ჩინელი ტურისტი არის ყველგან. ჩინელი ტურისტი იღებს ყველაფერს. ჩინელი ტურისტი მოგზაურობისას კი არ ერთობა, არამედ მუშაობს. თავის ქვეყანაში დაბრუნებისას ყველა ფოტო, ყველაფრის ფოტო მუშავდება და ასე იწარმოება ის ყველაფერი, რაც გვჭირდება ან არ გვჭირდება, მაგრამ ჩინელებს ყოველთვის მზად აქვთ გასაყიდად. ასეა, ეს. ჩვენ კი მარტივი რაღაცეები ვერ გადმოგვიღია წარმატებული ქვეყნებიდან. მივდივართ, ვმოგზაურობთ, მაგრამ ვერაფერს ვხედავთ.