Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სტანდარტები' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ფინეთში ისევ ყოფილა სავალდებულო გაწვევა და ნატოში შესვლის მერეც არ ვაპირებთ გაუქმებასო. შევჭამთ რუსებსო, რამეს თუ დააპირებენო. ავიაციაც ფორმაში გვყავს და ყველანაირად ვჯობივართო
  2. იდეალები და სტანდარტები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/3%20val_0.jpgღირებულებათა საკვლევ ინსტრუმენტებში ხშირად წარმოდგენილია ღირებულებათა ვრცელი ჩამონათვალი, თუმცა არ არის გამოყოფილი ის საკვანძო ღირებულებები, რომლებიც უშუალოდ პროფესიის მაძიებელს ყველაზე მეტად შესაბამისი პროფესიის არჩევაში დაეხმარება. მიზეზი კი არის ის, რომ ისინი მოიცავს ყველაფერს, რითიც ცხოვრების განმავლობაში ხელმძღვანელობთ - თქვენს იდეალებს, სურვილებს, სტანდარტებს, პრიორიტეტებსა და ნამდვილ ღირებულებებს. თქვენ უნდა განასხვავოთ ეს კატეგორიები ერთმანეთისაგან, რათა ფოკუსირება მოახდინოთ იმ ღირებულებებზე, რომლებიც კარიერის დაგეგმვის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია. იდეალები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/7%20val.jpgიდეალი ეს არის სრულყოფილების ხატი ან მოდელი, რომელიც არსებობს, როგორც მხოლოდ არარეალური წარმოდგენა. ესაა ჩვენი უკიდურესი, უსაზღვრო მიზანი და არა ის, რასაც ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრება წარმოადგენს. ადამიანები ყოველთვის საკუთარი იდეალებისაკენ მიისწრაფვიან. ისინი ხშირად აღწევენ კიდეც მიზანს. ბევრი ჩვენგანი კი მხოლოდ მცირედით ცდილობს საკუთარი ცხოვრება იდეალების მიხედვით წარმართოს და ზოგჯერ საერთოდ ვერ ახერხებს ამას. იდეალები სრულყოფილი ცხოვრების ხატს გაძლევთ, რომლისაკენაც უნდა ისწრაფვოდეთ. თუ თქვენ საკუთარ იდეალებს ,,სამიზნე წერტილად“ აღიქვამთ და გამუდმებით ეცდებით მის მიღწევას, ეს სრულყოფილების მიმართულებით თქვენი ცხოვრების შეცვლაში დაგეხმარებათ. მეორე მხრივ, თუ გაქვთ მოლოდინი, რომ ყოველთვის იდეალების მიხედვით იცხოვრებთ, თქვენ ცდებით. ვერ შეძლებთ ყოველთვის მიაღწიოთ საკუთარ იდეალებს და ამას თქვენგან არავინ მოელის. სწორედ ამიტომ ეწოდება მათ იდეალები. მიუხედავად ამისა, ყოველთვის უნდა ეცადოთ თქვენი იდეალები შეადაროთ რეალობას და შეცვალოთ ის უკეთესობისაკენ. სტანდარტები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/6%20val.jpgსტანდარტი ეს არის შესრულების ან მიღწევის დონის ადეკვატურობის საზომი. მაგალითად, ბევრი ადამიანი აღიარებს სტანდარტს _ „ცხოვრება უნდა იყოს სამართლიანი“ და თუ ცხოვრება უსამართლო „აღმოჩნდა“, ისინი იმედგაცრუებულნი რჩებიან. ჩვენ თითქმის ყველაფრის სტანდარტები გვაქვს: როგორ უნდა გამოიყურებოდნენ, ჩაიცვან, იქცეოდნენ ადამიანები; როგორ უნდა მუშაობდეს მთავრობა; როგორ უნდა გავზარდოთ შვილები და ა. შ. არ გვაქვს მხოლოდ იმის სტანდარტები, რის შესახებაც ჯერ არ გვიფიქრია. როგორ ამოიცნოთ სტანდარტი? ეს ძალიან მარტივია! ის ყოველთვის შეიცავს სიტყვას „უნდა“. თუ შენ „უნდა“ იყო უფრო ლამაზი, განათლებული, ახალგაზრდა, წარმატებული, მდიდარი, ყურადღებიანი, ესე იგი, სტანდარტს პასუხობ. პრობლება ის არის, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც „უნდა“ იყოს. არის ისე, როგორც არის. „უნდა“ კი ჩნდება მაშინ, როდესაც რაიმე საგანი ან მოვლენა ადეკვატურობის თქვენს საზომს არ შეესაბამება.