Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'საუბრობს ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 4 results

  1. პარლამენტში დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებთან „დეპოლიტიზებულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგისთვის“. მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესი გახდეს „უფრო ინტენსიური“ და ეფექტიანად იქნას გამოყენებული კომუნიკაციის ყველა არსებული არხი. ამგვარი თანამშრომლობის მაგალითად თეა ახვლედიანმა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაასახელა, რომელიც „ქმნის სივრცეს ეკონომიკური საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, რაც არასდროს შეწყვეტილა, პანდემიის პირობებშიც კი“. ახვლედიანის განცხადებით, ამ ინიციატივის ფარგლებში, მთავრობა ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტებისთვის ახორციელებს პროგრამას, რის შედეგადაც დანარჩენ საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვების რაოდენობა 2019-2020 წლებში „გასამმაგდა“ და გასულ წელს 400-ს მიაღწია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგორსა და გალში მცხოვრები სტუდენტებისთვის, რადგანაც მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ საერთო ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩააბარონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. მისივე თქმით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო ისინი ეროვნულ გამოცდებზე სხვა აბიტურიენტებს სათანადო კონკურენციას ვერ უწევდნენ. შერიგებისკენ გადაგმულ სხვა ნაბიჯებს შორის მინისტრმა ასევე დაასახელა ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთათვის ჯანდაცვის მომსახურებებზე უფასო წვდომა. „2020 წელს პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვუმკურნალეთ 876 პაციენტს“, – აღნიშნა მან. „წლების განმავლობაში დაგროვდა წარმატებული თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება სხვადასხვა სფეროში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა და დასძინა, რომ მთავრობის მიზანი იქნება ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა. „გვჯერა, რომ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგი და თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში“, – განაცხადა ახვლედიანმა. ასევე წაიკითხეთ: შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ რეგიონებზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა თეა ახვლედიანი აფხაზებთან და ოსებთან „არაფორმალურ“ დიალოგზე საუბრობს სერგეი შამბა თბილისს: „მზად ვართ საუბრისთვის“
  2. საქართველომ „წინ უნდა წაწიოს მნიშვნელოვანი რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც საარჩევნო და სასამართლო სისტემებსაც უნდა მოიცავდეს“, – განაცხადა ჟუზებ ბორელმა, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა არა მხოლოდ ხელს უწყობს ძლიერ დემოკრატიას, არამედ ინვესტორებსაც იზიდავს, რასაც შედეგად ეკონომიკური ზრდა მოყვება“, – განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ „საზოგადოების ნდობის მოპოვების მიზნით, საქართველომ უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით აღებული ვალდებულებები, მათ შორის, განახორციელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის რეფორმა“. ბრიფინგს წინ უძღოდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმა, კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომი ეკონომიკური გაჯანსაღება, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებისა და კავკასიის რეგიონში სტაბილურობის საკითხები განიხილეს. შეხვედრა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟუზებ ბორელის თავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს დელეგაციას კი – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდა ოლივერ ვარჰეიც, ევროკომისარი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში. პრესკონფერენციაზე ჟუზებ ბორელმა თქვა, რომ ასოცირების საბჭოს წლევანდელი შეხვედრა საქართველოსთვის „მნიშვნელოვან მომენტში“, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების ფონზე იმართება და რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსასვლელად ყველა პოლიტიკურმა აქტორმა საერთო ენა უნდა გამონახოს“. დიპლომატი საქართველოს პოლიტიკური კრიზისში ევროკავშირის მედიაციის საკითხსაც შეეხო. ბორელის თქმით, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი „მზადაა კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის და იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც“. „ნება მომეცით, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით ხაზი გავუსვა, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოსავლის მოძებნაში მმართველ პარტიას და ხელისუფლებას აკისრია“, – განაცხადა ბორელმა და ამასთან, ოპოზიციის გასაგონადაც დასძინა, რომ საპარლამენტო ბოიკოტი დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს ხელს არ უწყობს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა „საქართველოს მზადყოფნა, რომ შეუერთდეს ევროკავშირს, როგორც ძლიერი, სანდო და დემოკრატიული პარტნიორი“. „საქართველო დემოკრატიის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს არასტაბილურ გეოპოლიტიკურ რეგიონში“, – განაცხადა მან. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის რეფორმების „რთული, თუმცა მნიშვნელოვანი გზა“ გაიაროს. მან აღნიშნა, რომ მთავრობის დაპირება, 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობა მოითხოვოს, „ძლიერი მოტივაციაა ჩვენთვის, ყველა საჭირო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმა განვახორციელოთ“. პრემიერმა ასევე თქვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორი კვირის წინანდელი სტუმრობა თბილისში „ევროკავშირის საქართველოსადმი ერთგულების მკაფიო ნიშანია“. მისივე თქმით, საქართველოს „ეტაპობრივი და სრული ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება“ ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების დამყარების საქმეში. „საქართველო ევროკავშირისთვის კარიბჭეა აზიისკენ. ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ, როგორც ევროპის ალტერნატიულმა სატრანსპორტო კვანძმა და ენერგომარშრუტმა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ღარიბაშვილის თქმით, ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე მან „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების“ საკითხიც განიხილა. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიებში ორგანიზაციის ჩართულობის „სასიცოცხლო მნიშვნელობასაც“. ბრიფინგზე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმაც ისაუბრა. „თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რეფორმების ტემპი შეინარჩუნოს და ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოება განაგრძოს“, თქვა ვაეჰეიმ. იგი მიესალმა სახელმწიფო შესყიდვებისა და შრომის კანონმდებლობის დარგში ქვეყნის მიღწეულ პროგრესს, თუმცა ქვეყანას სასამართლოს სისტემისა და კანონის უზენაესობის შემდგომი რეფორმების გატარებისაკენაც მოუწოდა. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას, ევროკომისარმა მხარეებს კონსტრუქციული დიალოგისაკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, ქვეყანას უნდა დაეხმაროს ისეთი გამოსავალი გამოძებნოს, რომელიც კონსტიტუციის და დემოკრატიული პრინციპების შესაბამისი იქნება. „ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ამას უნდა დავეფუძნოთ“, – განაცხადა ვარჰეიმ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის ევროპაში საქართველოს ექსპორტის დივერსიფიკაცია მოახდინოს. „ჩვენ უფრო დიდი და უფრო ხელმისაწვდომი ხიდები უნდა ავაშენოთ საქართველოს და ევროპას შორის, განსაკუთრებით როცა საქმე შავ ზღვაზე, როგორც სავაჭრო მარშრუტზე, წვდომას ეხება“, დასძინა მან. ასოცირების საბჭოს შეხვედრამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბორელთან და ვარჰეისთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე, რუსულ ოკუპაციასა და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა ევროკავშირის მედიატორი თბილისში ვიზიტს ახანგრძლივებს ევროკავშირის მედიაცია: დანიელსონი კიდევ ერთხელ შეხვდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ქრისტიან დანიელსონი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს ევროკავშირის შუამავლობით პრემიერი და ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
  3. Autorité des Marchés Financiers-ის თავმჯდომარემ, რობერტ ოფელმა ფინტეკის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს კრიპტოვალუტის რეგულაციაზე ისაუბრა. ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ფინანსურმა ზედამხედველებმა უნდა მიიღონ ახალი მიდგომა Blockchain-ზე დაფუძნებული ფინანსური ინსტრუმენტების დასარეგულირებლად. ახალი წესები ციფრული ვალუტის ბაზრის ზრდას უკავშირდება. რობერტ ოფელის აზრით, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA უნდა იყოს პასუხისმგებელი რეგულირებასა და ზედამხედველობაზე. მან ასევე ისაუბრა ხელსაყრელი რეგულაციების შესახებ. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, არსებული წესები ხელს უშლის Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას, რადგან აღნიშნული რეგულაცია ცენტრალიზებული სისტემებისთვის არის შემუშავებული. რობერტ ოფელმა აღნიშნა, რომ Blockchain-ის დეცენტრალიზებულ ხასიათს შეუძლია ევროპის ეკონომიკაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს: ”DLT შეამცირებს რისკებს მისი დეცენტრალიზებული ხასიათის გამო, რამაც შეიძლება შეამციროს ცენტრალური ბაზრის ინფრასტრუქტურებით გამოწვეული ზოგიერთი კიბერ რისკი”. შეგახსენებთ რომ, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA პარიზში მდებარეობს. ESMA არის ევროკავშირის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს კავშირის ფინანსური სისტემის სტაბილურობის დაცვას სტაბილური ფინანსური ბაზრების განვითარების გზით. ამასთანავე, 2018 წლის დასაწყისში ESMA–მ გამოაქვეყნა გაფრთხილება კრიპტოვალუტის შესახებ. ორგანო ციფრულ ვალუტაში განხორციელებულ ინვესტიციას სარისკო საქმიანობად აფასებდა. The post საფრანგეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტისა და Blockchain რეგულაციების ცვლილებაზე საუბრობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  4. Autorité des Marchés Financiers-ის თავმჯდომარემ, რობერტ ოფელმა ფინტეკის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს კრიპტოვალუტის რეგულაციაზე ისაუბრა. ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ფინანსურმა ზედამხედველებმა უნდა მიიღონ ახალი მიდგომა Blockchain-ზე დაფუძნებული ფინანსური ინსტრუმენტების დასარეგულირებლად. ახალი წესები ციფრული ვალუტის ბაზრის ზრდას უკავშირდება. რობერტ ოფელის აზრით, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA უნდა იყოს პასუხისმგებელი რეგულირებასა და ზედამხედველობაზე. მან ასევე ისაუბრა ხელსაყრელი რეგულაციების შესახებ. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, არსებული წესები ხელს უშლის Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას, რადგან აღნიშნული რეგულაცია ცენტრალიზებული სისტემებისთვის არის შემუშავებული. რობერტ ოფელმა აღნიშნა, რომ Blockchain-ის დეცენტრალიზებულ ხასიათს შეუძლია ევროპის ეკონომიკაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს: ”DLT შეამცირებს რისკებს მისი დეცენტრალიზებული ხასიათის გამო, რამაც შეიძლება შეამციროს ცენტრალური ბაზრის ინფრასტრუქტურებით გამოწვეული ზოგიერთი კიბერ რისკი”. შეგახსენებთ რომ, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA პარიზში მდებარეობს. ESMA არის ევროკავშირის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს კავშირის ფინანსური სისტემის სტაბილურობის დაცვას სტაბილური ფინანსური ბაზრების განვითარების გზით. ამასთანავე, 2018 წლის დასაწყისში ESMA–მ გამოაქვეყნა გაფრთხილება კრიპტოვალუტის შესახებ. ორგანო ციფრულ ვალუტაში განხორციელებულ ინვესტიციას სარისკო საქმიანობად აფასებდა. The post საფრანგეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტისა და Blockchain რეგულაციების ცვლილებაზე საუბრობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.