Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სანელებლების' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. Fenugreek - შამბალილა/ულბო. უცხო სუნელის მშობელი. აქტიურად გამოიყენება ინდურ სამზარეულოში. ჩვენთან გავრცელებულია მისი სახეობა Blue Fenugreek - რასაც უცხო სუნელს ვეძახით (ასევე ულუმბოდ მოიხსენიებენ). დახვეწილი არომატი და ქართული სამზარეულოს გემო აქვს ჩემთვის, ძალიან მიყვარს. "ხმელი სუნელის" ერთერთი შემადგენელია. https://ka.wikipedia.org/wiki/ულუმბო ეს დედოფალაა ძირა ანუ Cumin არის სამხრეთ აზიის მკვიდრი მცენარე, რომელმაც პოპულარობა პოვა ევროპაში, განსაკუთრებით კი ესპანეთში და ამის შედეგად, ახლანდელი მექსიკის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. მძაფრი და "მძიმე" არომატი აქვს. კვლიავი ანუ Caraway არის აღმოსავლეთ ევროპის მკვიდრი მცენარე და, ძირასგან განსხვავებით, ბუნებრივად (ველურად) იზრდება ჩვენს მთებში. ბევრად უფრო "ცოცხალი", ციტრუსოვანი და დახვეწილი არომატი აქვს. ძირა და კვლიავი ნათესავები არიან, ისევე, როგორც პიტნა და ქონდარი ან ბაზილიკი და ორეგანო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არიან ერთი და იგივე მცენარე. ქართული მთის ხინკალი ყოველთვის კეთდებოდა კვლიავით და არასდროს ძირათი. ეს არის დროთა განმავლობაში დამახინჯებული რეცეპტი. Coriander - ქინძი. ყოველთვის მაბნევდა, ქინძი მწვანილიც რომ არის და სუნელიც. ერთი შეხედვით, არაფრით გვანან ერთმანეთს, მაგრამ მწვანილიც და სუნელიც ერთი და იგივე მცენარის ნაწილია. როდესაც ქინძი გადაიზრდება, ყვავილი უჩნდება, შემდეგ კი - ნაყოფი. ამ ნაყოფს (თესლს) ახმობენ და იყენებენ სუნელად, მთლიანს ან დაფქულს. ქინძი ქართული სანელებლებლის, ხმელი სუნელის, ერთერთი შემადგენელია. ასევე, აქტიურად გამოიყენება ინდურ სამზარეულოში (ძირასთან ერთად) . დაფქული კორიანდრი იგივე დაფქული ხმელი ქინძია, ამ ფორმაში ითესება ეზოში, ქინძის თესლია რა Dill Seed - კამის თესლი. მწნილების განუყოფელი ნაწილი. ასევე იყენებენ საოჯახო მედიცინაში უამრავი დაავადების სამკურნალოდ. Saffron - ზაფრანი (ნამდვილი). ყველაზე ძვირადღირებული სუნელი მსოფლიოში. მისი მოყვანა და დამუშავება ძალიან რთულია, ეს პროცესი სრულიად ხელით კეთდება. აქვს ინტენსიური გემო და წითელი ფერი. გამოყენებამდე ალბობენ თბილ წყალში, რომ არომატი გამოუშვას და მხოლოდ შემდეგ იყენებენ ამ წითელ წყალს და თვითონ მცენარეს კერძებში. უხდება ბრინჯს და ბრინჯიან კერძებს. French Marigold - ყვითელი ყვავილი (ჩვენებური, ქართული "ზაფრანა") - საქართველოში რატომღაც ამ მცენარეს ეძახიან ზაფრანას. სავარაუდოდ, ფერის გამო მოხდა ეს შეცდომა. ზაფრანთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ თავის მხრივ, საინტერესო არომატი აქვს და ქართულ სამზარეულოში აქტიურად გამოიყენება. ესეც "ხმელი სუნელის" ნაწილი. (კიდევ ერთი “ზაფრანის შემცვლელი” არის Safflower - ალისარჩული. ეს მცენარეც მოდის საქართველოში (მგონი რაჭაში) და მასაც ეძახიან შეცდომით ზაფრანას.) ანუ ზაფრანა რეალურად ფრანგული მერიგოლდია და რეალური შაფრანისგან ძალიან განსხვავდება, გემოვნური თვისებითაც და ფასითაც Licorice - ძირტკბილა. ქართული სახელწოდება ზუსტად აღწერს ამ სუნელს. ეს არის მცენარის ძირი, რომელიც 100-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი. მისგან აკეთებენ სიროფებს, იყენებენ საკონდიტრო ნაწარმში და, ასევე, სიგარებისთვის არომატის მისაცემად Cardamom - ილი. სააღდგომო პასკას თავისებურ არომატს ზუსტად ეს სუნელი აძლევს. უხდება ჩაის. ვიყენებთ პასკებში, საშობაო და სადღესასწაულო მნიამნიებში.