Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'საინვესტიციო' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. აქტივების მართვისა და დაზღვევის სფეროში ისრაელის უმსხვილესმა ფირმამ Altshuler Shaham, Grayscale Bitcoin Trust-ში (GBTC) 100 მილიონი დოლარი ჩადო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო კომპანიამ, რომლის განკარგულებაში დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის აქტივებია, Grayscale Bitcoin Trust-ში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ინვესტირება გასული წლის მეორე ნახევარში მოხდა, როდესაც ბიტკოინის ფასი დაახლოებით 21000$-ს შეადგენდა. Grayscale Bitcoin Trust-ი 2013 წელს დაარსდა და წარმოადგენს მსოფლიოში ბიტკოინის უმსხვილეს ტრასტს , რომელიც ინვესტორებს პირველ კრიპტოვალუტასთან წვდომას სთავაზობს. ამჟამად Grayscale 42.1 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს. წყაროს ცნობით, გარდა Grayscale-ის აქციების შეძენისა, Altushler-მა ისრაელში ზოგიერთი ICO-ს მიმართ ყურადღება ჯერ კიდევ 2017 წელს გამოიჩინა. „Altushler-ს აქვს ალტერნატიული აქტივების განყოფილება, რომელიც ეთერიუმისა და ბიტკოინის საფულეებს ფლობს. ის აქტიური იყო წარსულში და ახლა კვლავ ეცნობა ინდუსტრიას.“ როგორც ჩანს, Grayscale-ს შეეძლება მომხმარებელს მეტი ციფრული ვალუტის პროდუქტი შესთავაზოს. რამდენიმე დღის წინ, ETF მიმართულების განვითარებისთვის, კომპანიამ 9 ვაკანსია გამოაცხადა. ეს მეტყველებს კომპანიის გეგმებზე შექმნას კრიპტოვალუტის საბირჟო ფონდები. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ Grayscale-მა Grayscale Bitcoin Trust-სა და Digital Large Cap Fund-ში (GDLC) ინვესტიციები შეაჩერა. სავარაუდოდ, ეს ზემოთხსენებული ფონდების აქციების კურსის ვარდნას უკავშირდება. წყარო: https://www.coindesk.com The post საინვესტიციო გიგანტმა Altshuler Shaham GBTC-ში 100 მილიონი დოლარი დააბანდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  2. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ–ში დაფუძნებული კრიპტოვალუტის მსხვილი ბირჟა, Kraken-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს წამყვან საინვსტიციოო კომპანიებთან, მათ შორის არიან Fidelity და Tribe Capital-ი. მოლაპარაკებები ახალი დაფინანსების რაუნდისთვის იმართება. სამომავლო თანამშრომლობას შეუძლია კომპანიის საბაზრო ღირებულება გააორმაგოს და 10 მილიარდი დოლარი შეადგინოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. სხვა წყაროს ცნობით, არსებული სიტუაციის გამო, რაც კომპანიაზე მაღალ მოთხოვნას გულისხმობს, სრულიად შესაძლებელია, რომ ფასი 20 მილიარდ დოლარამდეც კი გაიზარდოს. 2019 წელს Kraken-მა გამოიყენა კრიპტოინფლაციური საინვესტიციო პლატფორმა Bnk to the Future, რომ 2,5 მილიარდი მონაწილისგან მიეღო თანხები, რამაც საერთო ჯამში 13,5 მილიონი დოლარი შეადგინა. Coinbase–ის საბაზრო ღირებულების თანახმად, ბირჟის ღირებულებამ, ცოტა ხნის წინ, 100 მილიარდ დოლარს მიაღწია. CoinMarketCap-ის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში Kraken-მა დაამუშავა თითქმის 2 მილიარდი დოლარის მოცულობა, ხოლო Coinbase-მა 3,85 მილიარდი დოლარი მიიღო იმავე პერიოდში. The post Kraken-ი საინვესტიციო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.