირს; • სიმღერაში ხმას ადვილად ვუწყობ; • უცებ ვამჩნევ თუ ვინმე არასწორად მღერის; • კარგი ხმის ტემბრი მაქვს; • გაკვეთილზე ვიყენებ სიმღერებს; • მანქანაში, სახლში, სამსახურში ყველგან მიყვარს მუსიკის მოსმენა; • ბევრი სიმღერა ვიცი, მისამღერი განსაკუთრებით; • ხშირად ვღიღინებ მელოდიას; • საყვარელი მუსიკა კარგ განწყობაზე მაყენებს. ლოგიკურ-მათემატიკური ნიჭიერება • მიყვარს ანგარიში, გაზომვა, გამოთვლა; • გონებაში ადვილად ვანგარიშობ; • მიყვარს კარტის თამაში; • სკოლაში მათემატიკა მიყვარდა; • მჯერა რომ ყველაფერი რაციონალურია და ლოგიკურია; • მიყვარს “ტვინის საჭყლეტი” თამაშები; • მაინტერესებს ახალი სამეცნიერო მიღწევები; • კერძის დამზადებისას ზუსტად ვიცავ ინგრედიენტების რაოდენობას; • კლასში პრობლემების გადასაჭრელ ამოცანებზე მუშაობა მიყვარს; • ჩემი მოსწავლეები ორგანიზებულნი არიან. სივრცითი ნიჭიერება • ყურადღებას ვაქცევ ჩემი ტანისამოსის ფერთა შეთანხმებას; • მიყვარს ფოტოსურათების გადაღება; • მიყვარს ხატვა; • მიყვარს დასურათებული წიგნების კითხვა; • მიყვარს ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, გრაფიკები, ცხრილები; • უცხო გარემოში ადვილად ვიგნებ გზას; • გაკვეთილზე ვიყენებ სურათებსა და სლაიდებს; • მიყვარს ‘მოზაიკისა’ და “ლაბირინთების” კეთება; • გეომეტრიაში ძლიერი ვიყავი; • საკლასო ოთახში ადვილად ვაფიქსირებ სწავლისთვის მისი დიზაინის ეფექტიანობას. კინესთეტიკური ნიჭიერება • მიყვარს ხანგრძლივი სეირნობა; • მიყვარს ცეკვა; • მიყვარს სპორტი და მივსდევ/მივსდევდი კიდეც; • მიყვარს ხელსაქმე; • პრაქტიკული კეთებით სწავლა მირჩევნია წაკითხვით სწავლას; • საუკეთესო აზრები მოძრაობის დროს უფრო მომდის თავში; • მიყვარს კლასის გარეთ აქტივობები; • მიჭირს დიდი ხნით ჯდომა; • კლასში ხშირად ვატარებ მოძრავ აქტივობებს; • ჩემი გატაცებების უმრავლესობა ფიზიკურ აქტივობებს მოიცავს. ინტრაპერსონალური ნიჭიერება • ხშირად ვუთმობ დროს მეტიდაციას, - ღრმად ჩავფიქრდები ხოლმე; • დამოუკიდებელი პიროვნება ვარ; • ვაწარმოებ დღიურს, ვიწერ ფიქრებს; • გაკვეთილის საკუთარი ვარიანტი მირჩევნია წიგნზე მიყოლას; • კლასში ვიგონებ ახალ-ახალ აქტივობებს; • იმედგაცრუებული ადვილად ვუბრუნდები ნორმალურ მდგომარეობას; • მაქვს ღირებულებები და ვიქცევი მათ შესაბამისად; • მაქვს ინტერესები და გატაცება, რომლებიც ძალიან მიყვარს; • მიყვარს დამოუკიდებელი მუშაობა და მოსწავლეებსაც ვთავაზობ მას; • კლასში ვიყენებ “წყნარ წუთებს” რეფლექსიისთვის. ინტერპესონალური ნიჭიერება • სახლში მარტო ყოფნას წვეულებაზე წასვლა მირჩევნია; • მიყვარს საკუთარი პრობლემების მეგობართა წრეში გარჩევა; • ჩემთანაც ხშირად მოდიან მეგობრები თავისი პრობლემებით; • სიამოვნებით ვერთვები საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში; • მიყვარს მეგობრების გართობა და წვეულებები; • ხშირად ვიღებ ლიდერის როლს; • მიყვარს სწავლება და სხვებისთვის რაიმეს კეთების ჩვენება; • ერთზე მეტი უახლოესი მეგობარი მყავს; • ბევრ და უცნობ ხალხში თავს კარგად ვგრძნობ; • სასწავლო პროცესში მოსწავლეებს გადაწყვეტილების მიღებაში ვრთავ. საბუნებისმეტყველო ნიჭიერება • ჩიტების ჯიშებს ადვილად ვცნობ; • მცენარეთა ჯიშებს ადვილად ვცნობ; • მიყვარს ბაღში მუშაობა; • მიყვარს ცხოველების ყოლა; • ადვილად ამოვიცნობ მანქანების მარკას.- • ღრუბლების მიხედვით ადვილად გამოვიცნობ მოსალოდნელ ამინდს; • Aადვილად ამოვიცნობ სარეველას მცენარეებს შორის; • მიყვარს სახლის გარეთ, ბუნებაში დროის გატარება; • მიყვარს ინფორმაცია ქვების შესახებ; • სახლსა და საკლასო ოთახში მცენარეები მაქვს.
- 2 replies
-
- გარდნერის
- მრავალმხრივი
-
(and 2 more)
Tagged with: