Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სიახლეები)' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. იმჰო, გააქტიურდება ისევ ეს თემა და აქ განვიხილოთ ხოლმე ახალი რა გვაქვს: მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს გამოაცხადებს 04.03.2021 23:03 მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულება. მათ შორის ძირითადი ვალდებულება გადავადდა სამჯერ. ასევე მთავრობამ გამოისყიდა და ინვესტორს გადასცა 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ღირებულება. ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც. გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა, დამატებით „საპარტნიორო ფონდი“ მზად იყო, ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ დოლარის ოდენობით, იმ პირობით, თუ ინვესტორი აღებული ვალდებულების შესრულებას შეძლებდა. თუმცა, მოგეხსენებათ, ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მლნ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება. ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს დაიწყებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათალისწინებით, ანაკლიის პორტის პროექტის დაჩქარებული ტემპებში განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტები. Europetime-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტს ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა არ ჰქონია არასდროს და მხოლოდ პოლიტიკური ნების პრობლემა იყო. "როგორც გამოჩნდა, რუსეთის ფაქტორი იყო გათვალისწინებული, რაც ძალიან არასწორია. ჩვენ თუ რუსეთის ნებაზე ვიარეთ, ამ ქვეყნისგან აღარაფერი დაგვრჩება. ყველა ქვეყანას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს. ამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს და გრძელვადიანად უნდა თვლიდეს, რა არის მისთვის სასარგებლო და რა არა. ანაკლიის პორტი სასწრაფოდ არის ასაშენებელი", - აღნიშნავს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი. მისი თქმით, მაშინ როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით, თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა უკვე დაიწყო. რაც დრო გავა, ამ ტვირთის მოცულობა მოიმატებს და დროულად უნდა განხორციელდეს ანაკლიის პორტის პროექტი, რადგან ბათუმის და ფოთის პორტები შავ ზღვაში შემოუსლი გემების 75 პროცენტს გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებენ. "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ეს არის ევროპასა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. 21-ე საუკუნეში კი, ეს ორი დიდი ეკონომიკა, დასავლეთით ევროპა და აღმოსავლეთით ჩინეთი ვითარდება და ბუნებრივია რომ მათ შორის ტვირთბრუნვა იზრდება.ამ ტვირთბრუნვას საქართველო რეალურად ვერ წაუვა. ყველა დათვლით, იმხელა ბრუნვა იქნება, რომ იგივე ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ გვაქვს ასაგები. სასწრაფოდ გვჭირდება ანაკლიის პორტის ასაშენებლად მუშაობის დაწყება. სამწუხაროდ ძალიან გაიწელა დროში, ანაკლიის პროექტის განხორციელება. Europetime-სთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტის და ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე აღნიშნავს, რეგიონში დაწყებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა გამოყენებასაც რუსეთის ცდილობს, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საქართველოს გვერდის ავლით, ისე რომ მოხდეს საქართველოს იზოლაცია. "ვგულისხმობ დერეფანს, რომლითაც რუსეთი აზერბაიჯანის გავლით შეძლებს დაუკავშირდეს თურქეთს, რკინიგზით. და პირიქით. პირველი იდეა ის იყო, რომ სომხეთ აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სატრანსპორტო კავშირები, რომლებიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას, კავშირებს ნახიჩევანთან და ამგვარად. თურქეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას. თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირის პრობლემა აქამდეც არც ჰქონიათ. ახლახან დასრულდა ბაქო-თბილის-ყარსის მშენებლობა. ეს ახალი მარშრუტი რუსეთისთვის უფრო არის საინტერესო. არ მინდა უფრო მეტი დეტალი გავაჟღერო. რეალურად რუსეთის ინტერესია აზერბაიჯანთან ერთად შეასრულოს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი როლი და საქართველოს მაქსიმალური იზოლირება მოხდეს, იმისთვის, რომ ამით საქართველოს დაუკარგოს საერთაშორისო ფუნქცია, რომლის გამოც მას, როგორც საერთაშორისო ერთეულს, უფრო მაღალი ფასი აქვს, სხვა ქვეყნების თვალში" - განმარტავს გიორგი ბადრიძე. როგორც Europetime-ს „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა, თუ ვამბობთ რომ გეოპოლიტიკურად, ევროპული ტიპის ქვეყნის იდენტიფიკაცია გვინდა, ეს მარტო განაცხადი არ უნდა იყოს. ამას, თან უნდა ახლდეს კონკრეტული ქმედებები და შესაბამისი პროექტები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ანაკლიის პორტი. "კონკრეტულ პროექტებს თუ გადავხედავთ, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ისაა, რომ გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სამხრეთ დერეფნისა, არსებობს ლოგისტიკური დერეფნის საკითხიც. აი სწორედ ამ ლოგისტიკურმა დერეფანმა ეფექტურობა რომ შეიძინოს, ქვეყნას „გრანდ სტრატეგია“ სჭირდება, რომელშიც უნდა შედიოდეს ანაკლიაც. ანაკლია არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი. „სტრატეგიქ ქონექტივიტი“, აი ეს „სტრატეგი ქონექტივიტი“ უნდა იყოს მთავარი იდეა, რომლითაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას შევიძენთ", - აღნიშნავს ბათუ ქუთელია. Europetime-თან საუბრისას ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ახალი ინვესტორების მოძიება ხელისუფების პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პორტის ირგვლივ დიდი რესურსის მქონე ინვესტორები თავისთავად ჩნდებიან, პროექტის გლობალურობიდან გამომდინარე. = ექსპერტი: მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ შეცდომებს ასწორებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ავტორის, სპარტაკ ერაგიას კონსულტანტის, დემურ გიორხელიძის თქმით, პროექტის გასაგრძელებლად ამ ეტაპზე ყველა ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს, მთვარია, ხელისუფლებამ ინვესტორის შერჩევისას გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდიანრე მიიღოს. როგორც Europetime-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ შეცდომებმა შეაფერხა ეს პროექტი; თუ ახალი მთავრობა გაასწორებს ამ შეცდომებს და როგროც სჩანს ასწორებს, პროექტი გაგრძელდება. მისივე თქმით, ანაკლიის პორტი ეს არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში - ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი საქართველო. „ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა. სარკინიგზოს ჩათვლით. მათ შორის აქტაუსა და ბაქოს პორტების ჩათვლით. გარდა ამისა, შავი ზღვის მეშვეობით დუნაის აუზის უზარმაზარი ევროპული ტერიტორია ექცევა ამ ტრასის ინტერესებში და ჩვენ კლასიკური ოკეანისა და სუეცის არხის მეშვეობით, აზიის და ევროპის დამაკავშირებელ გაცილებით მოკლე გზას ვიღებთა. რა თქმა უნდა, არის მეორე გზა - რუსეთზე გამავალი. როდესაც საუბარია საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, ეს არ არის რთული საქმე. ამას დიდი კონსორციუმი თვითონ დააბალანსებს (გლობალურ ორგანიზაციების კონსორციუმი). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს როგორც აშშ-დან ისევე ევროკავშირიდან. ამ პროექტში თავს იყრის რამდენიმე სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის პნევმატური მილის გაყვანილობა, რაც ტრანსპორტის ახალი სახეობაა და ყველაფერს ცვლის. ანაკლია უნიკალური ადგილია, რომელსაც თან მოჰყვება იქვე, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით“, - განუცხადა Europetime-ს დემურ გიორხელიძემ. = "თუ არ გავაძლიერებთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, დაუცველები და მოწყვლადები ვიქნებით ამ სიტუაციაში" 11.11.2020 12:11 მთიან ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებები, შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. შეთანხმების თანახმად, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი სამშვიდობოების ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს, არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის ხსენება, საზოგადეობაში, ერთგვარ ირონიას იწვევს. რა როლი ითამაშა აქამდე და როგორი იქნება ის მომავალში, ქმნის თუ არა კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი რეალობა საფრთხეებს საქართველოსთვის, როგორი უნდა იყო ჩვენი პოზიცია, ამ და სხვა საკითხებზე, „ევროპათაიმი“ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ( 2014-2018), ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა. - როგორ შეაფასებთ მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს, ომის დასრულებას, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ, და როგორია რუსეთის როლი? - უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ მშვიდობა დამყარდა, უფროს სწორად შეწყდა ცეცხლი, მაგრამ ეს არ არის ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტა. დღევანდელი სტატუს-ქვო არის შემდეგი - აზერბაიჯანმა მოახერხა და დაიბრუნა ტერიტორიების ძალიან მნიშნელოვანი და სერიოზული ნაწილი, თუმცა ამავდროულად, რუსეთმაც დაიბრუნა თავისი სამხედროების ყოფნის უფლება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ობიექტი, რომელიც მათ კონტროლქვეშ იყო, კაბალის რადიოლოკაციური სადგურია, რომელიც ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევის დროს დაიხურა და რუსეთის ძალებმა აზრბაიჯანის ტერიტორია დატოვეს. დღეს კი რუსეთმა მიიღო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება მშვიდობისმყოფელის მანტიით, იმ კონფლიქტში, რომელიც იმთავითვე მის მიერ იყო ინსპირირებული და შემდგომ პერიოდშიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მშვიდობა არ დამყარებულიყო. თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც იარაღით ამარაგებდა, როგორც ერთ, ისე მეროე მხარეს. ასე რომ რეალობა გვაქვს ასეთი: გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც მნიშნელოვანია იმით, რომ შეწყდა სისხლისღვრა (ყველაზე დიდი ტრაგედიაა, როცა ადამიანები იღუპებიან), მაგრამ გავითვალისწინოთ ის, რომ რუსეთმა მიიღო დამატებითი ბერკეტები რეგიონში, და ეს არის ბერკეტია- როგორც აზერბაიჯანზე, ასევე სომხეთზე ზემოქმედებისათვის. - ის რეალობა, რაც ახლა იქმნება კავკასიაში, რამდენად და როგორ აისახება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე? - სატრანზიტო პოტენციალზე, თუ იმას ვგულისხმობთ, რომ ნახიჩევანისკენ იხსნება ვიწრო კორიდორი, ეს აბსოლუტურად სხვა რამეა. სხვათაშორის გასათვალისწინებელია, რომ ამ კორიდორს, ამ შეთანხმებით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეიარაღებული ჯგუფები გააკონტროლებს. ამიტომ ვერანაირად ვერ განვიხილავთ ამ ვიწრო დერეფანს, როგორც საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისათვის გამოსაყენებელს. თუმცა საქართველოსთვის გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომელიც გუშინ დამყარდა, რუსეთის გაძლიერება რეგიონში. საქართველოსთვის ძალიან ყურადსაღები უნდა იყოს ეს ფაქტორი. თუ არ გავაძლიერეთ აქტივობები და თუ ვერ მოვახერხეთ ჩვენი პარტნიორების მეტად დაინტერესება საქართველოთი და საქართველოს უსაფრთხოებაში ვართ საკმაოდ დაუცველები და მოწყვლადი ამ სიტუაციაში. ამ ინტერესის გაძლიერება კი შეიძლება სწორედ, ისეთი პროექტებით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს, ერთის მხრივ, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას (ამ მხრივ, ძალიან მნიშნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ისეთი პროექტი, როგორიც იყო ანაკლიის პორტი), და მეორეს მხრივ, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს დიპლომატიურ აქტივობაზე ნატოს ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ორმხრივ ფორმატში ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, ისევე როგორც თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობებს. ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, რაშიც კიდევ უფრო უნდა გავვაქტიურდეთ და თავად ნატო, რომელში ინტეგრაციაც, საქართველოსთვის დღეს უაღრესად მნიშნელოვანია, მით უფრო როცა რუსეთი ძლიერდება ამ რეგიონში. - ახსენეთ ანაკლია, თქვენი აზრით რა ბედი ეწევა ამ პროექტს? განხორციელდება თუ არა მისი მშენებლობა, მითუფრო, რომ ახლა კიდევ უფრო დადასტურებულად წარმოჩინდა როგორი საჭიროა მსგავსი პროექტები ქვეყნის, არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ უსაფრთხოების კუთხითაც? - ანაკლიის პორტი დღეს სამწუხაროდ შეჩერებულია, მაგრამ თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ეს პროექტი ხელახლა დაიძრას და განხორციელდეს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ეს იქნება მისი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დამატებითი გარანტია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რითაც უნდა ვიყოთ დაკავებული, სწორედ მსგავსი პროექტების განვითარებაა. რაც უფრო მეტი საერთაშორისო აქტორის ინტერესი იქნება საქართველოში წარმოდგენილი, რაც უფრო მსხვილი კომპანიები იქნებიან ჩართულები, მით უფრო მეტი იქნება ჩვენი ქვეყნის დაცულობა. მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე, სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა და ბაქო-თბილისი-ერზუმმა განაპირობა ის, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოდან გავიდა. რომ არა ეს პროექტები, არც ეს არ მოხდებოდა. ასეთ პროექტებს არ აქვს მხოლოდ კომერციული მნიშვნელობა, ისინი თავიანთი პოლიტიკური დატვირთვით არიან მნიშვნელოვანნი. ჩვენს ინტერესებშია მსგავსი პროექტები განვითარდეს და საქართველო მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს უცხოური ბიზნესისათვის, დღეს ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია. დღეს ამას კიდევ უფრო მეტი მნიშნელობა აქვს, ვიდრე აქამდე. - რუსეთმა გაიმყარა პოზიციები იქ, სადაც სურდა, რამდენადაა აზრბაიჯანისთვის ეს გამარჯვება... - დღევანდელი გადასახედიდან, აზერბაჯანი ტერიტორიულად უკეთეს ვითარებაშია, ვიდრე იყო ორი და სამი თვის წინ, რადგან მან დაიბრუნა ეს ტერიტორიები, თუმცა ვიმეორებ რომ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოიწურა. ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია იმაზე, რამდენად მართებულად და ჯეროვნად შესრულდება მიღწეული შეთანხმება. სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშნელოვანი თემაა, აქ რუსეთი ყველანაირად შეეცდება თავისი პოზიციები გაიუმჯობესოს. თუმცა აზერბაიჯანი რამდენად იქნება მოწყვლადი ყოველივე ამის მიმართ, დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ძლიერი და დაცული იქნება საქართველო. ამიტომ საქართველოს მნიშნელობა, რეგიონულ კონტექსტში კიდევ უფრო იზრდება და რუსეთის ინტერესი ჩვენს მიმართ, არ კლებულობს, ამიტომ ჩვენს დაცულობას დიდი მნიშნელობა აქვს. - როგორია თურქეთის როლი და მნიშვნელობა ამ კონფლიქტში? - თურქეთი თავისთავად ცხადია დაინტერესებული მხარეა და მას ეს არც დაუმალავს, თურქეთმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ დახმარებოდა აზერბაიჯანს. მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები იყო, რომ თურქეთი მიიღებს სამშვიდობო პროცესში მონაწილებას, უშუალოდ მშვიდობისმყოფელებთან დაკავშირებით, ჩანაწერი შეთანხმებაში არ არის. თუ ამის მიღმა არის კიდევ სხვა შეთანხმება, არ ვიცი, მაგრამ ამაში, საუბარია რუს სამშვიდობოებზე და არა თურქებზე. ვნახოთ რა ფორმით იქნება თურქეთი ჩართული. თურქეთისთვის მნიშნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ, სტაბილური და განვითარებული საქართველოც. ამ კონტექსტში, თურქეთი, ჩვენი შეურყევადი პარტნიორია. ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთთან ორმხრივი თანამშრომლობა. - მაშინ როცა ითქვა რომ რუსი სამშვიდობოები შევლენ ყარაბაღში, ჩნდება ერთგვარი ,,დეჟავიუს’’ შეგრძნება საქართველოსთან მიმართებაში, მითუმეტეს, როცა ვკითხულობთ, რომ საუბარია 5 წელიწადზე, შემდგომი განგრძობის პერსპექტივით, პირველი, რაც გვახსენდება, დღეს რუსი სამშვიდობოების დანატოვარი კვალი, უდიდესი სამხედრო ბაზებია აფხაზეთში... - გეთანხმებით, შეუძლებელია ასეთი გრძნობა არ გაჩნდეს, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი კიდევ უფრო მომგებიან პოზიციაში, რადგან თუ შევხედავთ იმ მანდატს, რომელიც მას საქართველოში ჰქონდა, ეს მანდატი აფხაზეთის მხარეს იყო გაეროს მანდატი, ცხინვალის შმეთხვევაში, კი ეუთოსი. რუსეთმა ახლა რაც მოახერხა, არის ის, რომ მან საერთაშორისო ორგანიზაციების მიღმა, მხოლოდ და მხოლოდ მხარეების ხელმოწერით მიიღო ეს სტატუსი, რაც თავისთავად მოქმედების მეტ თავისუფლებას და ნაკლებ ანგარიშვალებულებას აძლევს. მეორე - თუ შევხედავთ, იმას, რამდენად სწრაფად მოხდა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის პერედისლოკაცია, ვნახავთ, რომ ამისთვის ისინი მზად იყვნენ მანამ, სანამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერებოდა. ამისთვის რუსეთი, ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა, კარგად აკვირდებოდა სიტუაციებს, აკეთებდა შესაბამის გათვლებს, სცენარები მუშავდებოდა და ერთ-ერთი განხორციელებული ფაზა, ვნახეთ, ამ მოცემულობაში, შეუძლებელია დეჟავიუს შეგრძნება არ გაჩნდეს, ისედაც ცხადია, რომ ეს კონფლიქტები იმთავითვე რუსეთის მხრიდან იყო ინსპირირებული და მხარდაჭერილიც. - სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. რა იქნება ამ ვიზიტის მთავარი მესიჯი, მითუფრო იმ ფონზე რა პროცესებიც რეგიონში მიმდინარეობს? - ვიზიტი უდავოდ მნიშვნელოვანია როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული რეალობების გათვალისწინებით. დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ დარწმუნებული ვარ სახელმწიფო მდივანი ძლიერ გზავნილებს ჩამოიტანს როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიის განმტკიცებისა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოვიყენოთ და ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივებიც შევთავაზოთ სტრატეგიულ პარტნიორს. სპეციალურად "ევროპათაიმისთვის = ანაკლიის პროექტი გვჭირდება არამხოლოდ როგორც საპორტო პროექტი, არამედ - გეოპოლიტიკური დერეფანი - ბათუ ქუთელია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირველმა ნაბიჯებმა და განცხადებებმა რუსეთის მიმართ მოლოდინები გაზარდა, რომ ამერიკა უფრო მკაცრი და შეურიგებელი იქნება დემოკრატიული პრინციპების და ავტოკრატიული რეჟიმების მიმართ. საქართველოსთვისაც ეს შესაძლოა სწორედაც რომ ახალი შესაძლებლობა იყოს გაამყაროს ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე თავის მისწრაფებები, თუმცა შიდაპოლიტიკურ კრიზისში ჩაძირული ქვეყნის მისამართით მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიდან სულ უფრო და უფრო მეტი კრიტიკა ისმის... გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ახლანდელ პოზიციებზე, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობასა და ახალ ეგრეთ წოდებულ რეგიონული გაერთიანებების ინიციატივების მიმართ საქართველოს ინტერესებზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საუბრობს. _ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ მუშაობს იმაზე, რომ რუსეთმა ყირიმში განხორციელებული აგრესიისთვის პასუხი აგოს. ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკელი ლიდერების მხრიდან, თუ ყოფილა მსგავსი მესიჯი, რომ არამხოლოდ გმობს ანექსიას და აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ამერიკა მუშაობს იმაზე, რომ რუსეთმა პასუხი აგო. საქართველოსთან მიმართებაშიც ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, თუმცა არა ასეთი კონკრეტული. თქვენი შეფასებით, რაზე მიანიშნებს ამერიკის პრეზიდენტის ეს გზავნილები? პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეს გზავნილები. ხშირად საუბრობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ტესტი, რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებით მისი პოლიტიკა იქნება. რუსეთთან მიმართებით, ბაიდენის პოლიტიკის ტესტი მდგომარეობს იმაში, რა პოზიცია ექნება აშშ-ს იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთმა ბოლო 12 წლის განმავლობაში მოიმოქმედა. კრემლის მხრიდან ობამას გადატვირთვის პოლიტიკით ბოროტად სარგებლობის შედეგად, დამდგარი რეალობაც ამ პერიოდის ნაწილია. მათ შორის ის, რაც საქართველოსა და უკრაინაში მოიმოქმედა. ბაიდენის პოლიტიკა მთლიანად რუსული აგრესიული რევიზიონიზმის პასუხია, რომელიც პუტინმა 2008 წელს ღიად და თვალნათლად დაიწყო საქართველოში სამხედრო აგრესიით. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა გულისხმობს არამარტო რუსეთის შეკავებას, არამედ უკუქცევას, რაც ჯო ბაიდენმა, ენტონი ბლინკენმა და მათი გუნდის სხვა წევრებმა, სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ დააფიქსირეს. უკრაინის თემა პრინციპულად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ ყირიმის ანექსია საერთაშორისო ნორმების პრინციპებს არღვევს, გეოსტრატეგიულადაც ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტერიტორია. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიზანი იყო, რომ აღნიშნული ზონა იყოს რუსეთის ექსკლუზიური უფლებების და გავლენის ზონა. ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სწორედ აქ არის გამოწვევა. ის გაჰყვება, ამ გავლენის ზონებად გადანაწილებას, თუ ფასეულობებზე აგებული საგარეო პოლიტიკა ექნება, სადაც მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ნორმების დაცვა და ქვეყნების თავისუფალი არჩევანი. ამიტომაც, ამ საგარეო პოლიტიკურ განტოლებაში, აშშ-ს სჭირდება საქართველოც, როგორც სტრატეგიული პარტნიორი. ჯერჯერობით, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ყველა კონკრეტული გადადგმული ნაბიჯი იყო სწორი. შემდგომ, როგორ გარდაიქმნება ეს კონკრეტულ პოლიტიკაში, საგარეო კუთხით, საინტერესო სანახავი იქნება და აი, როდესაც უკვე ბოლომდე დამტკიცდება საგარეო პოლიტიკური გუნდი, მერე უფრო მეტ კონკრეტიკას ვიხილავთ, ამ კუთხით. _რაც შეეხება საქართველოს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულებას, ამერიკის მხარდაჭერის ხარისხის გაზრდა რა კონკრეტულ შედეგებში აისახება. რა მოქმედებებსა და ნაბიჯებში. ასევე, რა სარგებელს მიიღებს საქართველო, კონკრეტული პროექტების მაგალითზე? აქ უკვე ორი კონკრეტული საკითხი არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსადმი მხარდაჭერაზე, აქ საუბარია იმაზე, საქართველო რა ფორმაში იქნება. იქნება თუ არა საქართველო ისეთი ქვეყანა, რომელიც ამერიკის მხარდაჭერას დაიმსახურებს, რადგან ბაიდენის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, დემოკრატიული დღის წესრიგი და დემოკრატიების მხარდაჭერაა. დემოკრატიის სამიტის იდეაც სწორედ ამას ემსახურება. თუ საქართველო დარჩება დემოკრატიულ ქვეყნად და ბოლომდე არ ჩავარდება არაფორმალურ მმართველობასა და ავტორიტარიზმში, მაშინ რასაკვირველია, აშშ-ისგან სხვა ხარისხის მხარდაჭერა ექნება. _სწორედ ამ კონტექსტში, რაზეც თქვენ საუბრობთ, საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები, აისახება თუ თუ არა ამერიკის მხრიდან მხარდაჭერის ხარისხზე? თუნდაც ის ფაქტი, რომ ამერიკამ საუდის არაბეთის რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა, მის ყველაზე დიდ მოკავშირეს მუსულმანურ სამყაროში, არის თუ არა ეს მკაფიო გზავნილი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს ერთნაირი ყურადღებით მოეკიდება, განსხვავებით ტრამპის ადმინისტრაციისგან და კიდევ, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს თუ არა, რომ საქართველოზე თვალს არავინ დახუჭავს, დემოკრატიის დასუსტების შემთხვევაში? დღევანდელი მოცემულობა სტატიკური არ არის. ძალიან მოკლე პერიოდში გაირკვევა, ჩვენ დავრჩებით ამერიკის პოზიტიურ დღის წერიგში, თუ გავხდებით ბელარუსის მაგვარი ავტორიტარული სახელმწიფო. ამიტომაც, თეორიულად, თუ იმ ტრაექტორიას გავაგრძელებთ, რაც ქართველი ხალხის ღიად გამოხატული ნებაა - რომ იყოს დასავლური ევროპული დემოკრატია, მაშინ ბუნებრივია, ახლა არის საქართველოსთვის საუკეთესო მომენტი, რადგან დემოკრატიების მხარდაჭერა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ღიად დეკლარირებული ამოცანა. ამერიკის საგარეო პოლიტიკაში რამდენიმე საკითხზე მუდმივი დებატი მიმდინარეობს, ერთ-ერთი არის ეს საკითხი - პრაგმატული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, თუ ფასეულობითი კომპონენტები და ამ ორს შორის სწორი ბალანსის პოვნა. ბაიდენის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ დემოკრატიული ფასეულობები არის მთავარი და ამაში სჭირდება პარტნიორები. ბაიდენმა მიუნხენში თქვა, რომ ახლა ისტორიული მომენტია. ამ ახალ ისტორიულ მომენტში, საქართველო როგორ ჩაეწერება - როგორც ამერიკის სტრატეგიული დემოკრატიული პარტნიორი რეგიონში? ირგვლივ ასეთი ქვეყნები ცოტაა. სწორედ ეს განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკა ექნება ამერიკას საქართველოსთან მიმართებით. მთელი მისი პოლიტიკური რესურსი და დღის წესრიგი დაიხარჯება ბიძინა ივანიშვილის და რუსული ტიპის კლეპტოკრატიის შეჩერებაზე, თუ პირიქით, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე. აი ამ ზღვარზე ვდგავართ ახლა. რა მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება პროცესები ჩვენთან, ქვეყნის შიგნით. მეორე მხრივ, რამდენად ვერ მოახერხებს დღევანდელი საქართველოს მთავრობა რუსული ტიპის ავტოტორიტარიზმის რეალურად გაფორმებას და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ისე გაფუჭებას, როგორც დღეს უკვე ჩანს იმ განცხადებებში და ღია კრიტიკაში, რასაც ვისმენთ საერთაშორისო პარტნიორებისგან. _თქვენი აზრით, სახელისუფლებო გუნდში არის ისეთი საკადრო რესურსი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის მყარად შენარჩუნებას და განვითარებას შეძლებს? ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც დღეს შექმნილი მოცემულობის პოზიტიურისკენ შემობრუნების რაიმე ბერკეტები შეიძლება ჰქონდეთ, როგორც გუნდის შიგნით გადაწყვეტილებების მიღებისას, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის დასაბრუნებლად? ბოლო პერიოდში, ჩემი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები ინტენსიურად მეკითხებიან იგივეს. სასურველი იქნებოდა, ამაზე პოზიტიური პასუხი მქონოდა. