ქართული კულტურის თავისებურებანი ხალხური სამოსელის მრავალფეროვნებაშიც გამოვლინდა. გამოირჩევა თუშური, ფშაური, ხევსურული, მოხევური, რაჭული სამოსელი. მამაკაცთა შესამოსელიდან ჩოხასთან ერთად აღსანიშნავია ხევსურული სამოსელიდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამოსელი „ჩაქურა“.
shin.geყველაზე მეტად ყურადღებას იქცევს ხევსურული ქალის სამოსელი – ტალავარი, რომელიც ორიგინალური თარგითა და ჭარბი ნაქარგობით გამოირჩევა, მას შინ ქსოვდნენ შალის ძაფისაგან. ტალავარი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, ესენია: შალის გრძელი კაბა – „სადიაცო“, ზემოდან შემოსაცმელი შალისავე „ფაფანაგი“ ან მოკლესახელოებიანი „ქოქლო“. ხევსური ქალის თავსაბურავია „სათაურა“ და „მანდილი“, ფეხსამოსი კი – „თათები“ ან ქალამან-წინდა და „ბაჭიჭები“. სადიაცოს ორი ძირითადი ნაწილი აქვს: „მხარ-ზურგი“ და „გულისპირი“. კაბას საყელოსთან სარჩულიანი საყელო აქვს მოყოლებული, მხრებზე მოკერებულია სახელოები, ხოლო კაბის კალთებს ქვემოთ ეკერება ბრტყელი და ზოლიანი არშია, რომელსაც ეწოდება „ქოქომონი“. „ქოქომონის“ ფერები გარკვეული კანონზომიერებითაა განლაგებული: ჯერ შავი ფერია, შემდეგ წითელი და ლურჯი. კაბის ყელთან სამკუთხედის ფორმის პატარა ამოჭრილია, რომელზეც შეიძლება მიეკეროს ღილებითა და მძივებით გაწყობილი პატარა შალის ნაჭერი, ე.წ. „ქოქა“.
shin.geView the full article