აქ მინდა ვიყო
ულამაზეს, მყუდრო ადგილას : )
და საერთოდ მოგზაურობა შესანიშნავი რამეა.
რამხელაა დედამიწა წარმოიდგინეთ და მისი რა მცირედი ნაწილი გვაქვს ნანახი
ასევე, რამდენნაირი ადამიანი ცხოვრობს. რამდენნაირი კულტურა და ცხოვრების წესი არსებობს
მარტო ამად ღირს მოგზაურობა
დაკვირვებით და აღმოჩენებით შინაგანად მდიდრები
ასევე, დარწმუნებული ვარ ფასდაუდებელ სულიერ გამოცდილებას იღებ, რომელსაც ვერანაირი სხვა მექანიზმით ვერ მოიპოვებ.
მოკლედ, მეტი უნდა ვიმოგზაურო.