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების ფორმალური მმართველობის ანატომია და მიტაცებული სახელმწიფოს ბერკეტები, რომლებიც სახეზეა, თითქმის გამორიცხავს ასეთი დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორების ყოფნას. ვხედავთ კიდეც, წინა პრემიერ-მინისტრების ისტორიის მაგალითზე. ნებისმიერი მათგანი, როგორც კი შეეცდება, ცოტა უფრო დამოუკიდებელი და პროდასავლური პროფილი შეიძინოს, ავტომატურად ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან დაკავშირებული ხედვიდან გამომდინარე, მყისიერად გაურკვეველ ვითარებაში ასრულებს კარიერას. თუმცა, აქ არის უკუღმა ლოგიკაც. მე ვფიქრობ, რომ ასეთი აქტორები შეიძლება, გამოჩდნენ „ქართული ოცნების გუნდში“. არა იმიტომ, რომ იდეურად სჯერათ, არამედ სუფთა პრაგმატული მოსაზრებებით, თუკი ამერიკას და ევროკავშირს პროაქტიური პოლიტიკა ექნება საქართველოში. თუ გავიხსენებთ, ასე ხდებოდა შევარდნაძის პერიოდშიც. როდესაც ამერიკას ჰქონდა უკვე დეკლარირებული პოლიტიკა საქართველოსა და რეგიონში, უსაფრთხოების, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების კუთხით (ბაქო-ჯეიჰანის პროექტი, იგივე პანკისის ხეობაში არსებული სიტუაციის მოგვარებაში დახმარება). მას შემდეგ, რაც გაჩნდა ღიად გამოხატული ამერიკული ინტერესი, ავტომატურად შევარდნაძის სახელისუფლებო გუნდშიც მოიმატა პროდასავლურმა განწყობებმა. მაშინ, ძალიან ცოტა იყო პროდასავლური, იდეალისტი პოლიტიკოსი და აქტორი. აი, ამ ღიად გამოხატულმა და დაფიქსირებულმა ინტერესებმა უბიძგა ბევრ აქტორს, რომ პრაგმატულად ემოქმედათ, მოტივაციის მიხედვით. აქედან გამომდინარე, თუ იქნება აქტიური ამერიკული პოლიტიკა, მაშინ გაჩნდებიან ასეთი პოლიტიკოსებიც. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის დღის წესრიგში დატოვება იქნება ძალიან ძლიერი ბერკეტი იმისთვის, რომ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისკენ მიდრეკილი კლეპტოკრატიული სისტემა შეაჩეროს. პლუს, გააძლიეროს დემოკრატიული ინტერესები პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაშიც. _აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განცხადა, რომ თუ საქართველოს სურს, შეუძლია შეუერთდეს მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას. მანამდე თურქეთის პრეზიდენტის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან რეგიონში ექვსთა პლატფორმის შექმნაზეც იყო საუბარი. ყარაბაღში დაგეგმილი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა კი, სწორედ ამ ხუთ ქვეყანას აკავშირებს. საქართველოს ინტერესებში, რამდენად შედის მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმაში ჩართვა?დასავლეთის პოზიცია როგორია ამ პლატფორმის მიმართ? ნებისმიერ მოლაპარაკებაში უნდა ჩაერთო მაშინ, როდესაც ხელსაყრელი პოზიციები გაქვს. თუ არა, სჯობს საერთოდ არ ჩაერთო. თუ საქართველოში იქნება ავტორიტარული მმართველობა, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ქვეშ, დანარჩენი მსოფლიო კი გაგვაკრიტიკებს და იტყვის, რომ აღარ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და არც ევროპული მომავალი აღარ გვაქვს, ასეთ პირობებში რაიმე ტიპის ექვსთა ფორმატში შესვლა ნიშნავს, რომ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს ვერ დავიცავთ. საქართველოს ერთადერთი ძლიერი მხარე არის ის, რომ რეგიონში უნდა ვიყოთ დემოკრატიის შუქურა და ამის გამო გვქონდეს დასავლეთის და აშშ-ის მხარდაჭერა. აი ასეთ ტანდემში, ნებისმიერ ფორმატში შეგვიძლია მონაწილეობის მიღება, მაგრამ მაშინ, როდესაც დემოკრატიული უკანდახევის გამო გვაკრიტიკებენ, ჩვენი პოზიციონირება იქნება სუსტი, ბუნებრივია, ეს ფორმატი აბსოლუტურად წამგებიანია საქართველოსთვის და არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს. ყველა საერთაშორისო ფორუმზე ვამბობ ხოლმე - საქართველო არ უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც სამხრეთ კავკასიური ქვეყანა. რაღაც რეგიონული ძალთა ბალანსის გადანაწილების ნაწილი კი არ უნდა ვიყოთ, არამედ აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის რეგიონის ევროპული ტიპის ქვეყანა. სამხრეთ კავკასია ერთიანი გეოპოლიტიკური რეგიონი არ არის ბევრი მიზეზის გამო. შავი ზღვა კი უფრო გეოპოლიტიკური ერთეულია. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს საქართველო თვითიდენტიფიცირდეს შავი ზღვის რეგიონის ევროპულ ქვეყნად. ეს სამხრეთ კავკასიური ინდენტიფიკაცია ხელს აძლევს რუსულ ლოგიკას, რომ ეს არის რუსეთის და ძლიერი სახელმწიფოების გავლენის სფერო და ისინი თავისი ინტერესების მიხედვით დაალაგებენ ბალანსს. სწორედ შავი ზღვის ევროპულ ქვეყნად ყოფნა არის ის სტრატეგიული ხედვა, რომელიც უნდა გვქონდეს. მაგრამ დღეს, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არც მსგავსი ხედვა ჩანს და უფრო მეტიც ამის საწინააღმდეგოდ მიჰყავთ ქვეყანაც და ქვეყნის ინტერესებიც. _რაც შეეხება ყარაბაღის პლატფორმას, რამდენად უნდა ჩაერთოს საქართველო ან არ ჩაერთოს და რატომ? ბევრი კონკრეტული ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენ ორივე მეზობელთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ - ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური. მნიშვნელოვანია, რომ ყარაბაღის თემაში, საქართველომ არა პასიური, არამედ აქტიური ნეიტრალიტეტის პოზიციონირება მოახდინოს. აქტიური ნეიტრალიტეტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რეგიონში დასავლური ინტერესების მთავარი დასაყრდენი უნდა ვიყოთ. