ძებნა
'საშობაო' ძებნის შედეგები.
-
მოყარედ თორე დაგბანდ
-
თქვენი საყვარელი საშობაო რომანტიკული კომედიები ჩაყარეთ აბა.... აი, ყოველი წლის დეკემბერში რომ უყურებთ, ისეთები ან არ უყურებთ, მაგრამ ისე გიყვართ
-
რთულად მოიძებნება საქართველოში დიასახლისი, რომელიც მაქსიმალურად არ ცდილობს საახალწლოდ და საშობაოდ საუკეთესო სუფრა გააწყოს საკუთარი ოჯახისთვის. ქართველებს ოდითგანვე განსაკუთრებულად გვიყვარს შობა-ახალი წელი და გასაკვირიც არაა, რომ ერთგვარი მენიუ შეიკრა, თუ რა უნდა იდოს ახალი წლის ღამეს საგანგებოდ გამოპრანჭულ მაგიდაზე. საგანგებოდ 30 დეკემბერს მოსაღამავებულზე იაფად ნაყიდი ჩასუქებული ინდაურის საცივი, თონეში შეპიწკინებული და სუფრის თავში პირში ბოლოკგაჩრილი გოჭი, ადრიანად ნაყიდი ნიგვზით გაკეთებული გოზინაყი, საშემოდგომოდ ამოვლებული ჩურჩხელები, ბავშვებისთვის გადამალული შოკოლადები - ასეთია ხშირ შემთხვევაში საახალწლო სამზადისი, წინა ორი დღე რომ ფეხზე დგომისგან ლამისაა გული წაგივიდეს, მაგრამ 31ში ღამით, რომ მაინც ქუსლიანი ფეხსაცმელებით იკაკუნებ. ვის რა ტრადიცია მოგიგროვდათ საახალწლოდ? ვინ რას ამზადებთ?