Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'საქართველოთი' or '' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ჩვენი სიძე ჯიგრობებს წერს კურტ ვოლკერი - რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის მოცილების მიზნით, აშშ-ს შეუძლია კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი - პომპეომ უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა საქართველოთი, როგორც რეგიონის ცენტრით „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) ვებ-საიტზე ამერიკელი დიპლომატის, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის და ნატო-ში ყოფილი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის სტატია გამოქვეყნდა სათაურით: „კავკასიური ვეფხვის გაზრდა“, სადაც საუბარია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე, ამასთანავე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე როგორც რეგიონალური, ისე - შიდა კუთხით. „ინტერპრესნიუსი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ: 17 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2016 წელს ქვეყანაში ჯონ კერი იმყოფებოდა. ვიზიტი რეგიონისთვისა და თვით საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. საუკეთესო შემთხვევაში, მან შეიძლება, შექმნას ორპარტიული, სტრატეგიული მიდგომის სტილი, რომელიც შეიძლება, ბაიდენის მომავალმა ადმინისტრაციამ აირჩიოს. რეგიონალულად, საქართველოს მეზობლები სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანი და სომხეთი ახლახან შეთანხმდნენ რუსეთის შუამავლობით დადებული ზავის შესახებ ოქტომბერში განახლებული, სასტიკი ბრძოლების შემდეგ. დაძაბულობა კვლავ მაღალია. ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგებას დათანხმდა. ეს ნიშნავს, რომ პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე: სომხეთში მოწვევით; აზერბაიჯანში, როგორც სამშვიდობოები; ხოლო საქართველოში, როგორც საოკუპაციო ძალები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ეს მცოცავი იმპერიის მშენებლობა განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, რეგიონში ყველაზე წარმატებულ დემოკრატიასა და ყველაზე მეტად დასავლეთისკენ მიდრეკილ საზოგადოებაზე. საქართველოს, რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯების საწინააღმდეგოდ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან მეტი ჩართულობა სჭირდება. რეგიონალური გეოპოლიტიკური ზეწოლის ზრდა ემატება საქართველოში დაძაბულ საშინაო პოლიტიკურ ვითარებას ბოლო ეროვნული არჩევნების შემდეგ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48% მიიღო, რაც საკმარისია ახალი მთავრობის შესაქმნელად კოალიციური პარტნიორების საჭიროების გარეშე. თუმცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარი თქვა ამ შედეგის მიღებაზე, ხმებთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესახებ იმ მრავალ ბრალდებაზე მითითებით, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაძიებელია. გარდა ამისა, სავარაუდოდ”გაერთიანებული” ოპოზიცია რეალურად, დაყოფილია იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის პოლიტიკურმა პარტიამ, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მეორე ადგილი დაიკავა. აქ სახელმწიფო მდივნის, პომპეოს სამუშაო განსაკუთრებით რთული იქნება. მან ყველა მხრიდან უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა - იგულისხმება ორივე: თაღლითობის ბრალდებების გამოძიებისა და საჭიროების შემთხვევაში, გამოსწორებისთვის ზომების მიღების დაჟინებული მოთხოვნა. ამავე დროს, მან ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ დემოკრატია მოითხოვს როგორც მთავრობას, ასევე ძლიერ პოლიტიკურ ოპოზიციას. არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ პარლამენტში ოპოზიციად შესვლა და ყველა