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, საქართველო უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ საქართველო. თავისი დემოკრატიული ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციით. მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით თავის სასარგებლოდ უნდა გადახაროს ბალანსი. ჩვენ ვერც მხოლოდ ფულით, ეკონომიკით ან შეიარაღებული ძალებით ვერ ვიპოზიციონირებთ ეროვნული ამოცანების მისაღწევად, თუ ეს ერთიანი სტრატეგიული ხედვის ნაწილი არ იყო, რაზეც ზემოთ ვისუბრე. ეს აქტიური ნეიტრალიტეტი სწორედ ამას ნიშნავს, რომ ჩვენი მორალური უპირატესობა რეგიონში დემოკრატიის და დასავლეთთან სწორი ურთიერთობებით იმდენად იყოს გაზრდილი, რომ იგივე ექვსთა ფორმატში, ჩვენი ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს რაღაცების გადანაწილება რეგიონში. _ექვსვთა პლატფორმის შექმნა, ნიშნავს თუ არა რუსეთის გავლენების პირდაპირ გაძლიერებას ჩვენს რეგიონში? ექვსთა არა, უკვე ხუთთა. კიდევ კარგი ჩვენმა საგარეო სამინისტრომაც განაცხადა, რომ არ ჩაერთვებიან, თუმცა ინსტიტუციურად მოშლილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პირობებში ეს განცხადება არ წარმოადგენს გარანიტიას, რომ საწინააღმდეგო არ მოხდება. _თუმცა 2020 წლის დეკემბერში პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ამ ფორმატზე და პოზიტიურ კონტექსტში ისაუბრა აღნიშნულ ინიციატივაზე? სალომე ზურაბიშვილმა დეკემბერში რაც განაცხადა, ეს იყო წამგებიანი. მე ვფიქრობ, მას ეს თავისი ინიციატივით არ უთქვამს. ეს იყო ხელისუფლების მცდელობა, რეაგირება გაეტესტათ უბრალოდ, საერთაშორისო და შიდა რეაგირება იმდენად მწვავე იყო. სხვათა შორის, ესეც მომენტუმით სარგებლობის შემთხვევა იყო. ვიდრე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ახალ საგარეო პოლიტიკას დაალაგებდა, იყო მცდელობა, რომ ეს იდეა „გაეძვრინათ“. ეს არ არის ახალი იდეა - 2008 წელს,( აჰმედ დავით ოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) ომი ახალი დამთავრებული იყო, ეს იდეა რომ გააჟღერა თურქეთმა. რუსეთი სულ ცდილობს, საგარეო პოლიტიკის მიკრორეგიონალიზაცია მოახდინოს. საქართველოსთვის ასეთი ტიპის რეგიონალიზაცია წამგებიანია, ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის ევროპული დემოკრატიული იდენტიფიკაცია და არა სამხრეთ კავკასიური ავტორიტარული სახელმწიფო ან რაიმე ან სხვა ჰიბრიდული რეჟიმის სტატუსი. როცა ვსაუბრობთ, რომ გეოპოლიტიკურად ევროპული ტიპის ქვეყნის იდენტიფიკაცია გვინდა, ეს მარტო განაცხადი არ არის. ამას, თან უნდა ახლდეს კონკრეტული ქმედებები და შესაბამისი პროექტები. მაგალითად, კონკრეტულ პროექტებს თუ გადავხედავთ, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია, გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სამხრეთ დერეფნისა, არსებობს ლოგისტიკური დერეფნის საკითხიც. სწორედ ამ ლოგისტიკურმა დერეფანმა რომ ეფექტურობა შეიძინოს, „გრანდ სტრატეგია“ სჭირდება, რომელშიც უნდა შედიოდეს ანაკლიაც. ანაკლია არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი. „სტრატეგიქ ქონექტივიტი“, აი ეს „სტრატეგი ქონექტივიტი“ უნდა იყოს მთავარი იდეა, რომლითაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას შევიძენთ. = ეცნიერება იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება - ნათია თურნავა 20.02.2021 15:02 ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება. პარლამენტში გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება. „ჩვენს სტრატეგიულ ამოცანად რჩება ანაკლიის პროექტი, რაზეც საშუალება გვექნება, რომ ერთად ვიმსჯელოთ და ვფიქრობთ, რომ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებასთან ერთად მსოფლიოში ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. იმედი მაქვს, რომ ეს წელს მოხერხდება, მანამდე კი ვმუშაობთ სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ. როგორც Europetime-თან საუბრისას ეკონომიკის საკითხების სპეციალისტმა დემურ გიორხელიძემ აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ახალი ინვესტორების მოძიება ხელისუფების პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პორტის ირგვლივ დიდი რესურსის მქონე ინვესტორები თავისთავად ჩნდებიან, პროექტის გლობალურობიდან გამომდინარე. „ინვესტორების მოძებნა არ არის ხელისუფლების ფუნქცია. ამ დროისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო. ვნახოთ, თუ მთავრობა სწორად მოიქცევა და ეროვნული ინტერესებიდან გამოვა, რა თქმა უნდა, ეს პროექტი გაკეთდება. ანაკლიის პროექტს არ აქვს თანხების მოძიების პრობლემა. ანაკლიის პროექტს აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის და პროფესიულ დონეზე ამ გადაწყვეტილების მიღების პრობლემა. ეს არ არის უბრალოდ ქართული პროექტი, ეს არის საქართველოს რესურსის გამოყენება უდიდესი, ფაქტობრივად 21-ე საუკუნის ეკონომიკისათვის“, - აღნიშნავს ანაკლიის პორტის პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას კონსულტანტი დემურ გიორხელიძე. მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე არც ერთი თეთრი არ შეიძლება დაიხარჯოს საქართველოს ბიუჯეტიდან, რადგან ეს პროექტი არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს. დემურ გიორხელიძე ანაკლიის პორტის ყოფილი ინვესტორის „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის“ მთავრობასთან დაპირისპირებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მან პირველივე დღიდან იცოდა, არც მამუკა ხაზარაძეს და არც კონსორციუმის ამერიკელ ინვესტორს, ანაკლიის პორტის ასაშენებელი ფული არ ჰქონდათ. „ერთადერთი რაც ამ პროექტის განვითარებას აფერხებდა იყო ის, რომ პირველი ტენდერის გამოცხადების დროს, მთავრობის მხრიდან სერიოზული მიდგომა არ არსებობდა. მთავარი შეცდომა რამდენიმე წლის წინ დაუშვა საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ, როცა ტენდერში გაამარჯვებინა კომპანიას, რომელსაც