მხარის მიერ დემოკრატიული პროცესის გაგრძელების მიდევნა. სამართლებრივი დაცვის საშუალებები კი სამართლებრივი დემოკრატიული საშუალებებით უნდა განხორციელდეს. გეოპოლიტიკური ზეწოლისა და საშინაო ძვრების კომბინაცია, რაც საქართველოს აზიანებს, ემატება ასევე კორონავირუსის დიდ აფეთქებას რეგიონში. ისევე, როგორც შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში, შემთხვევებმა საქართველოშიც მოიმატა. ვირუსთან დაკავშირებულმა ჯანდაცვისა და მოგზაურობის შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე და კიდევ გარკვეული ხნის განმავლობაში ასე გაგრძელდება. ეკონომიკური აღდგენისთვის, საქართველოს დასჭირდება ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი დონეების მოზიდვით შეიძლება გაკეთდეს. ამის მისაღწევად, საქართველოს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კავშირების გაღრმავება დასჭირდება. საქართველოს კარგი გამოცდილება აქვს მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთების" ინდექსებში. მიუხედავად ამ ხელსაყრელი რეიტინგებისა, უცხოელი ინვესტორები ყოყმანობენ. ეს ნაწილობრივ განპირობებულია საქართველოს მცირე ბაზრის მასშტაბით, ნაწილობრივ მისი გეოგრაფიით და ნაწილობრივ - სასამართლო სისტემისა და ინვესტორთა კლიმატის შესახებ წარმოდგენებით, რომელიც შეიძლება, პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცეს. მაგალითად, ბოლო მომენტში მიღებული კანონმდებლობა და მთავრობის ადმინისტრატორის დანიშვნა კერძო უცხოური ინვესტიციის გაუქმებისთვის დიდ ინტერნეტ კომპანიაში („კავკასუს ონლაინი“), რომელიც ახლა საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს, პოტენციურ ინვესტორებს აჩერებს. ანალოგიურად, გასულ წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტის ჩავარდნა (რომელიც ვერ მოხერხდა როგორც კომერციული მიზეზების, ასევე, კონსორციუმის ლიდერებზე მთავრობის მიერ ბიძგმიცემული გამოძიებების გამო), ინვესტორების მიერ გამაფრთხილებელ ნიშნადაა აღქმული. არჩევნების შემდგომი კლიმატის ახალი მიდგომით, ეს პროექტი (და მსგავსი სხვა პროექტები) შეიძლება აღდგეს, როგორც სახელმწიფო-კერძო პარტნიორობები. საქართველომ ეს ნარატივი უნდა შემოატრიალოს. მცირე, შორეულ ბაზრად აღქმიდან, საქართველომ თავი უნდა დაიმკვიდროს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთადერთი ისეთი დერეფნის კარიბჭედ, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს ერთმანეთთან ისე აკავშირებს, რომ არ გადის რუსეთსა ან ირანზე. სხვაგვარად, საქართველო შესაძლოა, არც ისე საინტერესო იყოს ევროპელი და აშშ-ს ინვესტორებისთვის. მაგრამ როგორც რეგიონის მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დასავლური, კანონის უზენაესობის ყველაზე მეტად დამცავი და რეგიონში ინვესტიციებისთვის ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილი, საქართველო შეიძლება გახდეს არსებითი ფინანსური, ლოგისტიკური და კიბერ გზაჯვარედინი, ისევე, როგორც რეგიონული შტაბ-ბინებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი. აშშ-ს ჩართულობის დადასტურებისა და საქართველოში საშინაო პოლიტიკურ შერიგებაში წვლილის შეტანის მიღმა, სახელმწიფო მდივან პომპეოს აქვს შესაძლებლობა, შეერთებულმა შტატებმა წამოწიოს ეს ხედვა საქართველოსი, როგორც რეგიონში მთავარი ეკონომიკური მოთამაშის. მას შეუძლია, დაადასტუროს აშშ-ს განზრახვა, თბილისში შეიქმნას აშშ-ს განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისი, გააკეთოს შეთავაზება აშშ-ს დახმარების შესახებ ინვესტორთა დავების მოგვარებაში და ჩამოაყალიბოს სტრატეგიული ხედვა, რომლის აღება და განვითარება შესაძლოა, აშშ-ს მომდევნო ადმინისტრაციის მიერ მოხდეს. რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის თავიდან მოცილების მიზნით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი“.