არც ფული ჰქონდა და არც პროექტი. პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას მიწვევით, პირველივე დღიდან ვიყავი ჩართული ანაკლიის პორტის პროექტში. ყველა დეტალს ვიცნობდი. ტენდერის შედეგების გაგებისთანავე ვთქვი, რომ არც მამუკა ხაზარაძეს და არც ამერიკულ ჯგუფს პორტის ასაშენებლად ფული არ ჰქონდათ. შედეგიც მივიღეთ ძალიან ცუდი. როდესაც ასეთ გლობალურ პროექტზე სახელმწიფო ტენდერს აცხადებს და ინვესტორს არჩევს, მთავრობა უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა აინტერესებდეს პროექტის რაობა, რესურსის მაქსიმალური ათვისება, სარგებებლობა და არა ნეპოტიზმი, არა ძმაკაცობა და კულუარული გარიგებები, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ანაკლიის პორტის მსგავს გლობალურ პროექტებზე, ასეთი მიდგომა ყოველთვის კრახით სრულდება და ამიტომაც არაფერი გამოვიდა. შანსიც არ იყო“, - აღნიშნავს ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი დემურ გიორხელიძე. საქართველოს მთავრობის გადწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, კონსორციუმმა საარბიტრაჟო სასამრთლოში სარჩელის შეტანით უპასუხა. როგორც Europetime-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (TBC Holdings and Conti Group) განუცხადეს, ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან ყველაზე ჭკვიანი ნაბიჯი იქნება, კონსორციუმთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაა. „გარდა იმისა, რომ მთავრობა სერიოზულ ფინანსურ რისკზე დგება, საარბიტრაჟო განხილვის დროს კარგად არის გააზრებული, რომ არც ერთი ლეგიტიმური დეველოპერი, ინვესტორი ან გამსესხებელი არ დაინტერესდება ანაკლიის ახალი და ცალკე პორტის პროექტით”, - განაცხადეს კონსორციუმში, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, პორტის ახალი ინვესტორის შესარჩევად, ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილების შეფასებისას. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ორი საარბიტრაჟო სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ, საწყის ეტაპზეა და მისი განხილვა შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს. „საბოლოო პოზიტიური შედეგისადმი ჩვენი ნდობა კვლავ ძლიერია. ჩვენ გვსურს ვნახოთ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. ამავდროულად, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინვესტორების ინტერესები, რის გამოც დავიწყეთ საარბიტრაჟო განხილვა. ამასთან, ჩვენი პირველი პრიორიტეტი რჩება ამ პროექტის განსახორციელება. შეჩერებული და დაგვიანებული ანაკლიის პორტის პროექტზე პრობლემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მთავრობას. თუმცა, ოცნება ანაკლიის მსოფლიო დონის პორტის აშენების შესახებ და ეკონომიკური სარგებელზე, რაც მას მოჰყვება, შესაძლოა, კვლავ გახდეს რეალობა. საჭიროა მხოლოდ მთავრობის მზაობა, შეაჩეროს ამ პროექტთან დაპირისპირება და მიიღოს აქტიური, პოზიტიური როლი უკვე მიღწეული პროგრესის ჩამოყალიბებაში. “,- განუცხადეს Europetime-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას კონსულტანტის დემურ გიორხელიძის თქმით, პროექტის გასაგრძელებლად ამ ეტაპზე ყველა ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს, მთვარია, ხელისუფლებამ ინვესტორის შერჩევისას გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდიანრე მიიღოს. „ანაკლიის პორტი ეს არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში. ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი საქართველო. ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა. სარკინიგზოს ჩათვლით. მათ შორის აქტაუსა და ბაქოს პორტების ჩათვლით. გარდა ამისა, შავი ზღვის მეშვეობით დუნაის აუზის უზარმაზარი ევროპული ტერიტორია ექცევა ამ ტრასის ინტერესებში და ჩვენ ვიღებთ კლასიკური ოკეანისა და სუეცის არხის მეშვეობით, აზიის და ევროპის დამაკავშირებელ გაცილებით მოკლე გზას. რა თქმა უნდა, არის მეორე გზა, რუსეთზე გამავალი. საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე როცაა საუბარი, ეს არ არის რთული საქმე. ამას დიდი კონსორციუმი თვითონ დააბალანსებს (გლობალურ ორგანიზაციების კონსორციუმი). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, დიდი საერთაშორისო მხარადჭერა აქვს, როგორც აშშ-დან ისე ევროკავშირიდან. კლასიკური ტარნსპორტის გარდა, ამ პროექტში თავს იყრის რამდენიმე სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის პნევმატური მილის გაყვანილობა, რაც ტრანსპორტის ახალი სახეობა და ყველაფერს ცვლის. ანაკლია უნიკალური ადგილია, რომელსაც თან მოჰყვება იქვე, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით. მხოლოდ და მხოლოდ შეცდომებმა შეაფერხა ეს პროექტი. ამ მთავრობას არ ეხება ეს შეცდომები, წინა მთავრობას ვგულისხმობ. (ანაკლის პორტის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა). თუ მთავრობა გაასწორებს ამ შეცდომებს და როგროც სჩანს ასწორებს, პროექტი გაგრძელდება“, - განუცხადა Europetime-ს დემურ გიორხელიძემ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. 2016 წლის 8 თებერვალს სამთავრობო კომისიის მიერ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ქართულ-ამერიკული კომპანია შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group). გამარჯვებულ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 3 ოქტომბერს. 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა. =